გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2019
საქმის ნომერი
190310019002999386
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-1---19 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0--11.2--- წელი ქ. რ-------ი

შესავალი ნაწილი

რ-------ის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე-გ------ მ------–-–---–ი,წარმომადგენელი - ბ--–- ბ-----ე, ლ----ი შ-------–---–ი,მოპასუხე- ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი: ლ-------------–ი,მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - ქ------- ქ---–--ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1995 წლიდან ფლობს 58 000 კვ. მ მიწის ნაკვეთს, ქ. რ-------ში, მდინარე მ--------------------------------ე, რომელზედაც განთავსებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა. 2--- წლის 1--------------ს განცხადებით მიმართა ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რაც რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ერთადერთი მიზეზი, რაც უარის თქმის საფუძველი გახდა არის ის გარემოება, რომ მ----------------------------ო მიჩნეულია რეკრეაციულ ზონად.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ გ------ მ------–-–---–ს 2--- წლის 1--------ის განკარგულებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას. განმეორებით დაინტერესებულმა პირმა მომართა მერიის შესაბამის კომისიას იმავე მოთხოვნით. მომართვის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა განიხილა მოთხოვნა და 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას, აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

2.2. მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------ის №3- განკარგულებით, მოსარჩელეს ქ. რ-------ი, მდინარე მ----------------------------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე 58 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მასზე არსებულ შენობა-ნაგებობთან ერთად საკუთრების აღიარებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ს. ფ. 2-6);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ.15-20);

-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 56-64);

-ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------ის №3- განკარგულება (ს. ფ. 76-78)

3.1.2. 2--- წლის 1--------------ს გ------ მ------–-–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ითხოვა ქ. რ-------ში, მ--------------------------------ე მდებარე 58 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარება. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულებით, გ------ მუხულიშილს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. რ-------ი, მ----------------------------ო, ფართით 58 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობთან ერთად საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულება (ს. ფ. 79-82);

-განცხადება (ს. ფ. 65-66);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია სრულყოფილად, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

3.2.2. უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას და იგი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებთან ერთად ფლობს 1995 წლიდან, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას და იგი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ მ------–-–---–ის წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ''.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1--------------ს გ------ მ------–-–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. რ-------ში, მ--------------------------------ე მდებარე 58 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარება.

სასამართლო განმარტავს, რომ კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს საჭირო დოკუმენტაცია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მოტივით უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და წარადგინოს მოთხოვნის დასადასტურებლად სათანადო დოკუმენტაცია.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დებულება მითითებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების წესის" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტითაც.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.

დადგენილია, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულებით, გ------ მ------–-–---–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობთან ერთად საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას. საქმის მასალებით, კერძოდ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 1------------ის №1-----02 წერილით ასევე დგინდება, რომ თვითმმართველი ქალაქ რ-------ის სკრებულოს 2--- წლის 2--------ს №2-- დადგენილებით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას.

 

ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ რ-------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 2--------ს №2-- დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ რ-------ის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად ქალაქ რ-------ის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია ტერიტორიების განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

აღნიშნული პირობები ასახული უნდა იქნეს ქალაქ რ-------ის დაგეგმარების დოკუმენტებში ამ წესების საფუძველზე ხორციელდება ქალაქ რ-------ის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავება. მითითებული წესის მეოთხე თავით კი განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციური ზონები. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2--- წლის 2-----------–--ა და 1------ის მიმართვებთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს ვინაიდან, ქალაქ რ-------ის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი რ-------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა 2--- წლის 2-------ს, ხოლო მიმართვები შედგენილია 2--- წელს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ფოტომასალის გარდა არავითარი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რაც მისი ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს დაადასტურებდა ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სალეგალიზაციო უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს ქალაქის ყოფილ საქვაბაბეს, მოსარჩელეს 2--- წლის 6--------ს №3- განკარგულებით, დასახელებულ ქონების საკუთრების აღიარებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს ლანდშაპტურ-რეკრეაციულ ზონას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულება მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის", ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------–-ს №3- განკარგულება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. გ------ მ------–-–---–ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რ-------ი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი