გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310019002992084
№3/52-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე ი-----–- დ---------------
წარმომადგენელი ა--- ბ-----
მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენლები გ------- ხ-–-----, ი-–-- ს--–-----
დავის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის N18/21 განკარგულება, ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების აღიარების შესახებ.
2. მხარეთა პოზიცია.
2.1.მოსარჩელე მხარის მოსაზრება.
მოპასუხის 2019 წლის 15 აპრილის N15/21 განკარგულება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული’’.
ი-----–- დ---------------ს სადავო მიწის ნაკვეთი მფლობელობასა და სარგებლობაში გააჩნდა ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ნაკვეთი არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, ფართობი ნაკლებია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. მართალია, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაცვით ზონაში, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მის სიახლოვეს მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2008 წლის 04 მარტს, როცა მოსარჩელეს უკვე მოპოვებული ჰქონდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ’’ კანონის შესაბამისად. ამ უფლების განხორციელება კი დროში შეზღუდული არ არის.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ, თუ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2.2. მოპასუხეთა მოსაზრება:
დაინტერესებული ფიზიკური პირი ი-----–- დ--------------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. კომისიის მიერ შესწავლილ და მოკვლეულ იქნა მასალები, შემოწმებულ იქნა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის სისწორე.
კომისიამ ზეპირი მოსმენით გამოარკვია, რომ ი-----–- დ---------------ს საკუთრებაში გააჩნია ქალაქ ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე 499.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------, ხოლო დაინტერესებაში არსებული 362.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (ელვერსია) შესაბამისად მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 499.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სანიტარული და დაცვით ზონებში მდებარე სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
კომისიის მდივნის გ------- ხ-–-----ს და კომისიის წევრების: ი-–-- ს--–-----ს და ტ---- ჩ--–-----ს მიერ, 2019 წლის 15 აპრილს, დათვალიერებულ იქნა ი-----–- დ--------------ის მიერ თვითნებურად დაკავებული 362.00 კვ.მ. ნაკვეთი და მათ მიერ შედგენილი, მიწის ნაკვეთის დათვალიერების N6 აქტით დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მ--–------ს უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის მავთულ-ბადის ღობით და არაფიქსირებული საზღვრით ემიჯნება ი-----–- დ--------------ის საკუთრებაში არსებულ, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 499.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია მრავალწლიანი ნარგავებით.
კომისიის წევრმა ი-–-- ს--–-----მ კომისიას მისცა განმარტება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, ასევე სრულად არის მოქცეული 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (ყოფილი ს------–---- ს--–---–----–-) ფიზიკური დაცვის არეალში (ძეგლიდან 50 მეტრის ფარგლებში). შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპოვებული მტკიცებულებებით ქალაქ ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე 362.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.
არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. 2018 წლის 18 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლება ქ. ფოთი, კ---–----ის ქუჩა N--, (ს/კ 0-----------.), ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 499 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/1. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: სამკვიდრო მოწმობა N---------, დამოწმების თარიღი: 25.07.2018 წელი, ნოტარიუსი მ. ჯ---ა, საარქივო ცნობა N57/114179, დამოწმების თარიღი: 20.08.2018, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის ადგილობრივი არქივი.
3.1.2. საკადასტრო გეგმა 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 01/1 შენობა-ნაგებობით.
3.1.3. სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, რეგისტრაციის თარიღი - 25.07.2018 წელი.
3.2 სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
3.2.2. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მდივნის გ------- ხ-–-----ს, წევრების: ი-–-- ს--–-----სა და ტ---- ჩ--–-----ს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება და შეადგინეს N6 აქტი, სადაც აღნიშნულია: ,,დათვალიერება განხორციელდა მისამართზე: ქ. ფოთი, კ---–----ის ქუჩა N---ში, შედეგად გამოვლენილი იქნა, რომ ი-----–- დ--------------ის მიერ, თვითნებურად დაკავებული 362 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მ--–------ს უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. მიწის ნაკვეთი - შემოღობილია ლითონის მავთულ-ბადის ღობით და არაფიქსირებული საზღვრით ემიჯნება ი-----–- დ--------------ის საკუთრებაში არსებულ, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 499 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია მრავალწლიანი ნარგავებით".
3.2.3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 04 მარტის N3/37 ბრძანების N1 დანართის მიხედვით N64-ე რიგითი ნომრის გასწვრივ მითითებულია ა-- წ-------–-ს ქ. N-- - ს------–---- ს--–---–----–-.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. ი-----–- დ--------------ის სასარჩელო მოთხოვნები: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის N18/21 განკარგულების (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ), ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში, მდებარე თვითნებურად დაკავებულ 362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, "???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? " საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება (დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტი), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2018 წლის 18 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-----–- დ---------------ს გააჩნია საკუთრების უფლება ქ. ფოთი, კ---–----ის ქუჩა N--, (ს/კ 0-----------.), ნაკვეთის დანიშნულებაა - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 499 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/1. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: სამკვიდრო მოწმობა N---------, დამოწმების თარიღი: 25.07.2018 წელი, ნოტარიუსი მ. ჯ---ა, საარქივო ცნობა N57/114179, დამოწმების თარიღი: 20.08.2018, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის ადგილობრივი არქივი.
რაც შეეხება საკადასტრო აზომვითი ნახაზს 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მდივნის გ------- ხ-–-----ს, წევრების: ი-–-- ს--–-----სა და ტ---- ჩ--–-----ს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება და შეადგინეს N6 აქტი, სადაც აღნიშნულია: ,,დათვალიერება განხორციელდა მისამართზე: ქ. ფოთი, კ---–----ის ქუჩა N---ში, შედეგად გამოვლენილი იქნა, რომ ი-----–- დ--------------ის მიერ, თვითნებურად დაკავებული 362 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მ--–------ს უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. მიწის ნაკვეთი - შემოღობილია ლითონის მავთულ-ბადის ღობით და არაფიქსირებული საზღვრით ემიჯნება ი-----–- დ--------------ის საკუთრებაში არსებულ, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 499 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია მრავალწლიანი ნარგავებით".
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 04 მარტის N3/37 ბრძანების N1 დანართის მიხედვით N64-ე რიგითი ნომრის გასწვრივ მითითებულია ა-- წ-------–-ს ქ. N-- - ს------–---- ს--–---–----–-.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სანიტარული და დაცვით ზონებში მდებარე სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რაც იმპერატიული ხასიათისაა და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების უფლება მოპასუხეს ბუნებრივია არ გააჩნია. შესაბამისად, მცდარია მოსარჩელეს მოსაზრება, რომ ი-----–- დ---------------ს სადავო მიწის ნაკვეთი მფლობელობასა და სარგებლობაში გააჩნდა ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე და ამ უფლების განხორციელება კი დროში შეზღუდული არ არის, რაც არ გამომდინარეობს აკრძალვის ნორმის შინაარსიდან.
მაშასადამე, ი-----–- დ--------------ის სასარჩელო მოთხოვნები: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის N18/21 განკარგულების (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ), ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში, მდებარე თვითნებურად დაკავებულ 362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–- დ--------------ის სასარჩელო მოთხოვნები: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 15 აპრილის N18/21 განკარგულების (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 362 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ), ბათილად ცნობისა და მოპასუხისათის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (ქ. ფოთში, კ---–----ის ქუჩა N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეოა დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი-----–- დ--------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე