განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003240412
N(1/51–19 )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ნანა ყვირილიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------–--–---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-------------
მამის სახელი: ბ-–----
დაბადებული:----0--1----–--–--
დაბადების ადგილი: ს----------–--- თ---–---;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგო----ეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 0----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–--. ქალაქი თ---–---, ვ---------–-----------------------, კ----------------------.
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--- ქალაქი – თ---–---, ვ---------–------------------------, კ----------------------.
ადვოკატი - მ----------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.---- წლის 0--------, დაახლოებით 22: 00 საათზე, ა-------–------- რაიონის სოფელ მ-----------–-–- გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, ი-------------მ ვერ უზრუნველყო ,---------- მოდელის ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამობრუნდა. რის შედეგადაც ავტომობილის მგზავრებმა თეი----------–---------- რ----------------- და ო------------------ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (---- წლის 08 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.266-269).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.ი-------------მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
5.მოწმის სახით დაკითხული ი--------–-–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება რომ ის მუშაობს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ა-------–------- საავადმყოფოში ე------ თანამდებობაზე. მიმდინარე წლის 0-------- იყო მორიგე. რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ საავადმყოფოში შეყვანილი იქნენ ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–- მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული პაციენტები: რ----------------, თ------------–-------- და ო----------------- რომლებსაც საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება.
6.მოწმის სახით დაკითხული რ------------------ წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 0-------- მისი მამა ო----- ჯ--------- იმავე სოფელში მცხოვრებ მის მეგობართან სტუმრად გაყვა ი-------------ს, რ----------------ს- და თ------------–--------ს ი-------------- კუთვნილი და მისივე მართვის ქვეშ მყოფი ნისან იქსტერას მარკის ავტომობილით. რა დროსაც უკან დაბრუნებისას სოფლის მეორეხარისხოვან, წვიმიან გზაზე ი-------------- მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი მოცურდა და დაზიანდნენ მანქანაში მყოფი მგზავრებიც, მათ შორის მამამისი ო----- ჯ---------, რომელმაც მიიღო ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, ასევე ჰემატომები და სისხლნაჟღენთები სახის არეში და მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები შუბლის არეში.
7.მოწმის სახით დაკითხული დ------------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება რომ ის მეუღლესთან ო----- ჯ---------სთან და შვილთან რ----- ჯ---------სთან ერთად ცხოვრობს ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–-. 2--- წლის 0-------- ო----- იმავე სოფელში მცხოვრებ მეგობართან სტუმრად გაჰყვა ი-------------ს, ი-------------- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც, უკან დაბრუნებისას სოფლის მეორეხარისხოვან და წვიმიან გზაზე ი------ მანქანა მოუცურდა და დაზიანდა მანქანაში მყოფი მისი მეუღლე ო----- ჯ---------ც, რომელმაც მიიღო ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ასევე ჰემატომები და სისხლნაჟღენთები სახის არეში, მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები შუბლის არეში.
8.დაზარალებულ რ----- ღ--------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, 2--- წლის 0-------- იმყოფებოდა ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–-, წაყოლილი იყო თავის მეგობარს და ოჯახის ახლობელს ი-------------ს - მის ნათესავ ზ------–------------- სახლის მშენებლობაზე მოსახმარებლად. როდესაც ჩავიდნენ სოფელ მ------ ტ---–-–-, სადაც დგას ზ---- ლ--------- სააგარაკე სახლი ( სახლი დგას სოფლის შესასვლელში),ხოლო ზ----ს მეორე სახლი, რომელიც ასაშენებელია - დგას სოფლის თავში. ისინი ი-------------- ავტომანქანით ავიდნენ სოფლის თავში, აიტანეს ძველი ავეჯი, მათთან ერთად იყვნენ სოფელ მ------ ტ---–-–- მცხოვრები ო----- ჯ--------- და თ--------–--------- ის იჯდა მძღოლის გვერდზე მარჯვენა მხარეს, მის უკან ისხდნენ ო----- ჯ--------- და თ--------–--------- ავეჯი როცა ჩამოცალეს, დასხდნენ სადილზე, მძღოლის გარდა ყველამ დალია ხუთი-ექვსი ჭიქა, მეტის დალევა ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ დაიწყო ძლიერი წვიმა ვინაიდან იყო ცუდი გზა ჩამოსასვლელი ისინი დასხდნენ თავიანთ ადგილებზე და როცა წამოვიდნენ ჩამოსასვლელი იყო ცუდი, დაღმართი თან აყალოიანი მიწა. ი-------------მ მანქანას ჩაურთო ხიდები და გამანაწილებელი, ავტომანქანა მოძრაობდა ძალიან ნელა, დაღმართზე ჩამოსვლისას რ---------------- მიხვდა რომ ავტომანქანამ დაკარგა მართვა, გაჩერებაც ვეღარ მოასწრო, ამის შემდეგ რ----------------- დაკარგა გონება და როცა გონს მოვიდა მიხვდა რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ისინი ყველანი, ი-------------- გარდა გადაიყვანეს ა-------–------- საავადმყოფოში.
9.დაზარალებულის სახით დაკითხული ო----- ჯ---------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 0-------- იმყოფებოდა თავის სოფელში ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–-, კერძოდ იმყოფებოდა ქუჩაში, სადაც გაჩერდა ავტომანქანა ნ------ აღნიშნულ მანქანას მართავდა მისი ნაცნობი ი-------------, რომელიც გაცნობილი ყავდა წინა დღეებში, გვერდით ეჯდა ო----- ჯ----------თვის უცნობი ახალგაზრდა კაცი, ხოლო უკან დასხდნენ ის და თ------------–--------. როდესაც ავიდნენ სოფლის თავში, სადაც იმავე სოფლის მკვიდრი ზ---- ლ-------- აშენებს სახლს, ისინი იქ გაჩერდნენ რამდენიმე წუთი, ისადილეს, მალევე დაიწყო წვიმა, ვინაიდან სოფლის გზა იყო ტალახიანი, წამოვიდნენ ნელი სვლით, მაგრამ მანქანა მოცურდა და გადმოვარდნენ იქვე ფერდში. ამის შემდეგ ო------------------ დაკარგა გონება არ ახსოვს არაფერი.
10.დაზარალებულის სახით დაკითხული თ---------- ლ--------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 0-------- იმყოფებოდა ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–-. მათთან გაჩერდა შ--- ფერის ნ------ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მისი ნაცნობი ი-------------. ის ჩამოსული იყო მისი ნათესავის ზ---- ლ--------- სახლის მშენებლობაზე მოსახმარებლად. ი-------------მ უთხრათ რომ თუ უნდოდათ წასულიყვნენ მასთან ერთად სოფლის თავში, სადაც ზ---- ლ-------- აშენებს სახლს. ისინი აღნიშული ავტომანქანით ავიდნენ სოფლის თავში და აიტანეს ძველი ავეჯი. მათთან ერთად იყვნენ სოფელ მ------ ტ---–-–- მცხოვრები ო----- ჯ--------- და მეორე პიროვნება, რომელიც გაიცნო მაშინ და რომელსაც ქვია მ--–-----. ავეჯის ჩამოცლის შემდეგ დასხდნენ სადილზე. მძღოლის გარდა ყველამ დალია ხუთი-ექვსი ჭიქა. მეტის დალევა ვერ მოასწრეს იმიტომ, რომ დაიწყო ძლიერი წვიმა. ვინაიდან იყო ცუდი ჩამოსასვლელი დაღმართი, თან აყალოიანი მიწა, ი-------------მ ავტომანქანას ჩაურთო ხიდები და გამანაწილებელი. მანქანა მოძრაობდა ძალიან ნელა, დაღმართზე ჩამოსვლისას თ------------–-------- მიხვდა რომ ბ------ ვეღარ იმორჩილებდა ავტომანქანას. გადაბრუნდნენ და როცა თ------------–-------- გონს მოვიდა, მიხვდა რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა.
11.ს----------–----–------------------------------------------------------–----------- დ-------------------------- სა-----------------------–------------------------ 2--- წლის 2----------------- ექსპერტის დასკვნით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნ------“ მარკის სახელმწიფო ნომრით F------ მძღოლის ი-------------- მოქმედება არ შეესაბამება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. (ს.ფ 124-126)
12.---- წლის 2------------ დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ი-------------მ, 2--- წლის 0-------- დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------–------- რაიონის სოფელ მ------ ტ---–-–- გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო „ნ----“-ის მოდელის ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამობრუნდა. რის შედეგადაც ავტომანქანის მგზავრებმა თ----------ი ლ--------მ, რ----------------- და ო------------------ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.(ს.ფ 227-229)
13.ი-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული სქემით და ფოტოცხრილით (08.06.----წ) ი-------------- სისხლის ნიმუშის აღების ოქმით(08.06.----წ). ო---- ჯ----------გან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით( 08.06.----წ). თ---------- ლ---------გან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით(08.06.2019წ). რ----- ღ---------აგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით(08.06.----წ). დაზარალებულებისათვის უფლებების განმარტების ოქმებით (12.08.----წ).შესაძლო მტკიცებულებების გაცვლის ოქმით (20.08.----წ). დადგენილებებით ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ(12.06.----წ);(13.06.2013წ)დადგენილებით ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ(25.06.----წ). ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით(27.06.----წ).ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. დადგენილებებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ო---- ჯ---------- სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. თ---------- ლ--------- სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. რ----- ღ--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ი-------------- ნასამართლეობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობებით(19.07.----წ).ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ი-------------- შესახებ(23.07.----წ). ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ი-------------- შეს-ხებ ცნობით(25.07.---- წ) და საქმეში არსებული სხვა მასალებით
14.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ი-------------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
15.სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
16. ი------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
17. ი------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, შეუბღალავი წარსული (ა--------------------–---), არის დაოჯახებული, ხასიათდება დადებითად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ს------–------- - ჯ------- აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი--------------- მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: დადებითი დახასიათება, შეუბღალავი წარსული, ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ი------------- მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ი------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე.
2.გაუქმდეს ბრალდებულ ი-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
3. საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
– ავტომანქანა---------------------- – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
– ო---- ჯ---------- ტანსაცმელი
- რ----- ღ--------- შარვალი
– ი-------------- შარვალი და პერანგი
– თ---------- ლ--------- შარვალი
დაუბრუნდეთ უფლებამოსილ პირებს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი