განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
140100119002857778
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002857778

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/69-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - შ------- მ---–----–-–---–ის,ადვოკატ - ნ---- ა-----–-----–ის,ბრალდებულ - შ--–----------–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №077171018001 საქმე შ--–-------------–-- ძე ბ------–---–ის (დაბადებული 1----–-–---------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ონის რაიონი სოფელი შ-------, მცხოვრები: ქ. თბილისში, ბ------–-------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ შ--–----------–---–მა ჩაიდინა ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კილომეტრზე, თბილისის მიმართულებით ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო №L--------- მოძრავმა შ--–----------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და უკნიდან შეეჯახა თბილისის მიმართულებით სავალი გზის გვერდულზე გაჩერებულ დ----- კ------ის კუთვნილ ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო №---------- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრი დ----- კ------ე, ხოლო მძღოლმა გ------- კ----–------–---–მა კი მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა შ--–----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, მეჯვარეს - ლ---- კ------–---–ს სთხოვა ავტომანქანა და წავიდა ზესტაფონში ცოლ-შვილის სანახავად. იგი საღამოს ჩავიდა სოფელ ს----–-, სადაც იმყოფებოდა მისი ოჯახი. მან მეუღლეს - გ---–ას შესთავაზა ერთად დაბრუნებულიყვნენ თბილისში, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ გ---–ა რამოდენიმე დღით კიდევ დარჩებოდა სოფელში. წამოსვლამდე იგი და გ---–ა წავიდნენ ზესტაფონში ,,პამპერსების“ შესაძენად, რა დროსაც, ღამის საათებში, იგი გააჩერა მისთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელიც თბილისში მიდიოდა. მან აუხსნა, რომ ჯერ ზესტაფონში ჩავიდოდა, შემდეგ მეუღლეს დატოვებდა სოფელ ს----–- და ამის შემდეგ წავიდოდა თბილისში, რაზეც დათანხმდა აღნიშნული პირი და ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში გ---–ას უკან. გ---–ას სოფელში დატოვების შემდეგ აღნიშნული პირი, რომელსაც ერქვა გ-------, გადაჯდა წინა სავარძელზე, მის გვერდით და წამოვიდნენ თბილისის მიმართულებით. იმის გამო, რომ თიაქარი აქვს და წელი ტკიოდა გ-------მ შესთავაზა, რომ საჭესთან დაჯდებოდა. ხაშურის გასასვლელთან წელის ტკივილმა ძალიან შეაწუხა, გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა. გ-------მ კიდევ ერთხელ შესთავაზა, რომ დაჯდებოდა საჭესთან, ასევე უთხრა, რომ გამოცდილი მძღოლი იყო და აჩვენა მართვის მოწმობა. ბრალდებულმა იუხერხულა და გ------- დასვა საჭესთან, თვითონ კი გადაჯდა უკანა სავარძელზე, საჭის მხარეს. ცოტახანში მოძრაობისას გაიგონა გ-------ს გინების ხმა და მან მანქანის წინ შეამჩნია ადამიანის სილუეტი, რომელმაც მანქანას გადაურბინა, გ-------მ საჭე მიმართა მარჯვენა მხარეს და გადავიდა გრუნტიან გზაზე. ბრალდებული ჩავარდა წინა და უკანა სავარძლებს შორის. მძღოლთან მივიდა პიროვნება, რომელმაც ჰკითხა თუ როგორ იყო, რაზეც გ-------მ უპასუხა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ზემოთ მანქანა იყო გაჩერებული და იქ ენახა ვინმე ხომ არ იჯდა. ამ დროს გ------- გადავიდა მანქანიდან და წავიდა ავტომანქანის მარჯვენა მხარეს, რომელსაც მან დაუძახა თუ რას შვრებოდა, ცუდად იყო და მიეხედა მისთვის, მაგრამ გ-------ს უკან არც მოუხედავს, ისე გაუჩინარდა. თავიდან ვერ მიხვდა, თუ სად გაქრა გ-------, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ გვირაბში შევიდა და იქიდან გავიდა გზატკეცილის მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იჯდა მანქანის საჭესთან, მას სურდა დახმარებოდა დაზარალებულის ოჯახს, მაგრამ დაზარალებულის მხარემ ისეთი თანხა მოსთხოვა, რომ იგი ვერ გადაიხდიდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–ა ჩ----ემ განმარტა, რომ, ბრალდებული მისი მეუღლეა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში იგი იმყოფებოდა სოფელ ს----–- შვილებთან ერთად. შ--–----------–---–ი ჩავიდა მათ სანახავად. ბრალდებული დილით თბილისში უნდა ყოფილიყო, რადგან სამსახურს ვერ გააცდენდა. წასვლამდე გ---–ამ მეუღლეს სთხოვა, რომ ზესტაფონში ჩაეყვანა, რადგან ,,პამპერსი“ ჰქონდა საყიდელი ბავშვებისათვის. გზაში მათ ახალგაზრდა ბიჭმა ხელი გაუქნია, გააჩერეს ავტომანქანა და გაირკვა, რომ ის თბილისში მიდიოდა. გ---–ას გაეხარდა, რადგან მისი მეუღლე თბილისამდე მარტო არ იმგზავრებდა. აღნიშნული პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, წვერი ჰქონდა და ზურგჩანთა ეკიდა. შ--–----------–---–მა უთხრა, რომ ჯერ ზესტაფონში უნდა ჩასულიყო, შემდეგ მეუღლე უნდა დაებრუნებინა სოფელ ს----–- და ამის შემდეგ წავიდოდა თბილისში, რაზეც დათანხმდა. გ---–ა, რომ ავტომანქანიდან გადავიდა, ის პიროვნება წინა სავარძელზე შალვას გვერდით დაჯდა. გამთენიისას გ---–ას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ავარიაში მოყვნენ და ერთი ადამიანი გარდაცვლილი იყო. იგი ჩამოვიდა საავადმყოფოში, სადაც მისი მეუღლე იყო არაადეკვატური, რომელმაც უთხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ძლიერად მიარტყა თავი და გულიც წაუვიდა. მოგვიანებით მისი მეუღლე დააკავეს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მეუღლე მოუყვა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან იჯდა გ-------, რომელმაც აჩვენა მართვის მოწმობა. მან მოგვიანებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. 436 ნიშნულთან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 5 მეტრში მდებარეობს გვირაბი, რომელიც ავტობანს აკავშირებს გზის მეორე მხარესთან და ადამიანს თავისუფლად შეუძლია გასვლა. დაზარალებულმა მხარემ მათ 150000 ლარი მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----- ჩ----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მისი მეუღლეა. ის ავტოსაგზაო შემთხვევას არ შესწრებია. ბრალდებულის მხარე მას ბევრ სიბინძურეს აბრალებს. მას არანაირი თანხა არ მოუთხოვია შ--–----------–---–ისათვის და არც ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მისი, როგორც დაზარალებულის პოზიციაა, რომ ბრალდებული დაისაჯოს უმკაცრესად, რადგან მან მისი ოჯახი მასხრად აიგდო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- კ----–------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გადმოკვეთა სარფის საბაჟო, სადაც ელოდებოდა დ----- კ------ე თავისი კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და ბათუმიდან წამოვიდნენ თბილისის მიმართულებით. იმის გამო, რომ დ-----ს ეძინებოდა, მისივე თხოვნით იგი დაჯდა საჭესთან და განაგრძო გზა. მოგვიანებით, დაღლილობის გამო გადაწყვიტა გაეჩერებინა ავტომანქანა და დაესვენა. მან ავტომანქანა გადაიყვანა გზიდან და გაჩერდა, მარცხენა წინა და უკანა საბურავები ოდნავ ეხებოდა ბეტონის გზას. ხელები თავზე შემოიდო და თვალები დახუჭა, მაგრამ არ ეძინა. 2-3 წუთის გასვლის შემდეგ შემოაესმა ხრეშის ხმა, რასაც მოჰყვა დარტყმა, მანქანა მარჯვნიდან მარცხნივ შემოტრიალდა და გაჩერდა პირით დასავლეთის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა, რომ მათი მანქანის წინ იდგა შავი ფერის ავტომანქანა, რომელთანაც მიირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა, გააღო წინა მარცხენა კარები და საჭიდან გადმოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, იყო შ--–----------–---–ი. ის იხთოვდა შველას და პირი, რომელმაც შ--–----------–---–ი გადმოიყვანა მანქანიდან, მასაც დაეხმარა გადმოსვლაში. გარდა აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცისა და შ--–----------–---–ისა სხვა პიროვნება იქ არ იმყოფებოდა. შემდეგ მოვიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეკითხვაზე პიროვნებამ უპასუხა, რომ იყო შ--–----------–---–ი, რომელიც სასამართლოს ფოიეშიც შეხვდა და იცნო. შავი ფერის ავტომანქანაში, გარდა მძღოლისა სხვა პირი არ ყოფილა, რომ ყოფილიყო ის აუცილებლად დაინახავდა, რადგან მისი მანქანა გაჩერებული იყო ზემოთ, ხოლო შავი ფერის მანქანა იყო დაბლა და ზემოდან დასცქეროდა. მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ იგი ერთი კვირის განმავლობაში მოთავსებული იყო ხონის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში. იგი ითხოვს ბრალდებულის სათანადოდ დასჯას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---- ნ---------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამორიგეოში გადმოსცეს ინფორმაცია, რომ ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 108-ე კილომეტრზე, მოხდა ავტო-საგზაო შემთხვევა. იგი დაუკავშირდა პატრულ-ინსპექტორ ბ------ ფ---------ს, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მიიღო ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იყო დაზარალებული და გარდაცვლილი. მას შემთხვევის ადგილზე მისასვლელად დასჭირდა, დაახლოებით 10 წუთი. ადგილზე მისულს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ დახვდა შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილი იყო დაცული. ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა იყო შემოტრიალებული, წინა ნაწილით დასავლეთის მიმართულებით, ხოლო მარცხენა მხარეს გზის ქვემოთ გაჩერებული იყო, შავი ფერის ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა. ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლი მას ადგილზე არ უნახავს. შემთხვევის ადგილზე მესამე მანქანა არ ყოფილა. პატრულის თანამშრომლებთან: გ------- ო-----–--–---–თან, გ------- ც---–--–--ესთან და ექსპერტ გ------- მა--------ესთან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შედგა სქემა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც ყველაფერი აისახა სრულად და მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით. გზის მარჯვენა მხარეს მდგომი ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან მაშველების მიერ გადმოყვანილი იქნა გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი. პატრულ-ინსპექტორმა ბ------ ფ---------მა მას უთხრა, რომ ქარელის საავადმყოფოში გადაყვანილი იქნა ორი პიროვნება, კერძოდ: ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი გ-------, რომლის გვარიც არ ახსოვს და ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლი შ--–----------–---–ი. იგი შემთხვევის ადგილიდან გაემართა ქარელის საავადმყოფოში, აღებული იქნა სისხლის ნიმუშები, მოწმის სახით გამოკითხა ის პირი, ვისზეც იყო რეგისტრირებული ავტომანქანა ,,ბე-ემ-ვე“. ასევე, მის მიერ გამოიკითხნენ პატრულ-ინსპექტორი ბ------ ფ---------ი. შემთხვევის ადგილის დათავლიერებაში მონაწილე პირები: გ------- ც-–--–--ე, გ------- ო-----–--–---–ი და გ------- მა--------ე, შემთხვევის ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი და ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლი შ--–----------–---–ი, ასევე სხვა მოწმეები. მის მიერ იქნა დანიშნული ექსპერტიზები. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა თვითონ. გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა შ--–----------–---–ი, დაკავებისას მას განემარტა უფლებები, ასევე გადაეცა საქმის მასალები. მის მიერ ყველა გამოკითხვა ჩატარდა კანონის დაცვით და გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირდა ის ინფორმაცია, რაც მოწმეებმა მიაწოდეს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. შ--–----------–---–ისა და გ------- კ----–------–---–ის გამოკითხვა მოხდა გორის რაიონულ საავადმყოფოში, იმავე დღეს როცა მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. შემთხვევის ადგილიდან გვირაბი საშუალო მანძილით იყო დაშორებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ორივე ავტომანქანა. მათზე არსებული დაზიანებების გამო ვერ მოხდა მათი დალუქვა. ავტომანქანები გადაყვანილი იქნა დაცულ ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტმა გ------- მა--------ემ დაასურათა შემთხვევის ადგილი. იგი ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ა------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის გორის რეგიონალურ განყოფილებაში - მძღოლ მაშველად. 2018 წლის 17 ოქტომბერს, შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. დაახლოებით 08:00-08:10 საათის ინტერვალში მივიდა შემთხვევის ადგილზე. მას სამსახურიდან შემთხვევის ადგილზე მისასვლელად დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე იყო „მერსედესის“ და „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანები. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში იყო გარდაცვლილი. ხელსაწყოებით გააღეს ავტომანქანის კარები და მიცვალებლი სპეციალურ ტომარაში ჩაასვენეს. მათი მისი მისვლისას ადგილზე მისულები იყვნენ საპატრულო პოლიიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ------- ფ---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით დილის რვა საათზე, მიიღო შეტყობინება, რომ შეჯახება უნდა ყოფილიყო ქარელის მონაკვეთზე. გამოძახებიდან დაახლოებით 7-10 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე შეჯახებულები იყვნენ „მერსედესის“ და „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანები. „მერსედესი“ შემოტრიალებული იყო დასავლეთის მიმართულებით, ხოლო „ბე-ემ-ვე“ გადავარდნილი იყო გზის სავალი ნაწილიდან. „მერსედესში“ მარჯვენა მხარეს მჯდომ პიროვნებას სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. ,,ბე-ემ-ვეს“ მძღოლი იყო შ--–----------–---–ი, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ დასავლეთში იყო ცოლ-შვილის სანახავად, სამსახურში უნდა ჩაესწრო, ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა და მოძრაობისას ჩაეძინა. ,,მერსედესის“ მძღოლი უჩიოდა მხრისა და თავის ტკივილს. მათ შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილი. გამოძახებიდან დაახლოებით 15 წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა სამაშველო სამსახური, რომლებმაც გაჭრეს ავტომანქანა და ამოიყვანეს გარდაცვლილი. იგი მანქანების ამოღებას არ ესწრებოდა. იგი არეგულირებდა საგზაო მოძრაობას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ----- ს---–--–--–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 7 საათისთვის, თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით. გზაზე მოძრაობა თავისუფალი იყო, რა დროსაც გზის საპირისპირო მხარეს შეამჩნია მტვერი. გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც დაინახა, რომ შავი ფერის ,,ბე-ემ-ვე“ დაბლა იყო ჩავარდნილი, ხოლო ვერცხლისფერი ,,მერსედესი“ იდგა ზემოთ. მან მიირბინა შავი ფერის ავტომანქანასთან, გააღო მარცხენა კარები, მაგრამ არ ახსოვს წინა კარი იყო თუ უკანა და გადმოიყვანა მამაკაცი, რომელიც გულ-მკერდს იტკიებდა. შემდეგ იგი გაემართა მეორე მანქანისაკენ, საიდანაც შველას ითხოვდნენ. მივიდა ვერცხლისფერ მანქანასთან, რომელიც შეტრიალებული იყო ქუთაისის მიმართულებით, სადაც ერთ პიროვნებას თავი ჰქონდა გადმოვარდნილი უკანა ფანჯარიდან, ხოლო მეორეს ოდნავ ჰქონდა კარი ღია. იგი დაეხმარა მას მანქანიდან გადმოსვლაში, მიხვდა, რომ მათ ვერ დაეხმარებოდა, წავიდა თავისი მანქანისაკენ, რადგან ტელეფონი მანქანაში ჰქონდა. მან დარეკა 112-ში და გააგრძელა გზა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- თ---–----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს, გაცემულია სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №---- დასკვნა. დასკვნა გაიცა გამომძიებელ ა.ნ---------–---–ის მიმართვის საფუძველზე. მასთან გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო №--------L და ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო №---------- მან პირველად დაათვალიერა ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი, რომლის ვიზუალური დათვალიერებით და შემოწმებით დადგინდა, რომ წინა ნაწილში აღენიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალებით განვითარებული ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები. კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, ორივე გვერდითა უკანა ხედვის სარკე, მარცხენა ორივე კარი, უკანა მარცხენა ფრთა, ძარის სახურავი და ძარის სახურავის საყრდენები. ჩამსხვრეული ჰქონდა: წინა ორივე მაშუქი და წინა საქარე მინა. წინა მარცხენა საბურავი მოგლეჯილია სამაგრებიდან და განცალკევებულია. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. შემდეგ დათვალიერებული იქნა ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. მან დაათვალიერა ასევე ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. დადგინდა, რომ მას უკანა მარჯვენა ნაწილში აღენიშნება უკნიდან წინ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა: უკანა ბამპერი, უკანა ორივე ფრთა, მარჯვენა ორივე კარი, მარცხენა უკან კარი, ძარის სახურავი და ძარის სახურავის საყრდენები. ჩამსხვრეული ჰქონდა: უკანა ორივე მაშუქი, უკანა საქარე მინა, უკანა ორივე და წინა მარჯვენა კარის მინა. უკანა მარჯვენა საბურავი მოგლეჯილია სამაგრებიდან, ხოლო უკანა მარცხენა საბურავის დაკიდება დეფორმირებულია. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. დათვალიერებული იქნა ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. საჭის რგოლის მობრუნებით ბრუნვა მართვად თვლებს გადაეცემა ნორმალურად, ამდენად, იგი გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ,,ბე-ემ-ვეს“, სახელმწიფო №L--------- როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ,,მერსედესის“, სახელმწიფო №---------, საჭით მართვის მექანიზმი, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ შ--–----------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის 21-ე პუნქტი 5-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ------- კ----–------–---–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება. ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილის მუხრუჭი შეჯახების შედეგად არის გამოსული მწყობრიდან და არა ექსპლუატაციის მომენტში. იგი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო შეჯახებას გამორიცხავს. მან ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის მდებარეობა განსაზღვრა ჩამონაყარის მიხედვით, თუმცა გზაზე რომ არ იყო გაჩერებული, ზუსტად იცის. „მერსედესის“ საბურავის მდებარეობის განსაზღვრა მისხალებში შეუძლებელია. ავარიის მექანიზმის გამოსაკვლევად, დიდი როლი ითამაშა ბრალდებულის ჩვენებამ, ამასთან მისი ჩვენების საწინააღმდეგო გარემოება საქმის მასალებში არ გამოკვეთილა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი ცოდნისა და გამოცდილების თანახმად, თუ ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილს გადაურბინა ქვეითმა, მარჯვენა ზოლში არ უნდა გადასული და უნდა დაემუხრუჭებინა. იმ შემთხვევაში, თუ კვალი იქნებოდა მარჯვენა სავალ ზოლში, ეს მითითებს, რომ მძღოლი მარჯვენა სავალ ზოლში მოძრაობდა. იგი დასკვნის გაცემისას მხოლოდ მძღოლის ჩვენებას ვერ დაეყრდნობოდა, მან შეისწავლა საქმის მასალები, რაზე დაყრდნობითაც მიიღო კატეგორიული დასკვნა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

2018 წლის 17 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კილომეტრზე. შემთხვევის ადგილს ერთვის სქემა და ფოტოცხრილი.

2018 წლის 13 ნოემბერს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის ,,MERSEDES BENZ C 230“ სახელმწიფო №--------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს-11000 (თერთმეტიათასი) ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის ,,----------, სახელმწიფო №--------L დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს-10000 (ათიათასი) ლარს.

2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №---- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ,-----, სახელმწიფო №L--------- როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ,,MERSEDESI“, სახელმწიფო №---------, საჭით მართვის მექანიზმი, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ შ--–----------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის 21-ე პუნქტი 5-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ------- კ----–------–---–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

2018 წლის 25 ნოემბერს გაცემული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ დ----- კ------ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა, ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების გაგლეჯვა. ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს არანაკლებ 02 და არაუმეტეს 06 საათისა. დ.კ------ის გვამს აღენიშნებოდა - მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე. შინაგანი გამოკვლევით ნანახია -კისრის და გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრამვა, კისრისა და გულ-მკერდის მალების გაგლეჯვა, ზურგის ტვინის მთლაინობის სრული დარღვევით, რბილ გარსებში სისხლჩაქცევებით. ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა. ორმხრივ პლევრისა და ფილტვის ქსოვილის გაგლეჯვა, ორმხრივი ჰემოთორაქსი. სისხლი პლევრალურ ღრუებში, მარჯვნივ 650.0 და მარცხნივ 850.0 მლ-ის ოდენობით. მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა, ღვიძლისა და ელენთის ტრავმული გაგლეჯა, ჰემოპერიტონიუმი, თხიერი და შედედებული სისხლი მუცლის ღრუში 1500.0 მლ-ის ოდენობით. მარჯვენა მხრის ძვლის დახურული მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

2018 წლის 04 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცცის თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, გ------- კ----–------–---–ს სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიუმართავს: 17.10.18 წელს და დატოვა 18.10.18 წელს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, აღენიშნებოდა L3 მალის განივი მორჩის მოტეხილობა, მარჯვენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა, II ნეკნის მოტეხილობა-განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2018 წლის 04 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცის თანახმად, მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, შ--–----------–---–ს სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიუმართავს: 17.10.18 წელს და დატოვა 19.10.18 წელს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, ძილიანობა-განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქიმიური-ტოქსიკოლოგიური №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ------- კ----–------–---–ის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა.

ქიმიური-ტოქსიკოლოგიური №--------- დასკვნით დასტურდება, რომ შ--–----------–---–ის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა.

2019 წლის 21 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ შ--–----------–---–ი დაკავებულია 2019 წლის 21 იანვარს 15:10 საათზე.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რა დროსაც აუცილებელია უტყუარად იქნეს დადგენილი, რომ პირი, ვისაც წარედგინა ბრალდება, ნამდვილად მართავდა ავტომობილს და მის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი - ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და დამდგარ კონკრეტულ შედეგეს შორის. ამ მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა დროსაც გასათვალისწინებელია ქმედების სუბიექტური მხარე, კერძოდ, ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, შედეგი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ადამიანის სიცოხლის მოსპობა და მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის, ვინაიდან ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში შ--–----------–---–ს ბრალი ედება ზემოხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევაში, რამაც კონკრეტული შედეგები გამოიწვია.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ შ--–----------–---–ის სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ბრალდებულ შ--–----------–---–ისა და მოწმე გ---–ა ჩ----ის ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანა „ბე-ემ-ვეს“ თითქოსდა მართავდა ვინმე „გ-------“, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლობით, კერძოდ: მოწმე გ------- კ----–------–---–ის ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა შ--–----------–---–ი და მის გარდა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანაში არავინ მჯდარა, ვინაიდან მოწმეს - მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის და შემთხვევაში მონაწილე შ--–----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანების განლაგება, სავსებით აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ შეჯახების დასრულების შემდეგ მას სრულყოფილად აღექვა ზემოხსენებული გარემოება, ვინაიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილის გვერდულზე, ხოლო შ--–----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა კი გზიდან დაბლა, რაც კიდევ უფრო აადვილებდა მოვლენების აღქმას. მოწმე გ------- კ----–------–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანაში არ იმყოფებოდა სხვა მგზავრი, გარდა შ--–----------–---–ისა, ასევე ამყარებს მოწმე ზ----- ს---–--–---–ის განმარტება, რომელიც მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და მასაც გარდა ერთი პირისა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანაში არავინ უნახავს, ხოლო ბ------ ფ---------ის განმარტებით, მას შ--–----------–---–მა განუმარტა, რომ ავტომანქანას თავად მართავდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმე გ------- კ----–------–---–ის ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმის მხრიდან ყველა ფაქტი თუ მოვლენა გადმოცემული იქნა თანმიმდევრულად და არ წარმოშობს ეჭვს, ამასთან სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეს შესაძლოა ჰქონდეს იმგვარი ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა მოვლენების სათანადოდ აღქმასა და გადმოცემაში. მით უფრო, რომ მოწმე გ------- კ----–------–---–ის განმარტებით, მას დაკითხვამდე, სასამართლოს შენობის ფოიეში ჰქონდა საშუალება დაენახა შ--–----------–---–ი, რომელიც მართალია არ ესწრებოდა მის დაკითხვას, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ სწორედ ის მართავდა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ნამდვილად შ--–----------–---–ი მართავდა ავტომობილს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიების არცერთ ეტაპზე, ბრალდებულ შ--–----------–---–ისაგან არ ყოფილა დაფიქსირებული პოზიცია, რომ „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას თითქოსდა მართავდა ვინმე „გ-------“. ასევე, ბრალდებულის სოფლიდან წამოსვლისას უცხო პირის ავტომანქანაში ჩაჯდომაზე, გამოძიების არცერთ ეტაპზე, არ საუბრობს მოწმე გ---–ა ჩ----ეც, რაც გამოძიებას მისცემდა ამ მიმართულებით მუშაობის საშუალებას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ შ--–----------–---–ის და მოწმე გ---–ა ჩ----ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და მიმართულია შ--–----------–---–ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.

2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №---- დასკვნით კი დადასტურდა, რომ მძღოლ შ--–----------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის 21-ე პუნქტი 5-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მძღოლ გ------- კ----–------–---–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება. 2018 წლის 25 ნოემბერს გაცემული ექსპერტიზის №--------- და 2018 წლის 04 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის №--------- დასკვნებით კი დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ცალსახადაა დადასტურებული, რომ შ--–----------–---–ის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი - ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის მხარეს, ავტომანქანა „მერსედესის“ დაზარალებული მხარისათვის გადაცემით შეეზღუდა მტკიცებულების გამოკვლევისა და საქმეზე შესაძლო დამატებითი მტკიცებულების მოპოვების უფლება და ასავე იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებში არსებული დროის ცდომილება წარმოადგენს მათ მიერ მიცემული ჩვენებების არგაზიარების საფუძველს, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ დროში ცდომილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემთხვევის დღიდან გასულია თითქმის ერთი წელი. ამასთან, მოწმეები ჩვენებების მიცემისას საუბრობდნენ დაახლოებით დროზე, რაც ბუნებრივია გამოიწვევდა გარკვეულ ცდომილებას საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს იმგვარ შეუსაბამობას, რაც გამოიწვევდა მათი ჩვენებების უტყუარობაში ეჭვის შეტანას, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანის დაზარალებული მხარისათვის გადაცემას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანამხად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. შესაბამისად, ბრალდების მხარე უფლებამოსილი იყო დაზარალებული მხარისათვის დაებრუნებინა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, ამასთან სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის სრულყოფილად გამოკვლევის საშუალება მიეცა დაცვის მხარეს, დეტალურად არის აღწერილი ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები, ხოლო დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა საგამოძიებო ორგანოში არ დაფიქსირებულა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, შ--–----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ სასამართლო თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ--–----------–---–მა ჩაიდინა, ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დამდგარი შედეგი, ბრალდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ის გარემოება, რომ არ იკვეთება ბრალდებულის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შესაბამისად საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც აღემატება სანქციის მინიმუმს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ--–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

შ--–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 21 იანვრიდან 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.

შ--–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრუნდეს მის შემტანს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ერთი ლაზერული დისკი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო „BMW“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - L--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შ.კაკაურიძე