განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100119003061777
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2838-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------- ჰ---–----- ძე ჭ---------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 8----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- გ-------- ქუჩა #2-, ბინა #1-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 17 აპრილს კ------- ჭ---------–---–ის მიმართ, მეუღლეზე - ხ----- ჭ---------–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0------ შემაკავებელი ორდერით კ------- ჭ---------–---–ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ხ----- ჭ---------–---–ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

1.2. კ------- ჭ---------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2019 წლის 17 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით პერიოდში ცხოვრობდა ქ-------–--–-- გ-------- ქუჩა #2-, ბინა #1--ში, რომელიც წარმოადგენს ხ----- ჭ---------–---–ის საცხოვრებელ ბინას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1. 2019 წლის 17 აპრილს, მსხვერპლის ხ----- ჭ---------–---–ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0----- მეუღლის - კ------- ჭ---------–---–ის მიმართ. ორდერის პირობების თანახმად, მოძალადეს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ხ----- ჭ---------–---–ი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს მსხვერპლი - ხ----- ჭ---------–---–ი და მოძალადე კ------- ჭ---------–---–ი.

 

2.2. შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, რომელშიც ასახულია მსხვერპლის ხ----- ჭ---------–---–ის მიერ პოლიციელისთვის მიწოდებული ინფორმაცია, დასტურდება, რომ 2019 წლის 17 აპრილს, მეუღლემ - კ------- ჭ---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე.

 

2.3. მოძალადესთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ ვ---------------–--ს სამმართველოს მ-–----- განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი - გ------- გ-----–-ა, მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 23 აპრილს, ტელეფონით დაუკავშირდა კ------- ჭ---------–---–ს. სატელეფონო გასაუბრებისას მოძალადეს დამატებით განემარტა, რომ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი მოქმედებდა 2019 წლის 18 მაისამდე. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის წესით.

 

2.4. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, ვ---------------–--ს სამმართველოს მ-–----- განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი - გ------- გ-----–-ა ორდერის მოქმედების ვადაში 2019 წლის 23 აპრილს, ტელეფონით ასევე დაუკავშირდა მსხვერპლს. სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით მსხვერპლმა ოფიცერს განუცხადა, რომ კ------- ჭ---------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შემაკავებელი ორდერის დარღვევას და არასასურველ კონტაქტს.

 

2.5. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, ვ---------------–--ს სამმართველოს მ-–----- განყოფილების მართლწესრიგის უფროსმა ოფიცერმა - გ------- გ-----–-ამ, ორდერის მოქმედების ვადაში 2019 წლის 7 მაისს, განახორციელა არაგეგმიური ვიზიტი ძალადობის მსხვერპლთან. მისამართზე გამოცხადებისას გ-------- ქუჩა #2-, ბინა #1--ში მსხვერპლთან ხ----- ჭ---------–---–თან ერთად იმყოფებოდა მოძალადე კ------- ჭ---------–---–ი. გასაუბრებისას ხ----- ჭ---------–---–მა განმარტა, რომ მეუღლე თვითონ მიიყვანა სახლში, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია, რაიმე არასასურველ კონტაქტს ადგილი არ აქვს, შერიგდნენ, მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

2.6. ხ----- ჭ---------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 17 აპრილს, ბრალდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, იყო გაღიზიანებული ოჯახში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული იყო სამსახურების დაკარგვით და ამ ფონზე უსახსრობით. იგინებოდა და ილანძღებოდა. ხ----- ჭ---------–---–მა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა მოსვლისთანავე გაატარეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ბრალდებულმა მალევე დატოვა სახლი, თუმცა მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის გამო, იმავე ღამეს დაბრუნდა ბინაში. ხ----- ჭ---------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 23 აპრილს, დაუკავშირდა მართლწესრიგის ოფიცერი, რომელმაც იკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს, ხ. ჭ---------–---–მა დაუდასტურა ოფიცერს, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მას ოფიცრისთვის არ განუცხადებია, რომ კ------- ჭ---------–---–ი დაბრუნდა ოჯახში. 2019 წლის 6 მაისს, ცუდად გახდა მეორე ბავშვიც, ჰქონდა ვირუსული ინფექცია. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებული კვლავ დაბრუნდა სახლში და ღამე ოჯახის წევრებთან გაათენა. 2019 წლის 7 მაისს, ხ----- ჭ---------–---–ის ბინაში გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცერი, ოფიცრის ვიზიტით გამოვლინდა მსხვერპლის სახლში კ------- ჭ---------–---–ის ყოფნის ფაქტი.

 

2.7. მართლწესრიგის ოფიცრის გ------- გ-----–-ას ჩვენებით, საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი კ------- ჭ---------–---–ის მიმართ. ორდერის მონიტორინგი და გაკონტროლება დაევალა მოწმეს. 2019 წლის 23 აპრილიდან მოწმემ დაიწყო ოქმის მონიტორინგი. დაუკავშირდა დაზარალებულს - ხ----- ჭ---------–---–ს, რომელთანაც გადაამოწმა ხომ არ ჰქონდა ადგილი ორდერის რომელიმე პირობის დარღვევას. მსხვერპლმა ხ----- ჭ---------–---–მა განუცხადა, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იმავე დღეს, მოწმე დაუკავშირდა მოძალადეს და კიდევ ერთხელ გააფრთხილა ორდერის პირობების და წესების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 2019 წლის 7 მაისს, მოწმე არაგეგმიური ვიზიტით გამოცხადდა მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდა როგორც მსხვერპლი ასევე კ------- ჭ---------–---–იც. ხ----- ჭ---------–---–მა განუცხადა, რომ შეურიგდა მეუღლეს, კონფლიქტი ამოიწურა და აღარ სურდათ შემაკავებელი ორდერის მოქმედება. მსხვერპლმა ასევე განუცხადა, რომ ორდერის მოქმედების ვადაში ბრალდებული რამდენჯერმე იმყოფებოდა მასთან სახლში. ვინაიდან დასტურდებოდა მოქმედი შემაკავებელი ორდერის დარღვევა, გ------- გ-----–-ამ ფაქტის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.8. გამომძიებელ კ---- კ---------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 16 აპრილს, გვიან ღამით, პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა მსხვერპლი ხ----- ჭ---------–---–ი, მოძალადე კ------- ჭ---------–---–ი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მსხვერპლს ეტყობოდა, რომ იყო აღელვებულ მდგომარეობაში. მოძალადეც განიცდიდა მომხდარს და ისიც იყო აღელვებული. ხ----- ჭ---------–---–ი აცხადებდა, რომ მეუღლე კ------- ჭ---------–---–ი დაბრუნდა სახლში გაღიზიანებული, რაც გამოწვეული იყო მატერიალური მდგომარეობის გაუარესებისა და შვილების ავადმყოფობის გამო და გამოხატავდა აგრესიას ყვირილის ფორმით. მსხვერპლმა დაადასტურა, რომ პოლიცია მან გამოიძახა დახმარების მიზნით. შემთხვევის ადგილზე წარმოიშვა საჭიროება შემაკავებელი ორდერის გამოცემის, რომელსაც ორივე მხარე გაეცნო.

 

2.9. გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 17 აპრილს, კ------- ჭ---------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კ------- ჭ---------–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

2.1-. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.1-.1. ბრალდებულმა კ------- ჭ---------–---–მა დასკვნით სიტყვაში დაადასტურა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფორმალური მხარე. მისი განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით - შვილების ავადმყოფობით, გარდა ამისა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მსხვერპლის სახლში პირველი ვიზიტისთანავე შეურიგდა ამ უკანასკნელს, მათ შორის კონფლიქტი ამოწურული იყო და ურთიერთთანხმობით ცხოვრობდნენ ერთად, ვინაიდან თანაცხოვრება იყო მეუღლესთან შეთანხმებით და ნებართვით, იგი მიიჩნევდა, რომ ორდერის დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა.

 

2.1-.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, თითქოს ინტელექტუალური თვალსაზრისით, მას არ ჰქონდა შეგნებული ორდერის დარღვევის მართლწინააღმდეგობა, გამომდინარე იქედან, რომ მსხვერპლი შეურიგდა და ორდერის მოქმედების ვადაში შეთანხმებით ცხოვრობდნენ ერთად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი ადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერით, რომელსაც ორივე მხარე - მსხვერპლი და მოძალადეც გაეცნო, განემარტათ ორდერის მოქმედების ვადა, წესი, შეზღუდვები და გასაჩივრების უფლება. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა კ------- ჭ---------–---–მა დაადასტურა ორდერზე ხელმოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს ინტელექტუალური თვალსაზრისით შეგნებული ჰქონდა ორდერის გასაჩივრების შესაძლებლობა, უდავოა ფაქტი, რომ ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავი განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმებს. ამავე კანონის მე-1- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შეს---მისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ------- ჭ---------–---–ს შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია და არც ხ----- ჭ---------–---–თან ერთად, ოფიციალურად, ერთობლივი მიმართვის საფუძველზე არ მოუთხოვია შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმება, უფრო მეტიც, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 23 აპრილს, როცა მოძალადეს და მსხვერპლსაც ტელეფონით დაუკავშირდა ვ---------------–--ს სამმართველოს მ-–----- განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი - გ------- გ-----–-ა, არცერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ შერიგდნენ, ცხოვრობდნენ ერთად და მიმართული ჰქონდათ ერთობლივი განცხადებით შეს---მისი ინსტიტუტებისთვის შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმების თაობაზე, პირიქით მათ დამალეს რომ კ------- ჭ---------–---–ი ორდერის მოქმედების ვადაში კომუნიკაციას ამყარებდა მსხვერპლთან და ცხოვრობდა მასთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შეს---მისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

3.4. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ კ------- ჭ---------–---–მა დაარღვია 2019 წლის 17 აპრილს მის მიმართ გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, ორდერის მოქმედების ვადაში მივიდა მეუღლის - ხ----- ჭ---------–---–ის საცხოვრებელ სახლში: თბილისში, გ-------- ქუჩა #2-, ბინა #1--ში. კ------- ჭ---------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ------- ჭ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

4.2. კ------- ჭ---------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შეს---მისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დანაშაული არ არის იმ მასშტაბის, რომ აუცილებელი იყოს დამნაშავე პირის იზოლაცია საზოგადოებისაგან. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დაადასტურა დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, გამოთქვა სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო, წარსულში არასდროს ყოფილა კანონთან კონფლიქტში, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მამის მხრიდან ზრუნვას და მეურვეობას საჭიროებენ, ასევე გათვალისწინებული იქნა ჩადენილი დანაშაულის შედარებით მცირედი მასშტაბი, ორდერის დარღვევის პროცესში, ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსხვერპლზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ფორმა #1-0-ით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 აპრილს, 4 წლის ს--- ჭ---------–---–ს ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა, მართალია, ეს ფაქტობრივი გარემოება არ არის დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის გამორიცხველი გარემოება, თუმცა სასჯელის განსაზღვრის დროს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გარკვეულწილად გახდა საფუძველი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, მხედველობაში იქნება მიღებული. დასახელებული გარემოებები გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და ასახვას ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე.

 

5.3. სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულის მასშტაბის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და დამნაშავე პირის რესოციალიზაციისთვის პროპორციული და თანაზომიერია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა, რომლის ოდენობაც დამნაშავე პირის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 500 ლარით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შეს---მისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------- ჭ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივნისის განჩინებით კ------- ჭ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წეს ით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა