განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003216904
N1/184-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
05.11.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ცო---- ხვ------–--ლის
ადვოკატის - ნო----- სა---–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული:ცო---- ხვ------–--ლი ;
მამის სახელი: ნო------;
დაბადებული: 21.11.1---–;
პირადი ნომერი: 0----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, აეროდრომის დასახლბა 11 ქუჩა, კორპუსი -3, ბინა N5-;
ფაქტობრივად მცხოვრები:გურჯაანის რაიონი სოფელი კა--------- ;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: ცო---- ხვ------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, გურჯაანის სოფელ კადენახში, ცო---- ხვ------–--ლმა, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე დანა რამდენჯერმე დაარტყა ვა-–---- კუ-–-–--ლს, რომელმაც მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ცო---- ხვ------–--ლს 2019 წლის 29 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, გურჯაანის სოფელ კადენახში, ცო---- ხვ------–--ლმა, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე დანა რამდენჯერმე დაარტყა ვა-–---- კუ-–-–--ლს, რომელმაც მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
1. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ვა-–---- კუ-–-–--ლის, გი------ სუ-–--–--ლის, ნი--- აზ---–--ლის, გი------ ბე-----–--ლის, ავ--------– სა----–--ლის, და---- აკ-----–--ლის, ცო---- ხვ------–--ლის, გო--- მა----–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ვა-–---- კუ-–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები-მაისური, დანა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ცო---- ხვ------–--ლმა, დაზარალებულ ვა-–---- კუ-–-–--ლის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ვა-–---- კუ-–-–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ცო---- ხვ------–--ლმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ცო---- ხვ------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ცო---- ხვ------–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ცო---- ხვთისიაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცო---- ხვ------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ცო---- ხვ------–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ლარი, რომელიც გადაიხადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ცო---- ხვ------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით.
2. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში, ნო------ ხვ------–--ლს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს ცო---- ხვ------–--ლის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 ( ათასი ლარი) ლარი. ( სისხლის სამართლის საქმე N0-----------)
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე