განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3548-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------ ნ----–-- ძე მ----–-–---–-, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ-------- მე-2 მ---------, კორპ.#--- ბინა #1---–-
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ----–- მ----–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ).
ადვოკატი - რ---- მ-------ე, კ------- ჯ--–-----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის დაახლოებით მაისის თვეში, თ---–---- მ-------- მე-2 მ---------, კორპ.#--- ბინა #1---–- გ------ მ----–-–---–მა მამას - ნ----–- მ----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დააგდო ძირს, ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე ურტყამდა ხელებს ტანის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------ მ----–-–---–- დედას - ლ---------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ. მ----–-–---–-ს ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
1.3. ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------ მ----–-–---–- მამას - ნ----–- მ----–-–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ. მ----–-–---–-ს ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
1.4. ბოლო 10 წლის განმავლობაში 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------ მ----–-–---–- ძმას - გ------- მ----–-–---–ს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ასევე წარსულში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ. მ----–-–---–-ს ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. 2019 წლის 21 ივნისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების ინიციატორი ნ----–- მ----–-–---–- აცხადებდა, რომ შვილი ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
2.2. 2019 წლის 21 ივნისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერები #1----, #1---- , #1----. გ------ მ----–-–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი, ხოლო ოჯახის წევრებს მამას - ნ----–- მ----–-–---–ს, დედას - ლ---------–---–ს და ძმას გ------- მ----–-–---–ს მსხვერპლის სტატუსი. მსხვერპლები შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში აცხადებდნენ, რომ გ------ მ----–-–---–- მათ სისტემატურად აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.
2.3. შეტყობინების ინიციატორმა - დაზარალებულმა ნ----–- მ----–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის, გ------ მ----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.4. დაზარალებულმა ლ---------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის გ------ მ----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.5. დაზარალებულმა გ------- მ----–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის, გ------ მ----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. ნ----–- მ----–-–---–ს გამოძიების ეტაპზე სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია, რადგან ფიზიკურ ძალადობასა და გამოძიების დაწყებას შორის არსებობდა დროის დიდი პერიოდი, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა სხეულზე დაზიანების კვალის აღმოჩენას.
2.7 ნ----–- მ----–-–---–მა გამოძიებაში უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
2.8. ლ---------–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
2.9. გ------- მ----–-–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
2.10.ბრალდებულმა შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში თავი უდანაშაულოდ სცნო.
2.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება ან/და მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებდა ფიზიკური ძალადობის მატერიალურ ფაქტს.
2.12. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატური შეურაცხყოფა გულისხმობს სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირებას, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუ იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, დროის მცირე ინტერვალების დაშორებით. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა. ისევე როგორც ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, მოცემულ შემთხვევაშიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების: დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებების ან/და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მხოლოდ შემაკავებელი ორდერების ოქმების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნიოს სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი და შეაფასოს ტანჯვის კომპონენტი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------ მ----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ----–- მ----–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (გ------- მ----–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ------ მ----–-–---–- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ----–- მ----–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- მ----–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით გ------ მ----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.გ------ მ----–-–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა