განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
200100118002502277
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002502277 M M

№1/171-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი 2019 წელი ქ.თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა

შორენა მარგალიტაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თ--–---------------–-------------------ის პროკურორის – დ----------–-----ის

ბრალდებულების - ზ----- ი----–---–ის

ვ--–------ ი----–---–ისა

ადვოკატ - ბ-------------–--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების 0-----------)

 

ბრალდებული: ვ--–------ ი----–---–ი

მამის სახელი: ზ-----ი

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი

მცხოვრები: იმავე მისამართზე

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდებული: ზ----- ი----–---–ი

მამის სახელი: ი----

დაბადებული: 1----–-–------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი

მცხოვრები: იმავე მისამართზე

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ვ--–------ ი----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. ზ----- ი----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. 2018 წლის 5 მაისს, თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ----- ი----–---–მა და ვ--–------ ი----–---–მა ძალადობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ე-–---------–-–---–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ე-–---------–-–---–ს ზურგის არეში აღენიშნება ერთეული ნაჭდევები, თხემის არეში კანქვეშა ჰემატომა. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

5. ბრალდებულმა ზ----- ი----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო და აჩვენა, რომ არც მას და არც მის შვილს, ვ--–------ ი----–---–ს, ე-–---------–-–---–ი არ უცემია და არც ხელითა და არც ჯოხით მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

6. ბრალდებულმა ვ--–------ ი----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო და აჩვენა, რომ არც მას და არც მამამისს ზ----- ი----–---–ს, ე-–---------–-–---–ი არ უცემია და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

7. დაზარალებულმა ე-–---------–-–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 5 მაისს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე თავის მიწის ნაკვეთში. ახლოს მდებარე საძოვარზე, გზაზე მას შეხვდნენ თანასოფლელები, ზ-----ი და ვ--–------ ი----–---–ები და გ--–----------–---–ი. მას ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მან შეაგინა ვ--–------ ი----–---–ს. რაზეც გაბრაზდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ----- ი----–---–მა და ვ--–------ ი----–---–მა. ზ----- ი----–---–მა ჯოხით, ხოლო ვ--–------ ი----–---–მა კი ხელით სცემა იგი. ცემის დროს ზ----- ი----–---–მა ჯოხი გადაამტვრია მას. ცემით მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი ითხოვს ბრალდებულების დასჯას.

8. მოწმე გ--–----------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 5 მაისს თანასოფლელებთან ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებთან ერთად იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე საძოვარზე. ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებს ჩხუბი მოუვიდა ე-–---------–-–---–თან. ე-–---------–-–---–მა შეაგინა ორივეს. შეგინების შემდეგ ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებმა სცემეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ე-–---------–-–---–ს. ზ----- ი----–---–მა მხარში დაარტყა ხელი ე.ხუციშვილს, ვ--–------ ი----–---–მა კი ფეხით სცემა წაქცეული ე-–---------–-–---–ი.

9. მოწმე, შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელმა პოლიციელმა ბ------------–---–მა დაადასტყრა, რომ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ კ-------ის კუთვნილ საძოვრებზე და დათვალიერების დროს ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი გატეხილი ჯოხი.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კ---------------–-------------------------------–--ის ექსპერტის გ----------------–---–ისა და 2018 წლის 13 მაისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ე-–---------–-–---–ს 2018 წლის 5 მაისს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შესვლის დროს ზურგის არეში აღენიშნებოდა ერთეული ნაჭდევები, თხემის არეში კანქვეშა გემატომა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთხვება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.(ს.ფ 30-32)

11. სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი ი------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ შედგენილი პროცესუალური დოკუმენტებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლო, ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ვ--–------ ი----–---–ისა და ზ----- ი----–---–ის ჩვენებებს, რომ მათ დაზარალებულ ე-–---------–-–---–ისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკრი შეურაცხყოფა, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სახელდობრ: დაზარალებული ე-–---------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე თავის მიწის ნაკვეთში. ახლოს მდებარე საძოვარზე, გზაზე მას შეხვდნენ თანასოფლელები, ზ-----ი და ვ--–------ ი----–---–ები და გ--–----------–---–ი. მას ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მან შეაგინა ვ--–------ ი----–---–ს. შეგინებაზე გაბრაზდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ----- ი----–---–მა და ვ--–------ ი----–---–მა. ზ----- ი----–---–მა ჯოხით, ხოლო ვ--–------ ი----–---–მა კი ხელით სცემა იგი. ცემის დროს ზ----- ი----–---–მა ჯოხი გადაამტვრია მას.

13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ დაზარალებული ე-–---------–-–---–ი დანაშაულის ჩადენაში ამხელს რა ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებს, ასევე აღიარებს თვითონ მის მიერ ჩადენილ გასაკიცხ ქმედებას, რომ მან დედა შეაგინა ვ--–------ ი----–---–ს და სწორედ ამან გამოიწვია ბრალდებულების გაბრაზება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–---------–-–---–ი გულწრფელია, მოვლენებს გადმოსცემს სწორად და არ მალავს თვითონ მის მიერ განხორციელებულ საქციელს.

14. ე-–---------–-–---–ის ჩვენებას ასევე ადასტურებს ადგილზე მყოფი ნეიტრალური მოწმე გ--–----------–---–ი.

15. გ--–----------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 5 მაისს თანასოფლელებთან ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებთან ერთად იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე საძოვარზე. ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებს ჩხუბი მოუვიდა ე-–---------–-–---–თან. ე-–---------–-–---–მა შეაგინა ორივეს. შეგინების შემდეგ ზ----- და ვ--–------ ი----–---–ებმა სცემეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ე-–---------–-–---–ს. ზ----- ი----–---–მა მხარში დაარტყა ხელი ე.ხუციშვილს, ვ--–------ ი----–---–მა კი ფეხით სცემა წაქცეული ე-–---------–-–---–ი.

16. შეგინების ფაქტს ასევე ადასტურებენ ბრალდებულებიც.

17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მდებარე, თელავის რაიონის სოფელ კ-------ის კუთვნილ საძოვრებზე, გამომძიებელმა ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი გატეხილი ჯოხი, რასაც ჩვენებაში მიუთითებდა დაზარალებული.(ს.ფ16-23)

18. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ე-–---------–-–---–ს 2018 წლის 5 მაისს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შესვლის დროს ზურგის არეში აღენიშნებოდა ერთეული ნაჭდევები, თხემის არეში კანქვეშა გემატომა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთხვება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (ს.ფ 30-32)

19. ამდენად ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–------ ი----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

20. ზ----- ი----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ვ--–------ ი----–---–მა და ზ----- ი----–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას, ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.

21. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. ვ--–------ ი----–---–ს საქმის მასალებით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

23. ზ----- ი----–---–ს საქმის მასალებით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

24. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ზ----- და ვ--–------ ი----–---–ის კანონსაწინააღმდეგო ქმედება პროვოცირებულია თვითონ დაზარალებულის მიერ, რაც გამოიხატა უცენზურო სიტყვებით შეგინებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

25. ვ--–------ ი----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

26. ზ----- ი----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

27. ზ----- ი----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

28. ვ--–------ ი----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

29. ყადაღა მოეხსნას თელავის რაონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის ზ-----ი ი----–---–ისა და ვ--–------ ი----–---–ის მიმართ 2018 წლის 31 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ვ--–------ ი----–---–ის (პირადი №2----------), ზ----- ი----–---–ის (პირადი №2----------), მ----–----ის (პირადი №2----------), მ------ ი----–---–ის (პირადი №2----------) უძრავ ქონებას.

30. ნივთიერი მტკიცებულებები - ჯოხი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

31. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

32. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური