განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
330100118002710200
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5018-18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გრიგოლ ნიშნიანიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- რ----–ის ძე ნ------ (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, მ------------- მი--------------, კორპუსი #-- #--), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პ------–- ნაწილი.

 

დისპოზიცია: ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე დროის პერიოდში გ------- ნ------ ა-----------ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, გ------- ნ------ ა-----------ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა სამსახურთან, უნივერსიტეტთან თუ სხვა ადგილებში და დაყვებოდა უკან. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ა-----------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე დროის პერიოდში გ------- ნ------ ა-----------ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, გ------- ნ------ ა-----------ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა სამსახურთან, უნივერსიტეტთან თუ სხვა ადგილებში და დაყვებოდა უკან. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ა-----------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ ა-----------ის და მოწმეების - თ----- კ---–---–-–---–ის, ა-–---------ე რ------–---–ის, ნ----- ქ-----–--ს, ლ-----------–--ს, თ------- კ----ის, გ------ ა-----–---–ის და ბრალდებულ გ------- ნ------ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- ნ------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- ნ------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პ------–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. დაზარალებულმა ა-----------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- ნ------ გაიცნო 2014 წელს. მაგისტრატურაზე სწავლის დროს, იყვნენ ჯგუფელები. თავდაპირველად ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, ხოლო მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მათ ჩამოუყალიბდათ სასიყვარულო ურთიერთობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსხვავებული შეხედულებებისა და გ------- ნ------ს ეგოისტური დამოკიდებულების გამო, იგი მოითხოვდა მის სამსახურიდან წამოსვლას, რადგან არ მოსწონდა რომ დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებდა. ეუბნებოდა, რომ „იყო მონა“, ყოველი მათი საუბარი კი სრულდებოდა იმით, რომ გ------- ნ------ ცდილობდა იგი „ცუდ ადამიანად“ გამოეყვანა, ასევე, გ------- ნ------ს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ოჯახის წევრების მიმართ გახდა აგრესიული. ყოველივე აღნიშნულის გამო, მან გადაწყვიტა გ------- ნ------სთან ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა, ურთიერთობის გაწყვეტის ყოველი მისი მცდელობა სრულდებოდა შერიგებით, რადგან გ------- ნ------ ხვდებოდა სამსახურთან, არწმუნებდა რომ უყვარდა და უნდოდა მასთან ერთად ნორმალური ცხოვრება. საბოლოოდ მან ვერ გაუძლო მისი მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ სტრესს და 2017 წლის სექტემბრის თვეში დაშორდა გ------- ნ------ს. ამავე პერიოდში, მას ეგონა, რომ იყო ორსულად, რაც უთხრა გ------- ნ------ს, თუმცა, აღმოჩნდა რომ რეალურად ორსულობას ადგილი არ ჰქონდა, რაც ვერ დააჯერა გ------- ნ------ს, რომელიც დაჟინებით აცხადებდა, რომ დედამისმა გააკეთებინა აბორტი. დაშორების შემდეგ გ------- ნ------ მისი ნების წინააღმდეგ, დაბლოკვის მიუხედავად, გამუდმებით ახორციელებდა მასთან კომუნიკაციას სხვადასხვა საშუალებებით, კერძოდ: იგი ხან სასიყვარულო, ხან კი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა სოციალური ქსელის - facebook-ის სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშიდან, ასევე, პირად და სამსახურის მეილზე უგზავნიდა წერილებს ახალ-ახალი მეილიდან, ურეკავდა სხვადასხვა ნომრებიდან, ასევე, ხვდებოდა სამსახურთან - კ-------ს უნივერისტეტთან, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურთან ხვდებოდა და სამსახურიდან აცილებდა დაცვის თანამშრომელი. იგი ასევე ხვდებოდა ლექციების შემდეგ, ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთ-ერთი დახვედრისას, ჯერ ნორმალურად სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ - გადავიდა მუქარაზე, ეუბნებოდა, რომ თუ კვირაში ერთხელ მაინც არ ნახავდა, მათი სექსუალური ურთიერთობის შესახებ მოუყვებოდა მის ბებიას და ბაბუას, რაც იცოდა, რომ მისთვის იყო ძალიან მტკივნეული. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც გამოცდაზე ყოფნის დროს, გვერდით მიუჯდა და ცდილობდა მასთან კომუნიკაციის დამყარებას, ხოლო იმის გამო, რომ თვითონ არ ამყარებდა მასთან კომუნიკაციას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი გამოყვა გამოცდის დასრულების შემდეგ და ვიდრე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, გ------- ნ------მ თავი არ დაანება. ლიფტში აგრეთვე ხვდებოდა გ------- ნ------ს მიერ გაკეთებული სასიყვარულო წარწერები. იგი ხშირად დადიოდა ტურებში/ ლაშქრობებში და ერთ-ერთი ტურის დროს, 2018 წლის ივნისის თვეში, მათთან ერთად ტურში წავიდა გ------- ნ------ც. თავად იჯდა მიკროავტობუსის წინა სავარძელზე, ერთ-ერთი მოლაშქრე ბიჭის - ა-–---------ე რ------–---–ის გვერდით, რომელზეც იეჭვიანა გ------- ნ------მ და მიკროავტობუსის პ------–-ვე გაჩერებისთანავე იგი მივარდა ა-–---------ე რ------–---–ს და შეეცადა მასთან დალაპარაკებას, თუმცა, ეს უკანასკნელი არ დაელაპარაკა. შემდეგ უკვე მას მიმართა აგრესიული ფორმით, იცოდა თუ არა ს--------მ მათი ურთიერთობის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული ტურის მსვლელობისას, გ------- ნ------ მისი და ა-–---------ე რ------–---–ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, მათ შორის, იმის გამო, რომ უარი უთხრა შოკოლადების გამორთმევაზე, მან აღნიშნული შოკოლადები თავზე გადააყარა მათ. შემდეგ, ვინაიდან არ შეწყვიტა აგრესიული ქმედებები, ტურის ორგანიზატორებმა ა---- წ--------–ის სახლ-მუზეუმიდან დაატოვებინეს ტური, თუმცა, როდესაც მივიდნენ კ-–-ის ს----ის მოსანახულებლად, მთიდან გაიგეს გ------- ნ------ს ყვირილი „შე პედოფილოო“, რადგან ეგონა რომ ის და ა-–---------ე რ------–---–ი, რომელიც მასზე რამდენიმე წლით არის პატარა, იყვნენ შეყვარებულები. გ------- ნ------მ ასევე, დაურეკა ერთ-ერთ ორგანიზატორს და სთხოვა ტურში დაბრუნება, ან ა-–---------ე რ------–---–თან დალაპარაკება, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ დაურეკა ბებიამისს და უთხრა, რომ რადგან ვერ მიხედეს, „უკვე ახალი შეყვარებული ჰყავდა, ვიღაც ს--------ს სახით“. რელურად ს-------- (ა-–---------ე რ------–---–ი) იყო ერთ-ერი თანამოლაშქრე, რომელთანაც შეხვედრილი იყო მესამედ და აკავშირებდა მხოლოდ ტურის ნაცნობობა. ა-----------ის განმარტებით, გ------- ნ------ დაშორების შემდეგ მოსვენებას არ აძლევდა, ყველგან იმის შიშით მიდიოდა, რომ გ------- ნ------ სადმე დახვდებოდა. გ------- ნ------ს ქმედებების შედეგად მან მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

4.2. სსიპ ლევან სამხარ----–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით გ------- ნ------ს მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია ა-----------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

4.3. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა თ------- კ----ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.

 

4.4. მოწმე თ----- კ---–---–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- ნ------ არის მისი შვილის - ა-----------ის მაგისტრატურის ჯგუფელი. თავდაპირველად მათ ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, რაც მოგვიანებით გადაიზარდა სასიყვარულო ურთიერთობაში. სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი შვილი სახლში მიდიოდა უკიდურესად აღელვებული, გაღიზიანებული და სტრესულ მდგომარეობაში, რაც როგორც მოგვიანებით გაარკვია გამოწვეული იყო მისი შეყვარებულის - გ------- ნ------ს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ზეგავლენით. იგი მისი შვილისგან მოითხოვდა სამსახურისთვის - შპს „კ-------ს უნივერსიტეტის“ აკადემიური მენეჯერის თანამდებობისთვის - თავის დანებებას, საცხოვრებლად სოფელში გადასვლას და იქ მასწავლებლად მუშაობის დაწყებას, რაც მისთვის იყო მიუღებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მის შვილსა და გ------- ნ------ს შორის დაიწყო გარკვეული უთანხმოებების, რის გამოც ისინი პერიოდულად შორდებოდნენ და რიგდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ისინი - ა-----------ე და გ------- ნ------ დაშორდნენ 2017 წლის სექტემბრის თვეში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მის შვილს არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას, ხვდებოდა სამსახურთან, ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც იგი სწავლობდა. იყო შემთხვევა, როდესაც დაურეკა შვილმა - ა-----------ემ და უთხრა, რომ გ------- ნ------ დახვდა ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც იგი სახლში მიდიოდა ფეხით და სთხოვა რომ გასულიყო მასთან. მის დანახვაზე გ------- ნ------ გახდა აგრესიული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით ყვიროდა, რომ მათი დაშორების მიზეზი იყო ის. გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 17 ივნისს, ა-----------ე წავიდა ტურში, სადაც როგორც მისთვის ა-----------ისგან გახდა ცნობილი, გაჰყვა გ------- ნ------, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე აგრესია გამოხატა ა-----------ის გვერდით მჯდომი პირის, ა-–---------ე რ------–---–ის მიმართ, ასევე აგრესიული ფორმით ცდილობდა მის შვილთან და ა-–---------ე რ------–---–თან დალაპარაკებას. არაერთი გაფრთხილების შემდეგ, ტურის ორგანიზატორებმა გ------- ნ------ს დაატოვებინეს ტური, თუმცა, ტურის მონაწილეებს იგი დახვდათ კ-–-ის ს----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა-----------ეს შორი მანძილიდან ეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ასევე, დაურეკა ერთ-ერთ ორგანიზატორს და მოსთხოვა ა-–---------ე რ------–---–ის ტელეფონის ნომერი. იგი ასევე ურეკავდა ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის დაურეკა ა-----------ის ბებიას, რომელთაც ა-----------ესთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი შინაარსის ინფორმაციას აწვდიდა. მოწმის განმარტებით, გ------- ნ------ს აღნიშნული ქმედებების შედეგად, მისი შვილი იყო მუდმივად დაძაბული და შეშინებული.

 

4.5. მოწმე ლ-----------–--მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ტურს იმერეთის რეგიონში, რომელშიც მონაწილეობდა 23 პირი. აღნიშნული ტურის ორგანიზებაში ეხმარებოდა და - ნ----- ქ-----–--. ტურში მონაწილენი, გ------- ნ------ს გარდა, შეიკრიბნენ ქ. თბილისში, მეტროსადგურ დ--------------- ამოსასვლელში, ხოლო გ------- ნ------ შეუერთდათ „თ---–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ს------ეში შესვლისას მიკროავტობუსი გააჩერეს მაღაზიასთან, რა დროსაც ა-----------ეს და გ------- ნ------ს შორის შენიშნა დაძაბული კომუნიკაცია. მან, როგორც ტურის ორგანიზატორმა და ტურის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ა-----------ესთან გაარკვია თუ რა ხდებოდა მათ შორის, რაზეც ა-----------ემ უთხრა, რომ გ------- ნ------ იყო მისი ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩამორთმეული ჰქონდა ხელწერილი და აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოვება. აღნიშნულის შეტყობისთანავე, მან გ------- ნ------ს მოუწოდა, რომ არ შესულიყო ა-----------ესთან ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეტოვებინა ტურის მონაწილეთა ჯგუფი. გ------- ნ------, მართალია, დაპირდა, რომ არ შევიდოდა ა-----------ესთან ურთიერთობაში, თუმცა, მაღაზიასთან მეორედ გაჩერების დროს მან შეიძინა ტკბილეული/შოკოლადები და უშუალოდ მისი თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე იგი შეაყარა მიკროავტობუსის წინა სავარძელზე მჯდომ ა-----------ეს და მის გვერდით მჯდომ ტურის ერთ-ერთ მონაწილეს ს--------ს (ა-–---------ე რ------–---–ს), რომლის მიმართაც ასევე აგრესიულად იყო განწყობილი. მან და მისმა დამ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს გ------- ნ------ რომ შეეწყვიტა ა-----------ისა და ა-–---------ე რ------–---–ის მიმართ აგრესიული ქმედებები, თუმცა, გ------- ნ------მ კვლავ განაგრძო აგრესიული ქმედებები, რის გამოც გ------- ნ------ს დაუბრუნეს ტურში მონაწილეობისათვის გადახდილი თანხა და ა---- წ--------–ის სახლ-მუზეუმიდან დაატოვებინეს ჯგუფი. აღნიშნულის შემდეგ ისინი წავიდნენ კ-–-ის ს----ის მოსანახულებლად, სადაც მათგან მოშორებით - მთაზე დახვდათ გ------- ნ------, საიდანაც იგი ა-----------ეს რაღაცას უყვიროდა, თუმცა, სიშორის გამო მან შინაარსი ვერ გაიგო. შემდეგ დაურეკა მობილურ ტელეფონზე და სთხოვა ჯგუფში დაბრუნება, რაზეც მან უარი უთხრა, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი მაინც აგრძელებდა ა-----------ის მიმართ აგრესიული ქმედებების განხორციელებას, ხოლო ა-----------ე, რომელიც იყო დაძაბული, ცდილობდა გარიდებოდა მას და არ დალაპარაკებოდა.

 

4.6. მოწმე ნ----- ქ-----–--მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 ივნისს, მისმა ძმამ - ლ-----------–--მ დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ტურს იმერეთის რეგიონში. თვითონ იყო დამხმარე ორგანიზატორი. ტურში მონაწილეობდა 23 ადამიანი. ტურში მონაწილენი, გ------- ნ------ს გარდა, შეიკრიბნენ ქ. თბილისში, მეტროსადგურ დ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო გ------- ნ------ შეუერთდათ „თ---–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ს------ის გადასახვევში მაღაზიასთან გააჩერეს მიკროავტობუსი, რა დროსაც შენიშნა, რომ გ------- ნ------ აგრესიული ფორმით ცდილობდა ა-----------ესთან დალაპარაკებას. მან თავის ძმას - ლ-----------–--ს სთხოვა სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც ა-----------ემ მის ძმას უთხრა, რომ გ------- ნ------ იყო მისი ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. მან შენიშნა, რომ გ------- ნ------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ეჭვიანობას ა-----------ის მიმართ, კერძოდ, იგი ეჭვიანობდა ტურის ერთ-ერთ მონაწილე ბიჭზე, რის გამოც მან თავად სთხოვა გ------- ნ------ს, რომ სხვა დროს გაერკვიათ ურთიერთობა. აღნიშნულზე გ------- ნ------მ მოუბოდიშა და დაპირდა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ კვლავ გაჩერდნენ მაღაზიასთან, გ------- ნ------ კვლავ აგრესიული ფორმით ცდილობდა ა-----------ესთან დალაპარაკებას, შემდეგ შეიძინა ტკბილეული და ეჭვიანობის ნიადაგზე ა-----------ეს და მის გვერდით მჯდომ ა-–---------ე რ------–---–ს მიაყარა. მან და მისმა ძმამ კვლავ მოუწოდეს, რომ დამშვიდებულიყო და ა-----------ესთან არ ჰქონოდა კომუნიკაცია, თუმცა, იგი კვლავ ცდილობდა ა-----------ესთან მისვლას, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და აგრესიული ფორმით ეკითხებოდა, თუ ვინ იყო მის გვერდით მჯდომი ბიჭი. აღნიშნულის გამო ის და მისი ძმა მიხვდნენ, რომ გ------- ნ------ს ტურში ყოფნა უკვე საფრთხეს წარმოადგენდა ტურის მონაწილეებისათვის, რის გამოც დაუბრუნეს კუთვნილი თანხა და ა---- წ--------–ის სახლ-მუზეუმიდან დაატოვებინეს ტური. შემდეგ როდესაც მივიდნენ კ-–-ის ს----ის სანახავად, გ------- ნ------ დახვდათ მათგან მოშორებით - მთაზე, საიდანაც მან დაურეკა მის ძმას და სთხოვა ტურში დაბრუნება, თუმცა, იმის გამო, რომ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად გ------- ნ------მ არ შეწყვიტა ა-----------ის მიმართ აგრესიული ქმედებების განხორციელება, მათ უარი უთხრეს ტურში დაბრუნებაზე. მოწმის განმარტებით, ა-----------ე გ------- ნ------ს ქმედებების გამო იყო ძალიან შეშინებული და სთხოვდა, რომ ეზრუნათ მის უსაფრთხოებაზე.

 

4.7. მოწმე ა-–---------ე რ------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო კ-–-ის ს----ის ტურში. ტურის მონაწილენი, გ------- ნ------ს გარდა, შეიკრიბნენ ქ. თბილისში, მეტროსადგურ დ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო გ------- ნ------ შეუერთდათ მოგვიანებით, „თ---–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მიკროავტობუსში გ------- ნ------ს დანახვისას, შენიშნა, რომ ა-----------ე, რომელიც იჯდა მის გვერდით, დაიძაბა და გაუჩნდა შიში, რის გამოც მან ა-----------ეს ურჩია, რომ ტურის ორგანიზატორები ჩაეყენებინა საქმის კურსში. შემდეგ როდესაც გაჩერდნენ მაღაზიასთან, გ------- ნ------ შეეცადა როგორც ა-----------ესთან, ასევე მასთან უხეში ფორმით დალაპარაკებას, კერძოდ, უთხრა, რომ მასთან ა-----------ესთან დაკავშირებით უნდოდა საუბარი, რაც მისთვის იყო მიუღებელი და აღნიშნულ საუბარზე უთხრა უარი. ტურის მსვლელობისას იყო აგრეთვე შემთხვევა, როდესაც გ------- ნ------მ შეიძინა შოკოლადები, რაც შესთავაზა ა-----------ეს, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ აღნიშნული შოკოლადები წინ გადაყარა და აგრესიული/ნერვიული ფორმით მიმართა ა-----------ეს. ორგანიზატორების მხრიდან რამდენჯერმე გასაუბრების მიუხედავად, იგი მაინც ცდილობდა მასთან და ა-----------ესთან აგრესიული ფორმით გასაუბრებას, რის გამოც ა---- წ--------–ის სახლ-მუზეუმში ყოფნის დროს ტურის ორგანიზატორებმა გ------- ნ------ს დაატოვებინეს ტური, თუმცა, როდესაც მივიდნენ კ-–-ის ს----ის მოსანახულებლად, ნახეს, რომ გ------- ნ------ იჯდა მაღალ ფერდობზე და იქიდან ყვიროდა რაღაცეებს. შემდეგ ლ-----------–--ს დაურეკა მობილურზე და ითხოვა მასთან დალაპარაკება, რაზეც განუცხადა უარი.

 

4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პ------–- განყოფილების გ-----------–მა გ------ ა-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების/საპროცესო დოკუმენტების სისწორე და განმარტა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს შესაბამის ოქმთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა, დამატება ან შესწორება არ გამოუთქვამთ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა-----------ის მიმართ, მის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რის საფუძველზეც ჩატარებულ იქნა მის მიმართ ფსიქოლოგიური გამოკვლევა და გაცემულ იქნა შესაბამისი დასკვნა.

 

4.9. ბრალდებულმა გ------- ნ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ ა-----------ე გაიცნო 2014 წელს. ისინი მაგისტრატურაზე სწავლობდნენ ერთად. თავდაპირველად ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, რაც მოგვიანებით გადაიზარდა სასიყვარულო ურთიერთობაში. შემდეგ, ვინაიდან ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით დედას და დეიდის არ უნდოდათ, რომ ა-----------ეს მასთან ჰქონოდა ურთიერთობა, პერიოდულად ხდებოდა მათი დაშორება და კვლავ შერიგება. იგი დაშორების შემდეგ, ა-----------ეს არ ხვდებოდა არც სამსახურთან, არც სახლთან და არც ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ისინი სწავლობდნენ ერთად და შესაბამისად, ისინი ლექციებისა და გამოცდების დროს ხვდებოდნენ ერთმანეთს. მისი განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის შემდეგ მისი მხრიდან ა-----------ესთან კომუნიკაცია ძირითადად გამოწვეული იყო იმის დაზუსტებით, რათა გაერკვია გაიკეთა თუ არა ა-----------ემ აბორტი. სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი მხრიდან ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდის დროს დალაპარაკება, მოსთხოვა, რომ თუ ჰყოფნიდა გამბედაობა, ეთქვა გაიკეთა თუ არა აბორტი, რა დროსაც ა-----------ემ დარეკა პოლიციაში. ამასთან, იმის გამო, რომ მას უყვარდა ა-----------ე და მის მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მიუხედავად ორსულობის შეწყვეტისა, იგი შეეცადა მასთან შერიგებას, რის გამოც გაუგზავნა რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება. ბოლოს, 2018 წლის 17 ივნისს, იგი მიზანმიმართულად წავიდა იმ ტურში, სადაც მონაწილეობდნენ ა-----------ე და ა-–---------ე რ------–---–ი, რომლებიც ბოლო რამდენიმე ტურის განმავლობაში ერთად დადიოდნენ ტურში და უნდოდა გაერკვია ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა. იგი შეეცადა მათთან დალაპარაკებას, თუმცა, არც ა-–---------ე რ------–---–ი და არც ა-----------ე არ დაელაპარაკნენ. რაც შეეხება შოკოლადების შეყრას, მისი თქმით, მას შოკოლადები არ შეუყრია ა-----------ისა და ა-–--------- რ------–---–ისთვის, უბრალოდ როდესაც შესთავაზა, შენიშნა რომ ა-–--------ს რ------–---–ს უნდოდა გამორთმევა, თუმცა, ა-----------ემ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც გაღიზიანდა და იქვე ჩაუყარა და არა მიაყარა. მან ასევე, დაადასტურა, ორგანიზატორების მიერ მისთვის ტურის დატოვების ფაქტი და აღნიშნა, რომ კ-–-ის ს----თან მივიდა მარტო, ხოლო ტურის მონაწილეების მისვლისას იგი ა-----------ის მიმართ მართლაც ყვიროდა „შე პედოფილოო“, რადგან ა-–---------ე რ------–---–ი მასზე რამდენიმე წლით არის პატარა. შემდეგ დაურეკა ორგანიზატორს და სთხოვა ტურში დაბრუნება, რაზეც მიიღო უარი, ამავდროულად, მისგან გაიგო რომ ა-–---------ე რ------–---–ი არ იყო ა-----------ის შეყვარებული, რის გამოც იგი კვლავ აღმოჩნდა გაურკვევლობაში. აღნიშნულიდან დაახლოებით ორ კვირაში შეიტყო, რომ ა-----------ეს ჰყავდა შეყვარებული, რის შემდეგაც მას მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხოლო მას შემდეგ მასთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია. გ------- ნ------ს განმარტებით, ა-----------ის მხრიდან მის მიმართ შიში გამოწვეულია არა მისი დახვედრებით და არასასურველი კომუნიკაციით, არამედ ორსულობის შეწყვეტით, რადგან ჰგონია რომ აღნიშნულის გამო სამაგიეროს გადაუხდის.

4.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენი-–--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.12. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.14. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ გ------- ნ------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პ------–- ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამდენად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. ამასთან, თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით მინიმუმ სამჯერ მაინც.

5.7. ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი/გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.

5.8. სასამართლო ბრალდებულ გ------- ნ------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ ა-----------ის ჩვენებით დგინდება, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე პერიოდში გ------- ნ------ გამუდმებით ახორციელებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას სხვადასხვა საშუალებებით, კერძოდ: სოციალური ქსელის - facebook-ის სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშიდან უგზავნიდა როგორც სასიყვარულო, ასევე მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ასეთივე შინაარსის წერილებს სწერდა პირად და სამსახურის მეილზე, ახალ-ახალი მეილიდან, ურეკავდა სხვადასხვა ნომრებიდან, ასევე, ხვდებოდა სამსახურთან, რის გამოც ჰქონდა შიში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურთან ხვდებოდა და სამსახურიდან აცილებდა დაცვის თანამშრომელი, იგი ასევე ხვდებოდა ლექციების შემდეგ, ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მათ შორის ერთ-ერთი დახვედრისას, ჯერ ნორმალურად სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ - გადავიდა მუქარაზე, ეუბნებოდა, რომ თუ კვირაში ერთხელ მაინც არ ნახავდა, მათი სექსუალური ურთიერთობის შესახებ მოუყვებოდა მის ბებიას და ბაბუას, ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც გამოცდაზე ყოფნის დროს, გ------- ნ------ ცდილობდა მასთან კომუნიკაციის დამყარებას, ხოლო იმის გამო, რომ თვითონ არ ამყარებდა მასთან კომუნიკაციას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ასევე, გამოყვა გამოცდის დასრულების შემდეგ და ვიდრე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, გ------- ნ------მ თავი არ დაანება. გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის ივნისის თვეში, გ------- ნ------ მას გაყვა ტურში, რა დროსაც მისი მხრიდან ა-----------ის და მიკროავტობუსში მის გვერდით მჯდომი პირის მიმართ ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქმედებებს და ა-----------ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას.

5.9. დაზარალებულ ა-----------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია ტურის ორგანიზატორების - ლ-----------–--ს და ნ----- ქ-----–--ს ჩვენებებით და ტურის იმ მონაწილის - ა-–---------ე რ------–---–ის ჩვენებით, რომელზეც იეჭვიანა ბრალდებულმა, კერძოდ, ეგონა რომ იგი იყო ა-----------ის შეყვარებული და მთელი ტურის განმავლობაში, ვიდრე არ დაატოვებინეს ტური, იგი ა-----------ის და ა-–---------ე რ------–---–ის მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და არაადექვატური ქმედებებით, რის გამოც ა-----------ე იყო დაძაბული და შეშინებული.

5.10. გ------- ნ------ს მიერ დაზარალებულ ა-----------ის მიმართ სამსახურთან, უნივერსიტეტთან და სხვა ადგილებში დახვედრა და ადევნება დაადასტურა ა-----------ის დედამ - თ----- კ---–---–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ გ------- ნ------ მის შვილს ა-----------ეს ხვდებოდა სამსახურთან, ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მიყვებოდა ტურში, რა დროსაც აგრესიული და შეურაცხმყოფელი მიმართვებით ცდილობდა მასთან კომუნიკაციას. ლიფტში უტოვებდა წარწერებს, უკავშირდებოდა სხვა ოჯახის წევრებს, მათ შორის ა-----------ის ბებიას და მამას და ა-----------ესთან დაკავშირებით ჰქონდა შეურაცხმყოფელი საუბრები.

 

5.11. როგორც უკვე აღინიშნა, ქმედების ადევნებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებამ - მოცემულ შემთხვევაში გ------- ნ------ს მხრიდან განხორციელებულმა სისტემატურმა უკანონო თვალთვალმა, ტელეფონის და სხვა საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებამ გამოიწვიოს ა-----------ის ფსიქიკური ტანჯვა, რაც უნდა გადაწყდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად კი, გ------- ნ------ს მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია ა-----------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, აღნიშნული ასევე დასტურდება თავად ა-----------ის განმარტებით, რომლის თანახმად, გ------- ნ------ს ქმედებების შედეგად მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, ვინაიდან იგი მოსვენებას არ აძლევდა, სოციალური ქსელის, ელექტრონული ფოსტის და ტელეფონის დაბლოკვის მიუხედავად, იგი სხვადასხვა და ახალ-ახალი მომხმარებლის ანგარიშიდან, ელექტრონული ფოსტიდან და ტელეფონის ნომრებიდან მაინც ახერხებდა შეტყობინებების, წერილების გაგზავნას და დარეკვას, ასევე, ყველგან იმის შიშით მიდიოდა, რომ გ------- ნ------ სადმე დახვედროდა. აღნიშნული აგრეთვე, დასტურდება მოწმე თ----- კ---–---–-–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად, გ------- ნ------ს ქმედებების შედეგად, მისი შვილი იყო მუდმივად დაძაბული და შეშინებული.

 

5.12. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე პერიოდში გ------- ნ------ ა-----------ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, გ------- ნ------ ა-----------ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა სამსახურთან, უნივერსიტეტთან თუ სხვა ადგილებში და დაყვებოდა უკან. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, ა-----------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და დაერღვა მშვიდი, მყუდრო ცხოვრების შესაძლებლობა.

 

5.13. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.

 

5.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

5.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, იგი თავადაც ადასტურებს ა-----------ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, იგი სხვადასხვა მოტივით ამართლებს მას და მიაჩნია რომ დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც სასამართლო არ იზიარებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, ხოლო გ------- ნ------ს პოზიცია არის დაუსაბუთებელი და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ნ------მ ჩაიდინა - ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. გ------- ნ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულის უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ა-----------ეს დაერღვა უფლება დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), მის ასაკს, რომლებიც გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

7.8. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7.9. რაც შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

7.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.

 

7.11. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

7.12. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

7.13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

7.14. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- ნ------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატური და არაპროპორციული სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ გ------- ნ------ს მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანი სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ გ------- ნ------ს პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------- ნ------ს პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ნ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 24 სექტემბრიდან - 2018 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით გ------- ნ------ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

3. გ------- ნ------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

4. მსჯავრდებულ გ------- ნ------ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე