განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
080100119003089576
დავის ტიპი
151
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/567-19 (N 041050619008)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გუ------ ტ---–-ძე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ას----ი გ-------ძე

 

ბრალდებული - ე------ შ-----–-ძე

მამის სახელი: ვ-–-

დაბადების თარიღი: 1-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო-ტექნიკური

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ.ქ-------ი, ს. მ-----–--ის ქუჩა N5---

ფაქტიურად მცხოვრები: ბ--------ის რაიონი, ს------–ი ვ---–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. ე------ შ-----–-ძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 05 ი----ს, დღის საათებში, ქ-------ში ნ----ს ქუჩა პ------– შესახვევის N1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ე------ შ-----–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ვ------–--ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. ე------ შ-----–-ძის ქმედების შედეგად ლ--–- ვ------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ე------ შ-----–-ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1-1-ე მუხლის პ------–ი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგან, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების უ---ს ი------------გ-----------–მა გ-----------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის ი----ის თვეში მუშაობდა პოლიციის მ------- განყოფილებაში უ---ს ი------------გ----------–ის თანამდებობაზე, რა დროსაც განყოფილებაში შემოსულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად ე------ შ-----–-ძე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მის მეუღლეს ლ--–- ვ------–--ეს, რის გამოც მოხდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი მდგომარეობა: აღელვებული და ანერვიულებული იყო ლ--–- ვ------–--ე. განმარტა, რომ თავად გამოკითხა ლ--–- ვ------–-ძე, შეამოწმა ე------ შ-----–-ძის ნასამართლობა და გადიოდა თუ არა მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასევე, მის მიერ გამოთხოვილ იქნა 1---ის აუდიო ჩანაწერი, რომელიც დათვალიერებულ იქნა. ლ--–- ვ------–--ე იმყოფებოდა მისი ძმის სახლში, სადაც განხორციელდა აღნიშნული მუქარის ფაქტი. ლ--–- ვ------–--ემ, როგორც განუმარტა ის ე------ი შ-----–-ძესთან აპირებდა განქორწინებას, რაზედაც ე------იმ უთხრა, რომ ამის გამო მშობლები ნერვიულობენ და მათ, რომ რამე მოუვიდეს ყელს გამოგჭრიო. მანვე განმარტა, რომ მის მიერ მოხდა ბრალის დადგენილების გაცნობა ე------ შ-----–-ძისთვის, ასევე, დაზარალებულად ცნო ლ--–- ვ------–--ე და განახორციელა სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების უ---ს უფროსმა ი------------გ-----------–მა შ----- ც---–---ემ განმარტა, რომ 2019 წლის 21 ი----ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის მიერ ს------– ვ---–---ში საცხოვრებელ სახლში დაკავებულ იქნა ბრალდებული ე------ შ-----–-ძე. დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდა უ---ს ი------------გ-----------–ი მ------ წ----ე. ე------ შ-----–-ძის დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში მისი მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების დ--------- თ---–--–--გ-----------–მა ლ---- ც----მ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში შემოსულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად, ლ--–- ვ------–--ეს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისი ყოფილი მეუღლე ე------ შ-----–-ძე, აღნიშნულის გამო დაწყებულ იქნა გამოძიება. ასევე, გამოკითხულ იქნა ი--- შ-----–-ძე, დაზარალებულ ლ--–- ვ------–--ისა და ე------ შ-----–-ძის შვილი, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფებოდა მისი ბიძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიაკითხა ე------ შ-----–-ძემ და იქ სიტყვიერად დაემუქრა დ-------ს ,,ჩვენი განქორწინების შესახებ ჩვენი შვილები ნერვიულობენ და თუ რამე მოუვათ გამოგჭრი ყელსო“. განმარტავს, რომ როგორც მოწმეების გამოკითხვისას გაიგო ლ--–- ვ------–--ე ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ ხოლო მათი შვილები ცხოვრობდნენ ე------ შ-----–-ძის სახლში.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა საპ--------–ო პოლიციის დეპარტამენტის ი--------ს მთავარი სამმართველოს პ--------–-ი-----------მა ი-----–- ხ----–--ემ განმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ იქნა შეტყობინება მუქარის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ლ--–- ვ------–--ემ განმარტა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან ე------ შ-----–-ძესთან, რომელიც მივიდა მათთან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა ასევე შემაკავებელი ორდერის გამოცემა ე------ შ-----–-ძის მიმართ.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ი--- შ-----–-ძემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ნ----- ლ-----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ლ--–- ვ------–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 1---დან მიღებული აუდიო ჩანაწერი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

ბრალდებულმა ე------ შ-----–-ძემ სასამართლო განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განმარტა, რომ მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპ------–ეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ე------ შ-----–-ძის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-1-ე მუხლის პ------–ი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შიში (ამ შემთხვევაში მუქარის განხორციელების), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მან აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა ლ--–- ვ------–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აგრეთვე აღნიშნული უფლებით ისარგებლეს მოწმეებმა ი--- შ-----–-ძემ და ნ----- ლ-----ემ, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებულები, რომლებიც მოიპოვება საქმეში არის არაპირდაპირი და მათ სასამართლო ქმედების სამართლებრივი შეფასების პროცესში ვერ დაეყრდნობა. მხედველობაში იქნა მიღებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული აუდიო ჩანაწერი განხორციელებული საქართველოს შს სამინისტროს სსიპ 1---ის მიერ. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ახდენს დიფერენცირებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მოსაპოვებელი ინფორმაციის ადგილმებარეობის მიხედვით, კერძოდ, თუ კონკრეტული ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სისტემაში მისი მოპოვება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის გზით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ამოღებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია მტკიცებულების მოპოვების და მისი საქმზე დამაგრების წესი, რადგან ელექტრონულ სისტემაში დაცული ინფორმაციის მოპოვება არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად და მასზე სასამართლოს მხრიდან კონტროლი არ განხორციელებულა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების აღნიშნულ მტკიცებულებას. შესაბამისად, უტყუარად დადგენა იმისა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში შეუძლებელია. ქმედების ანალიზის პროცესში მნიშვნელოვანია შეფასებულ იქნეს ბრალდებულის - დამმუქრებლის პიროვნება. ე------ შ-----–-ძე წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან, არ გვაქვს ინფორმაცია მის ხასიათთან დაკავშირებით, კერძოდ, ხომ არ არის აგრესიული პიროვნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ე------ შ-----–-ძის ბრალეულობა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 201- წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ძ---–--ის მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ე------ შ-----–-ძის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე------ შ-----–-ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1-1-ე მუხლის პ------–ი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------ შ-----–-ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

2. ე------ შ-----–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 1---დან მიღებული აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკად (რომელიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

4. გამართლებულ ე------ შ-----–-ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი