განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/1399-19
გამოძიების N0-----------
02 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო ს----------–--- სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ-------–---–--------
დაცვის მხარე
ბრალდებული ზ--------------- (პ/ნ 6----------) - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–--------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ხ------–---–-------------------ში;
ადვოკატი - ლ---------------,კვალიფიკაცია
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2------------ს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–--------------------–--------ზე მდებარე თ---–----------–----------------–---------ში, მოქალაქეთა მისაღების შესასვლელთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ---------------მ ი-----–-----------–---–ს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ი-----–-----------–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა თ---–----------–----------------–----------–---------------ში. როდესაც ს----------–--- შენობის ჭიშკრის მხარეს მდებარე კარიდან კლიენტი გააცილა, კიბეზე მდგარმა, იქვე, კიბესთან თვალი მოჰკრა ზ---------------ს. ისე, რომ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შებრუნდა მოქალაქეთა მისაღებში და ცენტრალურ შენობაში გადასასვლელად მეორე, სკვერის მხარეს არსებული გასასვლელისკენ წავიდა. შენობიდან გასული კიბეზე ჩადიოდა, ზ--------------- რომ დაეწია, უკნიდან ხელი მოკიდა და გააჩერა. ზ---------------სკენ მიტრიალდა და ჰკითხა, რაში იყო საქმე და ხელს რატომ ჰკიდებდა, რაზეც მან აგრესიული ტონით უპასუხა - საქმე მაქვს შენთან, გამომყევიო. შენთან არანაირი საქმე არ მაქვსო, მიუგო ბრალდებულს, რაზედაც ამ უკანასკნელმა გინება დაუწყო. ზურგი აქცია და გაცლა დააპირა, რა დროსაც, როგორც ჩანს, მისი საქციელით შეურაცხყოფილმა, ზ---------------მ წიხლი დაარტყა კუდუსუნის არეში. გარდა იმისა, რომ დარტყმამ ფიზიკური ტკივილი მიაყენა, თავი უხერხულად და შეურაცხყოფილად იგრძნო. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ზ--------------- მოქალაქეთა მისაღებში შებრუნდა, იქედან შენობიდან გავიდა და ს----------–--- ეზოს ჭიშკრისკენ დაიძრა. ზ---------------ს უკან გაჰყვა და მისთვის ს----------–--- ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა რომ არ მიეცა, თხოვნით მიმართა ს----------–--- მანდატურს, შეეჩერებინა იგი, რაზეც მანდატურმა უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ზ---------------ს მიერ განხორციელებული კანონდარღვევის ფაქტს არ შესწრებია, რაც მისი შეჩერების უფლებას უზღუდავდა. ს----------–--- ეზოდან გასული ზ--------------- ავტომანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა, თავად კი, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამომძიებელს ჩვენება მისცა. იმავე დღეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. დაზარალებულმა ი-----–-----------–---–მა ასევე განმარტა, რომ ზ---------------სთან პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა არ აკავშირებს, მათ შორის გარკვეული კონფლიქტის არსებობა განაპირობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მის მიერ ზ---------------ს მოქმედებების კრიტიკამ, რამაც ბრალდებული გაანაწყენა და სოციალური ქსელის საჯარო „პოსტებსა“ და საგაზეთო ინტერვიუში მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აჟღერებდა. დაზარალებულმა ი-----–-----------–---–მა დაკითხვისას ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ზ---------------ს ნ-----–-------–---–ი და ჯ--–--------–---–---–- ახლდნენ, რომლებიც თვითმხილველნი იყვნენ მომხდარი ძალადობის, თავად კი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმე კ--------------, თ---–----------–----------------–----------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------------ს იმყოფებოდა ს----------–---------–ი შემოსასვლელ ჭიშკართან არსებულ საგუშაგოზე, რა დროსაც, დაახლოებით 12:00-13:00 სთ. პერიოდში, მასთან მივიდა ადვოკატი ი-----–-----------–---–ი და შეატყობინა, რომ რამდენიმე წუთით ადრე ს----------–---------–ი ზ---------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი ამოარტყა საჯდომზე, რასთან დაკავშირებითაც მის დაკავებას ითხოვდა. ი-----–-----------–---–ს განუმარტა, რომ ვინაიდან მის მიერ გაცხადებულ დანაშაულებრივ ფაქტს პირადად არ შესწრებია, ზ---------------ს დაკავების უფლება არ ჰქონდა. ი-----–-----------–---–თან საუბრისას დაინახა ზ---------------, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით ტოვებდა ს----------–--- მიმდებარე ტერიტორიას. ი-----–-----------–---–ი ზ---------------ს უკან გაჰყვა.
ამავე შინაარსის ჩვენება მისცა ს----------–--- მოწმე გ---------------------ა, თ---–----------–----------------–----------------მა, რომელიც შემთხვევის დროს, კ-------------ს მსგავსად, განაწილებული იყო ს----------–---------–ი შემოსასვლელ ჭიშკართან არსებულ საგუშაგოზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 25.12.2018 წ. ი-----–-----------–---–ის პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში (სახე, მტევნები და წელის მიდამო), მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ გამოვლენილა.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში, სადაც აღწერილია გამოსაკვლევი პირის პირადი შემოწმების მონაცემები, აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში ი-----–-----------–---–ი უჩიოდა ტკივილს კუდუსუნის მიდამოში.
მოწმე დ------------–---–-ს, თ---–----------–----------------–----------------ის სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ მის მოვალეობაში შედის თბილისის საქალაქო ს----------–--- ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, ასევე - მ---------------------------------–------–----------------------- განაწილება და კონტროლი. 2018 წლის 2------------ს მ--------------სგან შეიტყო, რომ ს----------–---------–ი ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც ზ---------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ი-----–-----------–---–ს. მომხდართან დაკავშირებით გამოძახებული იქნა პოლიცია. მოწმე დ------------–---–მა ასევე განმარტა, რომ ს----------–--- შენობაში (მათ შორის - მოქალაქეთა მისაღებში) და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ 24 საათის განმავლობაში ხორციელდება ჩაწერა, ჩანაწერები კი დაახლოებით ერთი კვირის ვადით ინახება თ---–----------–----------------–----–------ში არსებულ, ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, კერძოდ - პერსონალურ კომპიუტერში.
თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს, 11:54-13:45 სთ. პერიოდში, შსს ვ---------------–----------------–-------------------–--ის გამომძიებელ ზ---------------ის მიერ, ექსპერტ გ------------------ს და თ---–----------–----------------–----------------ის სამსახურის უფროსის მოადგილე დ------------–---–-ს მონაწილეობით, ს----------–--- შენობაში, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, თბილისის საქალაქო ს----------–--- N1-------- განჩინების საფუძველზე, დათვალიერდა თ---–----------–----------------–----------–---------------ის გვერდითა შესასვლელის (ს----------–---------–ი არსებული სკვერის) მხარეს დამონტაჟებული გარე პერიმეტრის და იმავე შესასვლელთან დამონტაჟებული შიდა პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 25 დეკემბრის 12:25-12:45 სთ. დროის მონაკვეთში.
„camera 02”-ის (შიდა პერიმეტრი) მიერ გადაღებულ ჩანაწერში, 12:43:25 სთ-ზე, კადრში გამოჩნდა მუქიფერისქურთუკიანი, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც ფურცლებით ხელში გაემართა ს----------–---------–ი მდებარე სკვერისკენ გასასვლელი კარის მიმართულებით; 12:43:29 სთ-ზე - იმავე მიმართულებით სირბილით მიმავალი ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცი; ხოლო 12:43:37 და 12:43:43 სთ-ზე კი შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი, რომლებიც იმავე კარით, სირბილით გავიდნენ შენობიდან.
„camera 09”-ის (გარე პერიმეტრი) მიერ გადაღებულ ჩანაწერში, 12:40:40 სთ-ზე, ს----------–--- მოქალაქეთა მისაღების გვერდითა შესასვლელის მხარეს, კადრში გამოჩნდა მოქალაქეთა მისაღების კარიდან გამოსული, მუქი ფერის ქურთუკში ჩაცმული, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც ფურცლებით ხელში გაემართა ს----------–--- ცენტრალური შენობისკენ. ამავდროულად, იმავე კარიდან გამოვიდა ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცი, რომელიც მიუახლოვდა ზემოაღნიშნულ, შავქუდიან მამაკაცს, ხელი მოჰკიდა მხარზე და გააჩერა. შავქუდიანი მამაკაცი მიტრიალდა ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცისკენ და მათ დაიწყეს საუბარი. ამავე დროს, მოქალაქეთა მისაღების კარიდან გამოვიდა შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი. შავსათვალიანი მამაკაცი მივიდა მოსაუბრე მამაკაცებთან და მათ სიახლოვეს გაჩერდა, ქალი კი დარჩა კართან და თვალს ადევნებდა მათ. როცა შავქუდიანი მამაკაცი კარის მიმართულებით დაიძრა, იგი ხელით გააჩერა ღიაფერისქურთუკიანმა პირმა და მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა. კამათის დროს, 12:41:13 საათზე, ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცი უკნიდან მიუახლოვდა შავქუდიან მამაკაცს და ტანის უკანა ნაწილში ერთხელ დაარტყა ფეხი. შავქუდიანი მამაკაცი დარტყმისთანავე შეტრიალდა იმ პირისკენ, რომელმაც დაარტყა ფეხი, თუმცა, იქ მყოფი პირების ძალისხმევით, მასთან მიახლოვება ვერ შეძლო. ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცი მოქალაქეთა მისაღების შენობაში შევიდა, შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი მას უკან მიჰყვნენ. მალევე შავქუდიანი მამაკაციც გაჰყვა მათ და იმავე კარით შევიდა ს----------–--- მოქალაქეთა მისაღების შენობაში.
„camera 02”-ის (შიდა პერიმეტრი) მიერ გადაღებული ჩანაწერის თანახმად, 12:44:20 სთ-ზე, ღიაფერისქურთუკიანი მამაკაცი შენობაში შემოვიდა იმავე კარით, რომლიდანაც გავიდა, მას უკან მოჰყვა შავსათვალიანი მამაკაცი; 12:44:35 სთ-ზე კი შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა მუქიფერისქურთუკიანი, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მას უკან მოჰყვა სუსტი აღნაგობის ქალი. ყველა მათგანი კადრიდან ერთი მიმართულებით, შენობის ცენტრალური გასასვლელისკენ გავიდა.
საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დართული შენიშვნის თანახმად, თ---–----------–----------------–----------–---------------ის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს რეალურ დროსთან არ აქვს ცდომილება, ხოლო შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს რეალურ დროსთან ცდომილება აქვს სამი წუთი, კერძოდ, რეალურ დროზე წინ არის სამი წუთით.
საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის თანახმად, დათვალიერების მიმდინარეობისას ექსპერტის მიერ მოხდა ვიდეო- და ფოტოგადაღება. ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები გადატანილი იქნა DVD დისკზე, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმისა და მისი შემადგენელი ვიდეოჩანაწერების გამოკვლევისას, რაც წარიმართა დაზარალებული ი-----–-----------–---–ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელმა ს----------–--- განუმარტა, რომ დათვალიერების ოქმსა და ჩანაწერებში ასახულია ზ---------------ს მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ოქმსა და ჩანაწერებში დაფიქსირებული მუქიფერისქურთუკიანი და შავქუდიანი პირი არის თავად, ღიაფერისქურთუკიანი პირი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ბრალდებული ზ---------------, ხოლო შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი კი ბრალდებულის თანმხლები პირები არიან.
ბრალდებულმა ზ---------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლომ შეაფასა რა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია ზ---------------ს უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ---------------მ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულ ი-----–-----------–---–ზე, რამაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
დანაშაულის ჩადენაში ზ---------------ს მამხილებელი უმთავრესი მტკიცებულება, ცხადია, დაზარალებულის, ი-----–-----------–---–ის ჩვენებაა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 2------------ს, დღის პირველ ნახევარში, თ---–----------–----------------–---------ში ზ---------------მ ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-----------–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენების უტყუარობა ეჭვს არ იწვევს, რადგან დასტურდება სხვა, სანდოობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით, - თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერების ოქმით (მისი შემადგენელი ვიდეოჩანაწერებითა და ფოტოსურათებით), თ---–----------–----------------–----------------ების - კ-------------ს და გ-------------------სის ჩვენებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
ი-----–-----------–---–ის მიერ გაცხადებული დანაშაულებრივი შემთხვევის რეალურად არსებობის ფაქტს, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, სრულად ადასტურებს თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერების ოქმი. აღსანიშნავია, რომ მასში ასახული ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებები სრულად ემთხვევა შემთხვევის თაობაზე ი-----–-----------–---–ის მიერ ს----------–---თვის მიწოდებულ ინფორმაციას. კერძოდ, დათვალიერების ოქმის თანახმად, ს----------–---------–ი არსებული სკვერის მხარეს, მოქალაქეთა მისაღებიდან გასულ ი-----–-----------–---–ს დაედევნა მამაკაცი, რომელიც ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მისკენ ზურგშექცეულს ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში.
სასამართლო თვლის, რომ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაში ასახული ინციდენტის მონაწილე პირი მართლაც ზ---------------ა, გარდა დაზარალებულის განმარტებისა, ადასტურებს თ---–----------–----------------–----------------ების - კ-------------ს და გ-------------------სის ჩვენებებიც. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ინციდენტის დასრულებისთანავე ზ---------------ს დაკავების მოთხოვნით მათთან მისულ დაზარალებულთან საუბრისას, დაინახეს ზ---------------ც, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით ტოვებდა ს----------–--- მიმდებარე ტერიტორიას. შესაბამისად, მოწმეთა - კ-------------ს და გ-------------------სის ჩვენებებით ცალსახად დგინდება შემთხვევის დროს (2018 წლის 2------------ი, 12:00-13:00 სთ. პერიოდი) შემთხვევის ადგილზე (თ---–----------–----------------–---------) ზ---------------ს ყოფნის ფაქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები (ს----–----------------–---------–ი დაზარალებული ი-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა და იქვე ზ---------------ს ყოფნა) დამაჯერებლობას უკარგავს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც ი-----–-----------–---–ი ზ---------------ს დანაშაულის ჩადენას აბრალებს. დაცვის მხარის ზემოაღნიშნული ვერსიის გაზიარებას, მოცემულ ვითარებაში, თავისთავად მივყავართ დასკვნამდე, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ზ---------------ს მიცემით დაინტერესებულმა დაზარალებულმა მყისიერად ისარგებლა „ხელსაყრელ“ გარემოებათა ერთობლიობით - ს----------–---------–ი სხვა პირის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფითა და იმ დროისათვის იქვე ზ---------------ს ყოფნის ფაქტით, - და ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ძალადობა დააბრალა. სასამართლო თვლის, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანაშაულის სხვა პირზე დაბრალებით, რეალური მოძალადე, - რომელმაც, ი-----–-----------–---–ის განმარტებით, არამხოლოდ ფიზიკური ტკივილი მიაყენა, არამედ საჯაროდაც ძლიერ შეურაცხყო, - დაუსჯელი დარჩებოდა, რაც, ნაკლებსავარაუდოა, დაზარალებულის ინტერესებში შედიოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ი-----–-----------–---–ის გულწრფელობაში, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხელს ზ---------------ს. მიუხედავად ამისა, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობის გამოკვლევისას, ს----------–--- მიერ შეფასებული იქნა დაცვის მხარის მინიშნება, იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–-----------–---–ი, შესაძლოა, მოვლენების აღქმაში შეცდა და კონფლიქტისას, ზურგით მდგომს, მას არა ზ---------------მ, არამედ მათ სიახლოვეს მყოფმა სხვა პირმა დაარტყა ფეხი. სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის ზემოაღნიშნული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა თანამადაც ი-----–-----------–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ღიაფერისქურთუკიანმა მამაკაცმა, რომელიც მანამდე მოქალაქეთა მისაღებიდან გარეთ გასულს დაედევნა, ხელით გააჩერა და სიტყვიერ კონფლიქტში შევიდა მასთან. ეს პირი კი, ი-----–-----------–---–ის ჩვენებიდან გამომდინარე, სწორედ ზ--------------- იყო.
ს----------–--- მიერ ასევე შეფასებული იქნა თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერების ოქმის (მისი შემადგენელი ვიდეოჩანაწერებითა და ფოტოსურათებით), როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულების, კანონიერების და სანდოობის საკითხი, რაზეც საქმის არსებითი განხილვისას ხშირად აპელირებდა დაცვის მხარე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის მტკიცებულებით ძალასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დათვალიერება არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გარკვევის მიზნით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი შესაძლებლობას იძლევა ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იქნა ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ხმის ან/და გამოსახულების ჩაწერა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალების ტექნიკური მახასიათებლები, მისი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკური საშუალების გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოთ და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმებიდან ცხადია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ტექნიკური საშუალებების გამოყენებას მიიჩნევს ამ საგამოძიებო მოქმედების შემადგენელ ნაწილად, ფაქტებისა და მოვლენების უკეთესი ფიქსაციის საშუალებად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სურათის აღდგენა, დემონსტრირება, ს----------–---ა და მხარეებისთვის თვალსაჩინოდ წარმოდგენა. როგორც უკვე აღინიშნა, ტექნიკური საშუალებების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფოტო- და ვიდეოგადაღებასთანაც, რაც, ამ შემთხვევაშიც, დათვალიერების პროცესის შემადგენელი ნაწილია, საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები კი - დათვალიერების ოქმის განუყოფელი ნაწილი, სადაც თვალსაჩინოდ არის ასახული ის, რაც დათვალიერების ოქმში სიტყვიერი ფორმითაა აღწერილი.
მოცემულ შემთხვევაში, ს----------–--- მიაჩნია, რომ თ---–----------–----------------–--------------------- ჩანაწერების დათვალიერება ჩატარდა ზემოაღნიშნული, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, ამ დროს წარმოებული ფოტო- და ვიდეოგადაღებაც, - რომელიც კანონიერად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმშია ასახული, - კანონის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისია სრულად.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსსკ-ის 72-ე უხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, თუნდაც, კანონით დადგენილი წესის დაცვით მოპოვებული ზემოაღნიშნული მტკიცებულება, ვინაიდან უარყოფილი არ არის მისი გამოცვლის თუ ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ გონივრული ეჭვი, - სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შემთხვევიდან მესამე დღეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გამომძიებლისა და ექსპერტის მიერ, ს----------–--- მ--------------ს სამსახურის უფროსის მოადგილის თანდასწრებით, დათვალიერდა თ---–----------–----------------–-------------–-------- ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ავტომატურად, დამუშავების გარეშე, დაახლოებით ერთი კვირის ვადით ინახება სასამართლოში, საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ სივრცესა და კომპიუტერში. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე ან მისი მიმდინარეობისას დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციის პირველწყაროს შემცველი მტკიცებულების გამოცვლის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
ამდენად, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ზ---------------ს მხრიდან ი-----–-----------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, რაც მისთვის ხერხემლის ქვედა ნაწილში ფეხის დარტყმაში გამოიხატა. სასამართლო ასევე დადგენილად თვლის იმ გარემოებას, რომ ზ---------------ს ზემოაღნიშნულმა ქმედებამ ი-----–-----------–---–ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ის გარემოება, რომ ძალადობის დროს ი-----–-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, გარდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ გაკეთებული განმარტებისა, დამატებით დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, სადაც აღნიშნულია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას ი-----–-----------–---–ი კვლავაც უჩიოდა კუდუსუნის მიდამოში ტკივილს. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დარტყმის შედეგად ი-----–-----------–---–ს არ აღენიშნებოდა დაზიანება და არც სამედიცინო დახმარებისათვის მიუმართავს, ეჭვქვეშ დგება ძალადობისას მის მიერ ტკივილის განცდის ფაქტი. სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ფაქტორების არარსებობა არ გამორიცხავს განცდილი ტკივილის თაობაზე დაზარალებულის განმარტების გულწრფელობას, მითუფრო, რომ სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ადამიანის სხეულზე ფეხის დარტყმას, ჩვეულებრივ, ახლავს ტკივილი.
სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ზ---------------ს მიმართ უფლებების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, მათი განმარტებით შეეზღუდათ უფლება სასამართლო სხდომაზე დაეკითხათ ინციდენტის თვითმხილველი პირები. აღნიშნულზე სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის გამართვიდან საქმეში მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ზ---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---------------, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა თავადვე წარედგინა მტკიცებულებები დაცვის სრულყოფილად განხორციელებისათვის.
ამდენად, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---------------ს მიერ ი-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენების ფაქტები დადასტურდა სრულად. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალადობრივ აქტს.
სუბიექტური მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახია. ძალადობის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა და იგი მხედველობაში სასჯელის დანიშვნისას მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–-----------–---–ზე განაწყენებულმა ზ---------------მ მის მიმართ განახორციელა „სხვაგვარი ძალადობა“, რაც ერთჯერადად მისთვის ხერხემლის ქვედა ნაწილში ფეხის ამორტყმაში გამოიხატა.
ზ---------------ს ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, ზ---------------ს მსჯავრი უნდა დაედოს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ს----------–--- განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ს----------–--- განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს ზ---------------ს მიმართ ჯარიმის გამოყენება, რომლის ოდენობაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უნდა განისაზღვროს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო უთითებს, რომ თბილისის საქალაქო ს----------–--- 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი ზ---------------ს მიმართ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო ს----------–--- სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო ს----------–--- სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი