განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
140100119002989098
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002989098

საქმე #1/195-19 (011080419006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს----- გ------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ------------–--------------------------)

 

ადვოკატი - ზ------ ქ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 21 საათზე, გ----–--------–-------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ს----- გ------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - გ------- გ------–---–ს, რა დროსაც გ------- გ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2. 2019 წლის 8 აპრილს, საღამოს, ამავე სახლში, მთვრალმა ს----- გ------–---–მა გ------- გ------–---–ს მკერდში დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად გ------- გ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დადასტურდა გ------- გ------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა გ------- გ------–---–მა და ბრალდებულის დამ - ა-- გ------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 19 ივლისისა და 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ნ---- კ-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს, საღამოს იმყოფებოდა გ------- გ------–---–თან სახლში. ს----- გ------–---–- მთვრალი იყო და აგრესიას გამოხატავდა გ-------ს მიმართ, რადგან მას გარეთ გასვლა უნდოდა, გ------- კი არ უშვებდა და იჭერდა, რა დროსაც ს----- გ------–---–მა ხელი დაარტყა მას მხარში თუ მკერდში. ძლიერად არ დაურტყამს, რადგან გ------- გ------–---–ს ტკივილი რომ განეცადა, უნდა ,,დაეჩივლა ან წაქცეულიყო“. ასეთი რამ არ ყოფილა. ამავე დროს, მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენება (ს.ფ. 60), რომლის მიხედვით ს----- გ------–---–მა მამას მარჯვენა ხელი დაარტყა მკერდში, რაც გ-------ს ეტკინა, რადგან გამოხატა წუხილი. ამასთან, ს----- გ------–---–- სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მას. გ-------ს სახეზე შეატყო, რომ ამ მუქარის შეეშინდა (2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმა - ლ-–- გ-----–---–მა, შ----- მ------–---–მა, გ------- მ-----–---–მა, ი----- ს-----მა და გ------- მ----------მ დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე (2019 წლის 17 ივნისის, 10 სექტემბრისა და 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 11 აპრილის დასკვნის შესაბამისად, დაზარალებულ გ------- გ------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში დაზიანება არ აღენიშნება (ს.ფ. 97-98);

 

აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა მ----- ჭ----------–მა (2019 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ს----- გ------–---–მა უარყო ბრალად შერაცხული რომელიმე ქმედების ჩადენა (2019 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

მოცემულ შემთხვევაში არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, მით უფრო - ფიზიკური ტკივილის ან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. გარდა იმისა, რომ ფაქტის თვითმხილველი მოწმე ნ---- კ------ის გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, ს----- გ------–---–- უნდა გამართლდეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- გ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი