განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
180100119003050437
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/143-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–- ო-----------ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ქ------------–-----ე

 

ბრალდებული - გ-- დ-------ის ძე თ------ი (დაბადებული 1--- წლის 7 მარტს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, გა--თლების გარეშე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დ--–----ს რაიონი, დაბა ჟ-----–- კორპუსი N12, ბინა N79-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. დ--–- თ---–--–---–ი 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება - გ-- თ------თან. ისინი ორ არასრულწლოვან შვილთან, ოთხი წლის ა------ა თ------თან და ხუთი თვის ა-- თ------თან ერთად ცხოვრობენ დ--–----ს რაიონის დაბა ჟ-----–ში მდებარე N12 კორპუსის N88 ბინაში. 2019 წლი 16 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, მათ არასრულწლოვანმა შვილმა ა------ა თ------მა, რომელიც იყო ავად, მოითხოვა ეჭამა მისთვის სოსისი. დ--–- თ---–--–---–მა გ-- თ------ს სთხოვა ჩასულიყო მაღაზიაში და ავად მყოფ ბავშვისთვის ეყიდა სოსისი, ამის გაგონებაზე გ-- თ------ი გაბრაზდა, გახდა აგრესიული, დაუწყო მეუღლეს ყვირილი და გინება დედის მისამართით. დ--–- თ---–--–---–მა აიყვა-- 5 თვის შვილი, ა-- თ------ი ხელში, გაერიდა გ-- თ------ს და შევიდა სამზარეულოში, სადაც შეჰყვა გ-- თ------იც, რომელმაც გა--გრძო მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით, ამასთან მიუახლოვდა მას და ერთხელ მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ--–- თ---–--–---–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, იმავდროულად მეუღლემ გ-- თ------მა, მას ფეხი ერთხელ დაარტყა მარცხენა ფეხის წვივში, რა დროსაც დ--–- თ---–--–---–მა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც შევიდა ოთახში, სადაც დაკარგა გონება და დაეცა იატაკზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ-- თ------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი და--შაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ დ--–- თ---–--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დ--–----ს რაიონის დაბა ჟ-----–ში მდებარე N12 კორპუსის N88 ბინაში არარეგისტრირებულ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან 4 წლის ა------ა და 5 თვის ა-- თ------ებთან ერთად. 2019 წლის 16 მარტს დილით 07:30 საათისთვის ბიჭმა, რომელსაც წინა დღეებში სიცხე ჰქონდა უთხრა, რომ უნდოდა სოსისი. დ--–- თ---–--–---–მა გ-- თ------ს სთხოვა ჩასულიყო მაღაზიაში და ავადმყოფი ბავშვისთვის ეყიდა სოსისი, ამის გაგონებაზე გ-- თ------ს არ ესიამოვნა მისი თხოვნა ჩასულიყო მაღაზიაში და გაბრაზდა, გახდა აგრესიული, დაუწყო მეუღლეს ყვირილი და გინება დედის მისამართით. დ--–- თ---–--–---–მა აიყვა-- 5 თვის შვილი, ა-- თ------ი ხელში, გაერიდა გ-- თ------ს და შევიდა სამზარეულოში, სადაც შეჰყვა გ-- თ------იც, რომელმაც გა--გრძო მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით, ამასთან მიუახლოვდა მას და ერთხელ მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ--–- თ---–--–---–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, იმავდროულად მეუღლემ გ-- თ------მა, მას ფეხი ერთხელ დაარტყა მარცხენა ფეხის წვივში, რა დროსაც დ--–- თ---–--–---–მა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც შევიდა ოთახში, სადაც დაკარგა გონება და დაეცა იატაკზე. გ-- თ------ის მიერ მისი მოსულიერების შემდეგ, მან დ--–-ა წამალი. ხოლო გ-- თ------ი გავიდა სახლიდან და უკან არ დაბრუნებულა.

2.3. ი-----–და (ნ----) ა-------–-ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს გ-- თ------ისა და დ--–- თ---–--–---–ის მეზობლად. 2019 წლის 16 მარტს, დილის საათებში გ-- თ------ის საცხოვრებელი სახლიდან გაიგონა ხმამაღალი გინების ხმა. დაახლოებით 18:00 საათზე, დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მას ეწვია მისი მეზობელი დ--–- თ---–--–---–ი. მოწმემ ივარაუდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან მას მარჯვენა თვალი დალურჯებული ჰქონდა. დ--–- თ---–--–---–მა უამბო, რომ გ-- თ------მა მუშტით დაარტყა თვალში, იმის გამო რომ მან სთხოვა მაღაზიიდან სოსისის ამოტა--. ვინაიდან დ--–- თ---–--–---–ს მობილური ტელეფონის ანგარიშზე თანხა ამოწურული ჰქონდა, მან გა--ცხადა პოლიციაში მომხდარის შესახებ.

2.4. ლ---- ნ-----–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მარტს 13:19 საათზე დ--–----ს სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იგი გამოცხადდა დაბა ჟ-----–ში პოლიციის განყოფილებაში დ--–- თ---–--–---–ის დასათვალიერებლად. გასინჯვის შედეგად მას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის არეში სისხლჩაქცევა ჰემატომა და მარხენა კოჭ-წვივის არეში დაბეჟილობა (კანის ფერი: მოლურჯო).

2.5. სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა ზ---------------, დ--------------–---–მა, ი--------–---–-----მა, ჯ-------–--–-–---–მა და ექსპერტებმა ბ----------–-------ამ და გ-------–------მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

2.6. ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თა--ხმად, გ-- თ------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი - F70; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). 2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თა--ხმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება და--შაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით, დაზარალებულ დ--–- თ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გ-- თ------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით ი-----–და (ნ----) ა-------–-ს, ლ---- ნ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სათა--დო შეფასებისა და ა--ლიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-- თ------მა 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის დ--–- თ---–--–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ-- თ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, და--შაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდულ შერაცხადობაში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შერიგებულია დაზარალებულთან, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თა--ხმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი და--შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აა--ზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი და--შაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, და--შაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- თ------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-- თ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თა--ხმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. გ-- თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

3. გ-- თ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 მარტიდან 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.

4. გ-- თ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. გა--ჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთა--ვე.

6. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი