განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119003236432
N1/277-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
31 ოქტომბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი--------------ე
ბრალდებული: ლ---- ს---------ე
მამის სახელი: ფ--–---–-
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.თელავი, კ---------ის ქუჩა N57
მცხოვრები: ქ.თელავი, კ---------ის ქუჩა N57
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ თელავში, ა----–-----–ის ქუჩისა და ა-–----ის გამზირის კვეთაზე მდებარე სს „ე-–------–------------ის“ მაღაზიის ვიტრინას ლ---- ს---------ემ განზრახ, ნივთის განადგურების მიზნით ესროლა ქვა და გატეხა მინა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 158, 48 (ასორმოცდათვრამეტი ლარისა და ორმაცდარვა თეთრი) ლარი. აღნიშნული ქმდებით სს „ე-–------–------------ს“ (ს/ნ 2--------) მიადგა 158,48 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ს---------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3. სასამართლოს ბრალდებულ ლ---- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
5. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ---- ს---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომლის ზომა და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
6. ლ---- ს---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
7. ლ---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფანჯრის მინის ნამტვრევები, დაილუქა ერთ ფუთად და ერთი ცალი ქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9. ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი CD დისკზე, დალუქული ერთ კონვერტში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური