განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
330100119003158795
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3920-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–-ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ---------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქვრივი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე ზ---------------–---–ის მიმართ გამოიწერა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, 30 დღის განმავლობაში, 2019 წლის 11 აგვისტომდე აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან - რ-----------------ესთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც რ-----------------ე შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზ---------------–---–ი მივიდა დედის -რ-----------------ის სახლში ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, სადაც კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ე.ი. ზ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. N------ შემაკავებელი ორდერის მიხედვით, 2019 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე, დედის - რ-----------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ზ---------------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. ზ---------------–---–ს მსხვერპლთან - რ-----------------ესთან 30 დღის ვადით (2019 წლის 11 აგვისტომდე) აეკრძალა მიახლოება, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მისვლა, სადაც რ-----------------ე შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ს.ფ. 20-26).

 

2.2. პატრულ-ინსპექტორმა ბ--------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 11 ივლისს, რ-----------------ემ 112-ს შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ამ ფაქტზე, იგი თავის მეწყვილესთან - ი-----–-------–-–---–თან ერთად გამოცხადდა რ-----------------ის სახლში. მისამართზე დახვდათ აღელვებული რ-----------------ე და მისი შვილი ზ---------------–---–ი. რ-----------------ემ მათ განუმარტა, რომ ზ---------------–---–ი იყო ნასვამი, რომელთანაც მოუვიდა კონფლიქტი ფულთან და ბინასთან დაკავშირებით. კამათისას ზ---------------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტზე, ზ---------------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 30 დღით აეკრძალა რ-----------------ესთან მიახლოება, იმ ადგილებთან მისვლა, სადაც რ-----------------ე შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ზ---------------–---–ს განემარტა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ზ---------------–---–მა განმარტა, რომ შემდეგი 30 დღის პერიოდში სხვაგან იცხოვრებდა.

 

2.3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა ი-----–-------–-–---–მა.

 

2.4. შეტყობინების რეგისტაციის N------- აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს, 21:12 საათზე რ-----------------ემ 112-ს შეატყობინა, რომ მისმა შვილმა - ზ---------------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოვალეობები, მივიდა მასთან სახლში და არის კონფლიქტური ვითარება (ს.ფ. 2).

 

2.5. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–--------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 11 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც სამორიგეო ნაწილში შევიდა რ-----------------ის შეტყობინება, რომ მისი შვილი - ზ---------------–---–ი მასთან სახლში იყო მისული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც არღვევდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოვალეობებს. იგი თავის თანამშრომელ - გ---------------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------ში, სადაც დახვდათ ზ---------------–---–ი და რ-----------------ე. რ-----------------ე იყო აღელვებული, რომელმაც მათ განუმარტა, რომ მისი შვილის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა 30 დღით მასთან მიახლოება, თუმცა ზ---------------–---–მა დაარღვია ეს მოვალეობა და მივიდა მის სახლში. ამ დროს ზ---------------–---–ი იმყოფებოდა ნასვამი და საძინებლიდან აგრესიას გამოხატავდა დედამისის მიმართ. ვინაიდან სახეზე იყო შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ნიშნები, ზ---------------–---–ი დააკავეს ბრალდებულის სახით და განუმარტეს მისი უფლებები.

 

2.6. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 11 ივლისს, 21:40 საათზე, ქ. თბილისი, გ-–--------------------------------------------------ში დაკავებული იქნა ზ---------------–---–ი (ს.ფ. 3-8).

 

2.7. გამომძიებელმა გ-------------–--ემ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

2.8. დაზარალებულმა რ-----------------ემ საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს არ თვლის დაზარალებულად.

 

2.9. ბრალდებულმა ზ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს გ-–--------------------–-----------------–-------------ში დედასთან - რ-----------------ესთან ერთად. 2019 წლის 11 ივლისს, დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დედამისთან საყოფაცხოვრებო საკითხებზე მოუვიდა შელაპარაკება. დედამისმა ამის გამო გამოიძახა პოლიცია, რომელმაც მის მიმართ გასცა შემაკავებელი ორდერი. პატრულის თანამშრომლებმა მას განუმარტეს და თავადაც გააცნობიერა, რომ 30 დღის განმავლობაში არ შეეძლო რ-----------------ესთან მიახლოება. ამის მიუხედავად, იმავე დღეს, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა ტანსაცმლის წამოსაღებად, რა დროსაც რ-----------------ემ კვლავ გამოიძახა პოლიცია. რ-----------------ე კონფლიქტური ადამიანია, ისინი დღესაც ერთად ცხოვრობენ. როდესაც თვითონ ნასვამია, რ-----------------ე ყოველთვის ეჩხუბება.

 

2.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.11. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ-----------------ე არის ზ---------------–---–ის დედა.

 

2.12. სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მერ წარმოდგენილია საკმარისი მრკიცებულებათა ერთობლიობა ზ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სასამრთლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმეების ი-----–-------–-–---–ის, ბ--------–---–ის და ი-----–--------–---ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით. შემაკავებელი ორდერით, მოწმეების ი-----–-------–-–---–ის და ბ--------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე ზ---------------–---–ის მიმართ გამოიწერა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, 30 დღის განმავლობაში, 2019 წლის 11 აგვისტომდე აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან - რ-----------------ესთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც რ-----------------ე შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შეტყობინების აქტით, მოწმე ი-----–--------–---ის ჩვენებით და ბრალდებულის დაკავებით ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზ---------------–---–ი მივიდა დედის - რ-----------------ის სახლში ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დედის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი ასევე დაადასტურა თავად ბრალდებულმაც - ზ---------------–---–მა.

 

2.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.3. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ზ---------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლით გათვალიწინებულ დანაშაულში (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) დამნაშავედ ცნობისთვის.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რაც ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. მაშასადამე, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, - ის ვისაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება ევალება.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.4. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2019 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე ზ---------------–---–ის მიმართ გამოიწერა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, 30 დღის განმავლობაში, 2019 წლის 11 აგვისტომდე აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან - რ-----------------ესთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც რ-----------------ე შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზ---------------–---–ი მივიდა დედის -რ-----------------ის სახლში ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, სადაც კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

3.5. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5.5. სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.6. სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ზ---------------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. მან ფაქტობრივად აღიარა ჩადენილი ქმედება და აღნიშნა, რომ სახლში ტანსაცმლის ასაღებად მივიდა.

 

5.7. მიუხედავად ამ გარემოებისა სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.

შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს, რომ ზ---------------–---–ი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ზ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება ერთი წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.

 

ზ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 11 ივლისიდან - 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით.

 

ზ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ზ---------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ზ---------------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე