გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
110210019002802400
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110210019002802400

N 2/11-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.10. 2019 წ. ქ. ზესტაფონი

 

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე შპს „უ---------ი“,წარმომადგენელი ა---------– ნ-–---–--ე,მოპასუხე შპს ,,ჯ-------------------ი'' ,წარმომადგენელი ს-------- ს-----–---ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „უ---------ის“ სასარგებლოდ 432.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება;

 

1.2 მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 54 538 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია

2018 წლის 30 მაისს შპს„უ---------სა“ და მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ შორის ს კოქსის მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კოქსის მიწოდება ხორციელდებოდა პარტიებით, მიწოდებული კოქსის მთლიანი ღირებულება მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მიწოდებიდან 30 სამუშაო დღეში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული N1 სპეციფიკაციის ფარგლებში მოპასუხეს მიეწოდა 1959.32 მშრალი ტონა 10%-იანი კოქსი 739 839.23 აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო N2 სპეციფიკაციის ფარგლებში მიეწოდა იგივე ხარისხის 2164.95 ტონა კოქსი, 779 163.96 აშშ დოლარის ღირებულების.

მოპასუხის მიერ 2018 წლის 19 ივლისს ანაზღაურდა 1 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 945 520 ლარი, ხოლო 2018 წლის 26 ივლისს ანაზღაურდა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 734 760 ლარი. ასანაზღაურებელი დარჩა 19 003.81 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

N3 სპეციფიკაციით მოპასუხეს მიეწოდა 4733.89 მშრალი ტონა კოქსი. ღირებულების 30 დღეში ანაზღაურების შემთხვევაში უნდა აენაზღაურებინა ერთ ტონაზე 362.26 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 30-45 დღეში ანაზღაურების შემთხვევაში ერთი ტონის ღირებულება განისაზღვრა 364.62 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით.

მოპასუხის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს ანაზღაურდა 529 117 აშშ დოლარის ექვივალენტი 1 304 114.67 ლარი, საიდანაც დაიფარა დარჩენილი დავალიანება 19 003.81 აშშ დოლარი. N3 სპეციფიკაციის ფარგლებში ანაზღაურდა 30 დღიან ვადაში 1408.141 მშრალი ტონა კოქსის ღირებულება 510 113.19 აშშ დოლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 3325.75 მშრალი ტონა კოქსის ღირებულება 1 212 635.72 აშშ დოლარი.

2018 წლის 31 აგვისტოს მოპასუხემ 45 დღიან ვადაში აანაზღაურა 529 117 აშშ დოლარის ექვივალენტი 1 304 114.67 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 631 752.21 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 14 სექტემბრამდე, 45 დღის ვადის გასვლამდე. რაც არ განუხორციელებია და 2018 წლის 14 ოქტომბრამდე 30 დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და შეადგინა 37 905 აშშ დოლარი.

2018 წლის 15 ოქტომბერს აანაზღაურა 299 090.08 აშშ დოლარის ექვივალენტი 788 880 ლარი, ხოლო 2018 წლის 09 ნოემბერს აანაზღაურა 332 229.62 აშშ დოლარის ექვივალენტი 913 797.57 ლარი, საბოლოოდ ასანაზღაურებელი დარჩა 432.50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 08 ნოემბრამდე 25 დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 332 229.62 აშშ დოლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და შეადგინა 16 633 აშშ დოლარი. ჯამში მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს პირგასამტეხლოს სახით 54 538 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს „ჯ-------------------ის“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებელით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ მიერ ვალდებულების შესრულება მოხდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით გადაიხადა სრულად მოსარჩელის მიერ მიწოდებული კოქსის ღირებულება და დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. კიდევაც, რომ არ ჰქონდეს ვალდებულება შესრულებული ვადაში, დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 30 მაისს შპს „უ---------სა“ და შპს „ჯ-------------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება კოქსის მიწოდებაზე. ხელშეკრულების თანახმად კოქსის მიწოდება ხორციელდებოდა პარტიებით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიწოდებული კოქსის ღირებულება აენაზღაურებინა მიწოდებიდან 30 სამუშაო დღეში ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღეს დადგენილი კურსით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 30 მაისის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 30 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემდეგი სპეციფიკაციები: 2018 წლის 30 მაისს გაფორმდა N1სპეციფიკაცია 2000 მშრალი ტონა 10%-იანი კოქსის მიწოდებაზე, 2018 წლის 12 ივნისს გაფორმდა N2 სპეციფიკაცია 2165 მშრალი ტონა 10%-იანი კოქსის მიწოდებაზე, ხოლო 2018 წლის 12 ივლისს გაფორმდა N3 სპეციფიკაცია 5000 მშრალი ტონა 10%-იანი კოქსის მიწოდებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N1, N2, N3 სპეციფიკაციები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. N1 სპეციფიკაციის ფარგლებში მოპასუხეს მიეწოდა 1959.32 მშრალი ტონა კოქსი ღირებულებით 739 839.23 აშშ დოლარი (1ტონა კოქსის ღირებულებაა 377.6 აშშ დოლარი); N2 სპეციფიკაციის ფარგლებში მოპასუხეს მიეწოდა 2164.95 მშრალი ტონა კოქსი ღირებულებით 779 163.96 აშშ დოლარი (1ტონა კოქსის ღირებულებაა 359.9 აშშ დოლარი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N1 N2 სპეციფიკაციები;

- მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა 2018 წლის 19 ივლისს 1 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 945 520 ლარი, ხოლო 2018 წლის 26 ივლისს აუნაზღაურა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 734 760 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საგადახდო დავალება N5082 და N5342;

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მხარეთა განმარტება.

3.1.5 მოპასუხის მიერ 2018 წლის 2018 წლის 19 ივლისს და 26 ივლისს მოსარჩელისათვის ჩარიცხული თანხებიდან ანაზღაურდა N1 და N2 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ღირებულება და ასანაზღაურებელი დარჩა ამ ორი სპეციფიკაციიდან 19 003.81 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.[(739 839.23 + 779 163.96) – (1 200 000 + 300 000)=19 003.81]

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N1 N2 სპეციფიკაციებით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები;

- საგადახდო დავალება N5082 და N5342;

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.6. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე N3 სპეციფიკაციით მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 2018 წლის ივლისის თვეში 4733.90 მშრალი ტონა კოქსი. მოპასუხეს 30 ივლისიდან 30 დღის გამავლობაში ტონა მშრალ კოქსში უნდა გადაეხადა 362.26 აშშ დოლარი დღგს ჩათვლით, ხოლო მიწოდებიდან ანუ 30 ივლისიდან 30-45 დღის ვადაში თანხის ანაზღაურების შემთხვევაში ერთი მშრალი ტონა კოქსის ღირებულება განისაზღვრა 364.62 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N3 სპეციფიკაცია;

- მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.7 მოპასუხე შპს „ჯ-------------------მა“2018 წლის 09 აგვისტოს აუნაზღაურა მოსარჩელეს 529 117 აშშ დოლარის ექვივალენტი 1 304 114.67 ლარი, საიდანაც დაიფარა პირველი ორი სპეციფიკაციის დავალიანება 19 003.81 აშშ დოლარი (529 117 – 19 003.81= 510 113.19) და მესამე სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ნაწილის, კერძოდ 1408.141 მშრალი ტონა კოქსის ღირებულება ( ერთი ტონა ღირებული 362.26 აშშ დოლარი, 510 113.19/362.26=1408.141). მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა N3 სპეციფიკაციიდან (4733.90 -1408.141) =3325.75 ტონა კოქსის ღირებულება 1 212 635.72 აშშ დოლარი (ერთი ტონა ღირებული 364.62 აშშ დოლარი, 3325.75 x 364.62= 1 212 635.72)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები;

- საგადახდო დავალება N5680;

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მხარეთა განმარტება.

3.1.8. მოპასუხემ 2018 წლის 31 აგვისტოს აუნაზღაურა მოსარჩელეს 580 883. 51 აშშ დოლარის ექვივალენტი 1 498 852. 40 ლარი. 2018 წლის 15 ოქტომბერს აუნაზღაურა 299 090.08 აშშ დოლარის ექვივალენტი 788 880 ლარი. ხოლო 2018 წლის 09 ნოემბერს აუნაზღაურა 332 229.62 აშშ დოლარის ექვივალენტი 913 797.57 ლარი და საბოლოოდ მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა მიწოდებული კოქსის ღირებულება 432.5 აშშ დოლარი.[1 212 635.72-(580 883. 51+299 090.08+332 229.62)=432.50]

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები;

- საგადახდო დავალება N28102; N6886; N 28293.

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. N3 სპეციფიკაციით კოქსის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 30 ივლისს და შეთანხმების შესაბამისად მოპასუხეს მიწოდებული კოქსის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა 45 დღეში ანუ 2018 წლის 14 სექტემბრამდე. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 15 სექტემბრიდან მას ერიცხება დავალიანება (1 212 635.72- 580 883. 51 )= 631 752.21 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად მოპასუხეს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2% 30 დღის განმავლობაში, 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, თანხით 37 905 აშშ დოლარი. (631 752.21*0,2%)x30=37 905

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 30 მაისის ხელშეკრულება;

- N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები;

- საგადახდო დავალება N28102; N6886; N 28293.

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს კოქსის ღირებულების ნაწილის ანაზღაურების შემდეგ დავალიანება დარჩა 332 662.13 აშშ დოლარი (631 752.21-299 090.08), მოპასუხეს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2% 25 დღის განმავლობაში, 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, თანხით 16 633 აშშ დოლარი. (332 662.13 *0,2%)x25=16 633 . ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელი პიგასამტეხლო შეადგენს 54 538 აშშ დოლარს. (37 905+16 633=54 538)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 30 მაისის ხელშეკრულება;

- N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები;

- საგადახდო დავალება N28102; N6886; N 28293.

- კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი;

- მოსარჩელის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „უ---------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ-------------------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 477-ე, 483-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის უფლება-მოვალეობებს და აღნიშნული გარიგება შესრულებულად მიიჩნევა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ჩაითვლება თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2018 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგების არსებობის ფაქტი. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „უ---------ის“ მიერ მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ მიეწოდა N1, N2 და N3 სპეციფიკაციებით გათვალისწინებული ოდენობით კოქსი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ შ.პ.ს. „ჯ-------------------ი“-ს მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია, რომ მან სრულად აუნაზღაურა მოსარჩელეს მიწოდებული კოქსის ღირებულება, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. მხარეთა განმარტებით დადგენილია და სადავო არ არის მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების ფაქტი ხელშეკრულებით და მხარეთა შორის შეთანხმებული N1, N2 და N3 სპეციფიკაციებით დადგენილ ვადაში. მოპასუხე მხარის მიერ კი ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მიწოდებული პროდუქციის ღირებულების სრულად და დადგენილ ვადაში ანაზღაურების შესახებ.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით N1, N2 და N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით, N5680, N28102, N6886, N 28293 საგადახდო დავალებით და კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილით დადგენილია, რომ შესყიდული კოქსის ღირებულება მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა გადაწყვეტილების 3.1.3 – 3.1.8 პუნქტებში მითითებულ დროსა და ოდენობით. შესაბამისად საბოლოოდ მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა 432.50 აშშ დოლარი. მართალია მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას, მაგრამ მისი ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ მიწოდებული კოქსის ღირებულიდან 432.50 აშშ დოლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიაწოდა საქონელი მოპასუხეს, შეასრულა თავისი ვალდებულება, გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მაგრამ მოპასუხემ მიიღო რა ნაყიდი ქონება, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შეასრულა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაუხადა მოსარჩელეს მიწოდებული საქონლის ფასი სრულად.

 

განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა მოსარჩელის უფლება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვისა, ამ უკანასკნელის მიერ საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2% ვალდებულების ვადაგადაცილების ყოველ დღეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მან დროულად და სრულად გადაუხადა მოსარჩელეს მიწოდებული საქონლის ღირებულება, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები; საგადახდო დავალება N28102; N6886; N 28293; კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილი, ადასტურებს, რომ N3 სპეციფიკაციით კოქსის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 30 ივლისს და შეთანხმების შესაბამისად მოპასუხეს მიწოდებული კოქსის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა 45 დღეში ანუ 2018 წლის 14 სექტემბრამდე. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მხოლოდ 2018 წლის 15 ოქტომბერს აუნაზღაურა 299 090.08 აშშ დოლარის ექვივალენტი 788 880 ლარი. შესაბამისად 2018 წლის 15 სექტემბრიდან მას ერიცხება დავალიანება 631 752.21 აშშ დოლარი. ხოლო 2018 წლის 09 ნოემბერს აუნაზღაურა 332 229.62 აშშ დოლარის ექვივალენტი 913 797.57 ლარი და საბოლოოდ მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა მიწოდებული კოქსის ღირებულება 432.5 აშშ (იხ. გადაწყ. 3.1.8 პუნქტი)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება და შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა მოსარჩელის უფლება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვისა, ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში.

 

როგორც აღინიშნა ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის, მიწოდებული საქონლის ღირებულების 631 752.21 აშშ დოლარის ანაზღაურების ვადაგადაცილების ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს 30 დღეს. ხოლო მოპასუხის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს კოქსის ღირებულების ნაწილის ანაზღაურების შემდეგ დავალიანების 332 662.13 აშშ დოლარის ანაზღაურების ვადაგადაცილების ათვლა დაიწყო 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 25 დღეს. (იხ. გადაწყ. 3.2.1; 3.2.2 პუნქტები)

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იგი უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის მიზანია ის, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იქცეს მოვალის დასჯის მექანიზმად და არ დაკარგოს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ითვალისწინებს როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, დაკისრებული თანხის მოცულობას, დარღვევის პერიოდსა და სხვა გარემოებებს. საკითხს, იმის თაობაზე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალია, თუ - არა პირგასამტეხლო, ექვემდებარება, თუ - არა იგი შემცირებას და კონკრეტული დავის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, როგორ უნდა განისაზღვროს მისი ოდენობა, საბოლოოდ აფასებს და წყვეტს სასამართლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაცილებას არსებითი ზიანი არ მოყოლია, მოპასუხის მიერ ვადის დარღვევით, მაგრამ ხდებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება, ასანაზღაურებელი დარჩა მხოლოდ 432.50 აშშ დოლარი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო 0,2% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და უნდა შემცირდეს 0.02%-მდე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება. (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ხელშეკრულების, N3 სპეციფიკაციით მიწოდებული კოქსის ანგარიშფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების, საგადახდო დავალება N28102; N6886; N 28293; კოქსის მიწოდების და თანხის ანაზღაურების ცხრილის თანახმად მოპასუხეს მიწოდებული კოქსის ღირებულება 631 752.21 აშშ დოლარი უნდა აენაზღაურებინა 45 დღეში ანუ 2018 წლის 14 სექტემბრამდე, მაგრამ მოპასუხემ მიერ 30 დღის ვადაგადაცილებით 2018 წლის15 ოქტომბერს აანაზღაურა აღნიშნული დავალიანების ნაწილი. შესაბამისად მას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 631 752.21 აშშ დოლარის 0.02% 30 დღის განმავლობაში (631 752.21*0,02%)x30=37 90.51 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს კოქსის ღირებულების ნაწილის ანაზღაურების შემდეგ დავალიანება დარჩა 332 662.13 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ 25 დღის ვადაგადაცილებით 2018 წლის 06 ნოემბერს ანაზღაურდა აღნიშნული დავალიანების ნაწილი. შესაბამისად მას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 332 662.13 აშშ დოლარის 0.02% 25 დღის განმავლობაში (332 662.13 *0,02%)x25=16 63.3 აშშ დოლარი. ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელი პიგასამტეხლო შეადგენს 54 53.82 აშშ დოლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი დაკმაყოფილებული სარჩელის 5886.32 აშშ დოლარის პროპორციულად 484.55 ლარი.

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი კი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შპს „უ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „უ---------ის“ სასარგებლოდ მიწოდებული საქონლის დარჩენილი გადაუხდელი ღირებულების 432.50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება;

1.2 მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „უ---------ის“ სასარგებლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო 0,02% ოდენობით 5453.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხე შპს „ჯ-------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „უ---------ის“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 181.50 აშშ დოლარის ექვივალენტი 484.55 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

2.2 მოსარჩელე შპს „უ---------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1468.50 აშშ დოლარის ექვივალენტი 3920.45 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე