განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
340100119003224502
დავის ტიპი
126
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003224502

N1/190-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

05.11.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - გივი ჭანუყვაძის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023060919002)

ბრალდებული: გივი ჭანუყვაძე;

მამის სახელი: არტიომი;

დაბადებული: 13.05.1984 წელს;

პირადი ნომერი:62001022312;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:არასრული- საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გლდანის 1-ლი მ/რნი, ცეკავშირის კომბინატი;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით.

კვალიფიკაცია: გივი ჭანუყვაძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, დავით მჭედლიშვილის სახლის ეზოში, გივი ჭანუყვაძემ, არასრულწლოვანი გერის, ნანა მჭედლიშვილის თანდასწრებით, ფეხის არეში ხის კოვზი ჩაარტყა არასრულწლოვან გერს - ანა მჭედლიშვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გივი ჭანუყვაძე 2019 წლის 06 სექტემბერს 20:15 საათზე დააკავეს, ხოლო 2019 წლის 08 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 09 სექტემბერს გივი ჭანუყვაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პირადი თავდებობა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, დავით მჭედლიშვილის სახლის ეზოში, გივი ჭანუყვაძემ, არასრულწლოვანი გერის, ნანა მჭედლიშვილის თანდასწრებით, ფეხის არეში ხის კოვზი ჩაარტყა არასრულწლოვან გერს - ანა მჭედლიშვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების -ვლადიმერ შალაშვილის, ინგა მჭედლიშვილის, დაზარალებულ ანა მჭედლიშვილის და ნანა მჭედლიშვილის გამოკითხვის ოქმებით, ანა მჭედლიშვილის და ნანა მჭედლიშვილის დაბადების მოწმობის ასლით, ბრალდებულ გივი ჭანუყვაძის გამოკითხვის ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გივი ჭანუყვაძემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ნანა მჭედლიშვილის თანდასწრებით ხის კოვზი ჩაარტყა გერს ანა მჭედლიშვილს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

დაზარალებულმა ანა მჭედლიშვილმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ თუ დაზარალებულს არ შესრულებია 18 წელი. დაზარალებული ანა მჭედლიშვილი (პ/ნ 01956003244) დაბადებულია-03.09.2003 წელს, არის არასრულწლოვანი, ბრალდებულის გერი და ოჯარის წევრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემთხვევას ესწრებოდა 11.04.2002 წელს დაბადებული ნანა მჭედლიშვილი (პ/ნ 13650001412) რომელიც არის დაზარალებულ ანა მჭედლიშვილის და, ბრალდებულის გერი და არის არასრულწლოვანი.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გივი ჭანუყვაძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გივი ჭანუყვაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე სასამართლომიტვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ პრეტენზია და შერიგებულია მასთან, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

გივი ჭანუყვაძის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გივი ჭანუყვაძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის პირობებში.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

გივი ჭანუყვაძეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პირადი თავდებობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გივი ჭანუყვაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. გივი ჭანუყვაძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

4. გივი ჭანუყვაძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2019 წლის 06 სექტემბრის 20:15 საათიდან 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე