განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003198801
საქმე #1/461-19 (011300719003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-- კ-------- (დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–--------------------–------ში, მცხოვრები გ----–-----–-----–-----------------ში)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 30 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო გზაზე, არასრულწლოვანი შვილის - გ------- ტ----–---–ის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის დალევის გამო შელაპარაკებისას, ე-- კ--------მ მეუღლეს - გ--------- ტ----–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და მობილური ტელეფონი - თავში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ე-- კ--------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ--------- ტ----–---–ისა და კ--- ხ-------–--ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ე-- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ იკვეთება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ე-- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მონანიებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. იგი არის ორსულად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, იძულებით გადაადგილებული პირია, ჰყავს 2 წლის შვილიც;
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა არ შეიძლება, სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ე-- კ-------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, რის გამოც დანიშნული თავისუფლების აღკვეთა პირობით არ უნდა იქნეს გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ე-- კ--------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - სისხლის ნიმუში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი