გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310519002812641
№3/07-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხობის
სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი ნ---- ფ-------–--
მოპასუხე ლ-–--გ------- კ------–-- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
2. მხარეთა პოზიცია.
2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 18.10.2018 წლის 030/323920 წერილის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ არსებობს მოქალაქის ორი დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ფაქტი, ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის წინაპირობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის 018 ბრძანებით დამტკიცებული "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის’’ 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ დაწყებულ იქნა საქმის წარმოება საკუთარი ინიციატივით ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
სსგს ხობის სამსახურის 19.11.2018 წლის 0066218002231 გადაწყვეტილება მოქალაქეს გაეგზავნა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებულ მისამართზე (22.10.2012 წლის 036/326316 წერილი).
სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშია ჩ-------–---ს მმაჩის 0-----1--- წლის 0-- დაბადების აქტის ჩანაწერი მონაცემით: ლ-–- კ------–--, დაბადების თარიღი 2--------- წელი, დაბადების ადგილი - ჩ-------–---. მამა - გ------- კ------–--, დედა - ნ-----–- კ------, მამის მონაცემის ჩაწერის საფუძველია მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი. წარმოდგენილია ბავშვის დაბადების შესახებ ფ-----ს ს--–---------ს ცნობა, მშობლების რეგისტრაციის ადგილი ჩ-------–---. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია ჩ-------–---ს მმაჩის მიერ მშობლების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაბადების ადგილის გრაფაში მონაცემი გადასწორებულია ჩ-------–---ზე. გადასწორება სათანადო წესით დამოწმებული არ არის.
ხობის სარ განყოფილების 3----.2--- წლის ნ--------- დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით, ლ-–--გ------- კ------–-- დაბადებულია 2--------- წელს ფოთში, მამა - გ------- კ------–--, დედა - ნ-----–- კ------, დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველია ხობის რაიონული სასამართლოს 30.12.2002 წლის 02ა/01-2002 გადაწყვეტილება.
ლ-–--გ------- გ-------ს ძე კ------–--ზე, პ/ნ 5----------, დაბადებული 2--------- წელს ხობში, გაცემულია პირადობის მოწმობა 1998 წელს, 1999 წელს, 2001 წელს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 1999 წელს, 2001 წელს, 2006 წელს.
შპს ,,ფ-----ს გ--------------–- ს--–--------- ს---–-ს’’ ინფორმაციით დასტურდება 1--- წლის 2- ი----ს ნ-----–- ე------ს ასული კ------ს მიერ მამრობითი სქესის ახალშობილის მშობიარობის ფაქტი.
საერთო სასამართლოების არქივის 12.11.2018 წლის 007-7520 წერილის თანახმად, ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება გადმოცემული არ არის. სამსახურის არქივში აქტის რეგისტრაციის მასალა (გადაწყვეტილება) განადგურების მიზეზით არ ინახება.
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გარდაცვალების მიზეზით გაუქმებულია გ------- კ------–-- 2003 წელს გაცემული პირადობის მოწმობა. ნ-----–- კ------ს აქტიურ დოკუმენტად ერიცხება პირადობის ელექტრონული მოწმობა. მასალებით დასტურდება მოქალაქე ლ-–--გ------- კ------–--ს მიმართ, განსხვავებული მონაცემით ორი დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ფაქტი: პირველი 0----- 1--- წელს რეგისტრირებულია ჩ-------–---ს მმაჩის მიერ (ა/ჩ 0--) მშობლების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაბადების რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 09.03.1971 წლის 0133 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის მე-2 თავის შესაბამისად, აღნიშნული წესის მე-10 მუხლის განმარტებით ,,დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის, ან მშობლების, ან ერთ-ერთი მშობლის დაბადების ადგილის მიხედვით. მე-11 მუხლის შესაბამისად: ,,თუ დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილისა და არა ბავშვის დაბადების ადგილის მიხედვით ჩანაწერის მე-6 გრაფაში დაბადების ადგილი უნდა იქნეს მითითებული მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილი. (დაბადების ადგილის გრაფა ექვემდებარება დადასტურებას. დაბადების თარიღში შეცდომა ექვემდებარება შესწორებას შესწორების საქმის წარმოებით).
მეორე დაბადების აქტის ჩანაწერი ნ--------- 3----.2--- წელს ხობის სარ განყოფილების მიერ რეგისტრირებულია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
მასალებით 2--- წელს დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველი (დაბადების აქტის ჩანაწერის უქონლობა) არ დასტურდება. აქტის რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60/1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლო გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინეტერესებული პირის თანხმობით. მოქალაქე ლ-–--გ------- კ------–--ს შეტყობინება ვერ ჩაბარდა.
სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ირკვევა, რომ მოქალაქე ლ-–--გ------- კ------–--ს 30.10.2018 წლის 057218002027 განცხადებაზე, ლ-–- კ------–--ს ჩ-------–---ს მმაჩის 1--- წლის 0-- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა (სსგს ჩ-------–---ს სრ სამსახურის 22.11.2018 წლის 0057218002027 გადაწყვეტილება).
ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა იხელმძღვანელა რა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-3 პუნქტით მიიღო გადაწყვეტილება ხობის მმაჩის 31.12.2002 წლის ნ--------- ლ-–- გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საქმის სასამართლოში გადაგზავნის შესახებ
2.2. მოპასუხე მხარის მოსაზრება:
მოპასუხე მხარის პოზიცია არ არის დაფიქსირებული.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.10.2018 წ. N066218002232 გადაწყვეტილებით წარმოებაში მიღებულ იქნა საქმე ხობის სარ განყოფილების 3----.2--- წლის ნ---------- ლ-–- გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
3.2.2. დაბადების აქტის 0-----1--- წლის N-- ჩანაწერში მითითებულია: კ------–-- ლ-–- გ-------ს ძე, დაბადებული 2-------წ ქ. ჩ-------–---ში, დაბადების ფაქტი დადასტურებულია - ფ-----ს ს--------------დან ექიმის ცნობით. მამა კ------–-- გ-------, დაბ 0-----1---, დედა - კ------ ნ-----–-, დაბ 1---------წ.
3.2.3. ხობის სრ სამსახურის უფროსის მიერ ლ-–- გ------- კ------–--ს, მცხოვრები: ქ. თბილისი, ა-–---- მ-----------ს ქ. N----, 22.10.2018წ გაეგზავნა ამ სამსახურის 19.10.2018წ N066218002232 გადაწყვეტილება და განემარტა, რომ შეეძლო ჩართულიყო ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაეფიქსირებია მისი პოზიცია სახ. სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
3.2.4. შპს ,,ქ. ფ-----ს გ--------------–- ს--–--------- ს---–-ს’’ 2018 წლის 02 ნოემბრის N159 წერილით ირკვევა, რომ 1--- წლის 2- ი----ს ს--–--------- სახლში იმშობიარა კ------ ნ-----–- ე------ს ასულმა მამრობითი სქესის ახალშობილი.
3.2.5. საერთო სასამართლოების არქივის უფროსის 12.11.2018 წ N07-7520 წერილის თანახმად, 2002 წლის N2/ა01-2002 სამოქალაქო საქმეში განმცხადებელია ი----- წ----–-----, გ------- კ------–-- ან ნ-----–- კ------ზე სამოქალაქო საქმე არ იძებნება.
3.2.6. ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 18.10.2018 წ. N30/323920 წერილში, რომლის ადრესატია ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი, მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ლ-–- - გ------- კ------–--ს მიმართ ხობის სამსახურის მიერ 3----.2---წ რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი.
3.2.7. ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 14.01.2019წ N066818002232 გადაწყვეტილებით ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საქმის წარმოება შეწყდა და საქმე გადაეგზავნა სასამართლოს ("სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე).
3.2.8. ფორმა N1- ში, მითითებულია კ------–-- ლ-–- (გ------- ჩამატებულია) გ-------ს ძე, დაბადებული 2--------- წ., ქ. ხობი, საქართველოს სსრ, ქართველი, უცოლშვილო, მამა: კ------–-- გ------- ჯ----ს ძე, დედა: კ------ ნ-----–- ე------ს ასული, ქ. ხობი, ა---- ქ. (ნომერი არ არის), ხელმოწერა - ლ. კ------–--, დაბადების მოწმობა I--------, გაცემული ხობის მმაჩის განყოფილების მიერ 1---წ. 0------------ს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,"სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 18.10.2018 წლის 030/323920 წერილის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ არსებობს მოქალაქის ორი დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ფაქტი, ანუ ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის წინაპირობა.
სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშია ჩ-------–---ს მმაჩის 0-----1--- წლის 0-- დაბადების აქტის ჩანაწერი მონაცემით: ლ-–- კ------–--, დაბადების თარიღი 2--------- წელი, დაბადების ადგილი - ჩ-------–---. მამა - გ------- კ------–--, დედა - ნ-----–- კ------, მამის მონაცემის ჩაწერის საფუძველია მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი. წარმოდგენილია ბავშვის დაბადების შესახებ ფ-----ს ს--–---------ს ცნობა, მშობლების რეგისტრაციის ადგილი ჩ-------–---. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია ჩ-------–---ს მმაჩის მიერ მშობლების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაბადების ადგილის გრაფაში მონაცემი გადასწორებულია ჩ-------–---ზე. გადასწორება სათანადო წესით დამოწმებული არ არის.
ხობის სარ განყოფილების 3----.2--- წლის ნ--------- დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით, ლ-–--გ------- კ------–-- დაბადებულია 2--------- წელს ფოთში, მამა - გ------- კ------–--, დედა - ნ-----–- კ------, დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველია ხობის რაიონული სასამართლოს 30.12.2002 წლის 02ა/01-2002 გადაწყვეტილება.
ლ-–--გ------- გ-------ს ძე კ------–--ზე პ/ნ 5----------, დაბადებული 2--------- წელს ხობში, გაცემულია პირადობის მოწმობა 1998 წელს. 1999 წელს, 2001 წელს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 1999 წელს, 2001 წელს, 2006 წელს.
დაბადების აქტის 0-----1--- წლის N-- ჩანაწერში მითითებულია: კ------–-- ლ-–- გ-------ს ძე, დაბადებული 2-------წ ქ. ჩ-------–---ში, დაბადების ფაქტი დადასტურებულია - ფ-----ს ს--------------დან ექიმის ცნობით. მამა კ------–-- გ-------, დაბ 0-----1---, დედა - კ------ ნ-----–-, დაბ 1---------წ.
შპს ,,ქ. ფ-----ს გ--------------–- ს--–--------- ს---–-ს’’ 2018 წლის 02 ნოემბრის N159 წერილით ირკვევა, რომ 1--- წლის 2- ი----ს ს--–--------- სახლში იმშობიარა კ------ ნ-----–- ე------ს ასულმა მამრობითი სქესის ახალშობილი.
საერთო სასამართლოების არქივის უფროსის 12.11.2018 წ N07-7520 წერილის თანახმად, 2002 წლის N2/ა01-2002 სამოქალაქო საქმეში განმცხადებელია ი----- წ----–-----, გ------- კ------–-- ან ნ-----–- კ------ზე სამოქალაქო საქმე არ იძებნება.
ფორმა N1-ში, მითითებულია კ------–-- ლ-–- (გ------- ჩამატებულია) გ-------ს ძე, დაბადებული 2--------- წ., ქ. ხობი, საქართველოს სსრ, ქართველი, უცოლშვილო, მამა: კ------–-- გ------- ჯ----ს ძე, დედა: კ------ ნ-----–- ე------ს ასული, ქ. ხობი, ა---- ქ. (ნომერი არ არის), ხელმოწერა - ლ. კ------–--, დაბადების მოწმობა I--------, გაცემული ხობის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წ. 0------------ს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60/1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით: ,,ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლო გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით. მოქალაქე ლ-–--გ------- კ------–--ს შეტყობინება ვერ ჩაბარდა.
მასალებით 2--- წელს დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველი (დაბადების აქტის ჩანაწერის უქონლობა) არ დასტურდება. აქტის რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს.
ამდენად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერი.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბათილად იქნას ცნობილი ხობის მმაჩის 3----.2--- წლის ნ--------- ლ-–--გ------- კ------–--ს დაბადების აქტის ჩანაწერი.
2. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე