განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
080100119003108949
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/621-19 (N 041090719001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------- ტ---–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ----– კ-–-ა

მამის სახელი: ნ-------ი

დაბადების თარიღი: 3--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქუჩა N1----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ჯ----– კ-–-ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 ი--–--- ღამის საათებში, ქუთაისში, ზ.ჭ-------ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ი-----ს განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ჯ----– კ-–-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ----------ა ბ-------ის დედას - ნ--- ბ-------ეს, რომეთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. ჯ----– კ-–-ას ქმედებების შედეგად ნ--- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ჯ----– კ-–-ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.) დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა შ----- თ------ემ განმარტა, რომ ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებლის მ-----– კ-----ის მომართვის საფუძველზე დანიშნულ იქნა ექსპერტიზა მოქალაქე ნ--- ბ-------ის მიმართ. შესამოწმებლის განმარტებით, 2019 წლის 9 ი--–--- მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი შვილის მეგობარმა ჯ----– კ-–-ამ, ტუჩებში და მარჯვენა მხარის მიდამოში ხელის დარტყმით. ასევე, აღნიშნულმა პირმა ფრჩხილით გაკაწრა ხელის მტევანზე. განმარტავს, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით ნ--- ბ-------ეს მარჯვენა ხელის მტევნის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკაწრი, ასევე, უჩიოდა ტკივილს თვალის არეში, ხოლო სხეულზე სხვა რაიმე სახის დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. აღნიშნული დაზიანება კი გამოწვეული იყო რაიმე წვეტიანი ბასრი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი დრო არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ--- ბ-------ემ განმარტა, რომ ბრალდებული ჯ----– კ-–-ა არის მისი შვილის მ----------ა ბ-------ის მეუღლე, ისინი არიან არაოფიციალურ ქორწინებაში და იგი მათთან ერთად ცხოვრობდა სახლში. რაც შეეხება კონფლიქტს 2019 წლის 8 ი--–--- მის შვილთან, შვილიშვილებთან, ჯ----– კ-–-ასთან და ჯ----– კ-–-ას მეგობართან ო-–--ი ქ-----–---–თან ერთად წავიდნენ პარკში ბავშვების სასეირნოდ, შემდეგ ყველამ ერთად იქეიფა მათ საცხოვრებელ სახლში. განმარტავს, რომ აღნიშნული ქეიფის შემდეგ ჯ----– კ-–-ა და მისი მეგობარი ო-–--ი ჩავიდნენ ბინის ეზოში, მან შვილთან ერთად დაუწყო ჯ----–ის ძებნა, რა დროსაც ჯ----–ი უეცრად გამოჩნდა და დაიწყო ჩხუბი რას დამყვებითო. განმარტავს, რომ ჯ----–მა დაარტყა გაშლილი ხელი თვალის არეში რის გამოც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე, ჯ----–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში მ----------ა ბ-------ესაც. ამ პერიოდში ო-–--ი ქ-----–---–ი ცდილობდა ჯ----– კ-–-ას გაშველებას, რადგან მას ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინა მათთვის. აღნიშნულ კონფლიქტს არ შესწრებია მცირეწლოვანი შვილიშვილები. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- შ-----–--მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მხოლოდ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი ჯ----– კ-–-ას მიმართ, რადგან ჯ----– კ-–-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ----------ა ბ-------ეს და მ----------ას დედას ნ--- ბ-------ეს. განმარტავს, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღის ვადით. ორდერის გამოცემის საფუძველი ასევე დაზარალებულის ჩვენება იყო, რომელიც ადასტურებდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ჯ----– კ-–-ას მხრიდან. განმარტავს, რომ ვიზუალურად დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ------- გ--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 9 ი--–--- აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ექსპერტები, გამომძიებელი ი-–-- კ-------ძე და დაზარალებული ნ--- ბ-------ე. განმარტავს, რომ ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ასევე, ნ--- ბ-------ე ჰყვებოდა თუ როგორ დაარტყა მას სახის არეში ხელი ჯ----– კ-–-ამ. აღნიშნული მოქმედებების დასურათება ხდებოდა ექსპერტების მიერ. აღნიშნულ ოქმზე ხელის მოწერა მოხდა მასში მონაწილე პირების მიერ.

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მესამე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელმა შ--–-- ფ---------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა ბრალდებულ ჯ----– კ-–-ას დაკავება. დაკავების საფუძველი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი, რაზედაც დაზარალებულ ნ--- ბ-------ის განმარტებით, ჯ----– კ-–-ამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რის გამოც სახის არეში მას აღენიშნებოდა სიწითლე. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, დაკავების ოქმი შედგა ადგილზე და ხელი მოაწერა მას.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–-- კ-------ძემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაზარალებულს განუმარტა უფლებები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულს გააცნო ბრალდების შინაარსი და გამოკითხა მოწმეები. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე ნ--- ბ-------ემ თავად განაცხადა თანხმობა, რა დროსაც მიუთითა ადგილზე, სადაც მისივე განმარტებით მისი ქალიშვილის მეგობარმა ჯ----– კ-–-ამ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, მიუთითა სახის იმ ნაწილზე, სადაც დაარტყა ხელი ჯ----– კ-–-ამ. საგამოძიებო

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მესამე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელმა ი----- ჯ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 9 ი--–--- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ზ------ ჭ-------ის N--ში, სადაც მოქალაქე ნ--- ბ-------ემ განმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი შვილის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ჯ----– კ-–-ამ, სახეზე მას აღენიშნებოდა სიწითლეები. შემდეგ მათ მიუთითეს თუ სად იმყოფებოდა ჯ----– კ-–-ა და აღნიშნულის შემდეგ მოხდა ჯ----– კ-–-ას დაკავება. დაკავების დროს ჯ----– კ-–-ას მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ----- გ-------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა ნ--- ბ-------ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ჯ----– კ-–-ამ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, მიუთითა სახის იმ ნაწილზე სადაც დაარტყა მას ხელი ჯ----– კ-–-ამ. ექსპერტების მიერ მოხდა აღნიშნული მოქმედებების დასურათება. განმარტავს, რომ ვიზუალურად ნ--- ბ-------ეს ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითუხლმა პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა მ-----– კ-----მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 ი--–--- პოლიციის მესამე განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის გამო გამოკითხა დაზარალებული ნ--- ბ-------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი სახის არეში და რის გამოც დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ამის შემდეგ, გამოკითხა ჯ----– კ-–-ა. განმარტავს, რომ განყოფილებაში შემოსული შეტყობინების შინაარსის თანახმად ჯ----– კ-–-ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი მეუღლის დედას ნ--- ბ-------ეს.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--ი ქ-----–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული ჯ----– კ-–-ა არის მისი მეგობარი. შემთხვევის დღეს 2019 წლის 9 ი--–--- საღამოს საათებში გაიცნო ჯ----–ის მომავალი მეუღლე მ----------ა ბ-------ე და სიდედრი ნ--- ბ-------ე. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მათმა მეზობელმა მოიტანა ღვინო და დაიწყეს დალევა. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ჯ----– კ-–-ა, მ----------ა და ნ--- ბ-------ეები და მეზობელი სახელად თ------. განმარტავს, რომ როდესაც დალევას მორჩნენ ჩავიდა საცხოვრებელი ბინის ქვემოთ ჯ----– კ-–-ასთან ერთად, რომელმაც უთხრა აქ დამელოდეო და სად წავიდა არ იცის. ამის შემდეგ, კი მივიდა მასთან ნ--- ბ-------ე და მ----------ა ბ-------ე და ჰკითხეს თუ სად იყო ჯ----–ი, როდესაც ჯ----–ი მოვიდა უსაყვედურა მათ ,,რას დამყვებით კუდშიო“ და ამის გამო წაკამათდნენ. ნ--- ბ-------ემ უთხრა ,,ამოგიღებ თვალებსო“. განმარტავს, რომ არ ეთანხმება მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს, რადგან მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ჯ----– კ-–-ამ ნ--- ბ-------ეს ხელი. მართალია ოქმზე ხელი მოაწერა, თუმცა მისივე განმარტებით სინამდვილეში მას ოქმი არ წაუკითხავს, რადგან სათვალე არ ჰქონდა თან, აღნიშნული ჩვენება წაუკითხა გამომძიებელმა.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარმა ექსპერტმა გ--- ხ------მ განმარტა, რომ 2019 წლის 9 ი--–--- მათთან შემოსული იქნა შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებიდან, იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში ექსპერტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ. განმარტავს, რომ შეტყობინების თანახმად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი ი-–-- კ-------ძე, ორ პოლიციის თანამშრომელთან ერთად. დაზარალებულის მიერ მოხდა მითითება იმ ადგილის, სადაც მოხდა ფაქტი, რისი დასურათებაც მოხდა და დამაგრება შესაბამის ოქმზე.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე მ----------ა ბ-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან ბრალდების მხარემ მოხსნა მოწმე გ------- შ--–-----ი და ჯ----– კ-–-ა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის და შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 1---ის აუდიო ჩანაწერების დათვალიერების ოქმის, მიმართვის და პასუხისა. აგრეთვე, სასამართლომ გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

 

საქმეში არსებული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,09.07.2019

წ. 08:49-09:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ--- ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ალესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგნილებაში მითითებულ თარიღს“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნაკაწრის ზომაა 0.4X0.1 სმ.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

ბრალდებულმა ჯ----– კ-–-ამ საქმის სასამართლო განხილვის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანი-–-- არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ჯ----– კ-–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქმეში არსებული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,09.07.2019

წ. 08:49-09:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ--- ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით. დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ალესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგნილებაში მითითებულ თარიღს“, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება დაზარალებულ ნ--- ბ-------ის მიმართ, მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ჯ----– კ-–-ა უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ნ--- ბ-------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულმა ნ--- ბ-------ემ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ფაქტი, მიუხედავად ამისა შემთხვევის ადგილას მყოფი პირებიდან მ----------ა ბ-------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ო-–--ი ქ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ,,არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ჯ----– კ-–-ამ ნ--- ბ-------ეს ხელი“, რაც ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯ----– კ-–-ას მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯ----– მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ჯ----– კ-–-ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ჯ----– კ-–-ას ბრალეულობაში, რის გამოც, ჯ----– კ-–-ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----– კ-–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

2. ჯ----– კ-–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 2 (ორი) ცალი დისკი, (რომლებიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით

 

4. გამართლებულ ჯ----– კ-–-ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი