განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
200100119003213553
დავის ტიპი
187 1
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 200100119003213553

N1/257-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

12 ნოემბერი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ქ----------–----ის

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი-–-----------–---–ი

ბრალდებული: ვ----– შ--–--–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: უ-----–---

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 10 ივლისს, ვ----– შ--–--–---–ი იმყოფებოდა ქ.თელავში, ა----–-----–ის ქუჩა N66-ში მდებარე დ---------–-----–---–ის კუთვნილ რესტორან „პ-----სთან“, რა დროსაც ქვები ესროლა რესტორნის ფანჯრებს, რის შედეგადაც დააზიანა 5 ცალი მეტალოპლასმასის ფანჯარა და გაანადგურა 14 ცალი გრაფინი და 6 ცალი თეფში. დ---------–-----–---–ს მეტალოპლასმასის ფანჯრების დაზიანებით მიადგა 124 ლარის ზიანი, გრაფინების განადგურებით მიადგა 28 ლარის ზიანი, ხოლო თეფშების განადგურებით მიადგა 6 ლარის ზიანი. მთლიანობაში დ---------–-----–---–ს ვ----– შ--–--–---–ის ქმედების შედეგად მიადგა 158 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, საინჯინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ----– შ--–--–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ვ----– შ--–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ვ----– შ--–--–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომლის ზომა და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. ვ----– შ--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.

8. ვ----– შ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ვ----– შ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ თ---------–-------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

9. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული რვა ცალი ღვინის გრაფინი, ექვსი ცალი ღვინის გრაფინის სახელურები, ექვსი ცალი თეფში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ერთი ცალი აგურის ნატეხი და ერთი ცალი ბლოკის ნატეხი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური