განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
010100119003236883
დავის ტიპი
126 1
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003236883

1-1042/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა----–--- წ--------ა

ბრალდებული გ---- ც-----ა

ადვოკატი - მ--–---- ზ-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 1-----------

 

ბრალდებული: გ---- ც-----ა

მამის სახელი: ბ-------

დაბადებული: 16.02.1----–--–-

დაბადების ადგილი: ს----------–----------–--------------------–----------–---

განათლება: ს-–----–-----------------------------------------------–-----------------------------------------------------–------–-------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 21:30 საათზე ქ.ბათუმი, ზღვიპირა პარკში მდებარე რესტორან "ტ------–-" , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ამევე რესტორნის მზარეულმა გ---- ც-----ამ ცემა თავის დამხმარე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯ------ ი--–-----ა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ჯ------ ი--–-----ას, ვი--------------------------------------–-------–---ს გამოკითხვის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ც-----ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ან ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

გ---- ც-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

გ---- ც-----ას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---- ც-----ას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გ---- ც-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64- მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ---- ც-----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ნ------------------ დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 27 სექტემბერს - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

გ---- ც-----ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ გ---- ც-----ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი