განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4024-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 3 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–------–----–--ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–---------------------------------------–-----------------------------ში, მცხოვრები თ---–--–---------------------------------------–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ნ------------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ------------–---–ი 2015 წლის 18 მაისიდან 2018 წლის 13 მარტის პერიოდში, სხვადასხვა პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ------------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ნ------------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 61 440 ლარი და 7000 აშშ დოლარი, რაზედაც 2016 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 13 მარტის პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 5 929.39 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში ნ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1 185.88 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშნელოვანი ზიანი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნ-----------–---–-ს, ბ--------------–---–-ს, გ-----------–---–-ს, თ--------------–---–-ს, თ---------------ს, ლ----------------ს, ლ--–----------–----ს გამოკითხვის ოქმების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილები, შემოსავლების სამსახურის მომართვის წერილის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას სავალდებულო მნიშვნელობა აქვს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 მაისს მიიღო კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. მასში განსაზღვრულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზირების გაცემაზე უფლებამოსილი პირები. ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელზედაც სავალდებულოა ლიცენზია, წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო ფინანსური ინტერესები, რადგან იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის გადასახადს, ასევე სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.
ობიექტური მხრივ დანაშაული შესაძლებელია შემდეგ ფორმებში გამოიხატოს: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე; სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის და ლიცენზიის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით.
მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ, ასეთი მოქმედება სამოქალაქო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნაა, ამ მომენტიდან სამეწარმეო საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს, ამდენად უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობა ან საერთოდ რეგისტრაციის გარეშე, ან კიდევ რეგისტრაციამდე განხორციელებული საქმიანობა. მეწარმეს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის კანონით, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ საქმიანობის ზოგიერთი სახე საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის ან ლიცენზიის მიღების შემდეგ. ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ და სხვა, ხოლო რაც შეეხება დანაშაულის მესამე ფორმას სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობების დარღვევით სახეზეა მაშინ როცა მაგალითად განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ნებართვის ან ლიცენზირების მქონე პირი ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას.
დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის აღიარებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ნ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3.გაუმქდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ------------–---–ის გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით თ---–--–--------------------------–--–--------- ბოლოში მდებარე (საკადასტრო კოდი 0---------------) ნ------------–---–ის უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე