განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002977840
საქმე #1/183-19 (028181118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–-- ს---–---–---–- (დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–---------------–----------------------------------------------)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის იანვრის დასაწყისში, ღამით, კ-----------------------–-------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო, შ--–-- ს---–---–---–მა არასრულწლოვან შვილს - ა-- ს---–---–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად ა-- ს---–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. 2018 წლის 8 აპრილს, ამავე სახლში, კვლავ შელაპარაკების გამო, შ--–-- ს---–---–---–მა ა-- ს---–---–---–ს ხელი დაარტყა თავში, რის შედეგად ა-- ს---–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.3. 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, კვლავ სოფელ ე-----–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შ--–-- ს---–---–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ს---–---–---–-ს თანდასწრებით, 17 წლის შვილს - ა-- ს---–---–---–ს მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა-- ს---–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, შ--–-- ს---–---–---–- ა-- ს---–---–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, მათ შორის - არასრულწლოვნის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის არასრულწლოვანი წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ--–-- ს---–---–---–-ს მიერ 2018 წლის იანვარსა და 8 აპრილს ა-- ს---–---–---–-ს მიმართ ძალადობის, ხოლო 17 ნოემბერს - მუქარის ფაქტი. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, სოფელ ე-----–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში შ--–-- ს---–---–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ს---–---–---–-ს თანდასწრებით, 17 წლის შვილს - ა-- ს---–---–---–ს მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც ა-- ს---–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა ა-- ს---–---–---–მა და მოწმეებმა - ნ-----–---- და მ------- ს---–---–---–ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 7 ოქტომბრისა და 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.7. ბრალდებულმა შ--–-- ს---–---–---–მა არ უარყო 2018 წლის 17 ნოემბერს ა-- ს---–---–---–ზე ძალადობა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული ტკივილს არ გამოიწვევდა (2019 წლის 18 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ა-- ს---–---–---–- ,,უჩივის ქალას რბილი საფარის ტკივილს. კეფის მიდამოში, ქვედა მესამედში, თმოვანი საფარველის ქვეშ აღენიშნება უსწორო, 3,5-3 სმ ზომის, გაფანტული ხასიათის, მუქი მოწითალო სისხლჩაქცევა“. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 87-90);
3.9 მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ უარყოფს არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ ძალადობას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს არ გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს. მოწმეების - მ--- ს---–---–---–-ს, თ----- ჯ-----ისა და თ------- ჯ-----ის ჩვენებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, 2018 წლის 17 ნოემბერს შ--–-- ს---–---–---–მა ქალიშვილს ხელი ჩაავლო თმებში, რის გამოც ა--მ ყვირილი დაიწყო (ს.ფ. 6-8; 12-17). ამავე ჩვენებებით ძალადობას შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმა ნ-----–---- ს---–---–---–-ც;
3.10 სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულის მიერ ქალიშვილზე ფიზიკურმა ძალადობამ უდავოდ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც დასტურდება არაერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით. ამასთან, დაზარალებული არათუ ძალადობის მომენტში, შემდეგაც - სამედიცინო შემოწმების დროს - უჩიოდა ტკივილს კეფის მიდამოში. მას დაზიანებაც დაუდგინდა სისხლჩაქცევის სახით;
3.11 რაც შეეხება 2018 წლის იანვარსა და აპრილში ძალადობას, ასევე - მუქარას არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ - ბრალდების ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ნაწილში შ--–-- ს---–---–---–- უნდა გამართლდეს.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ--–-- ს---–---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული შეურიგდა შ--–-- ს---–---–---–ს და პრეტენზია არ აქვს. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზეც მამის წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის ხასიათი და ხარისხიც. ყოველივე ერთობლიობაში არ მეტყველებს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობაზე და სასამართლოს აზრით, არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - პირობებშიც შესაძლებელია კანონით დადგენილი მიზნების მიღწევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-- ს---–---–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2018 წლის იანვრისა და 8 აპრილის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
შ--–-- ს---–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
მსჯავრდებულ შ--–-- ს---–---–---–-სათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის შერჩევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი