განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
340100119003189089
დავის ტიპი
126
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003189089

№1/174-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ჯ----- ჯ---------ის

ადვოკატ - ზ------ ზ-------–---–ის

თარჯიმან - ფ----– ხ---------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ჯ----- ჯ---------ი

მამის სახელი: ი-------

დაბადებული: 1----–-–------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ლ---------------------------–---------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ---------------------------–---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: ჯ----- ჯ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 ივლისს, საღამოს საათებში, ლ----------------–----–----------------–--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ----- ჯ---------მა, არასრულწლოვან შვილს - 17 წლის ე-–---- ჯ---------ს ყელში წაუჭირა ხელი, მუცელში დაარტყა მუშტი და ასევე უკბინა მას კისრის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ჯ----- ჯ---------ს 2019 წლის 1 აგვისტოს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2019 წლის 2 აგვისტოს ჯ----- ჯ---------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა და დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში ამავე დღეს 13:30 საათზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 18 ივლისს, საღამოს საათებში, ლ----------------–----–----------------–--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ----- ჯ---------მა, არასრულწლოვან შვილს - 17 წლის ე-–---- ჯ---------ს ყელში წაუჭირა ხელი, მუცელში დაარტყა მუშტი და ასევე უკბინა მას კისრის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე-–---- ჯ---------ის, მოწმეების - ს-----– მ------ას, ს----– მ------ის, თავად ბრალდებულ ჯ----- ჯ---------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ჯ----- ჯ---------მა, შვილს ე-–---- ჯ---------ს ყელში წაუჭირა ხელი, მუცელში დაარტყა მუშტი და ასევე უკბინა მას კისრის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე-–---- ჯ---------ის, მოწმეების - ს-----– მ------ას, ს----– მ------ის, თავად ბრალდებულ ჯ----- ჯ---------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ჯ----- ჯ---------მა, 17 წლის არასრულწლოვან შვილს - ე-–---- ჯ---------ს ყელში წაუჭირა ხელი, მუცელში დაარტყა მუშტი და ასევე უკბინა მას კისრის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვანის მიმართ სჩადის.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ----- ჯ---------მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ჯ----- ჯ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ჯ----- ჯ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ჯ----- ჯ---------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჯ----- ჯ---------ი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----- ჯ---------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა საჭირო საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ჯ----- ჯ---------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა და დაკავებული იქნა სხდომის დარბაზში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ----- ჯ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს ჯ----- ჯ---------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ჯ----- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 აგვისტოს 13:30 საათიდან და 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი