განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
130100119003103626
დავის ტიპი
126
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/130-2019

№ 027300719001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26.08.2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ნანა ლომიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---------------რი, დაბადებული 1--0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თ---–-სი, გ-–-----------–-----ის რაიონი, მ------ის დასახლება, მე-4ა მ/რ, მე-15 კორპ. ბინა N 54.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“,ქვეპუნქტი.

.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ---------------რმა, ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ორი პირის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე ქარელის რაიონის სოფელ კოდივარდისუბანში მდებარე, ყოფილი მეუღლის ნ------------–--ლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გ---------------რმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის ნ------------–--ლის და მეუღლის მშობლის ი-–-----------–---–ის მიმართ. კერძოდ, იმ საბაბით, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა უარი განუცხადეს გაჰყოლოდნენ მას, რასაც ასევე შეეწინააღმდეგნენ მისი ყოფილი მეუღლე და ამ უკანასკნელის მშობელი, მან ჯერ ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს, ი-–-----------–---–ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ კი ასევე ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ------------–--ლს, რითაც დაზარალებულმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. გ---------------რმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ---------------რის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ე-----------–---–ის, ა-----------------ის, ა-–--------------------ის, ვ-----------------–---–ის, ბ----------ის, დაზარალებულების-ნ------------–--ლის, ი-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 0- ივლისის N 0-------- და N0-------- დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ---------------რის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ---------------რმა ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ორი პირის მიმართ. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ---------------რს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ---------------რმა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 გ---------------რის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს და დაზარალებულის პოზიციას.

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ---------------რის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ---------------რის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გ---------------რს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო, 2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით.

4. გაუქმდეს გ---------------რის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თ---–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი