განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003223588
# 1/66-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახ--–---–--ი
ახ--–---–--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდი--ნი – დავით მელიქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: არ----ტ არ---–ის ძე სა--------ი (დაბადებული 197- წლის 1- სე---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, უმუშევარი, ძირითადი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ახ--–---–--ის რაიონი სოფელი და---–ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით
ბრალდებულის ადვოკატი: ტა----ლ ბა-–-----–---–ი
თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის არ----ტ სა--------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტი--ციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, ახ--–---–--ის რაიონის სოფელ და---–ში, არ----ტ სა--------სა და მის თანასოფლელ ვა-–----კ სა--------ს შორის, სოფლის საერთო ნახირში მსხვილფეხა რქოსანი პი----ტყვის შერევის თაობაზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც არ----ტ სა--------მა ხელის თავის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვა-–----კ სა--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ეი. არ----ტ სა--------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ვა-–----კ სა--------ის, ჯი--ნ სა--------ის, სა---ის სარ------ის, არ---–ეს სა--------ის, სი----ნ სარ------ის, ინ---ა სა--------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.3. არ----ტ სა--------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.
2.4. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და ბრალდებულ არ----ტ სა--------ის დასჯა.
2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა არ----ტ სა--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.
2.6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----ტ სა--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ----ტ სა--------ის ბრალეულობას.
3.2. 2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, ახ--–---–--ის რაიონის სოფელ და---–ში, არ----ტ სა--------სა და მის თანასოფლელ ვა-–----კ სა--------ს შორის, სოფლის საერთო ნახირში მსხვილფეხა რქოსანი პი----ტყვის შერევის თაობაზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც არ----ტ სა--------მა ხელის თავის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვა-–----კ სა--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ეი. არ----ტ სა--------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, არ----ტ სა--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო არ----ტ სა--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც, წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
არ----ტ სა--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----ტ სა--------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ----ტ სა--------ის პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში ჯარიმა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. არ----ტ სა--------ის პიროვნების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----ტ სა--------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის სხვა სახის სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
არ----ტ სა--------ის მიმართ, ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს მიერ, 2019 წლის 03 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-21--ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. არ----ტ სა--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. არ----ტ სა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27--ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
4. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს (ქ. ახ--–---–--ი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე