გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0-02100-80027350--
საქმე №2-4982/18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 20-9 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ნი-----------ა
წარმომადგენელი - ლი-------–---–ი
მოპასუხე - გი-------------ძე
წარმომადგენელი - კა-------–--–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
დაეკისროს გი-------------ძეს არასრულწლოვანი შვილების თე------------ს (დაბ. 20-- წლის 2-----–-სს) და მა---------------ს (დაბ. 20---–-–----------რს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა თვეში 600 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია:
2008 წლის 3 მაისამდე ნი-----------ა და გი-------------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, თემო ბაქანიძე (დაბ. 20-- წლის 2-----–-სს) და მარიამი ბაქანიძე (დაბ. 20---–-–----------რს). ოჯახური უთანხმოების გამო ნი-----------ა და გი-------------ძე განქორწილდნენ. თემო ბაქანიძე და მარიამი ბაქანიძე აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან.
მოსარჩელის განმარტებით, მამა არ ზრუნავს შვილების აღზრდა-განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. არ უწევს მოსარჩელეს არავითარ ფინანსურ დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს ქალაქ ფრანკფურტში, ქართულ რესტორანში მზარეულად, საიდაც ღებულობს ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს გი-------------ძეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტი 600 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე სარჩო -ალიმენტს მოითხოვს არაგონივრულ ფარგლებში, რადგან მოპასუხე 20-4 წლიდან უმუშევარია, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რომლის საშუალებითაც იგი შეძლებდა მოთხოვნილი თანხის გადახდას. მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი თითოეული შვილისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 20-8 წლის 3 მაისს ნი-----------ას და გი-------------ძეს შორის შეწყდა ქორწინება. ნი-----------ას და გი-------------ძეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - თემო ბაქანიძე (დაბ. 20-- წლის 2-----–-სს) და მარიამი ბაქანიძე (დაბ. 20---–-–----------რს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა;
-თე------------ს დაბადების მოწმობის ასლი;
-მა---------------ს დაბადების მოწმობის ასლი;
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 21 აპრილის N139308 მომართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეეტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, გი-------------ძის (პ/ნ 33---------) თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, სოფელი ნატანები (ს/კ 2-.0-.8-.1--) და მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, სოფელი ნატანები (ს/კ 2-.0-.7-.0--). უძრავ ნივთებზე, მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით (გი-------------ძე, პ/ნ 33---------), საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 21 აპრილის N139308 მომართვა;
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 21 აპრილის N139308 მომართვის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, გი-------------ძე (პ/ნ 33---------, ამჟამად ტ-----–), რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 04.07.2011 წ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, იურიდულ მისამართზე - საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბ-----------------. სსგს-ს ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანოს 18.04.2019 წ B---------- გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე გი-------------ძე ასახული იქნა გვარით -ტ-----–.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აპრილის N139308 მომართვა;
3.1.4. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გი-------------ძეს (პ/ნ 33---------) მიღებული აქვს შემოსავლები 2010 წლიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით, დამსაქმებელი შპს „პი-ეს-სი“ და შპს „სამ-კოშკი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს შემოსავლების სამსახურის 23.04.20-9 წლის ცნობა, თანდართული ინფორმაცია მიღებული შემოსავლის შესახებ;
-
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-9 წლის 2 ივლისის N MIA 6 1901718888 ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ, გი-------------ძის (პ/ნ 33---------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 2 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ „სარფი“ (გასვლა 08.02.2017- შემოსვლა 08.02.2017წ, გასვლა 09.02.2017-შემოსვლა 24.08.2017წ) ; ს.ს.კ.გ. „ქუთაისის აეროპორტი“ (გასვლა 31.10.2017-შემოსვლა30.09.2019წ) და ს.ს.კ.გ „სარფი“ (გასვლა 13.04.2019წ).
გი-------------ძე ამ დროისათვის იმყოფება საზღვარგარეთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 2 ივლისის N MIA 6 1901718888 ინფორმაციით, შსს ამონაწერი საზღვრის კვეთის შესახებ;
3.1.6. გი-------------ძეს მიღებული აქვს განათლება, სასტუმრო სარესტორნო საქმე, კულინარიული ხელოვნების განხრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამავე კოდექსის მე-2 ნაწილით საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით საოჯახო დავებზე სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმეში არსებული სადავო გარემოებების გამოსაკვლევად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, სამოქალაქო რეესტრიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
3.2.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შემოსავალი და შეძლებს ალიმენტის სახით თვეში 600 ლარის გადახდას. მოპასუხის წარმომადგენელს ალიმენტის სახით 600 ლარის დაკისრება, მოპასუხის ქონებრივ შესაძლებლობებთან შედარებით, შეუსაბამოდ მიაჩნია. მხარეები ახსნა-განმარტებებში უთითებენ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასება სასამართლომ უნდა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის განსაზღვრული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგადი წესის თანახმად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხე დღემდე იმყოფება საზღვარგარეთ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გი-------------ძე მუშაობდა პროფესიით, ქ. ფრანკფურტის ერთ-ერთ რესტორანში. მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გი-------------ძე დასაქმებული იყო საზღვარგარეთ, თუმცა, განმარტავს, რომ იგი დღეის მდგომარეობით უმუშევარია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ განმარტებას და მას რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ არ მიუთითებია.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გი-------------ძის ცხოვრებას უცხოეთში უზრუნველყოფენ მშობლები. ცხადია, იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე პირმა იცხოვროს უცხო სახელმწიფოში, აუცილებელია მატერიალური სახსრები. ამდენად, ასეთი პირი, თუ ის დაუსაქმებელია, უნდა სარგებლობდეს ან დოტაციით სახელმწიფოსგან-სოციალური დახმარების სახით, ან იღებდეს ფინანსურ დახმარებას სხვა პირებისაგან. სასამართლო მიუთითებს, რომ გი-------------ძის მშობლები ცხოვრობენ საქართველოში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ შვილის ცხოვრება და სწავლა საზღვარგარეთ, უნდა ახორციელებდნენ შესაბამის მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას. აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, თუნდაც ფულადი გზავნილის სახით, საქმეში წარმოდგენილი არაა. არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გი-------------ძის მიერ სხვა პირებისაგან მატერილური დახმარების მიღებას, წარმოდგენილი არაა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე საზღვარგარეთ მუშაობს და გააჩნია საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ იქ იცხოვროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აპრილის N139308 მომართვა;
-შპს შემოსავლების სამსახურის 23.04.2019 წლის ცნობა, თანდართული ინფორმაცია მიღებული შემოსავლის შესახებ;
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 2 ივლისის N MIA 6 1901718888 ინფორმაციით, შსს ამონაწერი საზღვრის კვეთის შესახებ;
-ფოტოსურათები
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, გი-------------ძეს არასრულწლოვანი შვილების თე------------ს და მა---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი 300 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
-გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია;
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან(სუსგ. ას-976-2019 , 30 სექტემბერი, 2019 წელი)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2) ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.
6.4. სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გი-------------ძეს არ გააჩნია შემოსავლები და მხოლოდ მშობლების დახმარებით შეძლებს ალიმენტის სახით 100-100 ლარის გადახდას. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გი-------------ძეს მიღებული აქვს შემოსავლები 2010 წლიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით (დამსაქმებელი შპს „პი-ეს-სი“ და შპს „სამ-კოშკი“), ანუ იგი მუშაობდა და მომავალში მისი დასაქმების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ის არის ორი უძრავი ნივთის თანამესაკუთრე, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 04.07.2011 წლიდან, პროფესიით არის მზარეული და აქვს ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება. გი-------------ძე რამოდენიმე თვით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, შემდეგ შემოვიდა საქათველოში და ამჟამადაც იმყოფება საზღვარგარეთ, რაც ასევე, დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი არა მხოლოდ ამ ვიზიტების დასაფინანსებლად, არამედ საზღვარგარეთ საცხოვრებლად.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ გი-------------ძეს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა შეძლოს მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება გონივრულ ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარების, მათი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის 2019 წლის სექტემბრის თვისათვის შეადგენს 162.2 ლარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ მშობლის მატერიალური შემოსავლები, რომელთანაც არ ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. თუმცა, აღნიშნული ფაქტორი არაა გადამწყვეტი, რამეთუ სასამართლომ რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს მოპასუხის ფიზიკური შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გი-------------ძეს არ უფიქსირდება შემოსავლები, თუმცა, არ დგინდება, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი. გი-------------ძეს არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები და რეალურად არ უწევს ოჯახის სხვა წევრების რჩენაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ გი-------------ძეს აქვს შესაძლებლობა მშობლის საალიმენტო ვალდებულება შეასრულოს გონივრულ ფარგლებში და ამით მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარების, მათი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფაში.
სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარება ნებისმიერი მშობლის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ბავშვები მხოლოდ ერთ მშობელთან იზრდებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით მშობლის ერთ-ერთ უპირობო ვალდებულებადაა აღიარებული.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, გი-------------ძეს არასრულწლოვანი შვილის თე------------ს და მცირეწლოვანი შვილის მა---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 150 ლარის, ჯამში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
7.2. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო მოპასუხე მხარეს დაეკისრება 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნი-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გი-------------ძეს (პ/ნ 33---------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების თე------------ს (დაბ. 20-- წლის 2-----–-სს, პ/ნ 0-9--------) და მა---------------ს (დაბ. 20---–-–----------რს, პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით (თითოეულ ბავშვზე 150 ლარი) - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
3. მოპასუხე გი-------------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მის: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე