განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
130100119003077532
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/123-2019

№ 027310519001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23.07.2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა ლომიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–----------------------–------–-–--ლი, დაბადებული 2--0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ნ-----–--------–------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრების მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში მისსავე საცხოვრებელ სახლში, ნ-----–--------–------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა თავისი მშობლების მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ სახლში დაბრუნებულ ნ-----–--------–------–-–---–ს მისმა მშობლებმა თხოვეს შეეწყვიტა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჯერ დედას, პ--–--------–------–-–--ლს ხელების რამდენჯერმე თავის, სახისა და ტანის არეში დარტყმით, ხოლო შემდეგ კი ხელების ყელში წაჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი მისი მამა თემურ ულუმბელაშვილი შეეცადა რა თავისი მეუღლის დახმარებას, ნ-----–--------–------–-–---–მა მას ჯერ ხელის კვრით და იატაკზე წაქცევით, ხოლო შემდეგ კი გულმკერდის არეში ფეხის ჩარტყმით მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა , რის შედეგადაც თემურ ულუმბელაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ნ-----–--------–------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ნ-----–--------–------–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: კ----------------–---–ის, ბ---------–--–---–ის, ვ--–--------–-------–--ლის, ვ--–---------------–--ლის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 05 ივნისის N 0-------- დასკვნას პ--–--------–------–-–--ლის დაზიანებების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ნ-----–--------–------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ-----–--------–------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მისივე ოჯახის წევრების მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ნ-----–--------–------–-–---–ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–--------–------–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ნ-----–--------–------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა და მოინანია ჩანადენი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რომ წარსულში ნასამართლებია და მოცემული დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-----–--------–------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–--------–------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

2. ნ-----–--------–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 31 მაისიდან.

4. გაუქმდეს ნ-----–--------–------–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები და სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ნ-----–--------–------–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის ოჯახს.

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი