განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
140100119003140146
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003140146

N1/380-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

29.10.2019 წელი ქ. გ----ი

 

გ----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძ-

სხდომის მდივანი გიორგი მოწონ--–-ძ-

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნათია კიკალ--

 

დაცვის მხარე

 

1. ბრალდებული - ლ-- ბ------ს ა----–- კ---------, დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–-–---–-------------------------

 

კვალიფიკაცია

 

ძალადობა, ე.ი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2. ბრალდებული - ი----- ბ------ს ძ- კ---------, დაბადებული 1--- წლის 5-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–-–---–-------------------------.

 

კვალიფიკაცია

 

ძალადობა, ე.ი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-- კ---------მ ჩაიდინა ძალადობა, ე.ი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16-----ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ გ----ში, ს----–---–------------–----------ს კვეთაზე მდებარე მაღაზია ,,მ--------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, ლ-- კ---------მ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ა-----– კ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ა-----– კ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი----- კ---------მ ჩაიდინა ძალადობა, ე.ი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16-----ს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ გ----ში, ძ---- რ-----–-–---–--ის ქუჩა N1------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ი----- კ---------მ, შელაპარაკების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 15 წლის ა-----– კ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ოთახის ფეხსაცმელი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში და ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ა-----– კ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის ლ-- კ--------- და ი----- კ--------- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულ-- შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ზ------ ლ------ის, მ----------–---–ის, ნ--–- კ--------ის, ა-----– კ--------ის, რ-------------–---–ის, ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ფოტოცხრილი, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ა-----– კ--------ის პირადობის მოწმობის ასლი, ამოღებული ნივთმტკიცებები.

 

ლ-- კ---------მ და ი----- კ---------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. მათ ასევე ითანამშრომლეს გამოძიებასათან, რითაც ხელი შეუწყეს დანაშაულის გახსნას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგ----ც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგ----ც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძ- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელ--, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ-- ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, როგ----ც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებებში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულების ერთ-ერთი დამამაძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულების სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ--, რომ დანაშაულების ჩადენისას ბრალდებულები მოქმედებდნენ პირდაპირი განზრახვით. არასრულწლოვან ა-----– კ--------ის სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით განაწყენებულმა ლ-- კ---------მ და ი----- კ---------მ, არაერთი გაფრთხილების შემდეგ, აღმზრდელობითი მიზნებისათვის, გადაწყვიტეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულ-- ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მათ სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათ მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

 

რაც შეეხება ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მათ მისწრაფებას, აანაზღაურონ ზიანი და შეურიგდნენ დაზარალებულს.

 

ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებ განეკუთვნებიან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგ----იის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის ფუნდამენტურ უფლებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ-- კ---------მ და ი----- კ---------მ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყეს დანაშაულის გახსნას, საქმეზე დროული და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ბრალდებულები სისტემატურად ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, მათი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ლ-- კ---------მ და ი----- კ---------მ თავისი ქცევით დაარწმუნეს სასამართლო, რომ ისინი აცნობიერებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულნი არიან აიღონ პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულთა სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ლ-- კ--------- 36 წლისაა, არის ნასამართლობის არმქონე, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ არის დაოჯახებული. რაც შეეხება ი----- კ---------ს, იგი ნასამართლობის არმქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, უმუშევარია, არ არის დაოჯახებული. ყურადსაღებია, რომ ბრალდებულებმა უარი თქვეს პირადი ოჯახის შექმნაზე, საკუთარ თავზე აიღეს არასრულწლოვანი დისშვილის აღზრდა და მთელი მათი ცხოვრება სწორედ ა-----– კ---------ს დაუკავშირეს. ისინი ზრუნდავდნენ არასრულწლოვანზე და ცდილობდნენ მის აღზრდას სრულფასოვან, კანონმორჩილ მოქალაქედ. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რაც ვერც ერთ შემთხვევაში დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლ--ნი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების ქცევის, დაზარალებულებისადმი დამოკიდებულების, მისი სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლოს აზრით, რომ ლ-- კ---------ს და ი----- კ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რაც შექმნის მათი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულებისათვის, რათა მათ სრულად გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მათი მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლ--ნობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ-- კ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

2. ი----- კ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულების მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

4. ლ-- კ--------ის და ი----- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს - ა-----– კ---------ს და მის საპროცესო წარმომადგენელს - მ------- ჯ------–---–ს ეცნობოს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგების შესახებ, ასევე განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძ-