გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
030310019002931572
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030310019002931572

№3/41-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი ნ---- ს------–---–-

მოპასუხე შპს ,,მ--’’ (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,მ---ს" დაეკისროს 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის გადახდა 159375 ლარის ოდენობით.

 

2. მხარეთა პოზიცია.

 

2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის N--- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----ზე" გაცემული თევზჭერის ლიცენზია (-------) საკუთრებაში მთლიანად გადაეცა შპს ,,მ---ს".

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 23 ივნისის N994/ს ბრძანების საფუძველზე, შპს ,,მ---ზე" გაცემული ლიცენზიის (N-------) მოქმედების ვადა გაგრძელდა 10 წლით.

 

2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N027145 ოქმი შპს ,,მ--’’-ის მიმართ. ის ფოთის საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დააჯარიმა 10000 ლარით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტომბრის N1/3/611 გადაწყვეტილებით, შპს ,,მ-----სა’’ და შპს ,,პ--–---------------ის" საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

მოპასუხე შპს ,,მ---მა" არ გადაიხადა 2015-2016 წლის თევზჭერის სეზონისათვის განსაზღვრული რეგულირების საფასურის ნაწილი, კერძოდ, 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი თანხა 159 376 ლარი.

 

მოპასუხე არაერთხელ იქნა წერილობით გაფრთხილებული დავალიანების დაფარვის შესახებ და განემარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა რეგულირების საფასურით დაბეგვრის არსებული პრინციპის (კვოტითა და არა ფაქტიური მოპოვებით) კონსტიტუციურობა. დავის საგანი არ ყოფილა რეგულირების საფასურის, როგორც გადასახადის არაკონსტიტუციურად მიჩნევა და მისი საერთოდ გაუქმების საკითხი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე ვერ იქნებოდა მიღებული.

 

2016 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა არა რეგულირების საფასურის გაუქმება, არამედ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესის განმსაზღვრული ნორმა (ვინაიდან, გადასახადების დაწესება შესაძლებელია კანონით და არა კანონქვემდებარე აქტებით. აქტი არაკონსტიტუციურია იმიტომ, რომ სადავო რეგულირება განსაზღვრული იყო არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე აქტით. (იხ. გადაწყვეტილების 45-ე პუნქტი) რის შემდგომაც, შემუშავებულ და შეტანილ იქნა ცვლილებები რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში).

 

სარჩელით მოთხოვნილი თანხა, როგორც დავალიანება წარმოშობილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპასუხეს არაერთხელ განემარტა, რომ რეგულირების საფასურის, როგორც გადასახადის გადახდის აუცილებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია, მოპასუხემ დღემდე არ გადაიხადა სააგენტოს მიმართ არსებული დავალიანება - რეგულირების საფასურის სახით 159375 ლარის ოდენობით.

 

,,რეგულირების საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: ,,ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს - რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად:

 

,,რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

 

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მარეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას; შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიით) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად წელიწადში ორჯერ - არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა.

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე შპს ,,მ-----ზე" გაცემული ლიცენზია სრული 25%-იანი კვოტით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,მ---ს", რომელიც თავისთავად გახდა თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელიც.

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია განმარტებულია, როგორც ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება.

 

,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით: ,,შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა’’ (30.09.2016 წლამდე რედაქცია). აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა შპს ,,მ------სა" და შპს ,,პ--–---------------ის" მიერ, იმ მოტივით, რომ რეგულირების საფასურის გამოთვლა უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიანტების მიერ ფაქტობრივად მოპოვებული/ათვისებული რესურსის მიხედვით და არა დადგენილი კვოტიდან გამოანგარიშებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 69-ე პუნქტის თანახმად, ,,არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი რესურსით (შავ ზღვაში თევზის რესურსით) სარგებლობისათვის გადასახადი დაანგარიშებული უნდა იქნეს, ფაქტობრივად მოპოვებული და არა ლიცენზიანტისთვის გასაზღვრული ასათვისებელი/მოსაპვებელი კვოტის/ოდენობის საფუძველზე. სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მეწარმე სუბიექტის კომერციულ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებზე. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში სახელმწიფო დაკარგავდა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისა და გამოყენების შესაძლებლობას, აგრეთვე იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც აღნიშნული რესურსების გონივრულ გამოყენებას მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის’’. ამავე გადაწყვეტილების 45-ე პუნქტით კი, ,,ვინაიდან სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ კრიტერიუმს რომლის თანახმადაც: ,,სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით’’. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი’’ და ასევე ვერ აკმაყოფილებს 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიერ დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს, უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე და გაუმართლებლად არღვევს მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებას’’. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას’’. შესაბამისად, შპს ,,მ---ს" ევალებოდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, ამ აქტისა და სალიცენზიო პირობების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

 

2017 წლის 17 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ,,რეგულირების საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლით განისაზღვრა რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი, რომლის დანართიც (ქაფშიის რეგულირების საფასურის ფარგლებში) ზუსტად იმ ფორმით ჩაიწერა, როგორც ეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების დანართში იყო მოცემული. ანუ, ნორმის შინაარსი, იგივე რედაქციით/შინაარსით გაითვალისწინა უკვე კანონმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 30 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე 2016 წლის 31 ივლისს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე შპს ,,მ---ს" ეკისრებოდა რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება, რომლის ძალადაკარგულად გამოცხადებამაც არ წარმოშვა მანამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება და ვერ წარმოშობდა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდის წესის ცვლილებას მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ცვლილება ემსახურებოდა საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას ფორმალური კუთხით. ახალი კანონის მოქმედების გავრცელებაც კი 2015-2016 წლების თევზჭერის სეზონზე, არ გამოიწვევს მოპასუხის მდგომარეობის გაუარესებას, ვინაიდან მან 2016 წლის 31 ივლისს, ჯერ კიდევ მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე არაკეთლსინდისიერად არ გადაიხადა რეგულირების საფასური. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო 2016 წლის 31 ივლისამდე გადაეხადა, იმ მომენტისათვის (ბრძანებით) განსაზღვრული რეგულირების საფასურის და დღეს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 05 მაისს გაკეთებულმა ჩანაწერმა მოაწესრიგა 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონის რეგულირების საფასურის გადახდის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 30 სექტემბერს და აქედან გამომდინარე, შპს ,,მ---ს" არ ევალება არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე რეგულირების საფასურის გადახდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერებისა და მისი პოზიციის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.

 

2.2. მოპასუხე მხარის მოსაზრება:

 

ეთანხმებიან იმ ნაწილში, რომ 2015-2016 წლის თევზჭერის სეზონის რეგულირების საფასურის თანხის მეორე ნაწილი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 31 ივლისამდე არ იქნა გადახდილი მათ მიერ. არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ დღეის მდგომარეობით ვალდებული არიან გადაიხადონ აღნიშნული თანხა, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომელიც ავალდებულებდა აღნიშნული რეგულირების საფასურის თანხის გადახდას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თანხის გადახდის ვალდებულებაც გაქარწყლებულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით შპს ,,მ--" ს/ნ 2--------) ცნობილი იქნა საქართველოს ასკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 10000 ლაროს ოდენობით.

აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაშია.

 

3.1.2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის N---- ბრძანებით, შპს ,,კ----------ზე’’ გაიცა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია 10 წლის ვადით ყოველწლიურად მთლიანი კვოტის 25%-ის ოდენობით. ამავე ბრძანების მე-2 პუნტში მითითებულია 2006-2007 წლების თევზჭერის სეზონისათვის თევზის სახეობების მიხედვით მოცულობები. მაგალითად, ქაფშია - 15000 ტონა. ლიცენზიის მფლობელს დაევალა შეასრულოს და დაიცვას მინისტრის 9 ოქტომბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული ლიცენზიის (აუქციონის) ფასის გადახდის პირობები, თევზჭერის ვადები და სხვა დამატებითი მოთხოვნები (დანართი N1-ის შესაბამისად). ლიცენზიის მფლობელის უახლესი 5 წლის განმავლობაში მოპოვებული რესურსის არანაკლებ 2/3 დაევალა გადამუშავება საქართველოს ტერიტორიაზე (ხმელეთზე).

 

3.1.3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის N347 ბრძანებით შპს ,,კ----------ზე’’ გაცემული თევზჭერის ლიცენზია N---- საკუთრებაში გადაეცა შპს ,,მ-----ს’’ 10 წლის (ათ სეზონზე) ვადით ყოველწლიურად მთლიანი კვოტის 25%-ის ოდენობით. შპს ,,მ-----ს’’ დაევალა შეასრულოს და დაიცვას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 9 ოქტომბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული ლიცენზიის (აუქციონის) ფასის გადახდის პირობები, თევზჭერის ვადები და სხვა დამატებითი მოთხოვნები (დანართი N1-ის შესაბამისად).

 

3.1.4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის N--- ბრძანებით, ცნობად იქნა მიღებული, რომ შპს ,,მ-----ზე’’ (ს/კ 2--------) გაცემული თევზჭერის N------ ლიცენზია, შპს ,,მ-----ს’’ კუთვნილი კვოტა (მთლიანი კვოტის 25%) საკუთრებაში მთლიანად გადაეცა შპს ,,მ---ს" (ს/კ 2--------);

 

3.1.5. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის N994/ს ბრძანებით, შპს ,,მ---ის" ს/კ 2--------) კუთვნილი N------- ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. ცვლილება შევიდა შპს ,,მ-----ზე’’ (ს/კ 2--------) 30.10.09წ გაცემული თევზჭერის N------ ლიცენზიის შპს ,,მ---ზე" (ს/კ 2--------) გადაცემის შესახებ’’ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის N--- ბრძანებაში და სალიცენზიო პირობები ჩამოყალიბდა ამ ბრძანების N1, N2 და N3 დანართების შესაბამისად.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 18 ნოემბრის N21/11805 წერილში, რომლის ადრესატია შპს ,,მ--’’, მითითებულია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით შპს ,,მ---ის" დავალიანებას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ 2016 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით 159 375 ლარი შეადგინა. ითხოვს, ზემოაღნიშნული თანხა შედარდეს მათ მონაცემებთან და თუ ეთანხმებიან დაუდასტურონ, ხოლო თუ არ ეთანხმებიან წარმოადგინონ თავიანთი ვერსია. პასუხს ითხოვდნენ არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა.

 

3.2.2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 12 დეკემბრის N21/12695 წერილში, რომლის ადრესატია შპს ,,მ--’’, აღნიშნულია, რომ სააგენტომ განიხილა მათი 2016 წლის 02 დეკემბრის წერილი. განმარტებულია, რომ ვინაიდან შპს ,,მ---ის" მიერ რეგულირების საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 31 ივლისამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვერ მოხდებოდა აღნიშნული ვალდებულებების გაქარწყლება. მათი მხრიდან რეგულირების საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.

 

3.2.3. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 01 ივნისის N21/6025 წერილში, რომლის ადრესატია შპს ,,მ--,, განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოთხოვნილია ვალდებულების გადახდა არაუგვიანეს 2017 წლის 01 ივლისისა.

 

3.2.4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბრის N21/4565 წერილით, შპს ,,მ---ისაგან" მოითხოვს 2016 წლის დავალიანების 159 375 ლარის გადახდას 2018 წლის 01 დეკემბრამდე.

 

3.2.5. შპს ,,მ---ის" დირექტორის 2018 წლის 23 აპრილის წერილით გარემოს ეროვნული სააგენტოს უარს უცხადებს 2016 წლის 31 ივლისისათვის 159375 ლარის გადახდაზე, მოთხოვნის არაკონსტიტუციურობის გამო.

 

3.2.6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ 2016 წლის 19 აგვისტოს N21/8455 წერილით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, წარუდგინა 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციათა ნუსხა, რომლითაც რეგულირების საფასურთან დაკავშირებით წარმოეშვათ მოთხოვნები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.

 

ნუსხაში მითითებულია, რომ შპს ,,მ--’’ დავალიანებით 159375 ლარი, წარმოშობილი 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შპს ,,მ---ს" სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის გადახდა 159375 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის N271 ბრძანება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 23 ივნისის N994/ს ბრძანება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტომბრის N1/3/611 გადაწყვეტილება, ,,რეგულირების საფასურის შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი და მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი, ,,ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტი, ,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, ,,სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით'' კანონის მე-2 პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტი (კონკრეტულად იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ითვალისწინებს სხვა სახის გადასახადებთან ერთად რეგულირების საფასურის და მოსაკრებლის გადასახადს, კერძოდ: " რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: "ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, , ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

 

ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს - რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად:

 

,,რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

 

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მარეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას; შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიით) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად წელიწადში ორჯერ - არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა.

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე შპს ,,მ------ზე" გაცემული ლიცენზია სრული 25%-იანი კვოტით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,მ---ს", რომელიც თავისთავად გახდა თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელიც.

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია განმარტებულია, როგორც ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება.

 

,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით: ,,შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა’’ (30.09.2016 წლამდე რედაქცია).

 

აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა შპს ,,მ------სა" და შპს ,,პ--–---------------ის" მიერ, იმ მოტივით, რომ რეგულირების საფასურის გამოთვლა უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიანტების მიერ ფაქტობრივად მოპოვებული/ათვისებული რესურსის მიხედვით და არა დადგენილი კვოტიდან გამოანგარიშებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 69-ე პუნქტის თანახმად, ,,არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი რესურსით (შავ ზღვაში თევზის რესურსით) სარგებლობისათვის გადასახადი დაანგარიშებული უნდა იქნეს, ფაქტობრივად მოპოვებული და არა ლიცენზიანტისთვის გასაზღვრული ასათვისებელი/მოსაპვებელი კვოტის/ოდენობის საფუძველზე. სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მეწარმე სუბიექტის კომერციულ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებზე. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში სახელმწიფო დაკარგავდა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისა და გამოყენების შესაძლებლობას, აგრეთვე იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც აღნიშნული რესურსების გონივრულ გამოყენებას მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის’’. ამავე გადაწყვეტილების 45-ე პუნქტით კი, ,,ვინაიდან სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ კრიტერიუმს რომლის თანახმადაც: ,,სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით’’. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი’’ და ასევე ვერ აკმაყოფილებს 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიერ დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს, უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე და გაუმართლებლად არღვევს მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებას’’. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას’’. შესაბამისად, შპს ,,მ---ს" ევალებოდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, ამ აქტისა და სალიცენზიო პირობების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ 2017 წლის 17 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ,,რეგულირების საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლით განისაზღვრა რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი, რომლის დანართიც (ქაფშიის რეგულირების საფასურის ფარგლებში) ზუსტად იმ ფორმით ჩაიწერა, როგორც ეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების დანართში იყო მოცემული. ანუ, ნორმის შინაარსი, იგივე რედაქციით/შინაარსით გაითვალისწინა უკვე კანონმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 30 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 31 ივლისს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე შპს ,,მ---ს" ეკისრებოდა რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება, რომლის ძალადაკარგულად გამოცხადებამაც არ წარმოშვა მანამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება და ვერ წარმოშობდა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდის წესის ცვლილებას მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ცვლილება ემსახურებოდა საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას ფორმალური კუთხით. ახალი კანონის მოქმედების გავრცელებაც კი 2015-2016 წლების თევზჭერის სეზონზე, არ გამოიწვევს მოპასუხის მდგომარეობის გაუარესებას, ვინაიდან მან 2016 წლის 31 ივლისს, ჯერ კიდევ მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე არაკეთლსინდისიერად არ გადაიხადა რეგულირების საფასური. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო 2016 წლის 31 ივლისამდე გადაეხადა, იმ მომენტისათვის (ბრძანებით) განსაზღვრული რეგულირების საფასურის და დღეს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 05 მაისს გაკეთებულმა ჩანაწერმა მოაწესრიგა 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონის რეგულირების საფასურის გადახდის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 30 სექტემბერს და აქედან გამომდინარე, შპს ,,მ---ს" არ ევალება არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე რეგულირების საფასურის გადახდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერებისა და მისი პოზიციის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ 2016 წლის 19 აგვისტოს N21/8455 წერილით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, წარუდგინა 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციათა ნუსხა, რომლითაც რეგულირების საფასურთან დაკავშირებით წარმოეშვათ მოთხოვნები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.

 

ნუსხაში მითითებულია, რომ შპს ,,მ--’’ დავალიანებით 159375 ლარი, წარმოშობილი 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით.

 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/3/611 გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ავალდებულებს მოპასუხეს გადაიხადოს წარმოშობილი 159375 ლარის დავალიანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახ. ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 5000 ლარს. დავის საგნიდან გამომდინარე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 3% შეადგენს 4781 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,მ---ს" სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის გადახდა 159375 ლარის ოდენობით.

 

3. შპს ,,მ---ს" დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 4781 ლარის გადახდა სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე