გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3070084-2/407-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ნ------ გ-----------
წარმომადგენელი - ე---------- ა--–--ე
მოპასუხე - ზ----ი პ-----------
წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - დ---- ი--------ე
არასრულწლოვნის წარმომადგენელი - ე-–--- ა------–-–---–ი
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა--- პ-----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ნ------ გ-----------ის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ა---––--ე, ჯ----–ის ქ. N6-.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე 2011 წლის დეკემბრიდან ფაქტობრივ, ხოლო 2----–-–----------------იდან ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ----ი პ-----------თან. ცხოვრობდნენ ა---––--ის რაიონის სოფელ წ-------ში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2----–-–--------------ერს დაბადებული ა--- პ-----------ი. 2016 წლის 17 მარტიდან ნ------ გ-----------ი და ზ----ი პ-----------ი ერთად აღარ ცხოვრობენ. შვილი ა--- პ-----------ი არ გამოაყოლა მოპასუხემ და დარჩა მამასთან. 2----–-–-----------ს ა---––--ის რაიონული სასამართლოს განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვის 15 დღე ა--- პ-----------ი იქნებოდა დედასთან, ხოლო 15 დღე მამასთან. ბავშვის მონატრების შემთხვევაში მხარეები ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს ბავშვის მონახულებაში, მეორე მშობელთან ყოფნის დროს. ზ----ი პ-----------ი არ სჯერდებოდა განჩინებით დადგენილ დღეებს და თითქმის ყოველდღე გაყავდა სახლიდან ა--- პ-----------ი და ასაკის შეუსაბამოდ კვებავდა, რითაც ცდილობდა ბავშვის ნდობის მოპოვებას, განაწყობდა დედის საწინააღმდეგოდ, რადგან სახლში დაბრუნების შემდგომ ყოველთვის იყო გაღიზიანებული. მოსარჩელემ ზ----ი პ-----------ს შეუწყვიტა მცირეწლოვანი ა---ს წაყვანა განჩინებით დადგენილ პერიოდამდე. რის გამოც ზ----ი პ-----------ი დაემუქრა. 2019 წლის 16 მარტს მოპასუხემ ა--- პ-----------ი ნაცვლად ა---––--ე, სო----–- წ-------ისა წაიყვანა ნ----–---დის რაიონის სოფელ გ------–----აში, სადაც არ არის სესაბამისი პირობები ბავშვისათვის. ბავშვი წარმოყავნის დროს ა--- დახვდა დასტრესილი, გაღიზიანებული, ატირებული, სიცხიანი. იგი იმყოფებოდა მამის და მისი ოჯახის წევრების ზემოქმედების ქვეშ.
2016 წლის 16 მარტის შემდგომ ნ------ გ-----------ი აკითხავს შვილს სოფელ წ-------ში. ბავშვი დედის მიმართ გამოხატავს სითბოს, სიყვარულს, მაგარმ წამოსვალზე აცხადებს უარს, რომლის ახსნას ვერ ახდენს. ნ------ გ-----------ს არ ეძლევა საშუალება მარტო დარჩეს შვილთან. ნ------ გ-----------ს აღარ მოჰყვება შვილი, რაც განპირობებულია ზ----ი პ-----------ის და მისი ოჯახის წევრების ზეგავლენით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ----ი პ-----------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თავად ა--- პ-----------ს არ უნდა დედასთან ცხოვრება.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვი ძალიან მიჯაჭვულია მამასთან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბავშვი იყოს მამასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------ გ-----------ი 2----–-–----------------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ----ი პ-----------თან.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
ქორწინების მოწმობა;
3.1.2. ნ------ გ-----------ს და ზ----ი პ-----------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2----–-–--------------ერს დაბადებული ა--- პ-----------.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
დაბადების მოწმობა;
3.1.3. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილებით ნ------ გ-----------ს და მოპასუხე ზ----ი პ-----------ს ა--- პ-----------თან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგნაირად:
2016 წლის 24 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ღამით დარჩენის უფლებით მცირეწლოვანი ბავშვი ა--- პ-----------ი იქნება დედასთან - ნ------ გ-----------თან;
ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით, მცირეწლოვანი ა--- პ-----------ი იყოს დედასთან - ნ------ გ-----------თან, ხოლო ყოველი თვის 16 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით იყოს მამასთან - ზ----ი პ-----------თან;
ბავშვის მონატრების შემთხვევაში, მხარეები ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს (თვითონ და მათი ოჯახის წევრები) ბავშვის - ა--- პ-----------ის მონახულებაში დღის განმავლობაში, მეორე მშობელთან ყოფნის დროს;
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------ის განჩინება;
3.1.4. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ა--- პ-----------ი ცხოვრობს მამასთან ა---––--ის რაიონის სოფელ წ-------ში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. ა--- პ-----------ი ირიცხება ა(ა)იპ ა---––--ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი N-------–--------------- აღსაზრდელთა სიაში 2019 წლის 1 მარტიდან. ა--- პ-----------ი საბავშვო-ბაღში დადიოდა 2019 წლის 4 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
ა(ა)იპ ა---––--ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 25.06.2019წ. ცნობა;
3.1.6. 2019 წლის 24 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ოფისში მოხდა ნ------ გ-----------ის და ა--- პ-----------ის შეხვედრა. ბავშვი მოიყვანა მამამ. მათ ახლდათ ზ----ი პ-----------ის მეუღლეც. ბავშვმა დედის დანახვაზე სიხარული გამოხატა. ხელებაწეული გაიქცა მასთან და ჩაეხუტა. ხელებს უჭერდა და ემოციით ტიროდა. დედა, ნ------ გ-----------ი ეფერებოდა ბავშვს და თბილ სიტყვებს ეუბენბოდა. დედამ ბავშვს შესთავაზა სკევრში გასეირნება და კაფეში ტკბილეულის მირთმევა. ბავშვი დათანხმდა, თუმცა ოფისიდან გასვლისას მამა მოითხოვა და ატირდა. შემდეგ მშობლებს ჩაკიდა ხელი და გაჰყვა სკვერში. სოციალური მუშაკი და ბავშვის მამა საუბრობდნენ, ბავშვი დედასთან ერთობოდა. შემდეგ გაჰყვა სახლში და პროტესტი არ გამოუხატავს. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით ბავშვის მამასთან დარჩენის დღე იყო ნ------მ დააბრუნა ბავშვი. ზ----ი პ-----------მა აღნიშნა, რომ თუ ბავშვი მოინდომებს დედასთან დარჩენას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- 24.06.2019წ. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათი;
3.1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრში ბავშვი ა--- პ-----------ი მიიყვანა მამამ, ზ----ი პ-----------მა. დედა ნ------ გ-----------ი ბავშვს ოთახში დახვდა. ა---ს არ გამოუხატავს დადებითი ემოცია დედის დანახვაზე. დედა კოცნიდა, ეფერებოდა, თუმცა ა--- ნაკოცნ ლოყას იწმენდდა და დედას იშორებდა. შემდეგ ა---ს შეთავაზებაზე დაეხატა რამე, რადგან დამშვიდებულიყო. კითხვაზე თუ რატომ ექცეოდა ასე ცივად დედას, ბავშვმა თქვა, რომ ნაწყენია დედაზე, რადგან მოტყუებით წაიყვანა სახლში. უთხრა, რომ მიჰყავდა სკევრში და სახლში წაიყვანა. მამამ, ზ----ი პ-----------მა უთხრა ბავშვს, რომ თვითონ წასვლას აპირებდა და მას დედასთან ტოვებდა, რაც ბავშვმა ტირილით გააპროტესტა. ზ----ი პ-----------მა აღნიშნა, რომ თუ ნ------ს სურვილი ექნებოდა ბავშვის შეჩვევის მიზნით იგი ა---ს ხშირად მოიყვანდა ცნეტრში და აჩვენებდა. დედას. წასვლისას ბავშვი მიეხუტა მამას. თხოვნაზე ა--- დედას დაემშვიდობა და აკოცა.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- 15.07.2019წ. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათი;
3.1.8. ზ----ი პ-----------მა ა--- პ-----------ი 2019 წლის 15 ივლისს მიიყვანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში. დედა, ნ------ გ-----------ი და მისი და ო----–-ა იმ ეტაპზე ოფისში იმყოფებოდნენ, როდესაც ბავშვი შემოიყვანა მამამ ა--- პ-----------ს არ გამოუხატია ემოცია დედის დანახვაზე. დედის მოთხოვნის საფუძველზე ჩაეხუტა მას. ბავშვმა დეიდის მიმართ უფრო მეტი სითბო გამოხატა. შემდეგ შეეჩვია დედას და საუბარი დაუწყო. ბავშვს მამამ ზ----ი პ-----------მა უთხრა, რომ დედას უნდა გაყოლოდა, რაზეც ბავშვმა უარი განაცხადა. შემდეგ ზ----ი ოთახიდან გავიდა და ა--- დედასთან დატოვა. ამ დროს ა---მ დაიწყო ისტერიული ტირილი და მამას ითხოვდა. ტირილი გაგრძელდა რამდნიმე წამს, რა დროსაც ზ----ი პ-----------ი სოციალური მუშაკის მოთხოვნის საფუძველზე დაბრუნდა ოთხაში. ა---მ მამის დანახვისთანავე გაჩუმდა. ამ დროს ატირდა ბავშვის დედა ნ------ გ-----------ი, რა დროსაც ბავშვს უთხრა, რომ ,,რომ არ მიჰყვება დედა იდარდებს, წყალში გადახტება და მოკვდება’’. ზ----ი პ-----------მა ნ------ს უთხრა - იმისათვის, რომ ბავშვი დედას შეეჩვიოს საჭიროა ხშირად ნახოს ხოლმე, რისი წინააღმდეგიც არ იქნება. ბავშვი დაემშვიდობა დედას, აკოცა და ჩაეხუტა. ასევე დაემშვიდობა დეიდასაც.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- 18.07.2019წ. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათი;
3.1.9. 2019 წლის 16 ივლისს ფსიქოლოგი თ-------------–-----ი, ნ------ გ-----------ი და მისი და ო----–-ა გ-----------ი წავიდნენ სოფელ წ-------ში. ზ----ი პ-----------მა დაუძახა ა---ს, რომ გამოსულიყო სახლიდან, რადგან მასთან დედა მივიდა. ა--- პ-----------ს თავიდან დედის დანახვაზე არ გამოუხატავს ემოცია. დედა, ნ------ გ-----------ი ეხუტებოდა შვილს და თბილ სიტყვებს არ იშურებდა. ბავშვი ძალიან შეეჩვია დედას და მასთან ერთად თამაში დაიწყო. თოჯინასთან თამაშობდა ა--- და დედასაც ათამაშებდა. ნ------ გ-----------ი სთავზობდა შვილს, რომ მასთან წასულიყო, ა--- ეუბნებოდა, რომ არ წავიდოდა, თუმცა სურვილი ჰქონდა დედა მასთან დარჩენილიყო. ბავშვი გამხიარულდა დედა წაიყვანა ეზოში, აჩვენა აუზი, ასევე აიყვანა სახლის მეორე სართულზე სადაც მისი გასართობი სათამაშოები აჩვენა. ესაუბრებოდა და ხელჩაკიდებული დაჰყვებოდა დედას. ასევე ა--- თბილად ექცეოდა დეიდას, ო----–-ას. შემდეგ მათ თბილად დაემშვიდობა და მამას მიეხუტა.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- 18.07.2019წ. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათი;
3.1.10. სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ-------------–-----ის 30.07.2019წ. მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ დედის ნ------ გ-----------ის მიმართ ბავშვი ა--- პ-----------ი არის კეთლგანწყობილი, არ გამოთქვამს პროტესტს როდესაც მასთანაა. თავიდან არის ჩაკეტილი, მორიდებული, არ უყურებს თვალებში დედას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ როდესაც მას ეჩვევა ნათლად ჩანს, რომ უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს. გამოთქვამს სურვლის, რომ ქონდეს კომუნიკაცია და ურთიერთობა მასთან, ანახებს მისთვის მნიშვნელოვან საგნებს უზიარებს ემოციას. ა--- ნ------ს მიმართავს ყოველთვის ,,დედა’’, როცა საუბრობს ან მოიხსენიებს. აქედან გამომდინარე დედას მიეცა რეკომენდაცია, რომ უფრო ხშირად ნახოს ა---, რადგან მოხდეს ბავშვის შეჩვევა მასთან. რაც შეეხება მამის მიმართ დამოკიდებულებას, ბავშვს აქვს საიმედო მიჯაჭვულობა, როცა დედას ყავს ხელში აყვანილი და ესაუბრება თვალით ეძებს მამას, ოდნავ შფოთავს. მამის დანახვისთანავე მშვიდდება და კვლავ აგრძელებს დედასთან საუბარს. როდესაც ზ----ი პ-----------ი სხვაგვან მიდის ა--- უყურებს, აკვირდება სად მიდის, როცა რწმუნდება, რომ იქვე ახლოსაა მშვიდდება და კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა. როცა თამაშობს ან დედას ესაუბრება, თვალებით ამოწმებს ნამდვილად იქაა თუ არა მამა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მამის გვერდით ბავშვი თავს უფრო მეტად დაცულად და კომფორტულად გრძნობს, როდესაც იცის რომ მამა მის გვერდითაა, არის მშვიდად.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- 30.07.2019წ. ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი;
3.1.11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.08.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ნ------ გ-----------ის ქ. ა---––--ეში, ჯ----–ის ქ. N6--ში მშობლებთან ნ------- და ე---- გ-----------ებთან, დედმამიშვილებთან ო----–-ა და კ------ გ-----------ებთან და არასრუწლოვან დისშვილთან გ----- ს---------თან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მატი ინფორმაციით ე---- გ-----------ინ დასაქმებულია ქ.ა---––--ის სავაჭრო ქსელი ,,ა---––--ეში’’, დაკავებულია ვაჭრობით, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 2000 ლარი აქვს. ო----–-ა გ-----------ი დასაქმებულია კლინიკა ი----ში, მუშაობს სანიტრად საიდანაც შემოსავალი 150 ლარი აქვს. კ------ გ-----------ი ამზადებს ბავშვებს უცხო ენაში, საიდანაც ანაზრაურება 90 ლარი აქვს. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს სახლი ორი სართულისაგან შედეგება, პირველ სართულზე აქვთ ოთახი და სარდაფი. მეორე სართულზე კი სამი ოთახი. ასევე სამზარეულო. აქვთ აბაზანა. ოჯახს იმავე ქუჩაზე აქვთ საცხოვრებელი სახლი ერთ სართულიანი, სადაც ხუთი ოთახია განთავსებული. თუმცა სახლი სარემონტოა და საცხოვრებლად არ გამოიყენება. ორივე სახლი ნ------ გ-----------ის ინფორმაციით მამის ე---- გ-----------ის კუთვნილებაშია. ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მათი ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრები არ იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ნათესავებთან, ჰყავთ ძლიერი თანადგომის ქსელი. ნ------ გ-----------ს და მის ოჯახს მეზობელი დადებითად ახასიათებს, მათი ინფორმაციით ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, ოჯახში არ აქვთ კონფლიქტური სიტუაცია. ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც ა--- მათთან ცხოვრობდა ბავშვის მიმართებაში იჩენდა შესაბამის ზრუნვას და უქმნიდნენ მას კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს.
ზ----ი პ-----------ი არასრულწლოვან შვილთან ა--- პ-----------თან, მშობელბთან გ------- და ა--- პ-----------ებთან, მეუღლესთან ზ-------------თან ერთად პერიოდულად როგროც ა---––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში, ასევე ნ----–---დის რაიონის სოფელ გ------–----აში ცხოვრობს. მან მეუღლე 2018 წლის დეკემბრის თვეში შეირთო. ზ-------------ი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ზ---ა არის დაახლოებით 12 კვირის ფეხმძიმე. ოჯახს ა---––--ის რაიონის სოფელ წ-------ში აქვთ ორ სართულიანი სახლი, პირველ სართულზე აქვთ ორი საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო და სარდაფი. მეორე სართულზე კი სამი ოთახი. აქვთ აბაზანისათვის განკუთვნილი ოთახი, რომელიც არ არის კეთილმოწყობილი. ბავშვს მამის, ზ----ი პ-----------ის და ზ-------------ის საძინებელ ოთახში სძინავს. ზ----ი პ-----------ს მიეცა მითითება, რომ ა---ს გამოუყოს სხვა საძინებელი ოთახი. ზ----ი პ-----------ის განმარტებით აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, როგორც ნ----–---დის რაიონის სოფელ გ------–----აში, ასევე ა---––--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში. ჰყავთ სამი ავტომობილი, მათ შორის ორი მსუბუქი და ერთი მიკრო ავტობუსი, რომელსაც იყენებენ სატვირთოდ. ჰყავთ 15 სული მსხვილფეხა პირუტყვი, მათ შორის 10 მეწველი ძროხა 10 ღორი და 15 ფრთა ქათამი. წ-------შიც და გ------–----აშიც ჰყავთ 200 ძირი სკა ფუტკარი. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით ოჯახს აქვს შემოსავალი რძის ნაწარმის გაყიდვიდან. ყოველთვიურად დაახლოებით 2000 ლარი. ხოლო თაფლის რეალიზაციიდან წელიწადში დაახლოებით 30000 ლარი. რაც შეეხება ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობს ყველა ჯანმრთელია, თუმცა მათი თქმით ზ----ი პ-----------ის დედამ, ა--- პ-----------მა დაახლოებთ 2 წლის წინ ჩაიტარა საშვილოსნოზე ოპერაციული მკურნალობა, გაურთულდა და ამ ეტაპზე მკურნალობს ბინაზე. ოჯახის წევრები არ იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ნათესავებთან, ჰყავთ ძილიერი თანადგომის ქსელი. ზ----ი პ-----------ს და მის ოჯახს მეზობელი დადებითად ახასიათებს. მათი ინფორმაციით ოჯახის წევრები ერთმანეთს ექცევიან პატივისცემით, ოჯახში არ აქვთ კონფლიქტი. ბავშვის მიმართ ზრუნავენ შესაბამისად, ბავშვზე ა--- პ-----------ზე ძირითად ზრუნვას ახორციელებს ზ----ი პ-----------ი და მისი მეუღლე ზ-------------ი. ბავშვი კეთილგანწყობილია ზ-------------ის მიმართ.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
სამცხე-ჯავახეთის სოცილაური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 27.08.2019წ. დასკვნა.
3.1.12. ნ----–---დის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილია, რომ ზ----ი პ-----------ის არასრულწლოვანი შვილი ა--- პ-----------ი პერიოდულად იმყოფება (ანუ ზაფხულის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას) ნ----–---დის სოფელ გ------–----აში, სადაც ასევე პერიოდულად ცხოვრობენ ბაბუა გ------- პ-----------ი, ბებია ა--- პ-----------ი და დედინაცვალი ზ-------------ი. საცხოვრებელში, სადაც პერიოდულად ცხოვრობენ, შექმნილია ყველა საჭირო პირობა ბავშის აღზრდისათვის. ბავშვს აქვს საკუთარი კუთხე. 24 საათის განმავლობაში ბავშვს მეთვალყურეობას უწევს ბებია ა--- პ-----------ი და დედინაცვალი ზ-------------ი. ბავშვის ბაბუა დაკავებულია მეცხოველეობით, მამა კი მეფუტკრეობით. ოჯახს ჰყავს 15 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 130 ძირი ფუტკრის სკა, ანუ აქვთ საკმარისი შემოსავალი ნორმალური ცხოვრებისათვის და ბავშვის აღზრდა პატრონობისათვის. საცხოვრებელის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახში ბავშვისათვის არის როგორც უსაფრთხო გარემო, ასევე აღზრდისათვის შექმნილია ყველა სახის საჭირო პირობა.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
ნ----–---დის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 07.08.2019წ. დასკვნა.
3.1.13. სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ-------------–-----ის 27.08.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ა--- პ-----------ს მამის ზ----ი პ-----------ის მიმართ აქვს საიმედო მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა ყალიბდება პოზიტიური გამოციდლების ფონზე, რაც გამოიხატება უახლოესი ადამიანისადმი ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებაში. ა--- ვიზიტების დროს ხშირად ამოწმებდა მამას. როდესაც ზ----ი პ-----------ი დგება და სხვაგან მიდის ა--- უყურებს, აკვირდება სად მიდის, როცა რწმუნდება, რომ იქვე ახლოსაა მშვიდდება და კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა. თამაშობს ან დედას ესაუბრება, თვალებით ამოწმებს ნამდვილად იქაა თუ არა მამამისი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მამის გვერდით ბავშვი თავს უფრო მეტად დაცულად და კომფორტულად გძნობს, როდესაც ის მამის გვერდითაა, მშვიდადაა. დედასთან ნ------ გ-----------თან შეხვედრის დროს ა--- თავიდან დაძაბულია, მორიდებული ცოტა ხნის შემდგომ იხსნება, მასთან დიალოგს იწყებს. ა---ს არცერთხელ დედასთან ურთიერთობის დროს არ გამოუთქვამს ინიციატივა ფიზიკური კომუნიკაციის და დედის ინიციატივასაც არ პასუხობს დადებითად. მიუხედავად ამისა ჩანს, რომ სურს მასთან ურთიერთობა, არ გაურბის და დისკომფორტს არ უქმნის მასთან ყოფნა, თუ მამა ზ----იც მასთან ახლოს იმყოფება.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ-------------–-----ის 27.08.2019წ. დასკვნა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2019 წლის 23 ოქტომბრის სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ-------------–-----ის მიერ მომზადებული N2--- დასკვნით დადგენილია, რომ კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ ფსიქოლოგის მიერ მომხდარიყო დაკვირვება ა--- პ-----------ის დამოკიდებულებაზე ერთის მხრივ დედის და მეორეს მხრივ მამის მიმართ.ჩატარდა 4 ვიზიტი. ვიზიტების დროს გამოიკვეთა, რომ ბავშვი გამოხატავს სითბოს დედის მიმართ, თუმცა დედის ან ფსიქოლოგის მითითებით. ძნელად სთანხმდება ფსიქოლოგს დედასთან ან მასთანვე ურთიერთობაზე მამის თანხლების გარეშე, ინიციატივას არ იჩენს ჰქონდეს კომუნიკაცია დედასთან, ემოციებს უზიარებს მამას, ნ------ გ-----------ს სჭირდება ფსიქოლოგის მითითება, რათა იქონიოს ხშირი და მჭიდრო კომუნიკაცია ბავშვთან, დაეხმაროს მას პირადი ჰიგიენის დაცვაში. დედის და ბავშვის ურთიერთობის აღდგენა და შემდგომ განვითარება შესაძლებელია, თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც აისახა მათ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე. დედას ნ------ გ-----------ს ნაკლებად აქვს უნარი, რომ მოიპოვოს ბავშვის ნდობა და მასთან დაამყაროს კომუნიკაცია. ვიზიტების განმავლობაში ფსიქოლოგი აძლევდა მითითებებს თუ რაზე უნდა ესაუბრა ბავშვთან, რომ ეთამაშა მასთან ერთად, რადგან ხშირ კომუნიკაციაში ყოფილიყო.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
2019 წლის 23 ოქტომბრის ნN2--- დასკვნა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია''
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი).
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანხმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიეტქად მიჩნევა, არამედ მისი, როგროც სუბიექტის უფლებების აღაირება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასტან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასესბიას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება. (იხ.ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KMგაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთანურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვისინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისიშინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარეე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელტა განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
მოცემულ საქმეში სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს არის თუ არა მცირეწლოვანი ა--- პ-----------ის საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მცირეწლოვანი ა--- პ-----------ის დამოკიდებულება დედის მიმართ. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 27 აგვისტოს დასკვნაზე, რომლის თანახმად, ,,ბავშვს დედის დანახვაზე თავდაპირველი რეაქცია არ ჰქონია, დედამ ის ხელში აიყავან, კოცნიდა, ეუხტებოა, თბილად ექცეოდა. დედის ასეთ ქცევაზე ა--- უარყოფითად პასუხობდა.’’ ,,როდესაც დედა ეკითხევოდა წავიდოდა თუ არა მასთან სახლში ანა პასუხობდა რომ ,,ჯერ არა’’. ,,როგორც კი მამა გავიდა ოთახიდან ბავშვმა დაიწყო ისტერიული ტირილი’’, ,,ოთახში მამის შემოსვლისთანავე ა--- დამშვიდდა’’. მესამე ვიზიტი: ,,ზ----ი ოთახში დაბრუნდა ა---ს უთხრა, რომ უნდა წასულიყო და თვითონ დედასთან დარჩებოდა, რაზეც ანამ უარი განაცხადა. მამა გავიდა თუ არა ოთახიდან ბავშვმა დაიწყო ტირილი გაეკიდა მამას და ჩაეხუტა’’. ,,ა---ს მამის მიმართ აქვს მყარი მიჯაჭვულობა, მასთან თავს დაცულად გრძნობს’’, რადგან როცა იცის რომ მამა ოთახშია უფრო თავისუფალია და ლაღია. მეოთხე ვიზიტი: ზ----ი პ-----------ის მხრიდან ა---ს აეხსნა, რომ ცოტათი ის უნდა დეტოვებინა მარტო ფსიქოლოგის კაბინეტში’’.. ა---მ უთხრა მამას, რომ კარი ნახევრად ღია დაეტოვებინა და იქვე მდგარიყო, რომ მისი დანახვა შეძლებოდა. გასაუბრების განმავლობაში ა---მ ორჯერ გაიხედა გარეთ რადგან შეემოწმებინა ნამდვილად იდგა თუ არა გარეთ მამა’’. ,,ა---ს არ სურს დედის საცხოვრებელ სახლში წასვლა რადგან იქ კარგად არ უვლიან’’. ამავე ფსიქოლოგის დასკვნთ: გამოკვლევის პროცესში ამ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ა---ს მამის ზ----ი პ-----------ის მიმარტ აქვს საი----ო მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა ყალიბდება პოზიტიური გამოციდლების ფონზე, რაც გამოიხატება უახლოესი ადამიანისადმი ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებაში. ა--- ვიზიტების დროს ხშირად ამოწმებდა მამას.
სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 23 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ,,ზ----ის შემოსვლის დროს ა--- მივიდა მასთან აკოცა ....ვიზიტის ბოლოს ვთხოვე ოთახიდან ისე გასულიყვნენ, რომ ბავშვისთვის ხელი არცერტს არ მოეკიდა, ისე გავიდნენ რომ ა---სთვის ხელი არ მოუკიდიათ, თუმცა შემდგომ ა--- მივიდა მამასთან და თვითონ მოკიდა ხელი. დედის მითითებით .....ჩაეხუტა, აკოცა და დაემშვიდობა. ა--- მანქანისაკენ ისე წავიდა რომ არ გამოუხედავს უკან.’’ ,,ა---ს ..........ავუხენი, რომ სტუმრად უნდა წავსულიყავით დედასთან, რაზეც ა---მ თქვა, რომ თუ მამაც წამოვიდოდა მაშინ დაგვთანხმდებოდა.’’ ,,ა---მ კვლავ დედის მითითების მერე აკოცა’’. ,,როდესაც დედის საცხოვრებელ სახლში შევედით ა--- ხელს არ მიშვებდა და მიყურებდა, რომ სახლში პირველი მე შევსულიყავი.’’ ,,ა---მ აარჩია ის (ზედატანი) რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა ...ჩაიცვა, ხოლო მისი ზედა რომელიც მანამდე ეცვა პარკში ჩადო და წასღებად გაამზადა.’’ ფსიქოლოგის მხრიდან მოხდა შეთავაზება ანასათვის, რომ წავიდოდა და იგი დარჩენილიყო, რაზეც ანამ უარი განაცხადა. ,,ა--- კომუნიკაციას ძირითადად მამასთან ამყარებდა’’. ,,ვიდრე ანასთან მარტო დავრჩებოდი ოთახში შემოვიდა სოც-მუშაკი ე-–--- ა------–-–---–ი.....არ მივიდა მასთან მამას მიეკრა და დაიწყო ტირილი და თან ამბობდა რომ არ უნდოდა ე-–---სთან რადგან ის დედასთან წაიყვანდა.’’
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი).
მოცემული დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ დედის მიმართ წინააღმდეგობის სურვილი არ არის ბავშვზე ემოციური ძალადობის შედეგი. ბავშვს სურს დედასთან ურთიერთობა, თუმცა მამის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის საკუთარ შეხედულებას. ის, რომ სურვილი არ აქვს მუდმივად საცხოვრებლად წავიდეს დედასთან, ა--- პ-----------მა აგრეთვე გამოხატა სხდომაზე სოციალური მუშაკის მონაწილეობით მისი მოსმენისას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
„ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი/მცირეწლოვანის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვანის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის მიზნით დაიშვება, როგროც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - ,,ნ.წ. და სხვები საქარტველოს წინააღმდეგ’’ გაკეტებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგან და მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლის ინტერესებს.’’
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ------ გ-----------ის სასარჩელო მოთხოვნა, ა--- პ-----------ის საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელინ ადგილის განსაზღვრა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა საფრთხე არ შეექმნას ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მისი უფლებების განხორციელებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ------ გ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ა---––--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი