გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
030310219002830246
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310219002830246

№3/13-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი ლ--–- ჭ----------

მოპასუხე ი/მ ,,ფ-------- ჭ-----’’

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ი.მ ,,ფ-------- ჭ-----ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე თანხა 3660 ლარის ოდენობით.

 

2. მხარეთა პოზიცია.

 

2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:

 

უძრავი ქონება, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ----- (ს/კ 4-----------; დაყოფის შემდეგ საკადასტრო კოდი N4----------- და 4-----------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ი/მ ,,ფ-------- ჭ-----’’, რაც დასტურდება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 23.02.2018წ. წერილით, ფ-------- ჭ-----ს განცხადებებით; 24.08.2018წ. ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტომასალით.

 

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000701916 დასკვნის თანახმად, ხობის რაიონის, სოფელ პ------- ფ----ში (ს/კ 4-----------) 1131 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 3600 ლარს; ხოლო სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006504518 დასკვნის თანახმად, ხობის რაიონის, სოფელ პ------- ფ----ში (ს/კ 4-----------) საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს.

 

მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა საფასურის მხოლოდ ნაწილი. მოპასუხეს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, 3660 ლარის ოდენობით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის (პრიმა 3) პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.2. მოპასუხე მხარის მოსაზრება:

 

2.3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 25.01.2016წ., 10:31:14, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პ------- ფ----ში, ს/კ 4-----------., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 1131 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო.

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 01.08.2017წ, 18:00:55, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პ------- ფ----ში, ს/კ 4-----------., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 559 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო.

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 01.08.2017წ, 18:01:25 ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პ------- ფ----ში, ს/კ 4-----------., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 572 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო.

 

3.1.4. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტ დ----- ლ--------------ის 17.09.2018წ დასკვნით: ხობის რაიონის, სოფელი პ------- ფ----ში, მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 4-----------;) ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე შეადგენს 300 ლარს.

 

3.1.5. ამავე ექსპერტიზის ექსპერტ გ---–- ხ------–--ს 11.02.2016წ. დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხობის რაიონის, სოფელი პ------- ფ----ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1131 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება საორენტაციოდ შეადგენს 3600 ლარს.

 

3.1.6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 17.03.2016წ N12/12409, 07.07.2016წ N12/34466, 22.11.2017წ, N12/61357, 25.09.2018წ N12/53321 წერილებით მიმართავდა ფ-------- ჭ-----ს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდისთვის 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, თვეში 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

3.1.7. ფ-------- ჭ-----ს მიერ გადახდილია: 01.06.2016წ. - 300ლ, 23.03.2016წ. - 600ლ, 03.05.2016წ. - 300ლ, 30.06.2016წ. - 300ლ, 03.08.2016წ. - 300ლ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ი. მ. ,,ფ-------- ჭ-----ს’’ (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, თანხა 3660 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

უძრავი ქონება, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------- ფ----- (ს/კ 4-----------; დაყოფის შემდეგ საკადასტრო კოდი N4----------- და 4-----------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ი/მ ,,ფ-------- ჭ-----’.

 

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000701916 დასკვნის თანახმად, ხობის რაიონის, სოფელ პ------- ფ----ში (ს/კ 4-----------) 1131 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 3600 ლარს; ხოლო სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006504518 დასკვნის თანახმად, ხობის რაიონის, სოფელ პ------- ფ----ში (ს/კ 4-----------) საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 17.03.2016წ N12/12409, 07.07.2016წ N12/34466, 22.11.2017წ, N12/61357, 25.09.2018წ N12/53321 წერილებით მიმართავდა ფ-------- ჭ-----ს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდისთვის 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, თვეში 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის (პრიმა 3) პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ი. მ. ,,ფ-------- ჭ-----ს’’ (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, თანხა 3660 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი, რის გამოც სსკ-ის 49.2-ე მუხლის თანახმად, ის თავისუფლდება სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ი. მ. ,,ფ-------- ჭ-----ს’’ (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, თანხა 3660 ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე