გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310018002690214
(3/69-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.10.2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ი----ნ დ-------ა
წარმომადგენელი - ლ-–- ხ--–------ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ო
წარმომადგენელი - დ----რ კ--------–-ა
მოპასუხე- ა--–-- მ----–----–-------ს მერია
წარმომადგენელი-გ--–- ზ-------ა, დ----- თ---------ა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოსათვის ა--–-- მ----–----–-------ს სოფელ მ-----–ი მდებარე 849 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
1.3. ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის 2018 წლის 10 აგვისტოს, უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, N00194 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ საფუძვლად მიუთითა შემდეგი: საკომლო ჩანაწერების მიხედვით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გადაეცა 7500 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც დაირეგისტრირა 6 651 კვ/მ მიწის ნაკვეთი. დარჩენილი 849 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით (განაცხადის N8-----------) მიმართა ა--–-- სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა მოპასუხემ, იმ საფუძვლით, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდებოდა, N8------------22 გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი. ა--–-- მ----–----–-------ს მერის N00194 ბრძანებით ასევე, არ იქნა დადგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს, ისე ა--–-- მ----–----–-------ს მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეიცავდა რეგისტრაციისათვის აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარით დაირღვა მისი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული საფუძვლით ითხოვს სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილებისა და ა--–-- მ----–----–-------ს მერის N00194 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოსათვის ა--–-- მ----–----–-------ს სოფელ მ-----–ი მდებარე 849 კვ/მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ი----ნ დ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე სსიპ ”საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს” წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია ამ სფეროში მოქმედი ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით და არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
2.2.მოპასუხე ა--–-- მ----–----–-------ს მერიის წარმომადგენელმა ასევე არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც დადასტურდა იმავე ნაკვეთის სხვა პირის მიერ ფლობის ფაქტი, რის გამოც მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა--–-- არქივში დაცული, ა--–-- რაიონის სოფელ მ------ საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, ერ------ დ-------ას (მოსარჩელის ი----ნ დ-------ას მამა) კომლს ა--–-- რაიონის სოფელ მ-----–ი საკუთრებაში ერიცხებოდა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო N2----------03 ცნობა (01.05.2013 წ)
3.1.2. 2013 წლის 4 სექტემბერს ი----ნ დ-------ამ მიიღო 2013 წლის პირველ მარტს გარდაცვლილი მამის-ერ------ დ-------ას სამკვიდრო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო აქტი N130909002.04.09.2013 წ)
3.2.3.საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2013 წლის 20 დეკემბრის N 882013617082 გადაწყვეტილებით, ი----ნ დ-------ას მამის-ერ------ დ-------ას კომლის კუთვნილი 0.75 ჰა მიწის ნაკვეთიდან ი----ნ დ-------ას საკუთრებაში აღირიცხა 6.651კვ/მ მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რ--------დან (20.12.2013 წ);
3.1.4.2017 წლის 19 დეკემბერს ი----ნ დ-------ას წარმომადგენელმა საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს მიმართა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით და მოითხოვა ა--–-- მ----–----–-------ს სოფელ მ-----–ი მდებარე ერ------ დ-------ას კომლის კუთვნილი 0.75 ჰა მიწის ნაკვეთიდან დარჩენილი, აღურიცხავი 849 კვ/მ მიწის ნაკვეთის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
განმცხადებელმა თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, 849 კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, პირადი განცხადება და მიუთითა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული დოკუმენტაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-N 8----------- სარეგისტრაციო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია;
3.1.5.2017 წლის 25 დეკემბერს საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა ზედდება დადგინდა მომიჯნავე მიწის საკადასტრო მონაცემებთან (წარმოებაში მიღებული N8----------- სარეგისტრაციო განცხადება).დაინტერესებულ პირს ეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის ან დავის არსებობის შესახებ განცხადების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება;
3.1.6. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------07 (25.01.2018 წ), N8------------09 (30.01.2018 წ), და N8------------11 (01.02. 2018 წ), გადაწყვეტილებებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მონაცემებთან. დავის მოგვარების მიზნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დანიშნა მედიატორი, თუმცა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო მედიაცია შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------07 (25.01.2018 წ), N8------------09 (30.01.2018 წ), და N8------------11 (01.02. 2018 წ), გადაწყვეტილებები;
-მედიაციის შეწყვეტის ოქმი;
3.1.7.სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------13 (16.02.2018 წ), N8------------15 (19.02.2018 წ), გადაწყვეტილებებით საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებული პირისგან მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის წარმოდგენა, რის საფუძველზეც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------13 (16.02.2018 წ), N8------------15 (19.02.2018 წ), გადაწყვეტილებები;
3.1.8. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი კორექტირებული ნახაზი მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი დაინტერესებული პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------15 გადაწყვეტილება;
3.1.9. 2018 წლის 15 მარტს ი----ნ დ-------ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საჯარო რ--------ს ე---------– ს-------ოს და მოითხოვა და N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, ასევე საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისისათვის N8----------- და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ი----ნ დ-------ას წარმომადგენლის საჩივარი (15.03.2018 წ);
3.1.10.საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 12 აპრილის N165010 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი----ნ დ-------ას საჩივარი, კერძოდ, გაუქმდა N8----------- სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება, შესაბამისი მ----–----–-------ს მერიიდან უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და მის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ N165010 გადაწყვეტილება (12.04.2018 წ);
3.1.11. საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2018წლის 13 აპრილს მიმართა (წერილიN16497) ა--–-- მ----–----–-------ს მერიას და მოითხოვა უფლების დამდგენ დოკუმენტსა (საარქივო ცნობა AA2---------. 01.05.2013 წ) და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის წერილი N16497 (13.04.2018 წ);
3.1.12. ა--–-- მ----–----–-------ს მერის 2018 წლის 10 აგვისტოს N 00194 ბრძანებით უფლების დამდგენ დოკუმენტსა (საარქივო ცნობა AA2---------. 01.05.2013 წ) და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგენილი ვერ იქნა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე პრეტენზია გააჩნდა ო-–-- დ-------ას და არსებული მდგომარეობით დგინდებოდა ამ მიწის ნაკვეთის ო-–-- დ-------ას მიერ ფლობის ფაქტი. აღნიშნული საფუძვლით, იდენტურობის დადგენაზე უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა--–-- მ----–----–-------ს მერის N 00194 ბრძანება (10.08.2018 წ);
3.1.13.აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 15 აგვისტოს N8------------22 გადაწყვეტილებით ი----ნ დ-------ას წარმომადგენელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს N8------------22 გადაწყვეტილება (15.08.2018 წ)
3.1.14. 2018 წლის 11 სექტემბერს ი----ნ დ-------ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საჯარო რ--------ს ე---------– ს-------ოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 15 აგვისტოს N8------------22 გადაწყვეტილების გაუქმება და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემის (რეგისტრაციის) დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჩივარი (11.09.2018წ);
3.1.15.საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით ი----ნ დ-------ას წარმომადგენელს უარი ეთქვა საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 15 აგვისტოს N8------------22 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს N3----- გადაწყვეტილება(18.09.2018 წ);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმისა და საჯარო რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს და სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი შეფასების გრაფაში.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტიური გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლებით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5,96-97-ე, მე- 601მუხლებით, “საჯარო რ--------ს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-3,22-ე 23-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები - სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილება და ა--–-- მ----–----–-------ს მერის N00194 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 ბრძანებით, არ იქნა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე ი----ნ დ-------ას უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, აღნიშნულის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, ი----ნ დ-------ას უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ხოლო გასაჩივრებული, სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით ი----ნ დ-------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფაქტობრივად, ძალაში დარჩა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ი----ნ დ-------ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
ამდენად, დავის საგანია ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
სასამართლო თავდაპირველად შეამოწმებს ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 ბრძანების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ნორმატიული აქტით განსაზღვრული ამ უფლებამოსილების განხორციელებისას მოპასუხე, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო იგივე კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, ასევე, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს, ა--–-- მ----–----–-------ს მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ იქნა მოპოვებული და შესაბამისად, გამოკვლეული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, რამაც გამოიწვია კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად, მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება. კერძოდ;
დადგენილია, რომ ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის 2018 წლის 10 აგვისტოს N00194 ბრძანებით ი----ნ დ-------ას უარი ეთქვა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00194 ოქმი, რომლის მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე პრეტენზია გააჩნია მოქალაქე ო-–-- დ-------ას და დღეის მდგომარეობით იგი ო-–-- დ-------ას ფაქტიურ მფლობელობაშია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით, ი----ნ დ-------ასათვის მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენაზე უარი, ეწინააღმდეგება ამ სფეროში მოქმედი კანონებისა და სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა პირის პრეტენზიის არსებობა, ან თუნდაც ამ პირის მიერ მისი ფლობის ფაქტი, არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლების არარსებობას იმავე მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის მიერ საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ი----ნ დ-------ას უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რაც მას კანონშეუსაბამოს ხდის. კერძოდ;
დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ერ------ დ-------ას (მოსარჩელის ი----ნ დ-------ას მამკვიდრებელს), ა--–-- რაიონის სოფელ მ-----–ი საკუთრებაში გააჩნდა, ზღვრული ოდენობის- 0.75 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ ერ------ დ-------ას მემკვიდრის, ი----ნ დ-------ას მიერ, საჯარო რ--------ს ე---------– ს-------ოში, უფლების დამდგენი დოკუმენტის-საარქივო ცნობის, რომლის მიხედვით კომლს გააჩნდა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი, საფუძველზე დარეგისტრირებულ იქნა მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთიდან, მხოლოდ ნაწილი- 6.651კვ/მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დაურეგისტრირებელი დარჩა 849 კვ/მ მიწის ნაკვეთი.
მოპასუხე სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ერ------ დ-------ასათვის გადაცემული 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთ მთლიან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული - 6.651კვ/მ მიწის ნაკვეთი, არის ამ მთლიანი ნაკვეთის ნაწილი.
მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო საკადასტრო გეგმა ნახაზი, რომელიც მოიცავდა, უკვე მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიას და წარმოადგენდა ერთი მთლიანი ნაკვეთის დაურეგისტრირებელ ნაწილს. შესაბამისად, მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა კომისიის მიერ სწორედ მისთვის გადაცემული, 0.75 ჰა მიწის ნაკვეთიდან დაურეგისტრირებლად დარჩენილი 849 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მოთხოვნით და წარადგინა შესაბამისი გეგმა/ნახაზი, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნის-უფლების დამდგენ დოკუმენტსა და გეგმა/ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენასთან დაკავშირებით, ა--–-- მ----–----–-------ს მერიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვერ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის იდენტობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მიწის განაწილების კომისიის თავმჯდომარე, აკაკი ნადარეიშვილი, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოსარგებლეებს ზღვრულ ოდენობამდე მიწის ნაკვეთი მიეზომებოდათ მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ და თუ შესაძლებელი იყო, ერთ მთლიან ნაკვეთად.
სასამართლო თვლის, რომ იმ ვითარებაში, როცა თავად მერია სადავოდ არ მიიჩნევს 0.75 ჰა მიწის ნაკვეთის მოსარჩელის კუთვნილების ფაქტს და მის ადგილმდებარეობას, კერძოდ, მოსარჩელისთვის საკარმიდამო, ერთ მთლიან ნაკვეთად გადაცემის ფაქტს, საიდანაც ნაწილი უკვე, აღრიცხულია საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლებით, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხის პოზიცია, მეორე ნაწილის იდენტობის დადგენაზე უარი, მით უფრო იმ საფუძვლით, სხვა პირს (ო-–-- დ-------ას) გააჩნია პრეტენზია ამ ნაკვეთზე, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე, ა--–-- მ----–----–-------ს მერიის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ მესამე პირმა ო-–-- დ-------ამ, სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ა--–-- მ----–----–-------ს მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას, თუმცა მას კომისიის მიერ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სადავო მიწის ნაკვეთზე არ იქნა აღიარებული მისი საკუთრების უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ადმინისტრაციული ორგანოს- ა--–-- მ----–----–-------ს მერიის მხრიდან, საკითხის სრულად გამოკვლევის შემთხვევაში, ი----ნ დ-------ას განაცხადზე, სადავო მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენის დამატებით საფუძველს ქმნიდა, თუმცა როგორც აღინიშნა, საქმის გარემოებები სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, რამაც გამოიწვია კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის მიერ საქმის გარემოებათა სრულად შესწავლისა და მათი სრულყოფილად შეფასების შემთხვევაში, არსებობდა ი----ნ დ-------ას უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის (იგივეობის) დადგენის საფუძველი, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება და მოსარჩელის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 გადაწყვეტილება უფლების დამდგენ დოკუმენტსა (საარქივო ცნობა AA2---------. 01.05.2013 წ) და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, მიღებულ იქნა კანონდარღვევით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტიური გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ვინაიდან სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონდარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონდარღვევით მიღებული -ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 გადაწყვეტილება ი----ნ დ-------ას საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტსა (საარქივო ცნობა AA2---------. 01.05.2013 წ) და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 15 აგვისტოს N8------------22 გადაწყვეტილებით ი----ნ დ-------ას წარმომადგენელს უარი ეთქვა ა--–-- რაიონის სოფელ მ-----–ი მდებარე 849 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაც საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს სადავო, 2018 წლის 18 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დარჩა ძალაში, ვინაიდან ი----ნ დ-------ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ასევე დადგენილია, რომ რეგისტრაციაზე და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 ბრძანება, რომლის მიხედვით, არ დგინდებოდა ი----ნ დ-------ას საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტსა (საარქივო ცნობა AA2---------. 01.05.2013 წ) და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ აღნიშნული ბრძანება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტიური გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული.
სასამართლო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ასევე კანონსაწინააღმდეგოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველიც.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ იგივე საარქივო ცნობის, რომლის მიხედვით ი----ნ დ-------ას საკუთრებაში გააჩნდა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი, საფუძველზე, საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს მიერ ი----ნ დ-------ას საკუთრებაში აღრიცხული იყო 6.651კვ/მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დაცული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში და მისი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, თუმცა იგი სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავო გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის დამატებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონდარღვევით და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
მოსარჩელის 6.2. მოთხოვნა დაკავშირებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში, წარმოადგენს აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის სახეს და მისი განხილვისა და გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი პირობები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
იმავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა -სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილების კანონდარღვევით მიღებისა და მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფის ფაქტი, შესაბამისად, არსებობს სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოსათვის ა--–-- მ----–----–-------ს სოფელ მ-----–ი მდებარე 849 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, ი----ნ დ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების, შესაბამისად, ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი, რომლის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი----ნ დ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
-ბათილად იქნას ცნობილი უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, ა--–-- მ----–----–-------ს წარმომადგენლის N00194 ბრძანება;
-ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რ--------ს ე---------–ი ს-------ოს 2018 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N3----- გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რ--------ს ე---------– ს-------ოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა-ა--–-- მ----–----–-------ს სოფელ მ-----–ი მდებარე 849 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, ი----ნ დ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2.დაეკისროს მოპასუხე ა--–-- მ----–----–-------ს მერიას და საჯარო რ--------ს ე---------– ს-------ოს ი----ნ დ-------ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისის, ნიუპორტის ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის 247) მეშვეობით.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია