განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003259374
N1/209-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
20.11.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
ბრალდების მხარე: გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი სანდრო გიორგაშვილი.
ბრალდებული: მა----- ქა-------ვ;
მამის სახელი: ამ----–-------–-;
დაბადებული: 19.11.1----–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული;
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:ლაგოდეხის რაიონი სოფელი კა-------–-.
ადვოკატი - ომ---- ხა----–--ლ-.
თარჯიმანი - რა----- მე-----–--ლ-
(სისხლის სამართლის საქმის N0-----------)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: მა----- ქა-------ვმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, მა----- ქა-------ვმა ალ- ალ--ვს ჯოხი ჩაარტყა მარცხენა ბეჭის და მხრის არეში, რითაც ალ- ალ--ვმა მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მა----- ქა-------ვს 2019 წლის 26 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, მა----- ქა-------ვმა ალ- ალ--ვს ჯოხი ჩაარტყა მარცხენა ბეჭის და მხრის არეში, რითაც ალ- ალ--ვმა მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა,რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეები ქა---– აბ------ვის, ჯე---- აბ-----ვის, მა----- ქა-------ვის, ზე----– ბა-------ვის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ალ- ალ--ვის გამოკითხვის ოქმი, ჯოხის ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ისეთ მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ისეთ მოქმედებას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ძალადობა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ძალადობა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითად უფლებას საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ქა-------ვმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მა----- ქა-------ვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა მა----- ქა-------ვის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მა----- ქა-------ვის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა----- ქა-------ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
მა----- ქა-------ვს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ მა----- ქა-------ვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს საჯელად ჯარიმა. (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ ) რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება ჯოხი უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა----- ქა-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მა----- ქა-------ვს (პ/ნ 2----------) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაო უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი. ( სისხლის სამართლის საქმე N0-----------)
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს.
4. ნივთმტკიცება: ჯოხი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე