განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
340100119003211203
დავის ტიპი
120
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003211203

N1/182-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - ნ------- ქ------–---–ის

ადვოკატ - ლ-–- გ-------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------

 

ბრალდებული: ნ------- ქ------–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ-------–--------------–---–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–---–------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ნ------- ქ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში, ნ-------ი ქ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, მ------- ბ----------ეს ჭრილობა მიაყენა მარცხენა ფეხში, რამაც მ------- ბ----------ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ნ------- ქ------–---–ს, 2019 წლის 31 აგვისტოს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში, ნ-------ი ქ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, მ------- ბ----------ეს ჭრილობა მიაყენა მარცხენა ფეხში, რამაც მ------- ბ----------ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ-------ი ბ----------ის, მოწმეების - კ---- გ---–-----ის, მ-------ი ბ----------ის, ნ--–---------–--ის, ა-–----- გ---–-----ის, ზ------------–--ის, ბ-–----------–--ის, ვ----–---------–---–ის, გ---------------–--ის, ც---–---------–--ის, თავად ბრალდებულ ნ------- ქ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-------ი ქ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, მ------- ბ----------ეს ჭრილობა მიაყენა მარცხენა ფეხში, რამაც მ------- ბ----------ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- ქ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, მ------- ბ----------ეს ჭრილობა მიაყენა მარცხენა ფეხში, რამაც მ------- ბ----------ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ქ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ------- ქ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ნ------- ქ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ------- ქ------–---–ი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

ნ------- ქ------–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნ------- ქ------–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული იქნეს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ნ------- ქ------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი. რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.

2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია მ------- ბ----------ის ტანსაცმელი, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ნ------- ქ------–---–ის მაისური, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ------- ქ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მ------- ბ----------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნ------- ქ------–---–ის მაისური, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი