განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3119-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ----------------------------–--- - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----–-----------–---–-------------–---------------------–----------------–-----–-------–------------–--
ადვოკატი - ს--------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 23 მაისს, ძ---–-------–-----------------–-----------–------------–---------------------------–----–------------- მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც ლ---------------–---- აეკრძალა მეგობარ ქალთან, ბ--–------------------- რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის იმ სახლთან მიახლოება, სადაც ბ--–-------------- ცხოვრობს, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ბ--–-------------- შეიძლება იმყოფებოდეს. მასვე აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით, 2----–-–--------------- 2----–-–----------------. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ---------------–---- დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა, კერძოდ, 2019 წლის 24 მაისს და 25 მაისს, დილის საათებში, მივიდა თ---–--–-------------------------------–- მდებარე ბ--–--------------- საცხოვრებელ სახლთან, სადაც მას შეხვდა ბ--–--------------- ნათესავი, ა---------------------. ასევე 2019 წლის 27 მაისს, ლ---------------–--- ტაქსით დაედევნა ბ--–--------------ს, რომელიც თავისი საცხოვრებელი მისამართიდან მიემართებოდა ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-- მდებარე თბილისი, ი-–----------–-------------–-. მანვე, 2019 წლის 25 მაისს, დაარღვია სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვა, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან N----------- უკავშირდებოდა ბ--–--------------ს მობილურ ტელეფონზე N------------
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---------------–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ლ---------------–---- მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ა---------------------ს, გ-------------–-–---–----------–--–-–------------–------------, ბ--–--------------- გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ომით, ამოღების ოქმით,------–-–------------ N------ შემაკავებელი ორდერით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---------------–---- ჩაიდინა:
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ლ---------------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ---------------–---- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 6 300 (ექვსიათასსამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ლ---------------–---- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-----------------------–-–-------------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ლ---------------–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ლ---------------–---- ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–------------–------------------–----–-–------–-- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
_ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული N-------------- სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერები 3 (სამი) ცალ DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
_ საქართველოს შ----------------------------------------------–- სამსახურის სამმართველოდან წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი