განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 140100119003237870
N1/506-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08.11.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ია მეფარიშვილი
დაცვის მხარე
ბრალდებული - ა-–---- დ------ს ძე ხ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 6 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-------------------------.
კვალიფიკაცია
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-–---- ხ------–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 1---- საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---- ხ------–---–მა, ქ. გორში, ც------–-----------–--–-----ში მდებარე შპს ,,გორმედის“ საავადმყოფოში, ექიმ გ--–- ბ------–---–ს, შელაპარაკებისას, ხელით სახისა და ზურგის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შედეგად გ--–- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ა-–---- ხ------–---–ის დამშვიდებას შეეცადა ამავე საავადმყოფის დაცვის თანამშრომელი - ნ----- ს---–---–ი, რომელსაც ა-–---- ხ------–---–მა ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----- ს---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიცი---–- მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ა-–---- ხ------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–---- ხ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ნ----- ს---–---–ის, დ------–--- ხ------–---–ის, ლ----------–-----ს, ა-–---- ხ------–---–ის, ზ----------–--–-–---–------------------–---–-------------------------------------–---–--------------------------–-----–---–----–---–------------–---–---–--- და გ--–- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
ა-–---- ხ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასათან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიცი---–- მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ა-----–ის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიცი---–- მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა-–---- ხ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ა-–---- ხ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–---- ხ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---- ხ------–---–მა, იმის გამო, რომ მას საავადმყოფოს პერსონალმა არ მისცა უფლება შესულიყო პაციეტნთან და ენახა იგი, ექიმს გ--–- ბ------–---–ს ხელით სახისა და ზურგის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ამავე საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელს - ნ----- ს---–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ა-–---- ხ------–---–ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ა-–---- ხ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:~
ა-–---- ხ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება. მან პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულებს.
ა-–---- ხ------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა რიგს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–---- ხ------–---–მა პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ა-–---- ხ------–---–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ა-–---- ხ------–---–ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ა-–---- ხ------–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ა-–---- ხ------–---–ი 31 წლისაა, დაოჯახებულია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, შეურიგდა დაზარალებულებს.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს ა-–---- ხ------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- ხ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ადეკვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რაც, სასამართლოს აზრით, დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რომ მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს ა-–---- ხ------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე, 50-ე, 53-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-–---- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
3. მსჯავრდებულ ა-–---- ხ------–---–ს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ა-–---- ხ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ი---–-ა ხ------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. გორი, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გორი, №--, სექტორი: გორი, №--------------–-------------------------------------- ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, მესაკუთრე: ი---–-ა ხ------–---–ი (პირადი №-----------). გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.
5. ნივთიერი მტკიცებულბების საკითხი გადაწყდეს ნ----- ს---–---–ის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე