გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210019002863870 (2/197-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.10.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ფლ--------------ა
წარმომადგენელი და-------------ა
მოპასუხე ვა-–----------------ა
მოპასუხე ია-------ე
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მე----------ის 21.01.2019 წ ყადაღის დადების აქტში მითითებული ქვემოთჩამოთვლილი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება:
1. ტელევიზორი სამსუნგ შავი ფერის -1 ცალი
2. ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის -1 ცალი
3. ნაჭრის სამეული ხის ელემენტებით, მუქი ფერის კომპლექტი
4. ორკარიანი მაცივარი - 1 ცალი
5. რბილი სამეული შავი ფერის, ხის ელემენტებით
6. ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი - 1 ცალი
7. ხის სკამი ნაჭერგადაკრული - 6 ცალი
8. ჟურნალის მაგიდა გადაკრული შავი ფერის ნაჭრით, მინის ზედაპირით ნაჭრით გადაკრული პატარა ზომის სკამი კომპლექტი
9. საათი ოქროსფერი 2 სანთლით და თავისი მაგიდით შედგება ლითონის ელემენტებისგან (ოქროსფერი) -1 კომპლექტი
10. საძინებელი კომპლექტი თეთრი ფერის 2 ადგილიანი საწოლი, ტრილიაჟი სარკით და უჯრით, ტანსაცმლის კარადა დიდი სარკით - 1 კომპლექტი.
მოსარჩელის მტკიცებით ეს ნივთები მისი საკუთრებაა და გამოყენებულია მესამე პირის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვა-–----------------ას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
მოპასუხე ია-------ე არ ცნობს სარჩელს. მისი მტკიცებით მოსარჩელე არ არის დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე. ანტიკვარული ნივთები კრედიტორმა შეიძინა მისგან, ხოლო სხვა ნივთების შესაძენი სახსრები მოსარჩელეს არასდროს ჰქონია, ამჟამად კი პენსიონერია
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მე----------ის მიერ 21.01.2019 წ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა დაყადაღების შესახებ, რომლის საფუძველზე ქ. ზუგდიდში ტერენტი გრანელის ქ. 10-ში დაყადაღებულ იქნა მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. ტელევიზორი სამსუნგ შავი ფერის -1 ცალი, 2. ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის -1 ცალი, 3. ნაჭრის სამეული ხის ელემენტებით, მუქი ფერის კომპლექტი , 4. ორკარიანი მაცივარი - 1 ცალი, 5. რბილი სამეული შავი ფერის, ხის ელემენტებით, 6. ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი - 1 ცალი, 7. ხის სკამი ნაჭერგადაკრული - 6 ცალი, 8. ჟურნალის მაგიდა გადაკრული შავი ფერის ნაჭრით, მინის ზედაპირით ნაჭრით გადაკრული პატარა ზომის სკამი კომპლექტი, 9. საათი ოქროსფერი 2 სანთლით და თავისი მაგიდით შედგება ლითონის ელემენტებისგან (ოქროსფერი) -1 კომპლექტი, 10. საძინებელი კომპლექტი თეთრი ფერის 2 ადგილიანი საწოლი, ტრილიაჟი სარკით და უჯრით, ტანსაცმლის კარადა დიდი სარკით - 1 კომპლექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 21.01.2019 წ
3.2. აღსრულების კრედიტორია ია-------ე, მოვალე ვა-–----------------ა
იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს ვა-–----------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კრედიტორის სასარგებლოდ 28.11.2018 წ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (2/4588-18).
ვა-–----------------ას, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც დედასთან ცხოვრობს დაკისრებული აქვს ალიმენტი, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტები 21.01.2019 წელი
-ია-------ის ახსნა განმარტება
3.3. ფლ--------------ა და ვა-–----------------ა ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთ მისამართზე, სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები. ისინი არიან ოჯახის წევრები.
დაყადაღების მომენტში სახლში იყო ფლ--------------ა.
ამ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი დაყადაღების მომენტში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში, თუმცა საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დასტურდება დაყადაღებულ ნივთებზე ვა-–----------------ას საკუთრება.
მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავ ნივთზე არ იძლევა იმის უდავოდ მტკიცების საშუალებას, რომ მოძრავი ნივთებიც მისია.
ცალკეული ნივთების გამყიდველის შპს ,,შუ-----------ის მიერ გაცემული ცნობა (დასტური) ნივთების (საძინებლის) შეძენის შესახებ არ მიუთითებს მოსარჩელის მიერ ნივთების შეძენაზე.
მოსარჩელის მოწმეებმა დაადასტურეს ცალკეული ნივთების ვალრერიანე გოგოხიას მიერ შეძენა, რასაც მოპასუხეც მიუთითებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 5.10.2015
- საჯარო რეესტრის ამონაწერები- უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 43,31.76.094 , მომზადების თარიღი 17.06.2015
-საინფორმაციო ბარათი
-ფოტოსურათები
-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი
-მოპასუხის ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-შპს ,,შუ-----------ის მიერ გაცემული ცნობა (დასტური)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებითა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, 45-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-105-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
`სააღსრულებო წარმოებათა შესახებ~ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს.
მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარუდგინონ მხარეებმა. ეს წარდგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოქავს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს. ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. ასეთი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის მის საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთის (მთავარი ნივთი) საკუთვნეველი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ფლ--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა