განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
180100119003127761
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/211-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–---------------ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ--------–--–---–ი

 

ბრალდებული - დ----ლ ს------ს ძე ჟი–--–---–ი (დაბადებული1--- წლის 15 ა-----–ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული მისამართი: დუშეთის რაიონის სოფელი ზემო ხ-----ი, ფაქტობრივი მისამართი: დუშეთის რაიონის სოფელი ს---–------------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ. დუშეთში, რ---------–-ს ქ. N19-ში მდებარე ვ-–- ლ-------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან, მეუღლის მ---ა გვ------–---–-ს მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას დ----ლ ჟი–--–---–მა ვ-–- ლ-------–ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ცემა იგი. კერძოდ, დ----ლ ჟი–--–---–მა ვ-–- ლ-------–ს აგინა დედის მისამართით, იმავდროულად მკლავზე მოკიდა ხელი, გაიყვანა გვერდზე და სახის არეში დაარტყა მუშტი, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, შემდეგ წააქცია იგი და თავი დაარტყმევინა ასფალტზე, რის გამოც ვ-–- ლ-------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დ----ლ ჟი–--–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ვ-–- ლ-------–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ არის მცირე მეწარმე და საკუთრებაში აქვს მაღაზია, რომელიც გაქირავებულია. 2019 წლი 10 მარტს ბაზალეთის ტბიდან სახლში დაბრუნებისას ეზოს ჭიშკართან მიადგა მისი მაღაზიის ყოფილი გამყიდველის მ---ა გვ------–---–-ს მეუღლე - დ----ლ ჟი–--–---–ი, რომელმაც აგრესიული ტონით ჰკითხა თუ საიდან მოდიოდა. დ----ლ ჟი–--–---–მა მისი პასუხის გაგონებისთანავე ხელი მოჰკიდა მას მკლავში, ძალით გაიყვანა ოდნავ მოშორებით და ჰკითხა თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ბაზალეთის ტბაზე. დაზარალებულმა უპასუხა რომ მარტო სეირნობდა ბაზალეთის ტბაზე, რის შემდეგაც დ----ლ ჟი–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ვ-–- ლ-------–ი წაიქცა. დ----ლ ჟი–--–---–მა კვლავ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის და თავის არეში, ასევე თავი დაარტყმევინა ასფალტზე რამდენჯერმე, ცემის შედეგად მან განიცადა საშინელი ტკივილი სახისა და თავის არეში. ჩხუბის დროს მას არ დაურტყავს დ----ლ ჟი–--–---–ისათვის, ცდილობდა თავის დაცვას და მის მოგერიებას, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შ--–-ა ი--–---–ი, მ----- ნ-----–-----ი, ხოლო მოგვიანებით მოვიდა გო-- ლ-------–იც.

2.3. მ-----ი ნ-----–-----ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მიკროავტობუსის მძღოლად, 2019 წლის 10 მარტს მიდიოდა ხელოსანთან დუშეთში ბ-------ის ქუჩაზე, რა დროსაც დაინახა, რომ ორი პიროვნება ერთმანეთს ექაჩებოდნენ. მან უცებ გააჩერა მანქანა, ვინაიდან იცნო ერთ-ერთი პიროვნება ვ-–- ლ-------–ი და მოინდომა მისი გაშველება. სანამ იგი მანქანიდან გადმოვიდოდა, ორივენი დავარდნენ ასფალტზე, ვ-–- ლ-------–ი იყო მოყოლილი მეორე პიროვნების ქვეშ. ხელის დარტყმის მომენტი მას არ დაუნახავს. ვ-–- ლ-------–ის ზემოთ მოქცეული მისთვის უცნობი პიროვნება მან გამოიყვანა გვერდით, რის შემდეგაც იგი მალევე შევიდა სახლში. წამოდგომისას ვ-–- ლ-------–ი თავზე იდებდა ხელს.

2.4. შ--–-ა ი--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე, იმყოფებოდა რა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ქუჩის მხრიდან შემოესმა ხმამაღალი ყვირილის ხმა, რის გამოც გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი მეზობელი ვ-–- ლ-------–ი და მისთვის უცნობი პირი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი მიუახლოვდა მათ და აწყნარებდა ვ-–- ლ-------–ს. მან დაინახა, რომ ვ-–- ლ-------–ს სახეზე თვალთან ჰქონდა დაზიანება, იყო ნაცემი.

2.5. გო-- გვ------–---–-ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ის და მისი სიძე დ----ლ ჟი–--–---–ი მანქანით მივიდნენ ვ-–- ლ-------–ის სახლის შესასვლელი კარებისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით. იგი დარჩა მანქანაში, საიდანაც დაინახა, რომ დ----ლ ჟი–--–---–მა ვ-–- ლ-------–ს ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ისინი ჯიკაობნენ და დავარდნენ ასფალტზე. გო-- გვ------–---–- გადმოვიდა მანქანიდან გასაშველებლად. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისთვის უცნობი პიროვნებები.

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ-–- ლ-------–ს აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხნაჟღენთის, ზედა ტუჩის მიდამოში და მარცხენა დვრილისებრი მორჩის საპროექციოდ ნაჭდევენის სახით. დაზიანებები განვითარებული რაიმე მკვირი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით, დაზარალებულ ვ-–- ლ-------–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ დ----ლ ჟი–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით მ----- ნ-----–-----ის, შ--–-ა ი--–---–ის, გო-- გვ------–---–-ს გამოკითხვის ოქმები სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----ლ ჟი–--–---–მა 2019 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, ვ-–- ლ-------–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ დ----ლ ჟი–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----ლ ჟი–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----ლ ჟი–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. დ----ლ ჟი–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. დ----ლ ჟი–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი