განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/82-19
№061170519002
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სე-----------–--------–--მია (დაბადებული 19---–-–----------------–ს, პირადი #-----------, მცხოვრები: აბაშის რაიონი სოფელი გ---–------ი)
ადვოკატი- თ-------–---ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სე--------–----ამ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმავე დადგენილების მიხედვით, მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
სე--------–----ა და ფი--------------ძე დაახლოებით ორი წელია ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, სე--------–----ამ, სამტრედიაში, დ--------–-–ი, რე------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების - თა-----------------ის და ნი----–----------------ძის თანდასწრებით, ხელის სახისა და ტანის არეში რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა ფი--------------ძეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.სამტრედიაში მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სე--------–----ა ფი--------------ძეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სე--------–----ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა სე--------–----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და განმარტა, რომ იგი მეუღლესთან სო-------------იძესთან, მამასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს აბაშის რაიონის სოფელ გ---–------ში. დაახლოებით 2 წლის წინ მას მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ფი--------------ძესთან, 2018 წლის ბოლოდან კი უკვე შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ თავად ფი--------------ძე თხოვდა მას ურთიერთობის გაგრძელებას, რის წინააღმდეგიც იყო. მას ფი--------------ძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია ამ უკანასკნელს.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფი--------------ძემ განმარტა, რომ იგი ამჟამად ცხოვრობს ქ. ს-----------–-----------–---------------ში, არასრულწლოვან შვილებთან ერთად. დაახლოებით 2 წელია, რაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სე----- ხ-–-----სთან, რომელსაც მეუღლედ მიიჩნევდა. იგი მათთან ცხოვრობდა, თუმცა პერიოდულად მიდიოდა თავის სახლში, სადაც ცხოვრობდა მისი მამა, მეუღლე სო-------------იძე და შვილი ლი------–---ია. 2019 წლის 14 მაისს სე--------–----ას უსაყვედურა თუ რატომ მიიღო საჩუქრად მისი მეუღლისაგან სათვალე და მობილური ტელეფონი, აღნიშნულზე გაბრაზებულმა სე--------–----ამ მას 2-3 ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, რასაც შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილი თა-----------------ე, აღნიშნული დარტყმის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, როდესაც სე----- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მას არ შეშინებია, რადგან იცოდა, რომ ვერაფერს დაუშავებდა. ამის შემდეგ იგი წავიდა სამსახურში, ხოლო უკან დაბრუნებულს სე--------–----ა აღარ დახვედრია. რამდენიმე დღის შემდეგ მას მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა და სთხოვდა პლასტიკური ბარათის დაბრუნებას, რაზედაც სე-----ს პასუხი არ გაუცია. მან იცოდა რომ 17 მაისს იგი უნდა მისულიყო პრობაციის ბიუროში, სადაც დახვდა სე--------–----ას, რომელიც იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. მან უშვერი სიტყვებით მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხოფა, იგი სთხოვდა სე--------–----ას რომ გაჰყოლოდა და დაეწერა ხელწერილი, რომ აღარ ჩავიდოდა მათთან დ--------–-–ი და არ შეავიწროვებდა მას, რაზედაც სე--------–----ამ უარი უთხრა.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა თა-----------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დედასთან, ფი--------------ძესთან და ძმასთან ერთად, სამტრედიის რაიონის დ--------–-–ში. მათთან ერთად ცხოვრობდა მისი დედის მეგობარი, კ--- (სე-----) ხ-–-----. რომელიც დედასთან ჩხუბობდა ხოლმე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, კ---მ მის დედას, ფი--------------ძეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ფი----ამ კ---ს უთხრა, რომ ეტკინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლაშა მშვიდობაძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი წერილის საფუძველზე, მსხვერპლთან, ფი--------------ძესთან გასაუბრების შემდეგ, მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე სე--------–----ს მიმართ, ამ უკანასკნელს განემარტა შემაკავებელი ორდერის არსი, მნიშვნელობა და უფლებები, რომლის ასლიც სე--------–----ას ჩაბარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თი---------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის დ--------–-–ში, თ------------------------ში. დაზარალებული ფი--------------ძე არის მისი მეუღლის ნათესავი. სე--------–----ა და ფი--------------ძე დროებით ცხოვრობდნენ ერთად, ფი--------------ძის სახლში,. რომელიც მისი სახლიდან მოშორებით მდებარეობს. სე----- ფი----ა ტ------ესთან რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე და შემდეგ ისევ ბრუნდებოდა თავის ოჯახში. ფი--------------ძემ მოგვიანებით უამბო მას, რომ მან და სე--------–----ამ იჩხუბეს და დაშორდნენ. სხვა რაიმე გარემოება მათი ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზვ-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ; სამმართველოში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ კანონიერი წარმომადგენლისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით მოხდა არასრულწლოვნების თა---- და ნი----–----------------ძეების გამოკითხვა, სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება მის მიერ ჩატარებული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი---------–--–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 მაისს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რა დროსაც გამოკითხული იქნა დაზარალებული ფი--------------ძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 14 მაისს სე--------–----ასთან მოუვიდა შელაპარაკება, რაზედაც განაწყენებულმა სე--------–----ამ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ყოველივეს კი შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილებიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ფი--------------ძეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დასკვნა. 2017 წლის 17 მაისს ქ.-------------–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით, სე--------–----ა შეხვდა ფი--------------ძეს, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გააკეთა შესაბამისი შეტყობინება 112-ში. ფი--------------ძის გამოკითხვის შემდეგ მოხდა სე--------–----ას დაკავება აბაშის რაიონის სოფელ გ---–------ში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა-------------ძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 17 მაისს შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, იგი გაწევრიანებული იქნა საგამოძიებო ჯგუფში. მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა მოწმე სო-------------იძის გამოკითხვა, ასევე მის მიერ ბრალდებულ სე--------–----ას წარედგინა ბრალი შსს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მოხდა ამ უკანასკნელის ბრალდებულის სახით გამოკითხვა, რა დროსაც ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალი, ასევე ბრალდებულისთვის გადაცემული იქნა მტკიცებულებები და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გუ-–-------------ემ, ლა-–-------–-ამ და ელ-------------ამ განმარტეს, რომ ისინი ცხოვრობენ აბაშის რაიონის სოფელ მა----–-. 2019 წლის 17 მაისს მგზავრობდნენ სამარშუტო ტაქსით, რომელშიც ასევე იმყოფებოდა სე--------–----ა მეუღლესთან და შვილთან ერთად, რა დროსაც ავტომანქანასთან მივიდა მათთვის უცნობი ქალბატონი, რომელიც სე--------–----ას მისამართით ყვიროდა ,,ჩამოეთრიე დაბლაო’’. ამის შემდეგ სე----- ჩავიდა სამარშუტო ტაქსიდან, თუ რა მოხდა ამ უკანასკნელსა და იმ ქალბატონს შორის მათთვის უცნობია.
2019 წლის 22 მაისის სასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, 17.05.2019 წ. 23:26-23-37 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ფი--------------ძეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 14 მაისს საღამოს სააათებში, სამტრედიის რაიონის სო----–-----–-–ში, სე--------–----ამ საწოლში წოლის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თავისა და გვერდების მიდამოებში, ხელების დარტყმით, მომხდარი ფაქტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შო------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებთ დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა სე--------–----ამ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აგრეთვე, რომ მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ სე--------–----ას პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად და, რომ მას არ ჰქონია განზრახვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; აგრეთვე ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, სე--------–----ას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ფი--------------ძის, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე , სე--------–----ამ საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი დაარტყა სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდგომში 2019 წლის 17 მაისს იგი (სე--------–----ა) დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაჩეხვითა და დაწვით, რაც რეალურად აღიქვა.
საქმის სასამართლო განხილვისას დაზარალებულმა ფი--------------ძემ განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმისას მას ტკივილი არ განუცდია, მანვე აჩვენა, რომ სე--------–----ას მიერ დამუქრებისას ამ მუქარის განხორციელების შიში მას არ განუცდია. ამ გარემოების გათვალისწინებით, კი სასამართლომ არ შეიძლება დამაჯერებელ მტკიცებულებად მიიღოს არასრულწლოვანი მოწმის, თა-----------------ის,(დაზარალებულის შვილის) ჩვენება იმის თაობაზე, რომ სე--------–----ას მიერ განხორციელებული ძალადობისას, მისმა დედამ, ფი--------------ძემ ფიზიკური ტკივილი განიცადა, რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ფი--------------ძეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ამასთანავე, საეჭვოა მის მიერ ექსპერტისათვის, შემოწმებისას, გაცხადებული ინფორმაცია, თითქოსდა სე--------–----ამ მას საწოლში წოლის დროს თავისა და გვერდის არეში დაარტყა ხელი, ამდენად აღნიშნული საეჭვო მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად სე--------–----ა უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ სე--------–----ამ ჩაიდინა, ბრალდებით გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. უფრო მეტიც, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, სე--------–----ას მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული სე--------–----ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სე--------–----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სე--------–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ სე--------–----ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე