განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/586-19 (N041190418001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-------------–---–-
ბრალდებული - ტ------–-----------ე
მ---- სახელი: ა-–----------
დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ.ქ--------, ხ----------------------
ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქ--------, ს---–----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ტ------–-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ს----------- თვიდან 2018 წლის 1--------–-- დროის პერიოდში, ტ------–-----------ე ქ--------, ხ----------------ში მდებარე ბინაში, დაახლოებით თვეში ერთხელ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მ---- ა-–---------- დ--------ის მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ა-–---------- დ--------- განიცდიდა ტანჯვას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ტ------–-----------ე, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- დ---------მ განმარტა, რომ ბრალდებული ტ------–-----------ე არის მისი შ---–-. მის მ------–-- ა-–---------- დ---------ს და ტ------–-----------ეს შორის ბოლო დროს ხშირად ხდებოდა კამათი, თუმცა კამათის დამწყები ყოველთვის მისი მ------–- იყო. განმარტავს, რომ მისი მ------–- ყველას ერჩის სახლში არა მხოლოდ მის შ---–ს, ხოლო ტ------–-----------ე მშობლების მონატრების გამო რომ მიდიოდა მათთან სახლში ა-–---------- სახლში არ უშვებდა მას და სწორედ ეს იყო ტ------–-ს გაბრაზების მიზეზი. განმარტავს, რომ არ ეთანხმება პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმადაც ტ------–- თითქოს მათთან ყოველ მისვლაზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მ---ს. განმარტავს, რომ მისი მ------–- ა-–---------- დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, თუმცა მაინც აგრესიულია და ხშირად ჩხუბობს ყველას მისამართით. განმარტავს, რომ მის მ------–-- ა-–----------ს არ სურს, რომ მათი ქონება დაუტოვოს მათ შ---–ს, რაც ხშირად იყო ასევე კონფლიქტის მიზეზი, ყოველთვის როდესაც ჩხუბი ხდებოდა მათ ოჯახში დამნაშავე იყო სულ მისი მ------–- და არა მისი შ---–- ტ------–-----------ე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა თ------------მ განმარტა, რომ ბრალდებული ტ------–-----------ე არის მისი ბ---. განმარტავს, რომ ბრალდებულსა და მის ბ-----ს შორის ყოველთვის არის კონფლიქტური სიტუაცია, კონფლიქტის დროს მ----შ---–- ორივე აყენებდა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას. განმარტავს, რომ აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ მისი ბ----- ა-–---------- ცუდად ხდებოდა, წნევა უწევდა და გულიც უჩქარდებოდა, რისი მკურნალობის ხარჯებსაც თავად ფარავდა. განმარტავს, რომ სანამ ტ------–-----------ე ცოლს მოიყვანდა მანამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ის ნამდვილად კარგ ბიძობას უწევდა მას, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა ყველაფერზე საყვედურობდა მას და ბრაზდებოდა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ როდესაც გათხოვდა მის მ------–--თან ერთად ცხოვრობდა მისი ბ-----ბ-----ს სახლში და როდესაც ტ------–- დაბრუნდა თურქეთიდან უთხრა მის მ------–--, რომ ის სახლი წარმოადგენდა მის საკუთრებას და გადასულიყვნენ სხვაგან თუმცა მოწმის განმარტებით ის არსად წასვლას არ აპირებდა რადგან ბ-----ბ-----მ მას ოფიციალურად დაუთმეს საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- დ---------მ განმარტა, რომ მის შ---–თან ბრალდებულ ტ------–-----------ესთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ტ------–- არ უჯერებდა მას, ცუდ საქციელს ჩადიოდა, სახლში უფროსობდა. ამ ყველაფრის შეცვლის მიზნით ის შეიყვანა სხვადასხვა სპორტის სახეობაზე და სხვა ხერხითაც ეცადა, თუმცა უშედეგოდ. განმარტავს, რომ როდესაც ტ------–- 19 წლის გახდა აიყოლიეს ცუდმა ხალხმა ყოველდღე სვამდა და სახლში არ მიდიოდა, ამის შემდეგ დაიწყო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. განმარტავს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ის არასოდეს უცემია. განმარტავს, რომ მისი შ---–-შ---–ები მას სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი, რადგან მასთან მისვლის უფლებას ტ------–- არ აძლევდა. განმარტავს, რომ ტ------–-ს მასთან მისვლა ყოველთვის კონფლიქტით მთავრდება, რადგან ის ეგრევე ლანძღვა-გინებას იწყებს მათი მისამართით და ასევე, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას. განმარტავს, რომ მისი და მისი მეუღლის ერთადერთი მომვლელი არის მისი შ---–-შ---–- თ------------, რომელიც არ აკლებს მათ არც სასმელ-საჭმელს და არც წამლებს, რომელსაც ხშირად ურეკავს ტ------–- და ეუბნება დაანებე მაგათ თავი და წადი ჩემი სახლიდანო. განმარტავს, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ისე ძლიერად დაარტყა ქვა მუცელში ტ------–მა, რომ პირიდან მოსდიოდა სისხლი. განმარტავს, რომ არ უნდა მისმა შ---–მა ტ------–-----------ემ მასთან ერთად იცხოვროს, მისი სახელის გაგონებაც კი აღიზიანებს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------–------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 1--------–- ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად მოქალაქე ა-–---------- დ---------ზე სისტემატიურად შეურაცხყოფას და ძალადობას ახდენდა მისი შ---–- ტ------–-----------ე. განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები კერძოდ: გამოკითხა მოწმის სახით ა-–---------- დ---------, გამოკითხულ იქნა ასევე ა-–---------- დ--------ის ოჯახის წევრები. განმარტავს, რომ როგორც ა-–---------- დ---------მ გამოკითხვისას განმარტა მისი შ---–თან ტ------–-----------ესთან წლების უკან მოუვიდა კონფლიქტი რის გამოც ის სახლიდან წავიდა და დაახლოებით 11 წელი არ მიდიოდა მათთან, ხოლო ამ პერიოდში მათ ვინც უვლიდა მისი შ---–-შ---–- თ------------, გადაწყვიტეს, რომ ეჩუქებიათ საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ტ------–-----------ე დაბრუნდა მშობლების სახლში და უნდოდა, რომ ამ სახლში ეცხოვრა თუმცა ამაზე მისი მ--- ა-–---------- დ--------- კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------–---–-- განმარტა, რომ ბრალდებული ტ------–-----------ე არის მისი მეუღლის ბ---. ოთხი წლის მანძილზე ის მის მ------–--თან თ------------სთან ერთად ცხოვრობდა ა-–---------- დ--------ის ოჯახში. აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით იცის ის, რომ ტ------– და ა-–---------- დ---------ს შორის წლების წინ მოხდა მძიმე კონფლიქტი რის გამოც ტ------–- მშობლებთან აღარ ცხოვრობდა, რა პერიოდშიც ტ------–-ს მოხუც მშობლებს უვლიდა თ------------. განმარტავს, რომ როდესაც მან პირველად ტ------–-----------ე გაიცნო მან მოთხოვა რომ წასულიყო მისი მშობლების სახლიდან, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ მისი მ------–- თ------------ ამის წინააღმდეგი იყო, რადგან მოხუც ხალხს მოვლა სჭირდებოდათ. განმარტავს, რომ მ----შ---–ს შორის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჩხუბის შემდეგ ა-–---------- დ--------- ცუდად ხდებოდა და საჭიროებდა წამლების მიღებას და ღამეების თენებას მოვლაში, რასაც თ------------ აკეთებდა. განმარტავს, რომ 2018 წლის 1--------–- მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია. განმარტავს, რომ ტ------–-----------ემ მას შესთავაზა, რომ შეესყიდა მას მისი მშობლების ბინა, ასევე, ამ ბინაში უნდა დარჩენილიყვნენ ა-–---------- დ--------- და მისი მ------–-, თუმცა პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და ეს იდეა ჩაიშალა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტ-ფსიქოლოგმა თ--------------–---–---- განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე დანიშნულ იქნა ამბოლატორიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ექსპერტიზის მიხედვით უნდა დადგენილიყო მოწმე ა-–---------- დ--------- განიცდიდა თუ არა ფსიქოლოგიურ ტანჯვას მისი შ---–-ს ტ------–-----------ის ქმედებებიდან გამომდინარე. ექსპერტიზის კვლევის შედეგად გაკეთდა შემდეგი დასკვნა: ტ------–-----------ის ქმედებები შეიცავს ძალადობას დამცირებასა და შეურაცხყოფას რაც ა-–---------- დ--------ისათვის იწვევდა ტანჯვას. განმარტავს, რომ არ უკითხავს ა-–---------- დ--------ისათვის თუ რა სახის წამლებს იღებდა ის, ასევე, არ უკითხავს გადიოდა თუ არ მკურნალობას ძველად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ტ------–-----------ის მ------–-მ თ-- დ---------მ განმარტა, რომ როდესაც გათხოვდა მათ ოჯახში ცხოვრობდა ტ------–-ს მშობლები დ--------ი და ა-–----------, ასევე, ტ------–-ს და მის მცირეწლოვან შ---–თან ერთად. განმარტავს, რომ მის მიმართ მისი ოჯახის წევრებს გარდა ტ------–-სა ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ა-–---------- ხშირად აგინებდა ყველა ოჯახის წევრებს, ამცირებდა მას ხშირად და ექცეოდა აგრესიულად. განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში მისმა დედამთილმაც დ-------- დ---------მაც დაუწყო მას ჩხუბი და უხეში მოპყრობა, თითქმის ყოველ დღე ყველა თემასთან დაკავშირებით გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას. განმარტავს, რომ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი მისი დედამთილის მხრიდან, როდესაც ის მან ხელის კვრით ეკალბარდში გადააგდო. განმარტავს, რომ ტ------–მა ხშირად შესთავაზა მ---ს მკურნალობის ჩატარება, თუმცა ა-–---------- მას არ დათანხმდა. განმარტავს, რომ ბოლო დროს მისი დედამთილი დ--------ი ჩუმად ეკონტაქტებოდა ხოლმე მათ, რადგან ა-–---------- დ--------- მას სხვასთან კონტაქტის უფლებას არ აძლევდა. განმარტავს, რომ მისი მეუღლის მხრიდან სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტს ა-–---------- დ--------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, პირიქით ყოველთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამწყები თავად ა-–---------- იყო. 2018 წლის 1--------–-- ფაქტის შემსწრე თავად არ ყოფილა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ--–-------–---მ განმარტა, რომ არის ა-–---------- დ--------ის მეზობელი. თვითონ შემსწრეა იმ ფაქტის როდესაც დ-------- დ--------- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტ------–-ს მ------–-- თ-- დ---------ს, რომლებიც თავად გააშველა. განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ზემოთ არის ა-–---------- დ--------ის სახლია, საიდანაც სულ კონფლიქტის და ჩხუბის ხმა გამოდის. მისი განმარტებით ა-–---------- დ--------- საკმაოდ ნერვიული პიროვნებაა, მასთან ყოველდღე აქვს შეხება და თითქმის დილიდან საღამომდე სულ ყვირის და ჩხუბობს. განმარტავს, რომ პირადად ა-–----------სა და ტ------–ს შორის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–---მ განმარტა, რომ ბრალდებული ტ------–-----------ე არის მისი სიძე. რაც მისი შ---–- ტ------–მა ცოლად მოიყვანა არასოდეს მისი მხრიდან რაიმე აგრესია ან მსგავსი რამე არასოდეს არ შეუმჩნევია. განმარტავს, რომ ტ------–- ძალიან მშრომელი და მშვიდი ადამიანია. ხოლო რაც შეეხება მის მშობლებს მათთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, რადგან თავიდანვე აგრესია გამოხატეს მისი შ---–-ს მიმართ. განმარტავს, რომ 2004 წელს ზუსტი რიცხვი არ ახსოვს დაურეკა მისმა შ---–მა თ-- დ---------მ და ნახა ის ქუთაისში, რომელსაც ნამტირალები სახე ჰქონდა და როგორც თვითონ განუმარტა ის სცემა მისმა დედამთილმა და მ---მთილმა, დ--------მა და ა-–---------- დ---------ებმა. განმარტავს, რომ 2018 წლის 1--------–- როგორც იცის მისი შ---–- და სიძე მივიდნენ ა-–---------- დ--------ის ოჯახში იმ მიზნით, რომ იქ გადასულიყვნენ საცხოვრებლად, თუმცა იქ მყოფმა პირებმა ა-–---------- დ--------ის შ---–-შ---–მა და მისმა მ------–-მ, გააღიზიანეს ა-–---------- და დაუწყო მან მათ გინება და ლანძღვა, თუმცა ამ ფაქტის შემსწრე თავად არ ყოფილა. განმარტავს, რომ ა-–---------- დ--------- ხშირად მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ეს ყველაფერი მან იცის გადმოცემით. განმარტავს, რომ 2017 წლიდან 2018 წლის ა-----–-ს ჩათვლით მ----შ---–ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს თავად არ შესწრებია.
ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ,,ტ------–-----------ის ქმედებები ა-–---------- დ--------ის მიმართ შეიცავს შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, დამცირებასა და შანტაჟს, რაც ა-–---------- რ------- ძე დ--------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით გამოიწვევდა მის ტანჯვას“. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ფსიქოლოგმა თ--------------–---–---- დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მას არ დაუდგენია გადიოდა თუ არა გამოსაკვლევი პირი ა-–---------- დ--------- ფსიქიატრიულ მკურნალობას ან გამოკვლევის დროს როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2018 წლის 2--------–-თ დათარირებული სარჩელის თანახმად, ტ------–-----------ემ ადმინისტრაციულ საქმეზე მიმართა ქ--------- საქალაქო სასამართლოს - დავის საგანი #0----- შემაკავებელი ორდერის, როგორც უკანონო აქტის ბათილად ცნობა.
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-------- გადაწყვეტილებით ტ------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2018 წლის 1--------–- გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი ტ------–-----------ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულბებით ვერ დადგინდა ტ------–-----------ის მხრიდან ა-–---------- დ---------ზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
2014 წლის 1------------–ს შედგენილი ურთიერთშეთანხმების თანახმად, ძირითადი პირობა შემდეგია: დ-------- დ--------- თ------------ს საკუთრებაში გადასცემს ოთხოთახიანი ბინიდან ერთ ოთახს, ხოლო დანარჩენ სამ ოთახს ტ------–-----------ეს, მის სახელზე არსებულ ყველა უძრავ ოქნებასთან ერთად. აღნიშნული ურთიერთშეთანხმება ხელმოწერით დაადასტურეს დ-------- დ---------მ, ტ------–-----------ემ და თ------------მ.
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2--------ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, თ-- და ტ------–-----------ეების სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ ქ.ქუთაისში, ხ----------------ში მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან, საცხოვრებლად გამოეყოთ ორი ოთახი.
ადვოკატის ნ-------------–---–-ს მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 0- ი--------------------------მ ტ------–-----------ის ტელეფონიდან დისკზე 3 ცალად გადაიტანა ვიდეო, რომლის შექმნის თარიღად ტელეფონში მითითებულია 2018 წლის 1--------–ი. ვიდეო გრძელდება 5.04 სთ. და უწყვეტია დაწყება მითითებულია 17:41 საათი და დამთავრება 17:46 სთ.
2018 წლის 26 ა-----–-თ დათარიღებული ცნობის თანახმად, ა-–---------- დ--------- 1983 წლის 2---------------- 1984 წლის 0-----------–----- სტაციონარული მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთირის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიაგნოზით გახანგრძლივებული იპოქონდრული ნევროზი, ინვოლუციურ ფონზე.
2018 წლის 23 ა-----–-თ დათარიღებული წერილის თანახმად ტ------–-----------ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მიერ უარი ეთქვა აღნიშნულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პირებზე ინფორმაციის გაცემის შესახებ, პაციენტის პირადი განცხადების, კანონიერ წარმოადგენლის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
ბრალდებული ტ------–-----------ე დასკვნით და საბოლოო სიტყვაში არ დაეთანხმა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას და თავი დამნაშავედ არ ცნო.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დაცვის მხარის მიერ მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რომელიც ერთ ცალ დისკათ იქნა წარმოდგენილი ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ დაცვის მხარეს აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებისას არ აქვს დაცული კანონმდებლის მოთხოვნა, შესაბამისი პროცედურა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დაკავშირებულია კომპიუტერულ სისტემაში დაცულ ინფორმაციასთან.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ტ------–-----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად იქნა დადგენილი, რომ ოჯახის წევრებს შორის არსებული უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდება და ძირითად მომდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავიდან გამომდინარე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობენ ა-–---------- დ---------, დ-------- დ---------, თ------------ და ნ------------–---–-, ხოლო ტ------–-----------ე ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობს ქირით და ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე ფართში, მიუხედავად იმისა, რომ ქ--------- საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ------–-----------ეს ქ.ქუთაისში, ხ----------------ში მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან, საცხოვრებლად გამოეყო ორი ოთახი. ასევე, 2014 წლის 1------------–ს შედგენილი ურთიერთშეთანხმების თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დ-------- დ--------- სამ ოთახს ტ------–-----------ეს გადასცემს, მის სახელზე არსებულ ყველა უძრავ ოქნებასთან ერთად. აღნიშნული გარემოებები მეტყველებს იმაზე, რომ ტ------–-----------ეს ჰქონდა უფლება სურვილის შემთხვევაში ეცხოვრა მშობლების ოჯახში, თუმცა სწორედ დაძაბული და კონფლიქტური მდგომარეობის გამო და უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით არ გადავიდა საცხოვრებლად. კერძოდ, როდესაც ის გადაწყვეტდა საცხოვრებლად მშობლების სახლში გადასვლას და ხვდებოდა წინააღმდეგობას, კონფლიქტს და შეურაცხყოფას მ---- მხრიდან, ის სიტუაციის განმუხტვის მიზნით ბრუნდებოდა უკან და მ---- ნების წინააღმდეგ არ მიდიოდა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, მიუხედევად იმისა, რომ ჰქონდა უფლება ეცხოვრა მითითებულ მისამართზე. ასევე, მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ უძრავი ქონებით დაინტერესებულია ა-–---------- და დ-------- დ---------ების შ---–-შ---–- თ------------ და მისი მ------–- ნ------------–---–-, რაც ასევე, დასტურდება 2014 წლის თებერვალში დადებული ურთიერშეთანხმებით და მცდელობით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტ------–-----------ისგან ნ--- მ-------შ---–ს და თ------------ს გამოესყიდათ წილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ, თუმცა შეთახნმება ვერ შეგდა ა-–---------- დ--------ის წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობა მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული მატერიალური ინტერესი გააჩნდა თ------------ს და ნ--- მ-------შ---–ს და ისე, რომ წინასწარ არაფერი იცოდა ა-–---------- დ---------მ მოლაპარაკება აწარმოეს ტ------–-----------ესთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა-–---------- დ---------ს წლების მანძილზე აქვს ჯანმრთელობის, კერძოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები, რასაც ადასტურებს მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ა-–---------- დ--------- მკურნალობას გადიოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რაც ასევე, დასტურდება 2018 წლის 26 ა-----–-თ დათარიღებული ცნობით. მოწმეებმა დაკითხვისას აჩვენეს, რომ ა-–---------- დ--------- იყო აგრესიული ყველას მიმართ, ხშირად მისი მხრიდან ხდებოდა კონფლიქტის დაწყება, აყენებდა შეურაცხყოფას ოჯახის წევრებს და მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი. სწორედ აღნიშნული ხშირი კონფლიქტი გახდა ტ------–-----------ის და მისი ფეხმძიმე მეუღლის ცალკე, ნაქირავებ ბინაში გადასვლის საფუძველი. აღნიშნული გარემოებები ერთის მხრივ მიუთითებენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების თ------------ს და მისი მეუღლის ნ------------–---–-ს გარკვეულ პირად დაინტერესებაზე უძრავი ქონების, მატერიალური სიკეთისადმი, ხოლო მეორე მხრივ თავად დაზარალებულის პიროვნებაზე, რომელიც მისი ფსიქიკური პროპლემების გათვალისწინებით, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ იწვევს კონფლიქტს, არის აგრესიული, რასაც გამოხატავს სიტყვიერ და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გარემოება, რომ ა-–---------- დ--------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. რამეთუ როგორც უკვე აღინიშნა, დაკითხულ პირთაგან ნაწილს გააჩნდა პირადი დაინტერესება უძრავი ქონების მიმართ, ნაწილი ადასტურებს ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემების არსებობას, მათ შორის ფსიქიკასთან დაკავშირებულს და პირიქით მის აგრესიულობაზე მიუთითებს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტი თავად უთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივ კავშირშია, თუმცა მაინც მიიჩნია, რომ იგი განიცდიდა ტანჯვას. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტი დაეყრდნო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოძიების ეტაპზე მისთვის ცნობილი გახდა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც ექსპერტმა გასცა დასკვნა ვერ იქნება დადასტურებული უტყუარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოშობს საფუძველზე იმისა, რომ არ მოხდეს ასეთი დასკვნის გაზიარება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-------- გადაწყვეტილებით ტ------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2018 წლის 1--------–- გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი ტ------–-----------ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულბებით ვერ დადგინდა ტ------–-----------ის მხრიდან ა-–---------- დ---------ზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ტ------–-----------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა ტ------–-----------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს, მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს ერთობლიობაში ვერ ადგენს წარდგენილ ბრალდებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ტ------–-----------ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება.
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ტ------–-----------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ტ------–-----------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ტ------–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ტ------–-----------ის ბრალეულობაში, რის გამოც, ტ------–-----------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 2-5-ე, 2-8-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ------–-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ტ------–-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. საქმეზე დართული 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
3. გამართლებულ ტ------–-----------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი