განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
080100119002992444
დავის ტიპი
109 2
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/395-19 (№088240119001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ----- თ----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ბ--- კ------

მამის სახელი: ა------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ვანი, თ----------------------;

მცხოვრები (ფაქტობრივად): ვანის რაიონი, სოფელი ს---–-----;

 

ადვოკატი: მერაბ წულაია

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–----–- მცხოვრები მამა-შვილი ა----- და ბ--- კ-------- სახლისაკენ მიმავალ გზაზე შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა ბ--- კ------- შურისძიების მოტივით განიზრახა მამის, ა----- კ------ს მკვლელობა. ამ მიზნით მან თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა მამა ა----- კ------, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ა----- კ------ შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ---–-–---–-- განმარტა, რომ მან ა----- კ------ ბოლოს ნახა 2019 წლის 23 იანვარს, მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მ------ დ---–-–---–-, ლ-–- დ---–-–---–- და ბ--- კ------ სვამდნენ ღვინოს, არ ჰქონდათ სიგარეტი და გადაწყვიტეს ა----- კ------სათვის ეთქვათ რომ მათთან თუთუნი მოეტანა, რადგან როგორც მათ ბ--- კ------- განუმარტა, ა----- კ------ ჩამოსული იყო ვანიდან და სიგარეტიც უნდა ჩამოეტანა, სწორედ ამიტომ მ------ დ---–-–---–- დაუკავშირდა ა----- კ------ს მეზობელს მ------- ჩ------–---–- და სთხოვა, რომ ა----- კ------სათვის ეთქვა მასთან მისულიყო. დაახლოებით 10-15 წუთში მათთან მივიდა ა----- კ------, თუმცა სიგარეტი არ მიუტანია და უთხრა, რომ სიგარეტის ყიდვა ვერ მოახერხა, ვინაიდან მაღაზია დაკეტილი დახვდა, აღნიშნული ბ---ს ეწყინა და ისინი სიტყვიერად შეკამათდნენ, ბ---მ უთხრა რომ სიგარეტისთვის იყო წასული და როგორ არ მიუტანა. ამის შემდგომ ბ--- კ------- მამას უთხრა იარაღი მომიტანეო, რაზედაც მ------მ მიუთითა, რომ თუ დალევა უნდოდა დაელია, იარაღზე საუბარი არ იყო საჭირო, რაზედაც ბ--- კ------- მას ბოდიში მოუხადა და მამას უთხრა სახლში წასულიყვნენ, მ------ დ---–-–---–-- ისინი გააცილა და მეორე დილით გაიგო, რომ ა----- კ------ ხრამში გადავარდნილა, თუმცა გაუკვირდა რადგან ა----- კ------ ფხიზელი იყო. სუფრაზე ყოფნისას ა----- კ------- დაახლოებით სულ ოთხი ჭიქა ღვინო დალია, ხოლო ბ--- კ------ მთვრალი იყო. ბ---მ განუმარტა, რომ როდესაც მისი სახლიდან წამოვიდნენ დაახლოებით 5-10 მეტრში დაშორდნენ ერთმანეთს და ბ--- სახლში წავიდა რათა ცეცხლი დაენთო და ა----- კ------ც მალე მივიდოდა, შემდეგ ნახა, რომ ა------ გზაზე იყო გადავარდნილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- დ---–-–---–-- განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ის და ბ--- კ------ იმყოფებოდნენ მეზობელ მ------ დ---–-–---–----, სადაც ცოტა დალიეს და სიგარეტის მოსატანად დაურეკეს ა----- კ------, რომელიც მივიდა, თუმცა სიგარეტი არ მიუტანა და ბ--- კ------ უთხრა, რომ ორ დღეში მიდიოდა ვანში და სიგარეტს უყიდიდა. ამის შემდგომ როგორც ლ-–- დ---–-–---–-- განმარტა ის ადრე წამოვიდა, ხოლო ბ--- კ------ და მისი მამა ა----- კ------ იქ დატოვა. ლ-–- დ---–-–---–- სახლში მივიდა დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ხოლო მოგვიანებით დილის ოთხ საათზე მასთან მივიდა ბ--- კ------ და უთხრა, რომ მამამისი დაიმტვრა და დახმარება ჭირდებოდა, უნდა მიეყვანა ლ-–- დ---–-–---–----, რადგან სახლში ვერ მიჰყავდა. შემთხვევის ადგილზე რომ მივიდნენ ა----- კ------ მიწაზე იყო დაწოლილი, ბ---მ განუმარტა, რომ მან ამოიყვანა და მიწაზე დასვა. ა----- კ------სათვის პულსის გასინჯვა სცადა, თუმცა სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. აღენიშნებოდა დაზიანებები თავისა და შუბლის მიდამოში. ა----- კ------ მიიყვანეს ლ-–- დ---–-–---–-ს სახლში და აღნიშნულის შესახებ მათ გააგებინეს მეზობლებს და აგრეთვე ბ--- კ------ს დას და სიძეს, რომლებმაც ა----- კ------ გადაასვენეს მანქანით. ბ--- კი წავიდა სახლში და თქვა, რომ მოწესრიგდებოდა და შემდგომ წავიდოდა ვანში, სადაც ლ-–- დ---–-–---–-ც უნდა წაჰყოლოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ჩ------–---–-- განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას დაურეკა მ------ დ---–-–---–-- და სთხოვა დაეძახა ა----- კ------სათვის და ეთქვა, რომ თუთუნი მიეტანა მ------ დ---–-–---–----. მ------- ჩ------–---–-- დაუძახა მას და შემდგომ გააგრძელა თავისი საქმე, ა----- კ------- კი უთხრა რომ წავიდოდა. შემდეგ მასთან მივიდა ლ-–- დ---–-–---–- და უთხრა, რომ ა----- კ------ გარდაიცვალა და დახმარება ჭირდებოდათ, მანქანით უნდა წაეყვანათ სახლში, მ------- ჩ------–---–-- მას უთხრა, რომ მანქანა გაფუჭებული ჰყავდა, თუმცა ისე წაყვებოდა და დაეხმარებოდა, გზად მათ შეხვდათ ბ--- კ------, რომელიც ტიროდა. მ------- ჩ------–---–-- განმარტა, რომ ის მხოლოდ ერთხელ შეესწრო კონფლიქტს მამა-შვილს შორის, სხვა მისთვის ცნობილი არაფერია.

 

მოწმე მ------ კ------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ა----- კ------ს და. ბოლოს მან ა----- კ------ ნახა 2019 წლის 11 იანვარს, როდესაც მისი შვილის დაბადების დღეზე მათთან მივიდა სტუმრად, მაშინ ბ--- კ------- იჩხუბა მამასთან იმ მიზეზით, რომ მას პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც ოჯახი დაენგრა. მამასთან ერთად შეურაცხყოფას აყენებდა მამიდებს, მამიდაშვილებს, რის გამოც მ------ კ------- მას უთხრა წასულიყო, ა----- კ------ კი მასთან დარჩებოდა, ამის შემდგომ ბ--- კ------ მამას ეუბნებოდა, როგორც კი მოხვალ ყველა ნეკნს და ძვალს დაგიმტვრევო, მეორე დღეს მ------ კ------- მის ძმას ურჩია არ წასულიყო, თუმცა არ დაუჯერა და მაინც წავიდა. მოწმის განმარტებით მან იცოდა და ფიქრობდა რომ ბ--- კ------ მამას მოკლავდა. მომხდარი ფაქტის შესახებ მოწმემ გაიგო მისი ძმის შვილისაგან, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ ა------ დამტვრეულია, მოწმემ განმარტა, რომ მან მაშინვე გაიფიქრა, რომ ა-----ს ბ--- მოკლავდა, რადგან სულ ემუქრებოდა მამას, არასოდეს უყვარდა ის და ხშირად ეუბნებოდა წამებაში ამოგხდი სულსო. მოწმის განმარტებით ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ა----- კ------ მოკლა ბ--- კ-------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ------- კ------- განმარტა, რომ ბრალდებული ბ--- კ------ არის მისი ძმა, ხოლო გარდაცვლილი ა----- კ------ მამა. 2019 წლის 24 იანვარს დილის შვიდის ნახევარზე მის მეუღლეს მ--–---- შ----–------ დაუკავშირდა მეზობელი დ-------------–---–- და აცნობა, რომ ა----- კ------ გარდაიცვალა. თ------- კ------ მეუღლესთან ერთად წავიდა სოფელ ს---–----–-, ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში სადაც იყო მამამისის ცხედარი, იქ ნახა ბ--- კ------ და ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზედაც ბ---მ უპასუხა, რომ ა----- კ------ დაიმტვრა, როდესაც თ------- კ------- მას ჰკითხა, რომ ამდენ ხანს არ წაქცეულა და ახლა რა დაემართა, ბ--- კ------- არაფერი უპასუხა და თავი ჩახარა. ამის შემდგომ ა----- კ------ გადაასვენეს ვანში, თ------- კ------ს საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მივიდა პოლიცია და გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ბ--- კ------ და ლ-–- დ---–-–---–- წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. თ------- კ------- განმარტა, რომ ბ--- კ------ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა არასოდეს უფიქრია, რომ ადამიანის მოკვლას შეძლებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- შ----–------ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე მასთან მივიდა დ-------------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ გარდაიცვალა მისი სიმამრი, ა----- კ------, როგორც მან განუმარტა გადავარდა ხრამში. აღნიშნულის შემდგომ მ--–---- შ----–----- მეუღლე თ------- კ--------- ერთად მივიდა ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- დ---–-–---–---- სახლში, სადაც მიცვალებული იმყოფებოდა და გადაწყვიტა თავისთან გადაესვენებინა. მოწმის განმარტებით იმ დროს ბ--- კ------ც იქ იმყოფებოდა და ტიროდა, როგორც შემდგომ მ--–---- შ----–------ მეზობლებისაგან შეიტყო მამა-შვილს ჩხუბი მოუვიდათ, სხვა მისთვის ცნობილი არაფერია.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა დ----------–-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მის მიერ. ვანის რაიონულ სამმართველოში მოწმის სახით გამოკითხა ლ-–- დ---–-–---–- და ბ--- კ------ და მისი მონაწილეობითა და თანხმობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ხოლო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე დააკავა ბ--- კ------ ბრალდებულის სახით, დაკავებულისაგან აიღო ნიმუშები და შემდგომ წარუდგინა ბრალდება. აგრეთვე გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი, დანიშნა კომპლექსური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური მასალისა და მიკრონაწილაკების ექსპერტიზა. დ----------–-------- განმარტებით ბ--- კ------ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მიეცა შეთავაზება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიეთითებინა გამოძიებისათვის საინტერესო ადგილები. ბ--- კ------- აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა და ამის შემდგომ დ----------–-------- მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტზე მოწვეული იქნა ექსპერტები და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მოწმის სახით დაკითხულ ბ--- კ------ წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რაც დაადასტურა და დააზუსტა, ამის შემდეგ კი მისი მითითებით გაემართნენ ვანის რაიონიდან, სოფელ ს---–-----ს მიმართულებით. პირველად მივიდნენ მ------ დ---–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ბ--- კ------- მათ განუმარტა, რომ მამასთან და ლ-–-სთან ერთად დალია ღვინო, ამის შემდგომ მ------ დ---–-–---–-ს სახლიდან წავიდნენ დაახლოებით 400-500 მეტრში განთავსებულ ჯვართან, სადაც არის ბ--- და ა----- კ--------ს საცხოვრებელი სახლის შესახვევი, სადაც ბ--- კ------- მიუთითა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით გაემართა მამასთან ერთად. აღნიშნული შესახვევი წარმოადგენდა მაღალ მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომელიც არის ქვაღორღიანი. დაახლოებით 100-150 მეტრის გავლის შემდგომ, მოსახვევში ბ--- კ------- მიუთითა მამამისის ცხედრის ადგილზე. ბ--- კ------- ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოუვიდა მამასთან ჩხუბი, ასევე იმ ადგილზე სადაც დაეცა ა----- კ------, სადაც აღმოაჩინეს სისხლიანი ქვა და ტანსაცმლის საფირმო იარლიყი, აგრეთვე სისხლისმაგვარი ლაქებით. ბ--- კ------ მიეცა შეთავაზება გაეკეთებინა დემონსტრირება თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მამა და შვილი როდესაც ჩხუბობდნენ, ბ---მ გააკეთა დემონსტრირება და აღნიშნული დასურათებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. მოწმის განმარტებით ამის შემდგომ ბ--- კ------- მიუთითა მისი სახლის მიმართულებით, დაახლოებით 30 მეტრში, სადაც იყო ფიჩხები შეგროვებული და განმარტა, რომ ამ ადგილზე მიიყვანა მამამისი და მეტის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან უგონოდ იყო, მას სურდა გაეთბო, რადგან ეგონა იყო გაყინული და სწორედ ამიტომ ცდილობდა დაენთო ცეცხლი. აღნიშნულის შემდგომ ბ--- კ------ს მითითებით გაემართნენ მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 400-500 მეტრის დაშორებით. საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ იქნა სისხლიანი დანა, ბ--- კ------ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანით შემოაჭრა მამის ფეხსაცმელს რეზინი. ასევე მიუთითა იმაზე თუ სად გადამალა მისი ტანსაცმელი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე იქნა ამოღებული. ბოლოს ბ--- კ------- მიუთითა ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ს---–----–- და განმარტა, რომ ლ-–- დ---–-–---–-ს დახმარებით მიიყვანა მამამისი მის სახლში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბ--- კ------ დააკავეს ბრალდებულის სახით. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ბ--- კ------ მასში მონაწილეობას იღებდა მოწმის სახით და რაიმე იძულებას, ზეწოლას ან დაშინებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით თავდაპირველად გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოწმემ აღნიშნა, რომ ბ--- კ------ დაზიანებები ჰქონდა სახისა და ყურის მიდამოში, რაზეც განმარტა, რომ აღნიშნული მიიღო მამასთან ჩხუბის მომენტში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ჩ--------- განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს პოლიციის თანამშრომლების, ექსპერტების და ბ--- კ------ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც დაიწყო ვანის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან, რის შემდგომაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები ბ--- კ------ს მითითებით გაემართნენ მ------ დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლისაკენ, ბ--- კ------- განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სვამდა ღვინოს მ------ დ---–-–---–----, ლ-–- დ---–-–---–---- და ა----- კ--------- ერთად, შემდგომ კი მამასთან ერთად წავიდა თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, გზაში მოუვიდა შეკამათება მამასთან და დეტალურად აღწერა ექსპერიმენტში თუ როგორ და რა ვითარებაში ცემა მამა ა----- კ------. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის „იარლიყი“ და ქვა, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლისმაგვარი ლაქები, შემდგომ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გადაინაცვლეს ბ--- კ------ს საცხოვრებელ სახლში სადაც ნაპოვნი იქნა ბ--- კ------ს კუთვნილი სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------- განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 25 იანვარს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც დაიწყო ვანის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან, რის შემდგომაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები ბ--- კ------ს მითითებით გაემართნენ მ------ დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც ბ--- კ------ სვამდა მ------ და ლ-–- დ---–-–---–------, აგრეთვე ა----- კ--------- ერთად. აღნიშნულის შემდგომ წავიდნენ ბ--- კ------ს საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. გზაში, სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჯვარი, რომლის საპირისპირო მხარეს მიუყვება ტალახიანი გზა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არის ბუნებრივი აირის მილები, სადაც ბ--- კ------ შეჩერდა და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე იჩხუბა მამასთან, იქვე აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის ქვა, აგრეთვე თეთრი ფერის იარლიყი რომელთაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, ბ--- კ------- განმარტა, რომ ნაცემი ა----- კ------ დატოვა სწორედ ამ ადგილზე. დეტალურად აღწერა თუ როგორ ცემა და განმარტა, რომ სცემდა თავის არეში ორივე მუშტით და შუბლის არეში დაარტყა დაახლოებით სამი-ოთხჯერ. აღნიშნულის შემდგომ გადაინაცვლეს ბ--- კ------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა და ბ--- კ------ს კუთვნილი სისხლიანი ტანსაცმელი.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა დ--------------–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2019 წლის 24 იანვარს, რაც მდებარეობს ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- დაუსახლებელ ტერიტორიაზე, იქ სადაც ჯვარია განთავსებული და გზა იყოფა ორად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, აგრეთვე ლ-–- დ---–-–---–-, რომელიც მონაწილეობდა მოწმის სახით, რათა მიეთითებინა ადგილები, სადაც გარდაცვლილი ა----- კ------ იპოვეს. გარკვეულ სივრცეზე 50-60 მეტრის მანძილზე ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც აღინიშნებოდა ქვაზე, ფოთლებზე, ბუნებრივი აირის მილზე. გარდა ამისა შემთხვევის ადგილზე ნახეს და ამოიღეს ტყავის ქურთუკი და ჟილეტი დაზიანებულ მდგომარეობაში, ბოთლი რომელსაც აღენიშნებოდა ნამწვის კვალი. ამის შემდგომ დათვალიერდა ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლი და მან განმარტა, რომ ბ--- კ--------- ერთად გადაიყვანა ა----- კ------ მის საცხოვრებელ სახლში, დახმარების მიზნით, თუმცა როგორც გაირკვა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში იატაკის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის ლაქები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ზ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს მის მიერ ჩატარებულ იქნა ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- მდებარე ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდა ა----- კ------ს შვილი თ------- კ------, სოფლის რწმუნებული მ-----– ხ----–--- და უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გ------- კ--------. მოწმის განმარტებით ჩხრეკის ჩატარება განაპირობა თავად ბ--- კ------ს განმარტებამ იმის თაობაზე, რომ სახლში ინახავდა თავის კუთვნილ ტანსაცმელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სახლის წინ მინდორზე, ასანთის კოლოფი, ღია აივანზე რეზინის ჩექმები, სარდაფის ტიპის ოთახიდან კაპიუშონიანი სვიტერი, ჯინსის შარვალი, საძინებელი ტიპის ოთახში რეზინის ჩექმები, სვიტერი, შარვალი, წინდები, საცხოვრებელი სახლის ღია სარდაფში აღმოჩენილი იქნა მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტერი, რომელზეც აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, იმავე ადგილას საცხოვრებელი სახლის იატაკზე აღმოჩენილი იქნა მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელზეც ასევე შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–- ფ------- განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 24 იანვარს ჩატარებულია გვამის გარეგნული დათვალიერება და ა----- კ------ს გვამიდან აღებულ იქნა სისხლის, თმის, ხელის ანაწმენდის და ხელის ფრჩხილების ნიმუშები. როგორც მოწმემ განმარტა გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლ-თხემის და კიდურების მიდამოში.

 

ბრალდებულმა ბ--- კ------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წლის 23 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით აჩვენა, რომ დაახლოებით 4-5 საათზე ბ--- კ------ ლ-–- დ---–-–---–---- ერთად მივიდა მ------ დ---–-–---–-ს სახლში, სადაც გაშალეს სუფრა და დაიწყეს ღვინის დალევა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაურეკეს ა----- კ------ სიგარეტის მოსატანად, ა----- კ------ მივიდა, თუმცა სიგარეტი ვერ მიუტანა, ბ--- კ------- ასევე გაარკვია, რომ ა-----მა ვერ მიუტანა ტყვიები, რომელიც დააბარა, რადგან მეორე დღეს სანადიროდ სურდა წასვლა. აღნიშნულის გამო ბ--- კ------- მამას უსაყვედურა. რამდენიმე ხანში გადაწყვიტეს წასულიყვნენ სახლში. გზაში ბ--- კ------ არკვევდა თუ რატომ ვერ მოუტანა სიგარეტი, რაზეც ა----- კ------- განუმარტა, რომ რაც დააბარა სხვა ყველაფერი მიუტანა გარდა სიგარეტისა, რადგან მაღაზია იყო დაკეტილი. ბ--- კ------ მამამ უთხრა, რომ სახლში წასულიყო და ცეცხლი დაენთო, თვითონაც მალე მივიდოდა. ბ--- კ------ წავიდა სახლში, დაჩეხა შეშა, დაანთო ცეცხლი და შემდეგ ჩაეძინა, რამდენიმე ხნის შემდეგ სიცივისაგან გაეღვიძა, მამა მოიკითხა და ნახა, რომ სახლში არ იყო. გადაწყვიტა წასულიყო მოსაძებნად, გაიარა ცოტა მანძილი და შენიშნა ქურთუკი, გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ შენიშნა მაისური და იქვე მიწაზე იწვა ა----- კ------, წამოწია ხელით და ჰკითხა თუ რა სჭირდა, რაზეც მამამ რაღაც გაურკვევლად უპასუხა. დააპირა სახლში წაეყვანა, გაიარეს რამდენიმე ნაბიჯი, თუმცა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, რის გამოც ლ-–- დ---–-–---–---- წავიდა დახმარების სათხოვნელად. როდესაც უკან დაბრუნდნენ ლ-–- დ---–-–---–-- უთხრა, რომ ა----- კ------ შეციებული იყო და ცეცხლი დაენთო, თუმცა ბ--- კ------- ცეცხლის დანთება ვერ შეძლო. ა----- კ------ წაიყვანეს ლ-–- დ---–-–---–-ს სახლში, მისვლის შემდეგ ნახეს, რომ ა------ გარდაცვლილი იყო. ბ--- კ------ სახლში დაბრუნდა, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა, სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა, იქვე ეზოში, სახლის ქვემოთ დატოვა და ლ-–- დ---–-–---–---- ერთად წავიდა ვანში. ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება, პოლიცია და ექსპერტები. პოლიციას განუმარტა, რომ ა----- კ------ პირველად თავად ნახა, რის გამოც ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას აკეთებდა იმასაც, რასაც პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დააკავეს. ბ--- კ------ს განმარტებით ა----- კ------სათვის მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და შესაძლებელია მას დაზიანება სხვა პირმა მიაყენა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 2019 წლის 24 იანვარს ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- ა------ კ------ს გარდაცვალების ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N185854 თანახმად - 2019 წლის 24 იანვარს 11:45 საათზე, მ--- კ------საგან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- საეჭვო ვითარებაში, შესაძლოა ცემის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ--------------–---- მიერ 2019 წლის 24 იანვარს 18:00 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდში მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ვანის რაონის სოფელ ს---–----–- ე.წ „დ---–-–---–----“ უბანში. უშუალოდ გზის კიდიდან - გზაგასაყარიდან 5 მეტრის მოშორებით გზის პირას ხელმარჯვნივ მიწაზე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის რეზინის ჩექმა, რომელსაც ვიზუალურად ეტყობა სავარაუდო გადაჭრის კვალი, რეზინის ჩექმა მნიშვნელოვნად მოსვრილია ნიადაგის მაგვარი ფენით, ხოლო ჩექმის ზედაპირის წინა ნაწილი მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. დათვალიერებისას მოსახვევიდან 19 მეტრის მოშორებით გზიდან ხელმარჯვნივ აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები მოყავისფრო ფერის ფოთლებზე და ქვებზე. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ქვები და ფოთლები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლისმაგვარი ლაქები. აღმართზე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ მოშავო ფერის რეზინის ჩექმის ყელი, რომელიც გადაჭრილია არათანაბრად, დათვალიერება გაგრძელდა იმავე მიმართულებით, რეზინის ჩექმის ფრაგმენტიდან 3.5 მეტრში აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი, წინ ელვაშესაკრავით, რომელსაც საყელოსთან და წინა ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ქურთუკის გვერდით მიწაზე დევს ნაჭრის მოლურჯო ფერის ელვაშესაკრავიანი ჟილეტი, რომლის სარჩულიც დაზიანებულია, საიდანაც მოსჩანს ჟილეტის მოთეთრო ფერის ბამბისმაგვარი შიგთავსი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ლ-–- დ---–-–---–-- განმარტა, რომ სწორედ ხსენებულ ადგილზე ქურთუკის, ჟილეტისა და ბოთლის ნამწვავის აღმოჩენის ლოკაციასთან მიწაზე იწვა ა----- კ------, რომლის წამოსაყვანადაც იგი აწ გარდაცვლილი ა----- კ------ს ვაჟმა ბ--- კ------- მიიყვანა. ზემოთ მითითებული ადგილიდან ერთი მეტრის მოშორებით გზის პირთან აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის თავსახურიანი პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი ეტიკეტის გარეშე, რომელსაც შუა ნაწილში აღენიშნება სავარაუდოდ თერმული დაზიანების გამჭოლი კვალი ცალ მხარეს, რომელშიც მოსჩანს ასანთის ღერის ნამწვი, იქვე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ზონარი, რომლის ბოლოებიც შეკრულია პლასტმასის მცირე ზომის სამაგრით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.

 

აღნიშნული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა გარდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებელ დ--------------–----ა, დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ა-–--------.

 

ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმის თანახმად - 2019 წლის 24 იანვარს 19:40 საათიდან 20:50 საათამდე დროის პერიოდში ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ-----ი ზ-------- მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულ იქნა: ეზოში, მინდვრის საფარზე აღმოჩენილი ასანთის კოლოფი; საცხოვრებელი სახლის წინა აივნიდან მოშავო ფერის ერთი ცალი რეზინის ჩექმა, რომლის ყელში მოთავსებულია ორი წყვილი მოშავო-მონაცრისფრო ფერის წინდა; საკუჭნაოს ტიპის ოთახიდან მოშავო ფერის ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი, ქურთუკს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; იმავე საკუჭნაო ოთახიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელზეც შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები; საძინებელში არსებული პატარა ზომის მოთეთრო ფერის მაგიდიდან ამოღებულ იქნა სვიტერი რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები; იმავე მაგიდიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის სპორტული სვიტერი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები; აღნიშნულ საძინებელ ოთახში არსებული სავარძლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მორუხო ფერის შარვალი; იმავე სავარძლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ნაქსოვი წინდა; ასევე მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი; სავარძლის გვერდით იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმა; ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, საცხოვრებელი სახლის მარჯვენა მხარეს, იატაკის ქვეშ ღია სარდაფში ნაპოვნი იქნა მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტერი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი და შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები; იმავე ადგილზე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - 2019 წლის 25 იანვარს 00:55 საათიდან 04:00 საათამდე დროის პერიოდში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ----------–-------- მიერ ვანის რაიონული სამმართველოს შენობაში მოწმე ბ--- კ------ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეთა თანდასწრებით წაეკითხა 2019 წლის 24 იანვარს, მოწმის სახით გამოკითხვის დროს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და მიეცა შეთავაზება საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით, ჩვენების ადგილზე შემოწმებით დაედასტურებინა და ადგილზე მიეთითებინა გამოძიებისათვის საინტერესო ადგილებისათვის. მოწმე ბ--- კ------- განმარტა, რომ სრულად ეთანხმება მის მიერ 2019 წლის 24 იანვარს მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას და თანახმაა დაადასტუროს ჩვენების ადგილზე შემოწმებით. ამის შემდგომ ბ--- კ------ს მითითებით წავიდნენ ვანის რაიონის სოფელ ს---–-----ს მიმართულებით, სოფელ ს---–----–- ცენტრალური საავტომობილო გზიდან გადაუხვიეს მარჯვენა მხარეს მდინარე სულორზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდზე და გააგრძელეს მოძრაობა ქვაღორღიან მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე. 1400-1500 მეტრი მანძილის გავლის შემდგომ მოწმე ბ--- კ------ს მითითებით ავტომანქანა შეაჩერეს მარჯვენა მხარეს მდებარე ერთ-ერთ მოსახლესთან, რომელიც ბ--- კ------ს განმარტებით არის მ------ დ---–-–---–-ს სახლი, სადაც მან ა----- კ---------, ლ-–- დ---–-–---–---- და სახლის მეპატრონე მ------ დ---–-–---–---- ერთად დალია ღვინო. ბ--- კ------- მიუთითა მ------ და ლ-–- დ---–-–---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელ ლითონის კონსტრუქციის ჭიშკარზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ჭიშკრამდე გამოაცილა მ------ დ---–-–---–-- მამამისთან ა----- კ--------- ერთად, იქვე მიუთითა მეორეხარისხოვანი გზის გაგრძელებაზე და განმარტა, რომ სახლის მიმართულებით მამასთან ერთად წავიდა ამ გზით. დაახლოებით 400-500 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ მივიდნენ ლითონის თეთრი ფერის შეღებილ ჯვართან, რომელიც დადგმულია დიდი ზომის მომრგვალო ფორმის კლდის ლოდზე. აღნიშნული ჯვრის გასწვრივ, საპირისპირო მხარეს არის შესახვევი და წარმოადგენს აღმართს, ხოლო გზა ტალახიანია. ბ--- კ------- მიუთითა აღნიშნული შესახვევისკენ და განმარტა, რომ მისი და აწ გარდაცვლილი მამის ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღნიშნულ შესახვევში. მითითებული შესახვევის დასაწყისიდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილენი ფეხით გაემართნენ ბ--- კ------ს სახლის მიმართულებით, დაახლოებით 100-150 მეტრი მანძილის გავლის შემდგომ ბ--- კ------ს მითითებით შეჩერდნენ სავალი ნაწილის კიდესთან. გზიდან მარჯვენა მხარეს არის ხევი და ციცაბო დაღმართი, ხოლო მარცხენა მხარეს არის მთა-გორა. მარჯვენა მხარეს გზას რამდენიმე მეტრის მანძილზე გასდევს ბუნებრივი აირის მილი, რომელიც მიწიდან დაახლოებით 1,0 მეტრი სიმაღლეზე არის დამონტაჟებული. ბ--- კ------- მიუთითა სავალი გზისა და ბუნებრივი აირის ლითონის მილებს შორის ქვიან, ფოთლოვან და ბალახით დაფარულ ადგილზე რა დროსაც განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე სცემა მამამისი ა----- კ------ და ამ ადგილზე მიატოვა წაქცეული. ასევე განმარტა, რომ შუა ღამით, როდესაც წავიდა მამის საძებნელად ამ ადგილზე ნახა იგი, რომელსაც გახდილი ჰქონდა ქურთუკი და ჟილეტი. მოწმე ბ--- კ------ მიეცა შეთავაზება გაეკეთებინა დემონსტრირება თუ რა გარემოებებში სცემა მისი მამა ა----- კ------. მოწმე ბ--- კ------ დადგა საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა კიდესთან, ხოლო მისი მითითებით მის წინ 40-50 სმ-ის დაშორებით დადგა მისი მამის ა----- კ------ს ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დ--------------, ერთმანეთის პირისპირ. ბ--- კ------ არის აღმართის მხარეს, ხოლო დ-------------- დაღმართის მხარეს. ბ--- კ------- მოიმარჯვა ორივე მუჭი და იქვე გააკეთა დემონსტრირება თუ რა მდგომარეობაში სცემდა მის მამას. განმარტა, რომ 3-4-ჯერ დაარტყა თავის და შუბლის არეში ორივე მუჭი, რის შედეგად მამამისი წაიქცა, დ-------------- მისი მითითებით გადაიწა უკან დაღმართის მხარეს, რა დროსაც განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში დაეცა მამამისი ძირს, როდესაც მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი თავისა და შუბლის არეში. ბ--- კ------ს მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილ იქნა სისხლიანი ქვა, აგრეთვე შემაღლებულ ბორცვზე აღმოჩენილ იქნა მოთეთრო ფერის საფირმო იარლიყი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. ამის შემდგომ ბ--- კ------ს მითითებით მივიდნენ დაახლოებით 20 მეტრის მანძილით მოშორებულ აღმართის მკვეთრ მოსახვევთან, სადაც ასევე გზის კიდეზე გაყვანილია ბუნებრივი აირის მილი, მოწმე ბ--- კ------- მიუთითა მკვეთრი მოსახვევის კუთხეში და განმარტა, რომ ამ ადგილამდე მიიყვანა მამამისი, როდესაც შუა ღამით აღმოაჩინა წაქცეული. იქვე მიუთითა ეზოს კიდეზე შეგროვებულ ხის პატარა ტოტებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ტოტები შეაგროვა ცეცხლის დასანთებად და მამის გასათბობად, რადგანაც ფიქრობდა, რომ ის იყო გაყინული, ასევე ამ ადგილზე დანით შემოჭრა „ვალინკი“ მამას კოჭის დონემდე, რადგანაც ეგონა, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამის შემდგომ ბ--- კ------- მიუთითა მისი საცხოვრებელი სახლის ხის აივნის შესასვლელთან და განმარტა, რომ როდესაც სახლში მივიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად მამამისის კუთვნილი ერთი ცალი „ვალინკი“ დადო მითითებულ ადგილზე. იქვე მიუთითა საკუჭნაო ოთახში საწოლის ლეიბზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე დადო მისი კუთვნილი ქურთუკი და ჯინსის შარვალი, აგრეთვე მიუთითა ოთახში არსებულ მაგიდაზე რომელზეც მისი განმარტებით დააწყო მამის ა----- კ------ს ტანსაცმელი, იქვე მიუთითა საწოლის თავთან კუთხეში არსებულ პატარა კარადის ზედაპირზე რომელზეც დევს გასაშლელი ჯაყვა-დანა და განმარტა, რომ აღნიშნული დანით შემოაჭრა ცალ ფეხზე მამას „ვალინკი“, დანაზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შემდეგ მიუთითა სახლის უკან სახლის იატაკსა და მიწას შორის არსებულ ცარიელ ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე შეყარა ტანსაცმელი და ქუდი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს და იყო სისხლიანი.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 25 იანვარს 04:05 საათზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ გამომძიებელ დ----------–-------- მიერ ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- გ------ დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--- კ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბ--- კ------ დაკავებისას ნიკაპზე აღენიშნება მოყავისფრო ფუფხით დაფარული დაზიანება, სახეზე მარჯვენა და მარცხენა ყურებთან აღენიშნება დაზიანებები სიწითლის სახით, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებზე აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრების სახით, ორივე მხრების ზედაპირზე აღენიშნება დაზიანებები სიწითლის სახით, მარცხენა თვალის არეში აღენიშნება დაზიანება სილურჯის სახით.

 

გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად - დათვალიერება ჩატარდა 2019 წლის 24 იანვარს 22:25 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი-----–- ფ------- მიერ. გვამს გარეგნულად აღენიშნება უსწორო კიდეებიანი ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები შუბლ-თხემის, კეფის, სახის, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოებში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N000657619 დასკვნის თანახმად - 25.01.2019 წელს 07:20-07:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ბ--- კ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N000569019 დასკვნის თანახმად - მოქ. ა------ კ------ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი დაახლოებით 20 საათისა. მოქ. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ნიკაპქვედა მიდამოში მარცხნივ, მარცხენა წარბის რკალზე, შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე, კეფის მიდამოში მარჯვნივ და თხემის მიდამოში მარცხნივ. მრავლობითი ნაჭდევები შუბლ-თხემისა და სახის მიდამოში თითქმის მის მთლიან ფართზე, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გარდა აღნიშნულისა მოქ. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI ნეკნების და მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI-VII-VIII ნეკნების მოტეხილობები, პარიესული პლევრის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ირგვლივ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ქვეშ - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მოქ. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ნაჭდევები მარცხენა ტერფის უკანა ზედაპირზე ბორცვის, პირველი და მეორე თითების უკანა ზედაპირების თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მიღებული დაზიანებების შედეგად ა------ კ------ შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები (ეყვირა, ემოძრავა) მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განზრახვის დადასტურება შესაძლებელია, არამხოლოდ ბრალდებულის განცხადებით, ან/და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ჩადენილი ქმედების და თავად ქმედების ჩადენამდე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით. დამამძიმებელი გარემოებაა მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 23 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–----–- მცხოვრები მამა-შვილი ა----- და ბ--- კ-------- სახლისაკენ მიმავალ გზაზე შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა ბ--- კ------- შურისძიების მოტივით განიზრახა მამის, ა----- კ------ს მკვლელობა. ამ მიზნით მან თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა მამა, ა----- კ------, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ა----- კ------ შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

დაცვის მხარე უთითებს, რომ ბ--- კ------ ა----- კ------სათვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და მისთვის უცნობია რა ვითარებაში მიიღო ა----- კ------- დაზიანებები. დაცვის მხარე საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე დაზიანებების წარმოშობის სხვადასხვა მექანიზმზე უთითებდა, კერძოდ დაცვის მხარე საწყის ეტაპზე ავითარებდა ვერსიას თითქოს ა----- კ------- დაზიანება მიიღო ქვა-ღორღიან, ციცაბო ადგილას დაცემის შედეგად, რაც შემდეგ შეცვალა ვერსიით თითქოს შესაძლებელია ა----- კ------ დაზიანება სხვა, უცნობმა პირმა მიაყენა. დაცვის მხარის აღნიშნულ ვერსიებს სასამართლო არ იზიარებს და უთითებს, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე და მის დასრულების შემდგომ და ა.შ. ამასთან, დადგენილი უნდა იქნეს ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე(აფექტი) ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე, ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით. თავად ბრალდებულის და ასევე, სასამართლოზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ--- კ------ა და ა----- კ------ შორის კონფლიქტი წარმოიშვა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, კერძოდ ბ--- კ------ს უკმაყოფილება გამოწვია იმ ფაქტმა, რომ ა----- კ------- მას არ მიუტანა სიგარეტი და ასევე ტყვიები რისი შეძენაც მას დაავალა. ბ--- კ------ს მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილების ფაქტს ადასტურებს მ------ დ---–-–---–- და ლ-–- დ---–-–---–-. ის რომ ბ--- კ------ მამის ქმედებით უკმაყოფილო იყო, დასტურდება თავად ბ--- კ------ს ჩვენებით, როდესაც აღნიშნავს, რომ საკითხზე თუ რატომ არ მიუტანა სიგარეტი ა----- კ-------, მათ შორის საუბარი ასევე გაგრძელდა გზაში, მ------ დ---–-–---–-საგან წამოსვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბ--- კ------ მომხდარი ფაქტის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც საკმარის ზეგავლენას მოახდენდა მასზე და მნიშვნელოვანი გამაღიზიანებელი ფაქტების არსებობისას გაუიოლებდა შურისძიების მოტივით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

 

ის ფაქტი, რომ ბ--- და ა----- კ-------- შორის სახლში მიმავალ გზაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, კერძოდ სამედიცინო ექსპერტიზის N000657619 დასკვნით, რომლის თანახმად - 25.01.2019 წელს 07:20-07:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ბ--- კ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ----------–-------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით კი ირკვევა, რომ ბ--- კ------- დაკავებისას განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო ა----- კ--------- ჩხუბის დროს, რაც ასევე აღნიშნულია ბრალდებულის დაკავების ოქმში. ურთიერთშელაპარაკებისა და ა----- კ------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ბ--- კ------- ასევე დაადასტურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტთან გამოკვლევისას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პოზიცია, თითქოს მას არ მოუკლავს ა----- კ------, გამოწვეულია ბრალდებულის მცდელობით, დაარწმუნოს მისივე ახლობლები და საკუთარი თავიც კი, რომ მას არ შეეძლო მამა მოეკლა. ამასთან, დანაშაულის ჩადენის მოტივი, ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე და მისი დასრულების შემდგომ, მოვლენათა განვითარების დინამიკა სასამართლოს არწმუნებს, რომ ბრალდებული გაღიზიანდა იმის გამო, რომ მამამ მას სიგარეტი და ტყვიები არ მიუტანა, აღნიშნულ ფაქტორს თან დაერთო ალკოჰოლის ზეგავლენა, რამაც კუმულაციურად წარმოშვა მასში მკვლელობის განზრახვა.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა თ------- კ------- და მ------ კ-------, პირებმა რომლებიც ბ--- კ------ს ხასიათს კარგად იცნობენ, სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ბ--- კ------ ,,ცუდი სიმთვრალე’’ ჰქონდა, მ------ კ------- ასევე განმარტა, რომ ,,მამას და შვილს შორის კონფლიქტს ადგილი ხშირად ჰქონდა, ბ--- კ------ ხშირად ემუქრებოდა მამას მოკვლით, კერძოდ კი ძვლებისა და ნეკნების დამტვრევით’’.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ბრალდებული, კონფლიქტური სიტუაციის განვითარების საწყისი სტადიიდან დანაშაულებრივი შემთხვევის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის განვითარებამდე, იმყოფებოდა ალკოჰოლურ თრობის ქვეშ, რაც ეჭვს არ იწვევს, რომ მეტ სითამამეს შესძენდა მის ქცევებს და იქნებოდა კონფლიქტური სიტუაციის აქტიური ფაზის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ--- კ------ ცალსახად გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა (ყველა საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანმა იცის, რომ არაერთჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანი, როდესაც - ძლიერად არაერთხელ ურტყამს მეორე ადამიანს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში - თავის არეში, შეუძლებელია ვერ გააცნობიეროს, რომ ამგვარი დაზიანება - ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, რის შედეგად განვითარდა თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით - მაღალი ალბათობით შეუთავსებელი იქნება სიცოცხლესთან) და შესაძლოა ბ--- კ------ არც სურდა ა----- კ------ს გარდაცვალება, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებიდან (თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთჯერადი დარტყმა) გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) გარდაუვალობას. აღსანიშნავია იმ დაზიანებათა ხასიათი და სიმრავლე, რაც დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ: ა------ კ------ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ნიკაპქვედა მიდამოში მარცხნივ, მარცხენა წარბის რკალზე, შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე, კეფის მიდამოში მარჯვნივ და თხემის მიდამოში მარცხნივ. მრავლობითი ნაჭდევები შუბლ-თხემისა და სახის მიდამოში თითქმის მის მთლიან ფართზე, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გარდა აღნიშნულისა მოქ. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI ნეკნების და მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI-VII-VIII ნეკნების მოტეხილობები, პარიესული პლევრის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ირგვლივ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ქვეშ - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მოქ. ა------ კ------ს გვამის გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ნაჭდევები მარცხენა ტერფის უკანა ზედაპირზე ბორცვის, პირველი და მეორე თითების უკანა ზედაპირების თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმს, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ბ--- კ------ს თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N561აპ-15 განაჩენზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,....ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში“. აღნიშნული განმარტების შესაბამისად ბ--- კ------ს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს ბ--- კ------ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაცვის პოზიციაზე, რომ ბ--- კ------ მოქმედებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მითითების შესაბამისად, რასაც არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებით ბ--- კ------ს მიმართ რაიმე მითითებებისა და იძულების ფაქტი არ დასტურდება. მოწმეებმა ცალსახად და დამაჯერებლად დაადასტურეს, რომ ბ--- კ------ კანონისა და მისი სურვილის შესაბამისად აღწერდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გადმოცემულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, სადაც დეტალურად უთითებს თუ სად და რა ვითარებაში მიაყენა ის დაზიანებები ა----- კ------, რის შედეგადაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა----- კ------ გარდაიცვალა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ--- კ------ გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და შესაძლოა არც სურდა, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა განზრახვის შემადგენელი ყველა კომპონენტი.

 

ასევე საყურადღებოა ბ--- კ------ს მოქმედება დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელმაც როგორც თავად განმარტა, მრავლობითი დაზიანებებით ნახა მამა, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის, გადაწყვიტა წაეყვანა სახლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ბ--- კ------ მოწმეებთან, მათ შორის ლ-–- დ---–-–------, რომელსაც დახმარება სთხოვა ა----- კ------ს წამოსაყვანად, ავრცელებს ინფორმაციას თითქოს ა----- კ------ გადავარდა და დაიმტვრა, როდესაც გვამზე არსებული დაზიანებები ცალსახად იძლევა იმის შეფასების შესაძლებლობას, რომ ის მრავლობითი დაზიანებები, რაც ნათლად აღენიშნებოდა ა----- კ------, შეუძლებელია მიეღო დაცემის, გადავარდნის შედეგად.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას თითქოს ა----- კ------ დაზიანებები მიაყენა სხვა, შემთხვევით გამვლელმა პირმა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ შესაძლოა შემთხვევის ადგილზე ბ--- და ა----- კ--------ს გარდა სხვა პირი ყოფილიყო. გასათვალისწინებელია ტერიტორია, სადაც ბ--- კ------ და ა----- კ------ გადაადგილდებოდნენ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა ადგილი მიმდებარედ დაუსახლებელია, ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მოკლებულია ვერსია, რომ შემთხვევით გამვლელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი) ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ა----- კ------.

 

რაც შეეხება განზრახ მკვლელობის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება მამა. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ა----- კ------ ბ--- კ-------- მამაა, რაც მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ბ--- კ------ს ქმედების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

 

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

 

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ბ--- კ------- ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ბ--- კ------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ბ--- კ------ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, ასევე ბ--- კ------ს ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს - დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანის - მოხუცის მიმართ, რასაც წინ უძღვოდა მის მიმართ ძალადობა, მრავლობითი, სხვადასხვა ხასიათის, დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. განსაკუთრებით მძიმე ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს მისი საზოგადოებისგან ხანგრძლივი ვადით იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა რეალურად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- კ------ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ფერის რეზინის გადაჭრილი ცალი ჩექმა; მოყავისფრო ფერის ფოთლები და ქვები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის მორუხო ფერის ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა; მოშავო ფერის რეზინის ჩექმის გადაჭრილი ყელი; მოწითალო ფერის თავსახურიანი პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი და ასანთის ნამწვის ღერები და მცირე ზომის მოშავო ფერის ზონარი; ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- მდებარე ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; ბ--- კ------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ტანსაცმლის საფირმო იარლიყი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; გასაშლელი დანა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ასანთის ცარიელი კოლოფი; ა----- კ------ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში; ხელის ანაწმენდები და ხელის ფრჩხილები; თმის და კანის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუშები; ბ--- კ------საგან, მ------ დ---–-–---–-საგან და ლ-–- დ---–-–---–-საგან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები; ხელის ფრჩხილის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.

 

მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ნაჭრის მოლურჯო ფერის ჟილეტი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მოშავო ფერის ერთი ცალი რეზინის ჩექმა და ორი წყვილი მოშავო-მონაცრისფრო ფერის წინდა; მოშავო ფერის ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით; ორი სვიტერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მორუხო ფერის შარვალი; ერთი წყვილი ნაქსოვი წინდა; მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი და ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმა; მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტერი და მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ბ--- კ------საგან, მ------ დ---–-–---–-საგან და ლ-–- დ---–-–---–-საგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ბ--- კ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ბ--- კ------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ფერის რეზინის გადაჭრილი ცალი ჩექმა; მოყავისფრო ფერის ფოთლები და ქვები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის მორუხო ფერის ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა; მოშავო ფერის რეზინის ჩექმის გადაჭრილი ყელი; მოწითალო ფერის თავსახურიანი პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი და ასანთის ნამწვის ღერები და მცირე ზომის მოშავო ფერის ზონარი; ვანის რაიონის სოფელ ს---–----–- მდებარე ლ-–- დ---–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; ბ--- კ------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ტანსაცმლის საფირმო იარლიყი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; გასაშლელი დანა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ა----- კ------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ასანთის ცარიელი კოლოფი; ა----- კ------ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში; ხელის ანაწმენდები და ხელის ფრჩხილები; თმის და კანის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუშები; ბ--- კ------საგან, მ------ დ---–-–---–-საგან და ლ-–- დ---–-–---–-საგან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები; ხელის ფრჩხილის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.

 

მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ნაჭრის მოლურჯო ფერის ჟილეტი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მოშავო ფერის ერთი ცალი რეზინის ჩექმა და ორი წყვილი მოშავო-მონაცრისფრო ფერის წინდა; მოშავო ფერის ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით; ორი სვიტერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მორუხო ფერის შარვალი; ერთი წყვილი ნაქსოვი წინდა; მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი და ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმა; მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტერი და მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ბ--- კ------საგან, მ------ დ---–-–---–-საგან და ლ-–- დ---–-–---–-საგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური