განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
170100119003250161
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/82-19

გამოძიების #0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-------------------–----–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი ნომერი - 5----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: წ--–---------------------–-------------.

 

ადვოკატი - ლ--–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 3811 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

თარჯიმანი - ე-–---------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, წ--–---------------------–-----------–- მდებარე ა–----–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში მისვლითა და დღის გარკვეული ნაწილის მითითებულ ადგილზე ყოფნით ი---------–----–----- არ შეასრულა მის მიმართ 2019 წლის 15 სექტემბერს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალებულებები, კერძოდ, მივიდა სახლში, სადაც თავისი მეუღლე დ-----------–----–---- ცხოვრობდა, მიუახლოვდა მსხვერპლს და დაამყარა მასთან ვერბალური კომუნიკაცია, რაც აკრძალული ჰქონდა ორდერის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ი---------–----–----- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. ამასთან, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, როდესაც პირი არღვევს იმ აკრძალვებს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, რომელიც მას დაეკისრა.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ი---------–----–----- მიერ მეუღლის დ-----------–----–----ს საცხოვრებელ ადგილას მისვლასა და მასთან კომუნიკაციას, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ დ-----------–----–----სა და მოწმეების - გ---–---------–----–---------------–----–--------–-------------------–---------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ოქმი #0-----.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---------–----–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით დ-----------–----–----ს მიმართ ჩაიდინა სსკ-ის მე-111 მუხლითა და 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი---------–----–----- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ი---------–----–----- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. ი---------–----–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. ი---------–----–----- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ი---------–----–----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები რამდენიმე საათში დაარღვია, ამასთან ადგილი ჰქონდა ცეცხლის წაკიდებას გარკვეული ნივთებისთვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა შეასრულებს იმ მიზნებს, რასაც სასჯელის გამოყენება მოიაზრებს და ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში იგივე მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ამასთან, სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის ზომად უნდა განისაზღვროს 1 წელი, რაც კანონის სავალდებულო მოთხოვნაა ამ შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ასევე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ი---------–----–---- დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---------–----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

2. ი---------–----–---- დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.

 

3. ი---------–----–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი