განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003107230
1-626/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ანა როყვა
ბრალდებული - ი-–--- ბ------ი
ადვოკატი - დავით გოგვაძე
თარჯიმანი - ინგა გოგუა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 075170519001
ბრალდებული: ი-–--- ბ------ი
მამის სახელი: სულეიმან საბრი
დაბადებული: 15.01.1961 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 01092004150
მისამართი: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა, სახლი N61, ბინა N 66
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ (სახელმწიფო ნომრით B------), რომელსაც მართავდა ი-–--- ბ------ი, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნები და შეეჯახა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით G------), რომელსაც მართავდა ვერა სარმაზოვა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დ-------- ყ----–------- მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2019 წლის 17 მაისს, ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ი-–--- ბ------ი მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით B------).
ი-–--- ბ------მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით G------), რომელსაც მართავდა ვერა სარმაზოვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო დ-------- ყ----–-------.
2019 წლის 12 ივნისის N135/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ ი-–--- ბ------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო, მძღოლი - ვერა სარმაზოვა, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შესძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებით, დ-------- ყ----–---აძე მოთავსებული იქნა სტაციონალურ მკურნალობაზე 2019 წლის 17 მაისს, დიაგნოზის თანახმად მას აღენიშნებოდა სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს------- დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. რაც შეეხება, წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმებსა და სამუხრუჭე სისტემებს, ისინი გამართულ მდგომარეობაშია.
ი-–--- ბ------ის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–--- ბ------მა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–--- ბ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–--- ბ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ი-–--- ბ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-–--- ბ------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა , რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-–--- ბ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ი-–--- ბ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ი-–--- ბ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს
ნივთმტკიცებები: „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახN B------ , „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სახN G------ გადაეცეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი