განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
080100119003078150
დავის ტიპი
276 6
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/539-19 (№076180119002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ჭ-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ--–-- გ-------–-- ძე ნ--------- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ხონის რაიონი, სოფელი პ--------------–----------------;

 

ადვოკატი - რ--------- ხ----–--–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი.

 

დისპოზიცია: მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქალაქ სამტრედიაში, რ-------–------------- მთვრალი (მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა) შ--–-- ნ---------, დასახლებულ პუნქტში დასაშვებ ზღვრულ 60 კმ/სთ სიჩქარეზე გადაჭარბებით, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მართავდა J-------- სახელმწიფო ნომრის მქონე „სუბარუ ფორესტერის’’ მარკის ავტომობილს. მოძრაობისას მან დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები (33.1 „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’, 33.2 „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს’’) მსვლელობისას, მოსახვევში შესვლის შემდეგ, შ--–-- ნ---------მ საავტომობილო გზის კიდესთან თანხვედრი მიმართულებით ველოსიპედით მოძრავ თ---------- ნ---------- შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე მიმართა მარჯვნივ და გადავიდა მისი სამოძრაო ზოლის გვერდულაზე, სადაც ვერ დაიმორჩილა ავტომობილი, მოცურდა და შეეჯახა გვერდულაზე არსებულ ბოძს. შეჯახების შემდეგ ავტომობილი გასწორდა წინა მიმართულებით და წინა ნაწილით შეეჯახა ველოსიპედით მოძრავ თ---------- ნ------. შეჯახების შედეგად თ---------- ნ------ სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრავმის, ჩონჩხის ძვლების და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანების სახით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის უფლებამონაცვლის რ----- ნ------ გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნ--- ნ----------, შ--–-- ნ----------, ლ-–- ს------–---–--, ვ-–-------- დ---–-–---–--, ე-–------ კ-----–--–---–--, მ------ ხ-------, ე------ ა--–-------, ვ------- მ–---–------ და მ------ ხ--------- გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: შ--–-- და ნ--- ნ---------ების საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა შ--–-- ნ---------- მიმართ, ავტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ---------- ნ------ მიმართ) ერთობლიობა შ--–-- ნ---------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–-- ნ---------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--–-- ნ---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო შ--–-- ნ---------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით შ--–-- ნ---------ს სასჯელის სახე და ზომა უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, ამასთან სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბრალდებულს დამატებით სასჯელად დაენიშნოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, ხოლო უფლების ჩამორთმევის ვადად საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე განესაზღვროს - 2 (ორი) წელი.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ველოსიპედი (მოთავსებულია შპს „ი---------------’’ სპეც ავტოსაჯარიმო სადგომზე); „სუბარუ ფორესტერის’’ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J-------- (მოთავსებულია შპს „ი---------------’’ სპეც ავტოსაჯარიმო სადგომზე); შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდი, ველოსიპედის სავარძელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მის წარმომადგენელს.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები - განადგურდეს.

 

ორი ცალი CD-R დისკი, რომლებზეც ჩაწერილია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ--–-- ნ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ--–-- ნ---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

შ--–-- ნ--------- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 ნოემბრიდან.

 

მსჯავრდებულ შ--–-- ნ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 ივნისიდან - 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ველოსიპედი (მოთავსებულია შპს „ი---------------’’ სპეც ავტოსაჯარიმო სადგომზე); „სუბარუ ფორესტერის’’ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J-------- (მოთავსებულია შპს „ი---------------’’ სპეც ავტოსაჯარიმო სადგომზე); შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდი, ველოსიპედის სავარძელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მის წარმომადგენელს.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები - განადგურდეს.

 

ორი ცალი CD-R დისკი, რომლებზეც ჩაწერილია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური