განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
210100119003174415
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003174415

saqme #1/180-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულების - ე-–-------- მ----------ა და ტ------– შ------–-–---–--,ადვოკატ - ნ-----–- ბ-–----,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034300619001 ბრალდებულების:

 

ე-–-------- მ---------- მიმართ

 

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

განათლება: ა---------–- ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს----------- რაიონი, სოფელი მ-------–--

ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------- რაიონი, სოფელი მ-------–--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ტ------– შ------–-–---–-- მიმართ

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 4----------

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი ქ----- მ-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ხ-----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- ჩაიდინეს ძალადობა, ესე იგი, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ე-–-------- მ---------- მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ე----------- ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, გ--–- უ------–---–-- საზამთროს ბაღის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ორმხრივი ჩხუბის დროს, ე-–-------- მ----------, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენიმე დარტყმითა და წაქცევით ძალადობა განახორციელა ტ------– შ------–-–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ე-–-------- მ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2019 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ე----------- ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, გ--–- უ------–---–-- საზამთროს ბაღის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ორმხრივი ჩხუბის დროს, ტ------– შ------–-–---–--, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენიმე დარტყმითა და წაქცევით ძალადობა განახორციელა ე-–-------- მ---------- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ტ------– შ------–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა - ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- მთლიანად სცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალდებულების მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულებმა ითხოვეს მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 29 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინებები №1699743 და №1700227 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; მოწმეების - ნ------- ბ------–---–--, ნ--------- ჩ-----–--, რ----- გ------------- და გ--–- უ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; ე-–-------- მ---------- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 16 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №004927619 ე-–-------- მ---------- მიმართ; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 1 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №004556219 ტ------– შ------–-–---–-- მიმართ; ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების - ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების მიერ მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- ჩაიდინეს ძალადობა, ესე იგი, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულების ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მათი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდნენ როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, შერიგებულები არიან ერთმანეთთან. ამასტან, სასჯელის მკონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს თითოეული ბრალდებულისათვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ გარემოებებს, კერძოდ, ე-–-------- მ---------- შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი დეწევა რა მეცხოველეობას, სეზონურად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილი არის რაიონული ცენტრებისა და გარესამყაროსგან. ამავდროულად, აღნიშნული საქმიანობა არის მისი და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. რაც შეეხება, ტ------– შ------–-–---–- გასათვალისწინებელი არის მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, ხოლო ოჯახის ერთერთი შემოსავლის წყარო არის ტ------– შ------–-–---–-- მიერ განხორციელებული დაქირავებული შრომა, რომელიც ატარებს პერიოდულ ხასიათს და ხასიათდება მიზერული ანაზღაურებით. მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც მიყენებული მატერიალური ზიანის აღმოფხვრის მიუხედავად, განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულების შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–-------- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

2. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ე-–-------- მ---------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. ტ------– შ------–-–---–- ცნობილ იქნეს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ტ------– შ------–-–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ტ------– შ------–-–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. გაუქმდეს ე-–-------- მ---------- და ტ------– შ------–-–---–-- მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

7. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ: ტ------– შ------–-–---–--აგან ამოღებული დანა, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი