განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
330100119003094057
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3194-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–ი,დაცვის მხარე:

ა-----–----–-–---–ი - დაბადებული 1----–-–----------, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, თ--------------------–---------------------------,ადვოკატი - თ-----------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ა---------------------------------ში მდებარე კლუბ „ლ--------–-----–ში“ ა-----–----–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ს--–----------–---–ს მარჯვენა მხარეს სახისა და კისრის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, ა-----–----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-----–----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაკითხულ იქნა დაზარალებული ს--–----------–---–ი.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიჩნეული ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაცვის მხარეს აღარ სურდა მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ მტკიცებულებები გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება:

 

დაზარალებულმა ს--–----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ი-----–--–----–-–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე. 2019 წლის 25 მაისს დაბადების დღისთვის ემზადებოდა, რადგანაც 26 მაისს უნდა ყოფილიყო სამსახურში მორიგე და ვერ მოახერხებდა დაბადების დღის აღნიშვნას. მან გადაწყვიტა, რომ დაბადების დღე აღენიშნა თ----ზე, კლუბ „ლ--------–-----–ში“. ამ დღეს ცოტა აღელვებული იყო, რადგან თანხა არ ჰყოფნიდა. 8 საათზე კლუბში მივიდნენ მისი მეგობრები: თ------------------–ი, ნ------–---ა და ე-–---------–---–ი და დაიწყეს დაბადების დღის აღნიშვნა. მასთან მისალოცად, დაუპატიჟებლად მივიდა მისი ყოფილი მეუღლე ა-----–----–-–---–ი. მას არ ესიამოვნა ა-----–----–-–---–ის დანახვა და სთხოვა წასულიყო. ა-----–----–-–---–მა აწია ჭიქა და დაიწყო მისი დალოცვა, შემდგომ კი ჭიქიდან არაყი შეასხა, რაზეც ძალიან გაბრაზდა და დარეკა საპატრულო პოლიციაში. ა-----–----–-–---–მა დატოვა კლუბის ტერიტორია. ცოტა ხნის შემდეგ მან უკნიდან ხელის დარტყმა იგრძნო, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემობრუნებისას დაინახა ა-----–----–-–---–ი, რომელმაც მას ხელი დაარტყა. ა-----–----–-–---–ის გარდა სხვას არავის შეეძლო გაერტყა მისთვის ხელი.

ა-----–----–-–---–თან დაშორების შემდგომ აქვს ნორმალური ურთიერთობა. წარსულში მათ შორის მსგავსი ხასიათის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. შვილები მუდამ მასთან არიან. არ სურს, რომ ა-----–----–-–---–ი პატიმრობაში იყოს, რადგან არ არის საშიში და ბოროტმოქმედი ადამიანი.

 

ბრალდებულმა ა-----–----–-–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავი სცნო დამნაშავედ და მოინანია ჩადენილი ქმედება.

 

ბრალდებულ ა-----–----–-–---–ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა: დ------–----–---–--ის, ქ-----------–--ის, ე-–---------–---–ისა და ე-–---------–-----ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ა-----–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, დაკავების ოქმი, ვიდეომასალა და ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ ს--–----------–---–ის ჩვენება ადასტურებენ ა-----–----–-–---–ის მიერ ს--–----------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენას. დაზარალებულ ს--–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას ა-----–----–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და კისრის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-----–----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-----–----–-–---–ის აღიარებით, დაზარალებულის ჩვენებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით (რომელიც მხარეა მიერ არასადაოდ იქნა მიჩნეული) უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ა---------------------------------ში მდებარე კლუბ „ლ--------–-----–ში“ ა-----–----–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ს--–----------–---–ს მარჯვენა მხარეს სახისა და კისრის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-----–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულს მის მიმართ აქვს შემწყნარებლური დამოკიდებულება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-----–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა-----–----–-–---–ის უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას. კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ხოლო ზოგადი პრევენცია ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა-----–----–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნა, ითვალისწინებს ასევე ჩადენილი ქმედების საშიშროებასა და სპეციფიკას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ა-----–----–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ. დამნაშავის მიმართ დანიშნული ეს სასჯელი მოახდენს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-----–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ა-----–----–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 26 მაისიდან - 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 85 საათის ოდენობით.

 

ა-----–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ა-----–----–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ა-----–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

დათვალიერებისას გადაღებული ვიდეომასალა ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (დაულუქავ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე