გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003048615
საქმე № 3/148-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ა------- კ----------ე
წარმომადგენელი: ა-–---- მ------–---–-
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს---ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 1 მარტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00021 ოქმისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 მარტის № 04/3847 მიმართვის ბათილად ცნობა.
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის № 10/3/9402 აქტის ბათილად ცნობა.
1.3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება, მოახდინოს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში - საარქივო ცნობაში აღნიშნული და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა.
1.4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე 6000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა------- კ----------ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის № 892018943937-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.5. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის № 160903 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე 6000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა------- კ----------ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ა------- კ----------ემ (პირ. № 5----------) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საარქივო ცნობა (და საკადასტრო აზომვითი ნახაზი), რომლითაც დასტურდება, რომ მის მამკვიდრებელ მ-----– კ----------ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში საკუთრებაში გააჩნდა 0,60 ჰა მიწის ნაკვეთი. მასალები გადაიგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საარქივო ცნობასა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენისათვის, თუმცა როგორც იდენტურობის დადგენაზე, ასევე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასა და იდენტობასაც ითხოვს მოსარჩელე, არ მდებარეობს მის მიერ მითითებულ ადგილზე, ხოლო მერიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მ-----– კ----------ის ნაკვეთი მდებარეობს სულ სხვა ადგილზე (,,გ---------–--ში").
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს---ის თემის საკრებულოს სოფელ რ----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია თ----- დ-------ის ასული კ----------ე (გარდაცვლილია, წელი არ ფიქსირდება); კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1956 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი; სოფელ რ----ის მიწის განაწილების სიებში 1992-1995 წლების მდგომარეობით მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო მ-----– ლ-----ს ძე კ----------ის სახელზე ირიცხება 0,60 ჰა მიწის ფართობი;
მტკიცებულება: გორის არქივის 2015 წლის 30 მარტის № AA2015014473-09 საარქივო ცნობა (ს. ფ. 28-29).
3.2.2. სოფელ რ----ის 1986-2007 წლების საკომლო წიგნებში მ-----– ლ-----ს ძე კ----------ის კომლისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება; ს---ის თემის საკრებულოს სოფელ რ----ის 1992-1995 წლების მიწის განაწილების სიებში მ-----– ლ-----ს ძე კ----------ე ჩაწერილია 2-ჯერ: № 89-ზე გრაფაში ,,ფართობი" წერია 0,60 ჰა, გრაფაში ,,შენიშვნა" წერია 0,10 ჰა, ხოლო № 603-ზე მის სახელზე ირიცხება 0,60 ჰა (კატეგორია არ ფიქსირდება);
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 21 აგვისტოს № AA2018021716-05 საარქივო ცნობა (ს. ფ. 36-38).
3.2.3. ა------- კ----------ე არის მ-–- კ----------ის მემკვიდრე, და მის სამკვიდროში შევიდა გორის არქივის 2015 წლის 30 მარტის № AA2015014473-09 საარქივო ცნობაში ასახული მ-----– ლ-----ს ძე კ----------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება;
მტკიცებულება: 2016 წლის 8 ივნისის სამკვიდრო მოწმობა № 160617631 (ს. ფ. 25-27).
3.2.4. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა------- კ----------ეს უარი ეთქვა გორის არქივის 2015 წლის 30 მარტის № AA2015014473-09 საარქივო ცნობასა და მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე იმ მოტივით, რომ ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირთა (ე----- კ----------ე, ც---- ო-–----–---–ი, ფ-------- კ-----–-–---–ი, გ-------– გ--------–---–ი, ნ--–------ გ----–---–ი, ზ------ გ--------–---–ი) განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი და მისი მიმდებარე ფართობები პრივატიზებით განაწილდა სოფელ კ--–---ის მოსახლეობაზე, რის გამოც სადავო მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილის მფლობელ-- სოფელ კ--–---ში მცხოვრები მ--–---- გ--------–---–ი და მ------ ჩ----–---–ი, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ მიწას, ხოლო მეზობელ ე----- კ----------ეს ნაკვეთი შეძენილი აქვს სოფელ კ--–---ში მცხოვრებ დ----- ო-–----–---–ისგან, რომლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტშიც მეზობლად მითითებული არიან მ--–---- გ--------–---–ი და მ------ ჩ----–---–ი (მიწის ნაკვეთის1998 წლის 19 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი);
მტკიცებულება: ს---ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 1 მარტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ № 00021 ოქმი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 მარტის № 04/3847 მიმართვა (ს. ფ. 46-48).
3.2.5. ა------- კ----------ეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარი ეთქვა ამ აქტის ბათილად ცნობაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა შესწავლილი, რაშიც, მერიის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდნენ ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების თანამშრომლები, ასევე სოფელ კ--–---ის მაცხოვრებლები; საკითხის ხელახლა შესწავლა მოხდა 2019 წლის 7 მაისს ზუსტი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით, აღებული იქნა მოსაზღვრე ნაკვეთების წერტილები: ჩრდილოეთით ესაზღვრება შპს ,,გ---------ი", დასავლეთით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, აღმოსავლეთით ე----- კ----------ის კერძო საკუთრება (წინა წელს შეიძინა დ----- ო-–----–---–ისაგან); აღნიშნულ მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ მ------ ჩ----–---–ი და მ--–---- გ--------–---–ი, რომლებიც ფიქსირდებიან მიღება-ჩაბარების აქტში მეზობლებად;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის № 10/3/9402 აქტი (ს. ფ. 49).
3.2.6. დ----- ო-–----–---–ის სახელზე 1998 წლის 19 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დ-----, ლ--, ა-–------ და რ----- ო-–----–---–ების სახელზე 2017 წლის 16 ივნისს № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–---ში საკუთრების უფლებით აღირიცხა 4901 მ2 მიწის ნაკვეთი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 5 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ე----- კ----------ის სახელზე;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი ---------------------------------------------------------------------------------------------------------, მიღება-ჩაბარების აქტი (ს. ფ. 220) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 143).
3.2.7. შპს ,,გ---------ისა" (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) და სახელმწიფოს (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) სახელზე რიცხული უძრავი ქონებების ადგილმდებარეობად მითითებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი რ----ი, ხოლო დ----- ო-–----–---–ის (ამჟამად ე----- კ----------ის) სახელზე რიცხული ქონების (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) ადგილმდებარეობად - სოფელი კ--–---ი (ამ ნაკვეთებს ესაზღვრება ა------- კ----------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი);
მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 137-143), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 25 სექტემბრის № 441425/17 სამსახურებრივ ბარათზე თანდართული გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 194-195).
3.2.8. საჯარო რეესტრში დაცული სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი გრაფიკული მონაცემების მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა), ე----- კ----------ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ქვეშ (ე. წ. წითელი ფენა) ფიქსირდება ს----- ც----------ის, ბ-–-- კ----------ის, გ---- ლ-----ის, დ-------ი ქ-----–---–ისა და ა--------- კ----------ის მართლზომიერი მფლობელობა; ა------- კ----------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქვეშ (რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს იგი - ლურჯად დაშტრიხული გრაფიკული მონაცემი) ფიქსირდებიან: შ--–---- და დ----- კ----------ეები, ს------ ც----------ე და ე----- კ----------ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ქვეშ (ე. წ. წითელი ფენა) დაფიქსირებული ს----- ც----------ე, ბ-–-- კ----------ე და გ---- ლ-----ე;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 25 სექტემბრის № 441425/17 სამსახურებრივ ბარათზე თანდართული გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 194-195).
3.2.9. მ-----– ა-–----------ს ძე კ----------ის სახელზე ს---ის საკრებულოში (გ---------–--ი) სისტემური რეგისტრაციით, № 6--1--0--3-- საკადასტრო კოდით ირიცხება 0,533 ჰა მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემი (ს. ფ. 231).
3.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის № 892018943937-09 გადაწყვეტილებით ა------- კ----------ეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის № 160903 გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის № 892018943937-09 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის № 160903 გადაწყვეტილებები (ს. ფ. 14-19).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ა------- კ----------ის მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) არ მდებარეობს მოსარჩელის მიერ მითითებულ და მოთხოვნილ ადგილზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მიწის განაწილების სიისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ა------- კ----------ეს გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის უფლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე, მ-----– (მ-–-) ა-–----------ს (ლ-----ს) ძე კ----------ის დანაშთ სამკვიდროზე - 0,60 ჰა მიწის ნაკვეთზე.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში მ-----– ლ-----ს ძე კ----------ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და სხვა კოორდინატები განსაზღვრული არ არის, რის გამოც, საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი შესწავლილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და იდენტურობა არ დაადგინა.
ამ აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები), რომელიც ნათელ წარმოდგენას შექმნის სადავო ტერიტორიაზე მ-----– კ----------ის მართლზომიერი მფლობელობის არსებობა-არარსებობის საკითხზე და, ამავე დროს, ექნება უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი, სადაც ასახულია სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი (ე. წ. ყვითელი ფენა) მონაცემები და ა------- კ----------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ლურჯი ფერის დაშტრიხული გრაფიკა).
ამ მონაცემების მიხედვით, ა------- კ----------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიმდებარედ მ-----– კ----------ის რაიმე სახის მართლზომიერი მფლობელობა საერთოდ არ ფიქსირდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა------- კ----------ის განმარტებით, ეს ტერიტორია შედის სოფელ რ----ის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც მიწის რეფორმის დროს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სოფელ კ--–---ის მოსახლეობას (მათ შორის სიტუაციურ ნახაზზე მითითებულ პირებს), თუმცა შემდგომში ამ პირებს აღეკვეთათ ამ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის შესაძლებლობა.
მათი მითითებით, სიტუაციურ ნახაზზე ასახული ინფორმაცია შესაძლოა, ასახავდეს სწორედ სოფელ კ--–---ის მაცხოვრებლების მიერ მიწების თვითნებურად დაუფლების პერიოდში არსებულ ფაქტობრივ ვითარებას და არ შეესაბამებოდეს მიწის რეფორმის შედეგად წარმოშობილ ნამდვილ იურიდიულ და ფაქტობრივ მონაცემებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– კ----------ის მიწის ნაკვეთის სადავო ტერიტორიაზე არარსებობის დასადასტურებლად არამართებულია დ----- ო-–----–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმ ადგილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოშველიება, რადგან, როგორც აღინიშნა, სადავო ტერიტორია შედის სოფელ რ----ის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რასაც ადასტურებს შპს ,,გ---------ისა" (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) და სახელმწიფოს სახელზე (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) არსებული საკადასტრო მონაცემები, ხოლო დ----- ო-–----–---–ის (ამჟამად ე----- კ----------ის) სახელზე რიცხული ქონების (საკადასტრო კოდი 6--5--0--0--) ადგილმდებარეობად მითითებულია სოფელი კ--–---ი, მიღება-ჩაბარების აქტიც გაცემულია სოფელ კ--–---ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე.
მიუხედავად ამისა, მ-----– კ----------ის მიწის ნაკვეთის მდებარეობა სადავო ტერიტორიაზე მაინც არ დასტურდება: ამის შესახებ რაიმე სახის ჩანაწერი სისტემური აღწერის მონაცემებში არ არსებობს.
ა------- კ----------ის პოზიცია ეყრდნობა იმას, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოები ვერ დაადგენენ, სად მდებარეობს მისი მამკვიდრებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მაშინ უნდა ჩაითვალოს, რომ ეს ნაკვეთი მდებარეობს მის მიერ მოთხოვნილ ადგილზე;
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება არ ქმნის მისი ამ პოზიციისა და ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის უტყუარ და მყარ საფუძველს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ-----– კ----------ის სახელით და გვარით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში (გ---------–--ი) სისტემურად რეგისტრირებულია 0,533 ჰა მიწის ნაკვეთი, თუმცა სრულიად სხვა და არა სადავო ადგილზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
იმის გამო, რომ არ დადგინდა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ა------- კ----------ეს უარი ეთქვა სადავო ტერიტორიაზე მისი უფლების რეგისტრაციაზე, რაც სრულად შეესაბამება რეგისტრაციის საკანონმდებლო რეგულაციას და მიზნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ სადავო აქტების გამოცემისას სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ა------- კ----------ესთან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" და ,,საჯარო რეესტრის შესახებ”საქართველოს კანონებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველიც.
იმის გამო, რომ არ დასტურდება სადავო აქტების უკანონობა ა------- კ----------ესთან მიმართებაში, არც ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნის მიმართ არსებობს მისი იურიდიული ინტერესი და სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა და სხვა ადმინისტრაციული წარმოებების შედეგად გამოცემული აქტების კანონიერება.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 100 ლარი, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
საქმის განხილვისას მან გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობაც; მოთხოვნის ამ ნაწილში კი სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ ყოფილა.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, და მას დამატებით უნდა დაეკისროს 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. ა------- კ----------ის სარჩელი ს---ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 1 მარტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00021 ოქმისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 მარტის № 04/3847 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.2. ა------- კ----------ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის № 10/3/9402 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.3. ა------- კ----------ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში - საარქივო ცნობაში აღნიშნული და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა, არ დაკმაყოფილდეს.
1.4. ა------- კ----------ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე 6000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა------- კ----------ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის № 892018943937-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.5. ა------- კ----------ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის № 160903 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.6. ა------- კ----------ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე 6000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა------- კ----------ის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. ა------- კ----------ის მიერ 2019 წლის 17 ივნისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 0, რეფერენსი 2705892225) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. ა------- კ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 100 (ასი) ლარი.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი