განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002145980
#1/287-17 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------------ე - დაბადებული 1----–-–------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–----------------------------.
ადვოკატი - ბ-------------–--–---–ი, ზ----------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 27 იანვარს დაახლოებით 11:15 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კახიფარში გამავალ ახმეტა-თელავი-ბაკურციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, თელავიდან ბაკურციხის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „მიცუბიში აირტეკი“ სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა მძღოლი დ---------------ე. გურჯაანის რაიონის სოფელ კახიფარში მოძრაობის დროს, მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალი გზის გვერდულზე და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მჯდომმა დ----------------–--ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა----------ამ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ დ----------------–--ე იყო მისი მეუღლე. 2017 წლის 27 იანვარს დ---------------ემ გამოუარა მის მეუღლეს და ავტომანქანით წავიდნენ, ხოლო საჭესთან იჯდა დ---------------ე, რომლებსაც სოფელ კახიფართან მოუვიდათ ავარია, რის შედეგადაც დ----------------–--ე მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს ავტომანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში. ავტომანქანა შემთხვევამდე ქონდა ნაწილი გაფუჭებული, რაც შემთხვევის დღეს უკვე იყო შეკეთებული.
თ-----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მუშაობს შსს საკატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 იანვარს ლ----------–---–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას და დაახლოებით დილის 11:00-12:00 საათების პერიოდში რადიოსადგურ „ალაზანზე“ შევიდა შეტყობინება რომლის მიხედვით სოფელ კახიფარში იყო შეჯახება სხეულის დაზიანებით. აღნიშნულზე იგი თავის მეწყვილესთან ერთად გამოძახების შესვლიდან 2-3 წუთში გამოცხადდა ადგილზე. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ გურჯაანის მიმართულებით მოძრავი ვერცხლისფერი ოთხკარიანი ავტომანქანა, გადასული იყო სავალი ნაწილიდან საპირისპირო მხარეს და შეჯახებული იყო ხეს. მოწმის განმარტებით საჭესთან იჯდა დ---------------ე, რომელიც იყო დაზიანებული, დამტვრეული ქონდა ქვედა კიდურები და მანქანაში იყო გაჭედილი და ვერ ახერხებდა მანქანიდან გადმოსვლას, ასევე ადგილზე იყო ავტომანქანის მგზავრი დ----------------–--ე, რომელიც იტკიებდა მუცლის არეში. მოწმის განმარტებით ადგილზე გამოიძახეს საგამოძიებო ჯგუფი და სასწრაფო დახმარება, რომლის დახმარებითაც დ---------------ე და დ----------------–--ე გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას ნახა, რომ გზის სავალ ნაწილზე, მოსახვევში, ავტომანქანა გზის მარჯვენა მხარეს გადასული იყო სავალი ნაწილიდან და ეტყობოდა მოცურების კვალი, საიდანაც კვლავ მოცურებით კვლავ იყო დაბრუნებული საპირისპირო ზოლში და შემდეგ შეჯახებული ხეს. მოწმის განმარტებით მოცურების კვლები ნახეს მოსახვევის დასაწყისში უკიდურეს მარჯვენა მახარეს მიწაზე და იქედან დაწყებული ცურაობის კვალი შეიმჩნეოდა უკვე ასფალტის საფარზე საპირისპირო ზოლში და საპირისპირო ზოლის უკიდურესი მარცხენა მხარეს და მთავრდებოდა მოსახვევის დასასრულს, სადაც უკვე იყო შეჯახებაც მომხდარი. მოწმის განმარტებით, როგორც ახსოვს მოცურების კვალი იყო 24 თუ 25 მეტრის.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითულმა ლ----------–---–---–მა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ადგილზე დ---------------ემ და დ----------------–--ემ განუმარტეს, რომ მიდიოდნენ თელავიდან გურჯაანის მიმართულებით, სოფელ კახიფარში არსებულ გზის მონაკვეთზე მოსახვევში შესვლისას მანქანა გადავიდა საპირისპირო მხარეს და მოხდა შეჯახება, სხვა ისეთი არაფერი უთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: დ---------------ე გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 2017 წლის 27 იანვრიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე დიაგნოზით: მარცხენა ტაბუხის ფოსოს უკანა კიდის მოტეხილობა, ბარძაყის ამოვარდნილობა, მარცხენა კვირისტავის მოტეხილობა, ცვირის ძვლების მოტეხილობა, დაუზუსტებელი მრავლობითი ტრამვები, თავის ტვინის შერყევა, თავის მიდამოს ღია ჭრილობა, ორივე მუხლის ღია დაჟეჟილი ჭრილობა, ფილტვების დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები მის მიერ შეფასებული იქნა როგორც დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის და მიმყენებელი მექანიზმია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედება.
დ----------------–--ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის ტრავმის შედეგად, ღვიძლის, ელენთისა და მარცხენა თირკმლის ტრავმული გახეთქვის გამო. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით სიკვდილი დადგა 2017 წლის 28 იანვარს 07:00 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგებოდა გამოკვლევისას ნანახ მოვლენებს. დ----------------–--ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, ღვიძლის, ელენთისა და მარცხენა თირკმლის ტრავმული გასკდომა. დიფუზური სისხლჩაქცევა მარცხენა რეტროპერიტონეალურ სივრცეში, სისხლაჩქცევა კუჭის წინა კედლის არეში, მკერდის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა მე-2, მე-3, მე-4 ნეკნების მოტეხილობა, მარცხენივ მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 ნეკნების მოტეხილობა. ნაჭდევები მარცხენა ქვედა ქუთუთოს, ნიკაპის, ორივე მტევნის, ორივე მუხლის სახსრის, ორივე წვივისა და მარცხენა მტევნის მეხუთე თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2017 წლის 27 იანვარს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-----–--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: დ---------------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
ავტომობილ მიცუბიში აირტეკზე სახ. NW-------- ასრსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.
წარმოდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
მოწმემ დამატებით ასევე აჩვენა, ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას აღენიშნება წინიდან უკან და მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანების კვლები. მოწმის განმარტებით ავტომანქანა დაათვალიერა პირადად დეტლურად და მასზე ისეთი დაზიანება არ არსებობდა, რომ გამოეწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომანქანას დაზიანებები მიღებული ქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და კატეგორიულად განმარტა, რომ დეტალების დაზიანებით სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა. მოწმის ჩვენებით ასევე დგინდება, მან გამოიკვლია საჭის მართვის მექანიზმი და საკიდარის ბერკეტი „გიტარა“ და მას რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმემ ასევე აჩვენა, ავტომანქანას, რომ „შარავოი“ გაძვრეს მისი თვალი ჩვეულებრივად არ იდგმება და გიტარა იქნება ჩამოვარდნილი, შესაბამისად ხსენებული ნაწილის გაძრობის შემთხვევაში ავტომანქანა ისე ვერ იდგებოდა, როგორც აღნიშნულია ფოტოებში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტმა ვ--–-----------------–-–---–მა, დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ავტომობილი მიცუბიში აირტეკის სახ. NW-------- საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია, რასაც ადგილი უნდა ქონოდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ძლიერი მექანიკური ზალების ზემოქმედების შედეგად.
მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ მიცუბიში აირტეკის მძღოლს დ---------------ის მოქმედება, არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ი---------------ესთან და ლ--------------–---–თან ერთად უშუალოდ დაათვალიერა ავტომანქანა და ერთობლივად მივიდნენ ხსენებულ დასკვნამდე. მოწმის განმარტებით ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანებები განვითარებული იყო ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რომელსაც ადგილი უნდა ჰქონოდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს, ხოლო ისეთი დეტალი, რომელსაც შეეძლო გამოეწვია კონკრეტული საგზაო-სატრნსპორტო შემთხვევა მსვლელობის დროს ასეთი დეტალი მათ ვერ აღმოაჩინეს. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის სქემაზე დაფიქსირებული ოყო, რომ ავტომობილმა დატოვა 24.3 მეტრი სიგრძის მოცურების კვალი, რომლის მიხედვითაც მათ მიერ გაანგარიშებული იქნა ავტომობილის სიჩქარე და მიიღეს, რომ ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, მოცურების დაწყებამდე მოძრაობდა დაახლოებით 61 კმ/სთ სიჩქარით და გაცილებით მეტით, აქედან გამომდინარე კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გადაჭარბებული სიჩქარით მოსახვევში შესვლისა და შემდეგ უკვე ავტომობილის მოცურების შედეგად. შესაბამისად „მიცუბიში აირტეკის“ მძღოლს უგულებელყოფილი აქვს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შესახებ საქართელოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ მზღოლმა არ უნდა იმოძრაოს იმაზე მეტი სიჩქარით რაც დასაშვებია იმ ადგილზე მსვლელობისათვის და მან უნდა შეირჩიოს სიჩქარე ისე, რომ უზრუნველყოს ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობა. კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნიეს ის, რომ მძღოლმა გადაჭარბებული სიჩქარით ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა, ავტომობილმა დაკარგა მართვადობა, მოცურდა ჯერ მარჯვენა მხარეს და შემდეგ მარცხნივ, მთლიანად გადაკვეთა სამოძრაო ზოლი და შეეჯახა ხეს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანაზე გამოვარდებოდა „შარავოი“ ავტომანქანის თვალი დადგებოდა ცერად.
იგივე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი---------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანის დაზიანებული დეტალების ფორმა და ხასიათი უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უნდა ყოფილიყო დაზიანებული. მოწმემ ასევე განმარტა, ავტომანქანაზე მსვლელობისას დეტალის ჩამოვარდნა გზაზე აუცილებლად დატოვებდა ამონაკაწრ კვალს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა. მოწმის განმარტებით ავტომნქანის გამოკვლევისას ნახეს, რომ დაკიდების ბერკეტი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ გაღუნული და გამოგლეჯილი, ხოლო უშუალოდ დაკიდების ბერკეტი ზედ აქვს ავტომობილს, შესაბამისად დაკიდების ბერკეტის გაღუნვა ავტომობილის მათვადობის დაკარგვას ვერ გამოიწვევდა. მოწმის განმარტებით ავტომანქანის ,,გიტარის“ გაღუნვა შეიძლება მოხდეს ჩარტყმის დროსაც, მაგრამ ეს შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის ,,რაზვალში“ და ავტომობილის მართვადობის დაკარგვას ვერ გმოიწვევს.
იგივე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლ--------------–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, კვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ავტომობილს არ ქონდა დაზიანებული ისეთი დეტალი, რომელიც გამოიწვევდა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა პ---------–--ემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ განმარტა, რომ იგი უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის დგილზე, სადაც პირადად გაესაუბრა დ----------------–--ეს, რომელმაც განუცხადა, რომ მიდიოდნენ სწრაფად, მანქანა მოცურდა, გადავიდნენ გზიდან და მოხდა შეჯახება. მოწმის განმარტებით მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც თელავიდან გურჯაანის მიმართულებით, სავალი გზის გვერდულზე, ანუ მეორეხარისხოვან გზაზე იყო მცირედი მოცურების კვალი, რაც გადადიოდა უკვე სავალ გზაზე, ოვალურად მიდიოდა ორი კვალი და ეტყობოდა აშკარად, რომ მანქანა მცირედი მოსახვევის გავლის შემდეგ მოცურდა გვერდულზე, გადავიდა გზიდან, რის შემდეგაც დატოვა მოცურების კვალი უკვე სავალ ნაწილზე, ამის შემდეგ საერთოდ გადავიდა გზიდან და შეეჯახა ხეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი--------------–---–მა და ს---–---------–---–მა დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა პაციენტი დ----------------–--ე, სადაც მას გაუწიეს სამედიცინო დახმარება მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 იანვარს რუსთავიდან დაბრუნების დროს სოფელ კახიფარის შემოსასვლელთან დაინახა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც გაჩერდა და ნახა, რომ საგზაო შემთხვევა მოუვიდა დ----------------–--ეს. ადგილზე მან ასევე გაიგო, რომ ავტომანქანაში ისხდნენ დ---------------ე და დ----------------–--ე. მოწმის განმარტებით მან ადგილზე ნახა დ----------------–--ე, რომელსაც კითხა თუ რა მოხდა, ხოლო პასუხად მიიღო, რომ „ეს რა მოხდაო, არც ისე სწრაფად არ მოვდიოდითო, სადღაც 70 კმ/სთ-თო, უცებ მოწყდა მანქანაო და თვალები, რომ გავახილე და აზრზე მოვედი უკვე დაჯახებულები ვიყავითო“. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2017 წლის 26 იანვარს, სახლიდან, რომ გამოდიოდა, ნახა, რომ დ----------------–--ის ავტომანქანა „კანაოში“ იყო ჩავარდნილი, სადაც ასევე იყო დ----------------–--ე, რომელიც ავტომანქანას ურტყავდა რაღაცას.
ლ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ დ----------------–--ეს ავარიამდე 2 დღით ადრე მას გ---------------–--ემ უთხრა, რომ დ----------------–--ეს გაფუჭებული ყავდა ავტომანქანა, კერძოდ ჩააგდო „კანაოშიო“. აღნიშნულზე იგი დაინტერესდა და ნახა ავტომანქანის მარცხენა საბურავი უკან იყო წასული. აღნიშნულზე მან დ----------------–--ეს ურჩია ავტომანქანის ნაწილის შეცვლა, რადგან მისი შეკეთება არ შეიძლებოდა.
ს-------–---–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 იანვარს სოფელ კახიფარის შესასვლელთან მიადგა ავარიას. იგი ადგილზე გაჩერდა, სადაც ერთერთი მამაკაცი ამბობდა, რომ „გაგვიძვრა შარაოიო და მანქანა გადახტა პირდაპირ გზიდანო“.
ზ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 27 იანვარს მას დაუკავშირდნენ ტელეფოზე და უთხრეს ავარიის შესახებ. აღნიშნულზე იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ ავტომანქანა შეჯახებული იყო ხეს, ხოლო დ---------------ე და დ----------------–--ე უკვე ადგილზე არ იყვნენ. ადგილზე მან იქ მყოფებს კითხა თუ, როგორ იყვნენ ბიჭები, რაზეც უთხრეს, რომ დათო იყო მძიმედ, ხოლო დიმა იძახდა ეს რა მოგვივიდაო. მოწმის განმარტებით მან ადგილზე ნახა ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა საბურავმა მიიქცია ყურადღება, კერძოდ იმან, რომ იგი უკან იყო წამოსული და გაჭედილი იყო კრილოში. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ ტელეფონზე დაურეკა ლ-----მ, რომელსაც კითხა ნახა თუ არა საბურავი, რაზეც უპასუხა, რომ „კი არ დაეჯახა ამ უბედურს კანაოში ჩაუვარდა მანქანაო, იქავე ამოიყვანა და თვითონ გაარემონტა გიტარაო, მავთულით დააბაო და თან დარეკილი ჰქონდა გ---------------–--ესთან და მას უნდა ჩამოეტანა მისთვისო ახალი გიტარაო“. ამის შემდეგ მას უბანში ზ------------–--ემ უთხრა, რომ დ----------------–--ეს საგზაო შემთხვევამდე ავტომანქანა ჩაუვარდა „კანაოში“ და რაღაც მოწყვიტაო, რის შემდეგ მან ნაწილი გაასწორა ჩაქუჩით, ამოიყვანა ავტომანქანა და წავიდაო. გარდა ამისა მოწმემ აჩვენა, რომ შემთხვევამდე თვენახევრით ადრე დ----------------–--ის მანქანით იმყოფებოდა თბილისში, რა დროსაც დ----------------–--ეს უთხრეს, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს აქვს ხმა და შეეკეთებინა
ა-–-----–-----–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ვანთაში. 2017 წლის იანვარში ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, საღამოს საათებში მისი ეზოს ბოლოსთან დ----------------–--ე ავტომანქანით დაეჯახა „ტრუბას“, ხოლო თავად გარეთ არ გამოსულა. მეორე დილით, რიდესაც გამოვიდა გარეთ, ნახა მანქანა ადგილზე იყო გაჩერებული, ხოლო მესამე დილას შემოესმა ხმა, რაზეც გავიდა გარეთ და ნახა, რომ დ----------------–--ე ასწორებდა გიტარას.
გ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მუშაობდა ელიავას ბაზრობაზე და ეწეოდა მეორადი ნაწილების რეალიზაციას. მოწმის განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მას დაუკავშირდა დ----------------–--ე და სთხოვა დახმარება ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით მან დ----------------–--ეს უთხრა, რომ უშუალოდ ხსენებული მოდელის ავტომანქანის ნაწილები არ ქონდა და თბილისში ჩასვლის შემთხვევაში დაეხმარებოდა მის მოძიებაში.
გ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ კახეთში იყიდა დაზიანებული მანქანის ნაწილები. მოწმის განმარტებით ავტომანქანა იყო „მიცუბიში აირტეკი“, რომელსაც „გიტარები“ და და „შარავოი“ ქონდა ამოვარდნილი, ხოლო ძალისმიერი დაზინებები არ ეტყობოდა.
ო-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შეიძინა ნაავარიევი ავტომანქანა მიცუბიში აირტეკი, რომლის „რულავოი“ გამოსული იყო მწყობრიდან, ასევე მარცხენა გიტარა იყო ნაჩაქუჩარი. მოწმემ აჩვენა, რომ ვტომანქანის საფასური მან გადაუხადა მაგდა კირვალიძეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--–------------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლს დ---------------ეს არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თვიდან აცილება. ავტომობილის მართვის ორგანოებში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა, კერძოდ საჭის მართვისა და სამუხრუჭე სისტემების მართვის ორგანოების ავტომობილის მარჯვენა ბორტიდან მარცხენა ბორტზე გადატანა არ ყოფილა განხორციელებული ავტომობილის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნების კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი პირობით. მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე ავტომობილის „მიცუბიში აირტეკი“ სახ. N W-------- ექსპლოატაცია არ იყო დასაშვები, მძღოლ დ---------------ეს არ შეეძლო ავტომობილის ექსპლოატაციის დაწყებამდე, ან ავტომობილის მოძრაობის პროცესში აღმოეჩინა ავტომობილის საექსპლოატაციოდ უვარგისობა და შესაბამისად მისი ტექნიკურად გაუმართაობა.
მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზია შეჯახებამდე ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის წარმოქმნა, კერძოდ შეჯახებამდე ავტომობილის გადაკეთებული საჭით მართვის სისტემების დეტალების შეერთების დარღვევა, ან რომელიმე დეტალის გაღუნვა-გატეხვით.
მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მან დასკვნა დადო სისხლის სამართლის მასალების შესწავლით და უშუალოდ ავტომანქანა მას არ გამოუკვლევია. მოწმემ ასევე განმარტა, ავტომობილის ექსპლუატაცია დასაშვებია მაშინ, როდესაც ის აკმაყოფილებს მის წინაშე წარდგენილ იმ უსაფრთხოების მოთხოვნებს. კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილი ,,აირტეკი“ იყო მარჯვენა საჭიანი, შემდეგ გადაკეთდა მარცხენა საჭიანად და საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, ტექნიკური რეგლამენტით დაუშვებელია ასეთი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე ავტომობილი ,,აირტეკი“ საერთოდ ექსპლუატაციაში არ იყო გასაშვები. მოწმის განმარტებით ავტო–ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დაწერამდე ექსპერტი ვალდებულია შეისწავლოს საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი თუ ასეთი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში დასკვნა გაიცემა საქმის მასალების მიხედვით. მოწმემ ასევე აჩვენა, საქართველოში დადის ბევრი საჭეგადატანილი ავტომობილი მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რომელიც კრძალავს მსგავსი ავტომობილების ექსპლოატაციას, მაგრამ საპატრულო პოლიცია ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ საჭეგადატანილი ავტომანქანა უპრობლემოდ გადის ტექნიკურ შემოწმებას, კერძოდ, პირველი ინსპექტირების დროს თუ უკვე გადატანილია საჭე დააფიქსირებენ და უნდა იყოს ასე, ხოლო პირველი ინსპექტირების დროს თუ დაფიქსირდა, რომ საჭე არის მარჯვნივ ამის შემდეგ საჭეს მარცხნივ ვეღარ გადაიტან და თუ გადაიტან ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანაზე „შარავოის“ გამოვარდნამ იცის საბურავის ჩაწოლა.
დ---------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 27 იანვარს დ----------------–--ის ავტომანქანით უნდა წასულიყვნენ თელავში, ხოლო საჭესთან დაჯდა თავად. თავდაპირველად ისინი წავიდნენ ვაჩნაძიანში, რათა ავტომანქანაში ჩაესხათ გაზი. კახიფართან არსებულ მოსახვევთან შეანელა სვლა, როდესაც გასწორდნენ და გაიარა რამდენიმე მეტრი, ავტომანქანამ დაკარგა მართვა, მუხრუჭმაც არ დაიჭირა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და მოხდა შეჯახება. მოწმის განმარტებით, სანამ იგი დაჯდებოდა საჭესთან, ვიზუალურად შეამოწმა ავტომანქანა და იყო წესრიგში, ხოლო წასვლის დროს ესმოდა ტკაცუნის ხმა.
ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა დადასტურდა, რომ დ---------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამინის სიცოცხლის მოსპობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ---------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი საშიშროება და ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ხოლო დანაშაულის სუბიექტი არის ის ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას მართვის უფლება. რაც შეეხება დანაშაულის მსხვერპლს, იგი არის არა ის პირი ვინც მართავს ავტომობილს, არამედ სხვა მესამე პირები. ხსენებული დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექპსპლოატაციის წესების დარვევას და მძიმე შედეგს, ხოლო იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს, როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ამასთან მოცემული მუხლის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო სუბიექტური მხრივ ხსენებული დანაშაული მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშულთა კატეგორიას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ---------------ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალი გზის გვერდულზე და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა დ----------------–--ე. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზოციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ---------------ეს არ შეეძლო თავიდან აერიდებინა საგზაო შემთხვევა, რადგან ავტომანქანა იყო გაუმართავი და მსვლელობისას მას მოძვრა ნაწილი, რის გამოც დაკარგა მართვა, აღნიშნული არ დადასტურებულა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ი---------------ემ, დ------------–მა, ლ--------------–---–მა და ა-----–--------–---–მა დაადასტურეს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში ბრალეული სწორედ დ---------------ეა. მათ ასევე გამორიცხეს ის გარემოება, რომ ავტომანქანას მსვლელობისას მოძვრა ნაწილი, რადგან მათ უშუალოდ გამოიკვლიეს ავტომანქანა და მსგავსი დაზიანება ვერ აღმოაჩინეს, რასაც შესაძლოა გამოეწვია საგზაო შემთხვევა და ყველა ის დაზიანება, რაც ავტომანქანას ქონდა განვითარებული იყო უშუალოდ შეჯახების შედეგად. აღნიშნული ასევე გამორცხა ექსპერტმა ი---------------ემ, რომელმაც განმარტა, ავტომანქანის მსვლელობისას ნაწილის მოძრობის შემთხვევაში ავტომანქანა დატოვებდა კვალს ამონაკაწრის სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, რადგან იგი ეფუძნება მხოლოდ საქმის მასალებს და ავტომანქანა უშუალოდ ექსპერტს გამოკვლეული არ აქვს. რაც შეეხება იმას, რომ ხსენებული ავტომანქანა არ იყო ვარგისი საექსპლოატაციოდ მხოლოდ იმის გამო, რომ საჭე იყო გადატანილი, აღნიშნულზე თავად ექსპერტმა განმარტა, რომ საჭეგადატანილი ავტომანქანის გაფორმება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა პრობლემას არ წარმოადგენს და ხდება ჩვეულებრივ. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ დ---------------ემ ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა, შესაბამისად მისი ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული შერიგებულია მასთან და პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემობა არის ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ---------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით
დ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 24 ოქტომბრიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
დ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ---------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ე------------–-–---–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზვიად შარაძე